აზერბაიჯანელი ბანკირის მეუღლემ ლონდონში ერთ დღეში 30 ათასი გირვანქა სტერლინგის ღირებულების ტკბილეული იყიდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 29 მაისი 2019 10:59

აზერბაიჯანელი ბანკირის მეუღლემ ლონდონის მაღაზიაში ერთ დღეში 30 ათასი გირვანქა სტერლინგის ღირებულების ტკბილეული იყიდა.

საქმე ეხება აზერბაიჯანში გასამართლებულ ჯახანაგირ გაჯიევის მეუღლეს, ზამირასზამირა გაჯიევა პირველი უცხოელია, რომელიც დიდ ბრიტანეთში უკანონოდ მიღებული შემოსავლების ლეგალიზაციის მუხლით დააკავეს.

როგორც სასამართლოს მიერ გასაჯაროებული დოკუმენტებიდან ირკვევა, 10 წელიწადში ზამირა გაჯიევამ სუპერმარკეტ „ჰაროდსში“ 16 მილიონი გირვანქა სტერლინგი დახარჯა.

სასამართლოს მოთხოვნით საჯარო გახდა გაჯიევას სახელზე გაცემული ქვითრები, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ აზერბაიჯანელი ფინანსისტის მეუღლემ 1 მილიონი გირვანქა სტერლინგი სათამაშოებში, 5,75 მილიონი – სამკაულში, 300 ათასი – ტანსაცმელში, 24 ათასი კი, ყავასა და ჩაიში დახარჯა. აზერბაიჯანელმა ქალმა მეუღლის ბანკის მიერ გამოშვებული 35 საკრედიტო ბარათი გამოიყენა.

ბრიტანეთის მთავრობა ასევე იკვლევს, როგორ შეძლო 55 წლის გაჯიევამ და მისმა მეუღლემ ლონდონის პრესტიჟულ უბანში აგარაკის ყიდვა, რომლის ფასიც 11.5 მილიონი გირვანქა სტერლინგია და ასევე როგორ შეიძინეს გოლფკლუბი, რომელიც 10.5 მილიონ სტერლინგადაა შეფასებული.

გაჯიევას აზერბაიჯანში დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვაში სდებენ ბრალს, ის ლონდონში ნოემბერში დააკავეს, შემდეგ კი, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

წყარო: https://1tv.ge/news/azerbaijaneli-bankiris-meughlem-londonshi-ert-dgheshi-30-atasi-girvanqa-sterlingis-ghirebulebis-tkbileuli-iyida/

წაკითხულია 421 ჯერ

Related items

  • ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნ.ბ.-ს ბრალდება წარედგინა

    საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნ.ბ.-ს /ნიკოლოზ ბასილაშვილი/ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა. ამის შესახებ პროკურატურის პრეს-სამსახური იუწყება.
    გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, ქ.თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნ.ბ.-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.  
    სამართალდამცველებმა ნ.ბ. 2020 წლის 22 მაის დააკავეს. 
    სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ბრალდების მხარემ უკვე მიმართა  სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.

    შეგახსენებთ, რომ პროფესიონალი ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საქართველოს პირველი ჩოგანია, ხოლო მსოფლიო რეიტინგში იგი 27-ე პოზიციას იკავებს.

  • ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

    დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთანამშრომლობის შესახებ განაცხადეს. ამ პარტნიორობის ფარგლებში  ლიბერთი ბანკი,  მჭიდროდ  ითანამშრომლებს ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევისა და ახალი პროდუქტის - აგრო დაზღვევის განვადების მიმართულებებით.

    სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, აგრო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო ახდენს სადაზღვევო პრემიის 70%-მდე სუბსიდირებას, ხოლო პრემიის დარჩენილი ნაწილი მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს საკუთარი სახსრებით. აგრო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარები არიან აგრო საქმიანობაში ჩართული ფერმერები და აგრო დაზღვევა მათ მოსავალს აზღვევს გაუთვალისწინებელი შემთხვევებისა და სტიქიური მოვლენებისგან: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, ან სხვა რისკების შედეგად მიყენებული ზარალი.

    ლიბერთი ბანკისა და ჯიპიაი ჰოლდინგის ერთობლივი პროდუქტის უპირატესობებია:

    ·         0%-იანი განვადება

    ·         არ მოითხოვება უზრუნველყოფა და სხვა დამატებითი ხარჯები

    ·         დაზღვევის პოლისის  განვადებით ყიდვა შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით ლიბერთის სერვისცენტრებში. ასევე, ამ პროდუქტის შეთავაზება მოხდება რეგიონებსა და სოფლებში ლიბერთი ბანკის გაყიდვების აგენტების საშუალებით 

    აგრო დაზღვევის განვადება ლიბერთის მომხმარებლისთვის 11 მაისიდან იქნება ხელმისაწვდომი.

    ,,ლიბერთი ბანკისთვის არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია აგრო მიმართულება. მოხარული ვართ, რომ დღეს ჯიპიაი ჰოლდინგთან ერთად მოგვეცა საშუალება ჩვენს მომხმარებელს რეგიონებსა და სოფლებში შევთავაზოთ აგროდაზღვევის პოლისის შეძენა და 0%იანი განვადება იმ თანხებზე, რომელზეც სახელმწიფო არ აკეთებს სუბსიდირებას.  ლიბერთის გააჩნია ყველაზე ფართო ქსელი და ყველაზე ახლოს არის ფერმერებთან, ამ პროდუქტის შეთავაზებით კი ჩვენ კიდევ უფრო ხელს შევუწყობთ აგრო საქმიანობაში ჩართულ ადამიანებს, იშრომონ მშვიდად და მაქსიმალურად დაზღვეული იყვნენ რისკებისგან - განაცხადა ლიბერთი ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორის მოადგილემ, ირაკლი აბაშიძემ

    „დღეს ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივ წარმოებას,  სოფლის მეურნეობის გაძლიერებასა და ფერმერთა მხარდაჭერას. ამიტომ მნიშვნელოვანია, გავიაზროთ დაზღვევის, როგორც ფინასური გარანტიის მნიშვნელობა და საჭიროება.  აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ფერმერები წელსაც 70%-მდე სახელმწიფო სუბსიდირებით სარგებლობენ, დაზღვევის დარჩენილ ღირებულებას კი თავად ფარავენ. ჯიპიაისა და ლიბერთი ბანკის თანამშრომლობის ფარგლებში, ფერმერისთვის აგროდაზღვევა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი ხდება, რადგან  ჩვენს დაზღვეულებს შესაძლებლობა აქვთ, პრემიის დარჩენილი ნაწილი  0% განვადებით დაფარონ;   მოლოდინია, რომ ასეთი ხელშეწყობით წელს კიდევ უფრო მეტი ფერმერი ჩაერთვება აგროდაზღვევის პროგრამაში, რადგან ახლა, ისე როგორც არასდროს, გვჭირდება ფინასური სტაბილურობა, უსაფრთხოებისა და დაცულობის განცდა.“ - სანდრო კიკნაძე, ჯიპიაი ჰოლდინგის სტრატეგიული განვითარების დირექტორი.

  • გახდი ლიბერთის მომხმარებელი სახლიდან გაუსვლელად - ლიბერთი ბანკის ახალი ინოვაციური სერვისი

    იმისთვის, რომ ლიბერთის მომხმარებელი გახდე, აღარ არის საჭირო ბანკის სერვის ცენტრში მისვლა - დღეიდან, ლიბერთის დისტანციური მომსახურების მრავალფეროვან არხებს კიდევ ერთი ინოვაციური არხი დაემატება.

    Covid-19-ის პრევენციისთვის, ბოლო თვეებში ლიბერთი ბანკის მიერ გადადგმულ არაერთ ნაბიჯს კიდევ ერთი პროექტი შეემატა: ონლაინ ანგარიშის გახსნა და ბარათის შეკვეთა, სახლში მიტანის სერვისით. აქამდე, მომხმარებლის იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციისთვის აუცილებლობას წარმოადგენდა ბანკის სერვისცენტრებსა და ფილიალებში ვიზიტი.

    ონლაინ გაკლიენტების პლატფორმა საქართველოს საბანკო ბაზარზე ინოვაციურია და ბანკის ინიციატივით, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ის დაჩქარებული წესით გახდა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი.

    Visa ან MasterCard ტიპის ბარათის შეკვეთა შესაძლებელია ონლაინ, ვებ გვერდებიდან 365.ge ან libertybank.geბანკი მომხმარებელს ნებისმიერ მისამართზე, უსაფრთხოების სრული დაცვით მიუტანს. თბილისში მაქსიმუმ 2 სამუშაო დღეში, ხოლო რეგიონებში მაქსიმალურად სწრაფად, შექმნილი გარემოებების გათვალისწინებით. ბარათის ონლაინ შეკვეთა შესაძლებელია, როგორც ახალი, ასევე ლიბერთის უკვე აქტიური მომხმარებლებისთვისაც, რომლებსაც აქვთ საბანკო ანგარიში, მაგრამ არ აქვთ სადებეტო ბარათი.

    „ლიბერთი ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს სრულიად მომზადებული შეხვდა და ამის კიდევ ერთი დასტურია ეს ინოვაციური პლატფორმაც, რომელიც დღეს ყველა პირობას ქმნის იმისთვის, რომ ჩვენი მომხმარებლები დარჩნენ სახლში, გაუფრთხილდნენ თავს, დაიცვან უსაფრთხოების წესები და სახლიდან გაუსვლელად, კომფორტულად მიიღონ საბანკო მომსახურება. ჩვენთვის კი მთავარია ვიყოთ ყველგან და ყველასთვის ხელმისაწვდომი და რაც ამ მომენტში ყველაზე მნიშვნელოვანია - ხელი შევუწყოთ ჩვენი მომხმარებლების უსაფრთხოებას.“ - განაცხადა ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა


    ონლაინ დარეგისტრირებული ახალი მომხმარებლისთვის, ბარათის გააქტიურებისთანავე, ხელმისაწვდომია ლიბერთის სადებეტო ბარათის ყველა უპირატესობა, მათ შორის:

     

    ·         ინტერნეტ და მობაილ ბანკი - ნებისმიერი საბანკო ოპერაცია დისტანციურად, ფულადი გზავნილები, ვალუტის კონვერტაციის სპეც.კურსი, მობილურის შევსება და კომუნალურების გადახდა

    ·         ლოიალობის პროგრამა ‘ქეშბექი’ ლიბერთის ბარათების მფლობელებისთვის - ყველაზე მაღალი ქეშბექი 600-ზე მეტ მეგობარ ობიექტში: https://cashback.ge/

    ·         Onoff.ge ტექნიკის ყველაზე სრულყოფილ კატალოგში 10%-მდე ფასდაკლება ნებისმიერი ტიპის ტექნიკის შეძენისას https://onoff.ge/

    Apple Pay-ში ბარათის დამატების საშუალება და უკონტაქტო გადახდები

  • ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში ცვლილებებია

    დღეს, ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდს, გენერალური დირექტორის მოადგილის, ფინანსური დირექტორის პოზიციაზე, დავით წიკლაური შეუერთდა. დღემდე, ამ პოზიციას ლევან ლეკიშვილი იკავებდა.

    დავით წიკლაურს საბანკო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, როგორც საქართველოში ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთ. მას არაერთი პოზიცია ეკავა ქვეყნის წამყვან ბანკებში თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის, კორპორაციული საბანკო საქმიანობის მიმართულებით და საქართველოს ბანკის ჯგუფის ფინანსური დირექტორის პოზიციების ჩათვლით. 2020 წლის მარტამდე დავით წიკლაური  საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრის პოზიციას იკავებდა.

    დავით წიკლაური ფლობს MBA-ს ხარისხს London Business School-იდან (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი).

    მინდა მივესალმო დავითის ბანკის მენეჯმენტის გუნდთან შემოერთებას. დარწმუნებული ვარ, რომ მისი გამოცდილება საბანკო სფეროში, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი მზარდი ბანკის ტრანსფორმაციის პროცესში, განსაკუთრებით ამ გამოწვევებით სავსე პერიოდში. ლიბერთის ოჯახის ახალ წევრს ვუსურვებ წარმატებას.

    აქვე, მინდა ვისარგებლო შემთხვევით, წარმატება ვუსურვო და დიდი მადლობა გადავუხადო ლევან ლეკიშვილს მისი ფასდაუდებელი წვლილისთვის, რომელიც ბოლო წლებში შეიტანა ბანკის განვითარების პროცესში და ახალ დირექტორს კი, ძლიერ გუნდს და ჯანსაღ ორგანიზაციას გადააბარებს. ’ - განაცხადა ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა.

    ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 2 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 700-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 550 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს.

    დამატებითი ინფორმაციისთვის: www.libertybank.geმედია კონტაქტი: JLIB_HTML_CLOAKING .

  • ლიბერთი ბანკი მომხმარებელზე ზრუნვას განაგრძობს

    ლიბერთი ბანკის სერვისცენტრებში მომხმარებლების ნაკადის შესამცირებლად,  სოციალური ტიპის ძირითად ბარათებს, რომელთა მოქმედების  ვადა მიმდინარე წლის თებერვალში დასრულდა, დღეიდან, მოქმედების ვადა მაისის ბოლომდე გაუხანგრძლივდათ.

    ლიბერთის გადაწყვეტილებით, სოციალური ტიპის ბარათებს, რომელთა მოქმედების  ვადა  მიმდინარე წლის მარტში, აპრილში ან მაისში სრულდება, ბარათის მოქმედების ვადა ავტომატურად სამი თვით გაუგრძელდებათ.

     ,,ამ გადაწყვეტილებით, ვაგრძელებთ ზრუნვას, ვაკეთებთ ყველაფერს რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ მომხმარებლის ბანკში ვიზიტის საჭიროება და საზოგადოების ყველაზე მოსაფრთხილებელ ნაწილს, პენსიონერებსა და სოციალური სარგოს მიმღებ მომხმარებლებს ვთავაზობთ შეუფერხებლად ისარგებლონ ლიბერთის ბარათებით" - განაცხადა ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა

     

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური