მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლუიზა ვინტონსა და ჯასტინ მაკკენზი სმიტს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 06 ივნისი 2019 11:35

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახა კახიშვილი გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში ლუიზა ვინტონსა და ბრიტანეთის ელჩს ჯასტინ მაკკენზი სმიტს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებს შორის საუბარი შეეხო საქართველოში საჯარო მმართველობის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა შეხვედრაზე საჯარო მმართველობის რეფორმის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევას საჯარო მმართველობის რეფორმა წარმოადგენს. თემაზე საუბრისას კახა კახიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობის ადმინისტრაცია რამდენიმე წელია ახორციელებს რეფორმის კოორდინაციას და იკვეთება ხელშესახები შედეგებიც, რომელიც მისი თქმით, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საჯარო მმართველობის სფეროში არსებულ სიახლეებთან დაკავშირებით სპეციალური ვებ-გვერდი მზადდება.

კახა კახიშვილმა სტუმრებს, ასევე ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, რომ ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტის 2019 წლის არჩევნების შედეგების მიხედვით მმართველი კომიტეტის წევრად საქართველო სამი წლის ვადით აირჩიეს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე კახა კახიშვილმა მადლობა გადაუხადა ლუიზა ვინტონსა და ჯასტინ მაკკენზი სმიტს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

წაკითხულია 147 ჯერ

Related items

  • არჩილ თალაკვაძე საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

    პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელს, ლუიზა ვინტონს შეხვდა. 

    არჩილ თალაკვაძემ მადლობა გადაუხადა ლუიზა ვინტონს იმ დახმარებისთვის, რომელსაც UNDP საქართველოს პარლამენტს უწევს, მათ შორის ინსტიტუციური რეფორმის კუთხით. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ UNDP-მ, ასევე დიდი წვლილი შეიტანა პარლმენტის კვლევითი ცენტრის დაარსებაში.

    მხარეებმა ისაუბრეს ახალ პროექტზეც, რომელიც შემოდგომაზე დაიწყება და UNDP კვლავ გააგრძელებს საპარლამენტო რეფორმების მხარდაჭერას.

    პარლამენტის თავმჯდომარე სტუმარს სასამართლო რეფორმის მიმდინარეობაზე, ასევე საარჩევნო რეფორმაზე და იმ კანონმდებლობაზე ესაუბრა, რომელსაც პარლამენტის მიიღებს.

    შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო დეცენტრალიზაციის სტრატეგია და ამ სტრატეგიის მიღების აუცილებლობის საკითხი.

     

     

  • შეხვედრა გაერთიანებული სამეფოს ელჩთან

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტს შეხვდა.

    გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესი და ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემო განიხილეს. თამარ ჟვანიამ აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის სამართლიანი, სანდო, გამჭვირვალე არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად.

    „გაერთიანებული სამეფოს ელჩი ჯასტინ მაკკენზი სმიტი პირველად ეწვია ცესკოს. ის სულ რამდენიმე კვირის ჩამოსულია საქართველოში. მას აინტერესებდა არჩევნებთან დაკავშირებული მიმდინარე პროცესები. ასევე გამოხატა ძალიან დიდი მხარდაჭერა საქართველოში არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებისა და ამომრჩეველთა აქტიური მონაწილეობის თვალსაზრისით. შეხვედრა იყო ძალიან პროდუქტიული და საქმიანი. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მხარდაჭერა, ისე ყველა საერთაშორისო დამკვირვებლის მხარდაჭერა გამჭვირვალობისთვის და რა თქმა უნდა, საარჩევნო პროცესების ხელშეწყობისთვის იქნება მაქსიმალურად დადებითი და პოზიტიური საქართველოს არჩევნებისთვის“, - განუცხადა თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ.

    ჯასტინ მაკკენზი სმიტმა მედიასთან არჩევნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, - „ვფიქრობ, ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და მისი მოქალაქეებისთვის. იმედი მაქვს, რომ საარჩევნო გარემო დარჩება მშვიდობიანი და რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივა არჩევნებზე“, - განაცხადა ჯასტინ მაკკენზი სმიტმა.

  • მსჯავრდებულებს უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა ეძლევათ

    პირველად საქართველოში მსჯავრდებულებს უმაღლესი განათლების მიღების საშუალება ექნებათ. უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ითვალსიწინებს, რომელზეც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა დღეს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომელთა პროფესიულ დღეს, განხორციელებული რეფორმების ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

    უმაღლესი განათლების მიღების უფლებით ისარგებლებს გათავისუფლებისთვის მომზადების ან დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებული. საუბარია აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე - ბაკალავრიატი.

    აღნიშნულ საკითხზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან აქტიურად თანამშრომლობს.

    მოცემულ ეტაპზე, პენიტენციურ დაწესებულებებში ხელმისაწვდომია სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამა, მოკლევადიანი სასწავლო კურსები, რომლის დასრულების შემდეგაც მსჯავრდებულები შესაბამის სერტიფიკატებს იღებენ. ამ დროისთვს, საგანმანათლებლო პროგრამებში 1060-ზე მეტი მსჯავრდებულია ჩართული.

  • კახა კახიშვილმა უნგრეთის პენიტენციური დაწესებულებები დაათვალიერა.

    საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, უნგრეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებები დაათვალიერა.

    კახა კახიშვილი და სამინისტროს დელეგაცია უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბუდაპეშტის წინასწარი დაკავების დაწესებულებასა და პალჰალმას ციხეს ესტუმრნენ. დაათვალიერეს მონიტორინგის ცენტრი, საიდანაც სასჯელაღსრულების დაწესებულების ვიდეომონიტორინგი ხორციელდება. ადგილზე გაეცნენ მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა საცხოვრებელ პირობებსა და უნგრეთის პენიტენციური სისტემის მუშაობის სპეციფიკას. მხარეები გამოცდილების გაზიარებასა და სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ.

    საქართველოს სასჯლაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დელეგაციამ უნგრელი კოლეგებისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღო იმ სარეაბილიტაციო და დასაქმების პროგრამების შესახებ, რომლებიც დანერგილია უნგრეთის პენიტენციურ დაწესებულებებში. დელეგაციის წევრები, ასევე, გაეცნენ უნგრული მხარის გამოცდილებას პენიტენციური დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით, დაათვალიერეს დაწესებულებების ფერმერული მეურნეობები, სადაც მსჯავრდებულები არიან დასაქმებულნი.

    ქართული დელეგაციის წევრებმა მასპინძლებს ბოლო წლებში საქართველოს პენიტენციურ სისტემაში გატარებული რეფორმების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

    როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა აღნიშნა, სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის პრიორიტეტულია სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება და საუკეთესო პრაქტიკის საქართველოს პენიტენციურ სისტემაში დანერგვა. უნგრეთს მსჯავრდებულთა დასაქმების კუთხით მდიდარი გამოცდილება აქვს. გამომდინარე იქიდან, რომ მსჯავრდებულთა დასაქმება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და უწყება ამ მხრივ არაერთ პროექტს ახორციელებს, ქართული მხარე ამ კუთხით უნგრულ გამოცდილებას გაიზიარებს.

    კახა კახიშვილი ბუდაპეშტს უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრის შანდორ პინტერის მიწვევით სტუმრობს. უნგრეთში ვიზიტის მიზანი სისხლის სამართლის მართლმსაჯულების, მათ შორის პენიტენციისა და პრობაციის სფეროებში მიმდინარე და გატარებული რეფორმების, ასევე, დანერგილი სიახლეების შესახებ ინფორმაციის ურთიერთგაცვლა, გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობის გაღრმავებაა.

    კახა კახიშვილმა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში არსებული ვითარების ადგილზე გაცნობის მიზნით, უნგრეთის ციხეების სამსახურის ხელმძღვანელი თბილისში მოიწვია.

  • კახა კახიშვილი რუმინეთის იუსტიციის მინისტრს შეხვდა

    სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი რუმინეთის იუსტიციის მინისტრს ალექსანდრა რალუკა პრუნას შეხვდა, რომელიც საქართველოში იუსტიციის სამინისტროს დელეგაციასთან ერთად იმყოფება. შეხვედრას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ხულორდავა, ასევე, პენიტენციური და საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებიც დაესწრნენ. 
    საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა რუმინელ კოლეგას ვიზალიბერალიზაციის პროცესში საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ საქართველომ ამ კუთხით ნაკისრი ვალდებულებები პირნათლად შეასრულა.კახა კახიშვილმა ალექსანდრა რალუკა პრუნას საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმები გააცნო. მინისტრმა სასჯელაღსრულების სფეროში მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მსჯავრდებულების/ბრალდებულებისთვის სასჯელის მოხდის ღირსეული პირობების უზრუნველყოფა და პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციაა, მათ შორის, მსჯავრედბულთა დასაქმების ხელშეწყობა.
    მინისტრის თქმით, უახლოეს მომავალში, მსჯავრდებულებს პენიტენციურ დაწესებულებაში მათ მიერ დამზადებული ნივთებისა და ნაკეთობების რეალიზაციის საშუალება მიეცემათ. 
    კახა კახიშვილმა არასაპატიმრო სასჯელების განვითარების მნიშვნელობაზე და ელექტონული მონიტორინგის სისტემის დანერგვაზე ისაუბრა, ასევე, ხაზი გაუსვა პენიტენციური ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობას და ამ კონტექსში C ჰეპატიტთან და ტუბერკულოზთან ბრძოლის პროგრამები აღინიშნა. 

    მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი მიღწევა მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით კლასიფიკაციის მეთოდის დანერგვა და დაწესებულებაში მსჯავრდებულთა გარდაცვალების მკვეთრად შემცირებაა. 

    „რუმინეთის იუსტიციის მინისტრთან საინტერესო გაცნობითი ხასიათის შეხვერდა შედგა. განვიხილეთ ვიზალიბერალიზაციის პროცესში რუმინეთის მიერ გაწეული მხარდაჭერა, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდით. რაც შეეხება სამომავლო თანამშრომლობას, შევთანხმდით, რომ აუცილებლად გავაფორმებთ მემორანდუმს, რომლის საფუძველზე თანამშრომლების ურთიერთგაცვლით პროგრამას დავიწყებთ. როგორც რუმინეთს, ასევე საქართველოს სერიოზული გამოცდილება აქვს და მიმაჩნია, რომ სწორედ გამოცდილების ურთიერთგაზიარების შედეგად უფრო მარტივად მივაღწევთ იმ სტანდარტებამდე, რომელიც ორივე ქვეყნის ამოცანაა - ევროპული სტანდარტების დანერგვა და იმპლემენტაცია“, - განაცხადა კახა კახიშვილმა და პენიტენციური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე ასევე, სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. 

    შეხვედრაზე რუმინეთის იუსტიციის მინისტრმა ვიზალიბერალიზაციის პროცესში, ასევე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა. 

    სასჯელაღსრულების სისტემაზე საუბრისას კი, ალექსანდრა რალუკა პრუნამ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს მიღწევები პრობაციის სფეროში და განაცხადა, რომ ამ კუთხით საქართველო რუმინეთთან შედარებით უფრო განვითარებულია. 

    "შეხვედრაზე საქართველოსა და რუმინეთის პენიტენციური სისტემების შესახებ ვისაუბრეთ. დღევანდელი შეხვედრა რუმინეთსა და საქართველოს შორის სამომავლო თანამაშრომლობის გაგრძელების სიმბოლოა. შემიძლია დადასტურებულად გითხრათ, რომ რუმინეთის მთავრობა განაგრძობს საქართველოს მხრადაჭერას ევროპულ გზაზე”, - განაცხადა ალექსანდრა რალუკა პრუნამ.

    შეხვედრის დასასრულს, კახა კახიშვილმა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტს რუმინეთთან თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისთვის მუშაობის დაწყება დაავალა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური