„შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ საზეიმოდ გაიხსნა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 20 ივნისი 2019 18:16

მასშტაბური რეკონსტრუქციის შემდეგ „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ დღეს საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის გენერალური დირექტორი ფრედ სმიტსი, Marriott International“-ის აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტი პანკაჯ ბირლა, Marriott International“-ის ბრენდ ლიდერი ინდი ადენაუ დაესწრნენ.

„Marriott“-ის საერთაშორისო ქსელის წევრი „Sheraton Hotels & Resorts“-ი, მასშტაბური რეკონსტრუქციის შემდეგ, დღეს საზეიმოდ ხსნის „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასს“. ამის შესახებ დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა პანკაჯ ბირლამ, “Marriott International“-ის აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტმა.

„შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ ამიერიდან ადგილს იკავებს უფრო მაღალი, გრანდ კატეგორიის სასტუმროებს შორის, რომლებიც აღიარებულია მიმზიდველი ადგილმდებარეობით, გამორჩეული დიზაინით, სანიმუშო სამზარეულოთი, მაღალი დონის მომსახურებითა და სტუმრებისთვის გაზიარებული საუკეთესო გამოცდილებით.

„დიდი სიამაყით მივესალმებით მასშტაბური ტრანსფორმაციის შემდეგ მსოფლიო ლეგენდის საქართველოში დაბრუნებას. „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ კიდევ უფრო მაღალი სტანდარტით იწყებს ახალ სიცოცხლეს“, - აცხადებს პანკაჯ ბირლა, “Marriott International“-ის აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტი, - „განახლებული სასტუმრო, ახალი ცხოვრების დაწყების პარალელურად, კვლავ საუკეთესო ადგილი იქნება თბილისში შეკრებებისთვის და ღირსეულად გააგრძელებს ლეგენდარული სასტუმრო ბრენდის საქმეს.“
„რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯია “ამაყობს ძველი „მეტეხი პალასის“ გარდაქმნით, რომელიც ენერგიული ქალაქის შუაგულში დასვენების საუკეთესო ადგილად იქცა,“ - ამბობს „რაკია ჯორჯიას“ დირექტორი გიორგი გეგეჭკორი. - „ჩვენ მადლობას ვუხდით მშენებლობაში მონაწილე ათასობით მუშას, ჩვენს არქიტექტორებს, დიზაინერებს და კონსულტანტებს, ასევე „მარიოტ ინტერნეიშენალის“ რეგიონულ ხელმძღვანელობას, რომელიც დაუღალავად შრომობდა „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასისთვის“ ახალი სიცოცხლის მისაცემად. მარიოტის ოჯახის წევრობა, იმ არაჩვეულებრივი სერვისის გათვალისწინებით, რაც შერატონის ბრენდს ახასიათებს, საშუალებას მოგვცემს, ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნესსაზოგადოებას, ასევე ჩვენს საოცარ დედაქალაქში ჩამოსულ ტურისტებს სამაგალითო მომსახურება გავუწიოთ.“
„შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ აეროპორტიდან 15 წუთის სავალზე, ქალ”აქის ისტორიულ ცენტრში, მდინარე მტკვრის სანაპიროზეა გაშენებული. სასტუმროდან იშლება თბილისის თვალწარმტაცი ხედი, ეკლექტიკური არქიტექტურა, აქვეა ბოტანიკური ბაღი, კულტურული ღირსშესანიშნაობები და პრეზიდენტის სასახლე.

 ავთანდილ ოთინაშვილი

 

წაკითხულია 132 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური