Related items
-
აზერბაიჯანმა კიდევ ერთი სომხური უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო
აზერბაიჯანის არმიამ, სომხეთის კუთვნილი კიდევ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება იტყობინება.
მათი მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ფრონტის ხაზზე, სომხეთის კუთვნილი კიდევ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო, რომელიც მათი ტერიტორიის თავზე სადაზვერვო ფრენებს ახორციელებდა.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯან-სომხეთის საზღვართან ვითარება 12 ივლისს გამწვავდა, რასაც ორივე მხრიდან მსხვერპლი მოჰყვა. 12 ივლისის მომდევნო დღეს მომხდარი თავდასხმის შედეგად აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების 7 სამხედრო, მათ შორის ერთი გენერალი დაიღუპა.
-
ნიკოლოზ ბასილაშვილი Australian Open-ის მესამე წრეში გავიდა
საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (61-ე ადგილი ATP-ს რეიტინგში) „დიდი სლემის" — Australian Open სერიიდან საჩოგბურთო ტურნირის მეორე რაუნდში ბელგიელ რუბენ ბენელმანს (117-ე) სამ სეტში მოუგო 7:5, 6:1, 6:3 და ტურნირის მესამე წრეში გავიდა. ტურნირი მელბურნში მიმდინარეობს.
გამარჯვებისთვის ქართველ ჩოგბურთელს სულ 1 საათი და 41 წუთი დასჭირდა.
მთელი მატჩის განმავლობაში ბასილაშვილს მეტოქეზე აშკარა უპირატესობა ჰქონდა. ბენელმანს მხოლოდ ერთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ მისი გამოყენება ვერ შეძლო.
Australian Open-ის მესამე რაუნდში ბასილაშვილი პირველად გავიდა. ამით მან გამოიმუშავა 90 სარეიტინგო ქულა და საპრიზო 142 ათასი აშშ დოლარი.
1/8 ფინალში გასასვლელად ბასილაშვილი 23 წლის ბრიტანელს, კაილ ედმუნდს (49) შეხვდება.
-
ნიკოლოზ ბასილაშვილი სეზონს დოჰას ტურნირით დაიწყებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ახალ საჩოგბურთო სეზონს ყატარის დედაქალაქ დოჰაში გასამართი ტურნირით დაიწყებს.
მსოფლიო რეიტინგში 59-ე პოზიციაზე მყოფი ქართველი ძირითად ბადეშია დაშვებული,
ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2018 წლის სეზონი გამარჯვებით დაიწყო. საქართველოს პირველმა ჩოგანმა, დოჰას ტურნირის პირველ წრეში, იტალიელი ტომაზო ფაბიანო, ორ სეტში ანგარიშით, - 6:4 6:3 დაამარცხა.
და მისი მეტოქე ხორვატი ბორნა ჩორიჩი იქნება, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 48-ე ადგილზე იმყოფება.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ტურნირზე წყვილთა თანრიგშიც მოახერხა გამარჯვების მოპოვება. ბასილაშვილი-ანდრეას ჰაიდერ-მაუერის დუეტმა მეკტიჩი-პეიას ტანდები 6:1, 6:7(8:10), 8:10 დაამარცხა. -
ყაზბეგში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს
2 ნოემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის მოქალაქის ც.ბ-ს კუთვნილი ავტომობილის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა 94.8 გრამი) ნაკეთობები აღმოაჩინეს.
საქონლის საბაჟო ღირებულებამ 8,112.63 ლარი შეადგინა. საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10-ე ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 8,112.63 ლარის ოდენობით შეეფარდა.
-
გაიმართა ტრადიციული ტურნირი ხელოვნურ კედელზე ცოცვაში, რომელიც მიეძღვნა ქართულ ამერიკული მეგობრობის 25 წლის იუბილეს
ამერიკის მეგობართა კლუბის და საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ვაკის მეკლდეურობის დარბაზში გაიმართა ტრადიციული ტურნირი ხელოვნურ კედელზე ცოცვაში, რომელიც მიეძღვნა ქართულ ამერიკული მეგობრობის 25 წლის იუბილეს.შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ყველა რეგიონის უძლიერესმა მეკლდეურებმა. ღონისძიების დასრულების შემდეგ, ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტმა ილია ზუკაკიშვილმა, ტურნირში მონაწილე სპორცმენებს და მსაჯებს გადასცა სპეციალური მადლობის სიგელი.ქართულ ამერიკული დიპლომატიური და მეგობრული ურთიერთობის 25 წელის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, 2017 წლის განმავლობაში განხორციელდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები.ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერია აშშ ის საელჩო, ავიაკომპანია აირზენა და საქართველოს ფოსტა.
ბიზნეს ნიუსი

აშშ-სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა
აშშ-სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოებ...

სოციალური ბარათის პინ კოდის მოქმედების ვადა გაგრძელდა 15 აპრილამდე
დღეიდან, ლიბერთის და საქართველოს მთავრობის ერთობლი...

კომპანია "სოკარ ენერჯი ჯორჯიამ" სოციალურად დაუცველ ოჯახებს 300 ათას ლარამდე ღირებულების საკვები პროდუქტები გადასცა
Covid 19-მა განვლილ წელს ყველა ჩვენთაგანის ცხო...