ბრიტანეთის ელჩი საქართველოში დედოფალ ელისაბედ მეორის ოფიციალური დაბადების დღის აღსანიშნავად წვეულებას უმასპინძლებს
ბრიტანეთის ელჩი ჯასთინ მაქენზი სმითი, დედოფალ ელისაბედ მეორის ოფიციალური დაბადების დღის აღსანიშნავად წვეულებას უმასპინძლებს.
ღონისძიება დიდი ბრიტანეთის საელჩოში 2019 წლის 6 ივნისს, 19:00-ზე გაიმართება.
მიღებას დაესწრებიან საქართველოს მთავრობის და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნესის, კულტურისა და მედიის წარმომადგენლები, ახალგაზრდები სხვადასხვა ინდუსტრიებიდან და ბრიტანული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულები.
ღონისძიებასთან დაკავშირებით ელჩმა ჯასთინ მაქენზი სმიტმა განაცხადა:
„დედოფლის დაბადების დღე არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა კიდევ ერთხელ ვიზეიმოთ საქართველოს და ბრიტანეთს შორის არსებული მეგობრობა და მოხარული ვარ, რომ ბევრი ჩვენი მეგობარი და კოლეგა შემოგვიერთდება.
ბრიტანეთსა და საქართველოს შორის კავშირები წლიდან წლამდე ძლიერდება. მაგალითად შემოდგომაზე მთელი საქართველოს მასშტაბით სამ თვიან ფესტივალს ვმასპინძლობთ, რომლის ფარგლებშიც საშუალება გვექნება თანამედროვე ბრიტანეთის საუკეთესო მხარეები წარმოვაჩინოთ, მათ შორის: ინოვაციები, კრეატიული ინდუსტრიები, სპორტი, ხელოვნება და კულტურა. სურვილი გვაქვს, საქართველოს მოსახლეობას ბრიტანეთის ნაკლებად ცნობილი მხარეები გავაცნოთ და ამასთან ხაზი გავუსვათ ორ ქვეყანას შორის არსებულ საერთო ღირებულებებს“.
საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს პრეს-რელიზი