Moody’s-მა ლიბერთი ბანკის რეიტინგი გაზარდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 02 ივლისი 2019 11:10
2019 წლის 20 ივნისს, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა ლიბერთი ბანკის რეიტინგი B1-დან Ba3-მდე გაზარდა. რეიტინგის გაზრდა განპირობებულია ბანკში გატარებული რეფორმებით. გაუმჯობესებულია ფინანსური მაჩვენებლები და კაპიტალზე წვდომა. რეიტინგის პოზიტიურ ცვლილებაზე ასევე დადებითად იმოქმედა სასესხო პორტფელის დივერსიფიცირების აქტიურმა პროცესმა.
Moody’s-ის მოლოდინით, ლიბერთი ბანკი გააგრძელებს საკრედიტო პორტფელის დივერსიფიცირებას, რაც შესაბამისობაშია ბანკის მიერ გაცხადებულ სტრატეგიასთან - ჩამოყალიბდეს მომხმარებელზე ორიენტირებულ, უნივერსალური ტიპის ბანკად.  კაპიტალის ბაზრებზე გამარტივებული წვდომა მიმზიდველ ფასში ფინანსური რესურსების მოზიდვის შესაძლებლობას იძლევა, რაც შესაბამისად, ბანკის მომხმარებლებზეც დადებითად აისახება.
„მოხარულები ვართ რომ, ახალი მენეჯმენტის მიერ გადადგმულმა პირველმა ნაბიჯებმა Moody’s-ის ნდობა დაიმსახურა. ახალი საბანკო რეგულაციებით განპირობებული ნეგატიური ეფექტებისა და ჩვენს მიერ სოციალურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთების მკვეთრი შემცირების მიუხედავად, ჩვენმა გუნდმა, უმოკლეს პერიოდში, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა მაღალტექნოლოგიური და უნივერსალური ტიპის ბანკად ჩამოყალიბების მიმართულებით.“- განაცხადა ბანკის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან ლეკიშვილმა.
წაკითხულია 126 ჯერ

Related items

  • „იცხოვრე ზღაპარში“ – MasterCard-ის კამპანია ლიბერთის მომხმარებლისთვის დაიწყო
    ლიბერთის მომხმარებლისთვის MasterCard-ით განხორციელებული ტრანზაქციები 2019  წლის  5 აგვისტოს 00:00:01 საათიდან  2019  წლის  26 აგვისტოს 23:59:59 საათის ჩათვლით მომგებიანია!
     
    კამპანიის ფარგლებში გამოვლინდება ორი გამარჯვებული:
     
    •გამარჯვებული ტრაზაქციების ოდენობის მიხედვით:  მომხმარებელი, რომელსაც 2019  წლის  5 აგვისტოს 00:00:01 საათიდან  2019  წლის  26 აგვისტოს 23:59:59 საათის ჩათვლით დაუფიქსირდება  კამპანიის პერიოდში ბანკის MasterCard-ის, მათ შორის მაესტრო  ბარათით განხორციელებული ყველაზე მეტი ტრანზაქცია (თითო ტრანზაქცია - მინიმუმ 10 ლარი)
    •გამარჯვებული ტრანზაქციებით გახარჯული თანხის ოდენობის მიხედვით: მომხმარებელი, რომელსაც  2019  წლის  5 აგვისტოს 00:00:01 საათიდან  2019  წლის  26 აგვისტოს 23:59:59 საათის ჩათვლით ჯამურად დაუფიქსირდება  კამპანიის პერიოდში ბანკის MasterCard-ის, მათ შორის მაესტრო  ბარათით  განხორციელებული ყველაზე დიდი მოცულობის (თანხის ოდენობა ჯამურად) ტრანზაქცია.
     
    ორივე მათგანი 2019 წლის 13-15 სექტემბერს ოჯახთან ერთად პარიზის დისნეილედს ესტუმრება!
     
    სამოგზაურო პაკეტი მოიცავს:
     
    •მოგზაურობა ოჯახისთვის (2 უფროსი და 2 ბავშვი) Disneyland Paris-ში
    •ავიაბილეთებს
    •2 ღამე/ 3 დღე Disneyland Paris-ის სასტუმროში (საოჯახო ნომერი)
    •3 დღიანი/2 პარკის საშვი Disneyland Paris-ში
    •3 დღიანი/2 პარკის VIP საშვი
    •150 ევროს ღირებულების ვაუჩერი დღიურად, კვებისა და Disneyland Paris-ში შენაძენისთვის
     
    კამპანიის დეტალური წესები და პირობები იხილეთ ბმულზე:  http://bit.ly/2YEkZec
     
  • ,,დააგროვე მეტი" - ლიბერთი ანაბრების აქციას აანონსებს
    ,,დააგროვე მეტი" - ლიბერთი ბანკი ანაბრების აქციის დაწყებას აანონსებს და მომხმარებელს სთავაზობს, 1 აგვისტოდან 1 ოქტომბრამდე ევროში გახსნილ ვადიან ანაბარს  +0,5 პროცენტი დაემატება.
     
    ,,დააგროვე მეტი" აქცია ვრცელდება ვადიან ანაბრებსა და სადეპოზიტო სერტიფიკატებზე.
     
    ანაბრის გახსნა ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ფილიალსა და სერვის ცენტრში იქნება შესაძლებელი.
  • საერთაშორისო საგამოფენო ცენტრი „ასტანა ექსპო“

    მეორე ათწლეულში ყაზახეთი შედის თანამედროვე მსოფლიოს დინამიურად განვითარებად ეკონომიკების რიცხვში. დამოუკიდებლობის მოპოვების 20 წლის განმავლობაში ქვეყანამ დიდი და რთული გზა გაიარა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ქვეყნის ეკონომიკის მოცულობის დონე 30 პროცენტით შემცირდა. თუმცა, ყაზახეთმა მაინც მოახერხა წინსვლა და სულ მალე აუტსაიდერებიდან  ეკონომიკური ზრდის მტკიცე მაგისტრალურ დონეზე გავიდა. დღეისათვის, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით ყაზახეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ქვეყნებს შორის ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს.

    ინვესტიციების მოსაზიდად ქვეყანაში რეგულარულად იმართება საერთაშორისო კონფერენციები, ფორუმები და შეხვედრები. ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი, რომელიც მიმართულია საერთაშორისო სპეციალიზირებული გამოფენის მოწყობისათვის არის  სწორედ „ასტანა ექსპო“.

    მას დადებითი მულტიპლიკატური ეფექტი გააჩნია და ქვეყნის ეკონომიკის შემდგომ განვითარებას დადებით სტიმულს სძენს. 1400 მცირე და საშუალო ზომის საწარმომ  შეკვეთები მიიღო საქონლისა და მომსახურების მიწოდების თაობაზე - 640 მილიარდი ტენგეს ოდენობით. გარდა ამისა, ათობით ათასი ადამიანი დასაქმდა და ღირსეული ხელფასი მიიღო საწარმოებში მუშაობის ხარჯზე.

    და დღესაც კი, პირველი გამოფენიდან ორი წლის შემდეგ, მისი მემკვიდრეობა - საერთაშორისო პავილიონები, საკონცერტო დარბაზები, პირველი კლასის ინფრასტრუქტურა, თავისი "ჭკვიანი გადაწყვეტილებებით", და მდიდარი ტერიტორია წარმოადგენს უნიკალურ საშუალებას უზრუნველყოს ბიზნესის, საგანმანათლებლო ტურიზმის, ასევე საოჯახო დასვენების განსაკუთრებული პირობები.

    როგორც საგამოფენო ცენტრის კომერციალიზაციის დეპარტამენტის დირექტორმა დაულეთ ერკიმბაევმა ჩვენთან საუბარში განაცხადა,  „ასტანა ექსპო“ თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი ინოვაციური და მასშტაბური პროექტი იყო. მასში თავმოყრილია საქმიანი, გასართობი, და საგამოფენო ხასიათის პროექტები ერთ, მთლიან სივრცეში, ერთიანი არქიტექტურული გადაწყვეტილებით. „ასტანა ექსპო“ ბევრი ადამიანისთვის გახდა ერთგვარი მოგზაურობა მინი-ქალაქში, სადაც საფირმო ნიშანი „ნურ ალემი“ ტურისტული, საქმიანი, და გასართობი მარშრუტის მხოლოდ ერთ ნაწილს წარმოადგენს. პარკირების ზონა განთავსებულია მოხერხებულ ადგილას. იქვე მახლობლად ასევე მუშაობენ რესტორნები და კაფე-ბარებიც“, - აღნიშნა დ. ერკიმბაევმა. 

    საგამოფენო ცენტრი „ასტანა ექსპო“ ასევე წარმატებით ანხორციელებს სხვა პროექტებსაც, როგორიც არის - საერთაშორისო საფინანსო ცენტრი „ასტანა“, მწვანე ტექნოლოგიებისა და საინვესტიციო პროექტების საერთაშორისო ცენტრი, მაღალი ტექნოლოგიებისა და სტარტაპების საერთაშორისო ცენტრი „ასტანა ჰაბი“, და მაღალი ტექნოლოგიებისა და სტარტაპების საერთაშორისო უნივერსიტეტი.

    საერთაშორისო საფინანსო ცენტრის „ასტანა“ შექმნის იდეა მდგომარეობს ერთგვარი ბიზნეს-ცენტრის ორგანიზებაში. უპირველეს ყოვლისა, ევრაზიული ქვეყნების მეგა-რეგიონებისთვის, რომლის ფინანსურ და სატრანსპორტო ნაკადის გზაჯვარედინზეც მდებარეობს თვითონ ყაზახეთი. აღნიშნული საფინანსო ცენტრი გამოიყენება ეგრეთწოდებული „ფინანსური დერეფნის“ საფინანსო წყაროების განსათავსებლად, რომელიც მოედინება „დიდი აბრეშუმის გზის“ სავალუტო დერეფნის გავლით.

    მწვანე ტექნოლოგიებისა და საინვესტიციო პროექტების საერთაშორისო ცენტრის მთავარ ამოცანას წარმოადგენს, ყაზახეთში ალტერნატიული განახლებადი ენერგიის წყაროების და თანამედროვე ტექნოლოგიების ადაპტირება და ადგილზე ფეხის მყარად მოკიდება. 

    დღეისათვის აქ მიმდინარეობს ქარის მეურნეობისთვის ბატარიების წარმოების ყველაზე ოპტიმალური პროექტების გადაწყვეტა, ბიომასის ელექტროენერგიის გარდაქმნა, ენერგიის წარმოება მინი-ჰიდროელექტრო სადგურების კასკადის, მზის პანელების წარმოების გზით და სხვა თანამედროვე პროექტები.

    საერთაშორისო საფინანსო ცენტრი „ასტანა“, ასევე წარმოადგენს უცხოური ტექნოლოგიების შემოტანის და დანერგვის თანამედროვე ბაზასაც. ცენტრი ასევე ჩაერთვება საზღვარგარეთიდან ხელმისაწვდომი და კარგად აპრობირებული ტექნოლოგიების შემოტანის პროცესშიც.

    ბოლო ორი წლის განმავლობაში საგამოფენო ცენტრის „ასტანა ექსპო“ სავიზიტო ბარათს „ნურ ალემს“ არ შეუწყვეტია მუშაობა. სამეცნიერო დანადგარების ნაწილი ყაზახეთის ნაციონალური კომპანიების პავილიონებისა და "მომავლის ენერგეტიკის" სექტორებიდან მასში გადავიდა და ამავე დროს იგი ტურისტული, გასართობი, კვლევითი და საგანმანათლებლო ცენტრიც გახადა.

    გასულ 2018 წელს, ცენტრს 400 ათასი ადამიანი ეწვია, რომელთაგან 40 ათასი მოსწავლე და სტუდენტი იყო ნურ-სულტანიდან. ახალგაზრდები სპეციალური პროექტის "Kids & Students Future Energy" - ის ფარგლებში ეუფლებიან ცოდნას.

    სპეციალურმა კონგრესის ცენტრმა, რომელიც ასევე „ასტანა ექსპოს“ ინფრასტრუქტურის ობიექტების ნაწილია,  მოკლე ხანში "სრული დატვირთვით" დაიწყო მუშაობა. გასული წლის განმავლობაში ცენტრში 180 სხვადასხვა სახის ღონისძიება ჩატარდა, რომელთაგან ყველაზე დიდი იყო ასტანის ეკონომიკური ფორუმი და მსოფლიოს სამთო კონგრესი. სწორდ ეს არის ასეთი ობიექტების მუშაობის ძირითადი ფუნქცია, - ჩაატაროს კონფერენციები, ფორუმები, სიმპოზიუმები, კონგრესები და აქედან მიღებული შემოსავალებით მოიზიდოს ფინანსური რესურსი. აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობენ დელეგატები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ისინი მუშაობდნენ და ცხოვრობდნენ კონგრესის ცენტრის მიმდებარე სასტუმრო "Hilton Astana" - ში.

    თავის მხრივ გამოფენისა და კონფერენციების ორგანიზების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ინდირა კარაჯანოვამ დადებითად შეაფასა ასტანის ეკონომიკური ფორუმის წარმატებით ჩატარება. 

    შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს ფორუმს 74 ქვეყნის წარმომადგენელი სტუმრობდა. ღონისძიებაში მონაწილეთა საერთო რაოდენობამ 5600 ადამიანი შეადგინა. მათ შორის 460 სპიკერი იყო. ამ ღონისძიებას 381 ჟურნალისტი აშუქებდა მსოფლიოს 30 ქვეყნიდან.

    ფორუმის 12 წლის ისტორიაში პირველად, ყაზახეთისთვის სრულიად ახალი დისკუსია გაიმართა - მრგვალი მაგიდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის და გაერო-ს მონაწილეობით. დისკუსია ჩატარდა ფინანსთა მინისტრების, საერთაშორისო საფინანსო ფონდებისა და ქვეყნის ცენტრალური ბანკების მმართველებისთვის.

    ასევე, ეროვნული კომპანიის „ასტანა ექსპო“ თანამშრომლებმა მომავალი წლისათვის თავიანთი გეგმები წარადგინეს: "ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომლის ჩატარებაც მომავალ წელს იგეგმება გახლავთ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალური საბჭოს სხდომა", - აცხადებენ „ასტანა ექსპოს“ წარმომადგენლები.

    https://expo2017astana.com

  • ლიბერთის ახალი და შეღავათიანი პროდუქტი ტაქსის მძღოლებისთვის

    ლიბერთი ბანკი ტაქსის მძღოლებს სთავაზობს სპეციალურად მათთვის შექმნილ, შეღავათიანი დაკრედიტების პროგრამას. სპეციალური პირობებითისარგებლებენ ის მძღოლები, რომლებსაც A კატეგორიის ლიცენზიის მიღება სურთ, მაგრამ მათი ავტომობილის მდგომარეობა არ აკმაყოფილებსლიცენზიის მოთხოვნებს. ლიბერთის შეღავათიანი დაკრედიტების პროგრამით სარგებლობა შეეძლებათ იმ ტაქსის მძღოლებსაც, რომლებსაც ახალიავტომობილის შეძენა ან არსებულის განახლება სურთ.

  • ბოლნისში პირველი საერთაშორისო ფორუმი გაიმართება

    13-14 ივნისს, ბოლნისში „ადგილობრივი თვითმმართველობები ახალი ეკონომიკური შესაძლებლობებისთვის სოფლის მეურნეობაში და სოფლად” პირველი საერთაშორისო ფორუმი იმართება.

    როგორც ,,ნიუს დეის” ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ბოლნისის პირველი საერთაშორისო ფორუმი ორგანიზებულია ერთობლივად ბოლნისის მუნიციპალიტეტის   ევროკავშირის   ინიციატივის   „მერები   ეკონომიკური   ზრდისთვის“,გაეროს განვითარების პროგრამისა და ღვინის ეროვნული სააგენოს მიერ. ღონისძიება ხორციელდება   „მერები   ეკონომიკური   ზრდისთვის“   საპილოტე   პროექტის   „ბოლნისში ბიზნეს   საქამიანობის   ეფექტური   პლატფორმის   ჩამოყალიბება“   ფარგლებში. ღონისძიების   მთავარი   მიზანია:  ადგილობრივი   ხელისუფლების   პოტენციალისა   დაროლის   განსაზღვრა,   აგრობიზნესისა   და   სოფლის   განვითარებაში,   აგრობიზნესის მხარდაჭერისა და თანამშრომლობის ქსელების განვითარებაში საუკეთესო პრაქტიკის წარმოჩენა,   აღმოსავლეთ   პარტნიორობის   რეგიონის   ქვეყნების   გამოცდილებისა   დაწარმატებების შესახებ გამოცდილების გაზიარება.

    ფორუმის მეორე დღეს გაიმართება ვაზის დარგვის ცერემონიალი, ღვინის დეგუსტაცია, ადგილობრივი პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა და ადგილობრივი საოჯახო მარნებისადა მეწარმეების დაჯილდოება.

    ღონისძიებას  დაესწრებიან  ცენტრალური  მთავრობის,  ადგილობრივი  ხელისუფლების ,ბიზნესისა და სამოქალაქო სექტორის 100-ზე მეტი წარმომადგენელი საქართველოდან, უკრაინიდან,  ბელარუსიდან,  მოლდოვადან,  სომხეთიდან  და  აზერბაიჯანიდან.  ასევე, საერთაშორისო  ორგანიზაციების,  ევროკავშირისა  და  „მერები  ეკონომიკურიზრდისთვის“ სამდივნოს წარმომადგენლები.

    ღონისძიებას ასევე დაესწრებიან  მაღალი დონის სტუმრები: ლევან დავითაშვილი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი; საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი; გოგი მეშველიანი, საქართველოს პარლამენტის წევრი; შოთა რეხვიაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის რეგიონში; ილია ბეგიაშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა  და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე; პიტერ  კორსბი, „მერები  ეკონომიკური  ზრდისთვის“  პროექტის  ჯგუფის ხელმძღვანელი.

    ბოლნისის პირველი საერთაშორისო ფორუმი ორგანიზებულია ერთობლივად ბოლნისის მუნიციპალიტეტის ევროკავშირის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის”, გაეროს განვითარების პროგრამისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ. დაესწრებიან ასევე UNDP-ის წარმომადგენლებიც.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური