აღმოსავლეთ პარტნიორობამ საზეიმოდ აღნიშნა 10 წლის იუბილე მაღალი დონის კონფერენციაზე ბრიუსელში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 22 მაისი 2019 11:07

14 მაისს ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა უმასპინძლა მაღალი დონის კონფერენციას აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-10 წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სახელმწოფოს ან მთავრობის მეთაურებმა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, ბიზნეს-ლიდერებმა, ახალგაზრდებმა და ჟურნალისტებმა 34 ქვეყნიდან. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ასევე უმაღლესმა წარმომადგენელმა/ვიცე-პრეზიდენტმა ფედერიკა მოგერინიმ, კომისარმა იოჰანეს ჰანმა და კომისარმა ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომმა.
კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს პარტნიორობის განვითარება პირველი ათწლეულის განმავლობაში და ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები მისი მომავლის შესახებ.

წაკითხულია 626 ჯერ

Related items

  • ევროკავშირი თქვენთანაა და იგი ძლიერ, სანდო პარტნიორად რჩება - შარლ მიშელი

    „საქართველო, მოლდოვა და უკრაინა უკვე 30 წელია დამოუკიდებლები არიან. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

    მისივე თქმით, ერთი თაობა, რომელმაც მიაღწია პროგრესს, ამ გზაზე ასევე იყო მტკივნეული დაბრკოლებებიც. "ერთი თაობა, რომელიც განსაზღვრავს მომავალს და აშენებს საკუთარ სივრცეს კეთილდღეობის, თანამშრომლობის, ამ საერთო ფასეულობების საფუძველზე და ეს არ ყოფილა იოლი გზა. აქ ჩვენ ვგულისხმობთ იმ გამოწვევებს, რომელიც ჩვენი საერთო მიზნისკენ გვინათებს გზას. „ევროკავშირი თქვენთანაა და სრულ სოლიდარობას გიცხადებთ! ჩვენ გვაქვს საერთო დღის წესრიგი, საერთო მისწრაფებები და საჭიროებები. თქვენ ყველას ერთად გპირდებით, რომ ევროკავშირი დარჩება ძლიერ და სანდო პარტნიორად", - აღნიშნა მან.

    აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში არსებულ თანამშრომლობაზე საუბრისას, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ასოცირების შეთანხმება, მათ შორის ღრმა და თავისუფალი ვაჭრობის სივრცე არის ყველაზე ამბიციური ფორმა თანამშრომლობისა, რომელიც ევროკავშირს სხვა ქვეყანებთან აქვს.

    „2019 წლისთვის მნიშვნელოვნად გაიზარდა, ზოგიერთ შემთხვევაში 45 პროცენტითაც კი იმატა ჩვენმა ვაჭრობამ და ევროკავშირი ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია ზოგიერთი ქვეყნისთვის. ჩვენ მეტის გაკეთება შეგვიძლია, რათა თქვენი საკანონმდებლო სივრცე და ჩარჩო სისტემა განვითარდეს და კონკურენტუნარიანი გახდეს თქვენი ქვეყნის მეწარმეობა ევროკავშირის სამომხმარებლო ბაზაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ ვიზალიბერალიზაციასაც აქვს თავისი სარგებელი საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის. ნახევარ მილიონზე მეტი სარგებლობს უვიზო მიმოსვლის რეჟიმით და ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ ახალგაზრდობას. სულ 80 ათასი გაცვლითი პროგრამა არსებობს ერასმუსის პროგრამის ფარგლებში““ - აღნიშნა შარლ მიშელმა.

    ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ადამიანის უფლებები, თანასწორობა, დისკრიმინაციის დაუშვებლობა, პრესის დაცულობა – ეს ის ფასეულობებია, რომელიც კეთილდღეობის საუკეთესო გარანტიაა.

    შარლ მიშელმა ასევე ისაუბრა Covid-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ პანდემია მხოლოდ გლობალური თანამშრომლობის ძალისხმევით დაიძლევა.

    „დიდი გლობალური გამოწვევების წინაშე ვდგავართ კოვიდ 19-ის სახით. ყველამ ვიცით, რომ პანდემია გლობალური თანამშრომლობით თუ დაიძლევა. 2,9 მილიარდი ევროს მობილიზაცია მოვახდინეთ ამ კრიზისის დასაძლევად. ეს ძლიერი მხარდაჭერა ცხადყოფს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი მხარდაჭერა. ევროკავშირი უმსხვილესი პარტნიორი და დონორია ვაქცინაციის პროცესში. “, - განაცხადა შარლ მიშელმა.

    ბათუმში მე-17 საერთაშორისო კონფერენცია „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ გაიხსნა. ღონისძიება საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გახსნა. სესიაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მოლდოვის, უკრაინისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები.

    კონფერენციაზე განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა ევროატლანტიკურ სივრცეში არსებული გამოწვევები, შესაძლებლობები და მოკავშირეებს შორის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.

  • საქართველოს უკრაინის, მოლდოვასა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები ეწვივენნ

    საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მოწვევით 19 ივლისს ბათუმს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეწვივნენ. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება.

    მათი მონაცემებით, ბათუმში ევროკავშირის "აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ასოცირებული ქვეყნების ლიდერთა შეხვედრა გაიმართება. შეხვედრას შეუერთდება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

    ასოცირებული ქვეყნების ლიდერები და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ერთობლივი შეხვედრის შემდეგ პრესისათვის განცხადებებს გააკეთებენ.

    "აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ასოცირებული ქვეყნების ლიდერთა შეხვედრა გაიმართება, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ,,საქართველოს ევროპული გზის” ფარგლებში.

  • ასოცირებული ტრიოს მინისტრებმა დაადასტურეს მზაობა გააგრძელონ აქტიური მონაწილეობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში

    ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ასოცირებული ტრიოს საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.
    შეხვედრაზე სამი ქვეყნის პირველი დიპლომატების მიერ აქცენტი გაკეთდა ასოცირებული ტრიოს შექმნის მნიშვნელობასა და მიზნებზე და აღინიშნა, რომ ტრიოს ფორმატის დაფუძნება ლოგიკური და დროული განვითარებაა იმ პროცესებისა, რომლებიც ამ ქვეყნებს აერთიანებთ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვის გზაზე.
    ამავდროულად, შეხვედრებისას მინისტრებმა დაადასტურეს მზაობა გააგრძელონ აქტიური მონაწილეობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, განსაკუთრებით 2021 წლის დეკემბერში დაგეგმილი სამიტის გათვალისწინებით.
    ევროკომისართან  შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს იმ კონკრეტულ მიმართულებებსა და პრიორიტეტულ სფეროებზე, რომლებშიც ასოცირებული ქვეყნები დაინტერესებულები არიან ევროკავშირთან დიალოგის ფორმატების ჩამოყალიბებით. მინისტრების განცხადებით, ასეთი მიდგომა ხელს შეუწყობს ევროკავშირთან ეკონომიკურ და სექტორულ ინტეგრაციას, რაც მიიღწევა ევროკავშირის რეგულაციებსა და სექტორულ პოლიტიკასთან მეტი თავსებადობის გზით.
    შეხვედრისას ქართული მხრიდან განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ევროკავშირთან დაკავშირებულობის გაძლიერებასა და კონკრეტულად შავ ზღვაზე სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაზე, ციფრულ სფეროში ევროკავშირთან დაახლოებაზე, ასოცირებულ ქვეყნებში მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობაზე და ა.შ. საუბარი ასევე შეეხო უსაფრთხოების გარემოს რეგიონში, ოკუპაციის და რუსეთის აგრესიის შედეგად არსებულ გამოწვევებს და უსაფრთხოების უზრუნველყოფის და კონფლიქტის დარეგულირების პროცესში ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობას.

  • კონფერენცია თემაზე "გავუზიაროთ ერთმანეთს დადებითი გამოცდილება და ერთად შევქმნათ უკეთესი მომავალი" გაიმართება

    15 ივნისს, 16:00 საათზე, საქართველოში ჩინეთის საელჩოს მხარდაჭერითა და „მედია ჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსის“ ორგანიზებით, ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება, სახელწოდებით - "გავუზიაროთ ერთმანეთს დადებითი გამოცდილება და ერთად შევქმნათ უკეთესი მომავალი".

    კონფერენციაზე განსახილველი ძირითადი თემები:

    ჩინეთის კომუნისტური პარტიის 100 წლის იუბილის შესახებ. ჩინეთის როლი ახალი მსოფლიო წესრიგის პირობებში. ჩინეთის ციფრული ტექნოლოგიები და ინოვაციები - პრეზიდენტ სი ძინ პინის „ჩინეთის დიდი ოცნების“ რეალიზაცია. „ერთი გზა, ერთი სარტყელი“ -გეოეკონომიკური და გეოპოლიტიკური წარმატების ფორმულა. კოვიდ-19 პანდემიის გამოწვევები. ჩინეთის აგრო-სამრეწველო პოლიტიკა. ჩინეთის თანამედროვე გეოსტრატეგიული კოდი - რეგიონული ლიდერობიდან მსოფლიო ლიდერობისაკენ. ჩინეთის სოციალური პოლიტიკის სასწაული - სიღარიბის დამარცხება.

    მისასალმებელი სიტყვას გააკეთებს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი ლი იენი. თემა - „ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტიის როლი ქვეყნის განვითარების საქმეში - 100 წლიანი გამოცდილება“.

    კონფერენციის მოდერატორია - The Georgian Times - ის პრეზიდენტი მალხაზ გულაშვილი

    საქართველო ჩინეთის ურთიერთობების შესახებ ისაუბრებს:

    ალექსანდრე ხვთისიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.

    საქართველო ჩინეთის ბიზნეს ურთიერთობები და სამომავლო მიზნები საპარტნიორო ფონდის წარმომადგენელი დავით საგანელიძე.

    კოვიდ 19 გამოწვევები, ჩინეთთან თანამშრომლობა სამედიცინო მიმართულებაში - ამირან გამყრელიძე - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის სრული პროფესორი.

    აგრო-სამრეწველო პოლიტიკა, სიახლეების დანერგვა გიორგი ხანიშვილი - სოფლის მეურნეობის მინსიტრის მოადგილე.

    საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები; გიორგი ამილახვარი - განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველო-ჩინეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი;

    ჩინეთის აგროს-სამრეწველო პოლიტიკა - გიორგი კვესიტაძე მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი.

    საქართველო - ჩინეთის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. დავით აფციაური - საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორი, ჩინეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, პეკინის საერთშორისო ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორი.

    „ახალი მსოფლიო წესრიგის გეოსტრატეგიული და გეოპოლიტიკური ასპექტები და ჩინეთის გლობალური გავლენის ცენტრის ფორმულა“ - ერთი გზა ერთი სარტყელი - სესიის მომხსენებელი - ვახტანგ მაისაია, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, სინოლოგი, სინოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი;

    „ჩინეთის სახელმწიფოებრიობის წარმატებული რეფორმირების გამოცდილება საქართველოსთვის“. ალიკა გუჩუა - პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

    საქართველოს და ჩინეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესაძლებლობები - თამარ ყორიაული საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი.

    ქართულ ჩინური გეოეკონომიკური წარმატებები და მიღწევები - ჯემალ ფუტკარაძე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი, ჩინეთის კვლევის ინსტიტუტის დოქტორი, პროფესორი.

    საინფორმაციო საკითხები და მედია - სიმონ კილაძე საერთაშორისო მედია ექსპერტი.

    ქართულ ჩინური ურთიერთობების 113 წლიანი ისტორია. ფილმების ინდუსტრია - გოგა ხაინდრავა - კინორჟისორი.

    ქართულ ჩინური ეკონომიკური საკითხები - ვახტანგ ჭარაია თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი, პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი.

    კონფერენცია გაიმართება ონლაინ - Zoom რეჟიმში.

  • თბილისში გაიმართა ონლაინ კონფერენცია, მიძღვნილი თურქმენი პოეტის მახთუმკული ფრაგის 300 წლის იუბილეს

    დიდი თურქმენი პოეტის მახთუმკული ფრაგის 300 წლის იუბილეს სადღესასწაულო ღონისძიების მოსამზადებლად, 2021 წლის 17 მაისს, თურქმენეთის საელჩომ საქართველოში გამართა ონლაინ კონფერენცია.

    მომხსენებლებმა აღნიშნეს, რომ დიდი პოეტის ჰუმანისტის მახთუმკული ფრაგის შემოქმედება, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია არა მხოლოდ ლიტერატურის, არამედ აღმოსავლეთის ხალხთა სულიერი ცხოვრების განვითარებაზე, თარგმნილია მრავალ ენაზე და წარმოადგენს მსოფლიოს კულტურის საკუთრებას.

    კონფერენციის მსვლელობისას ხაზი გაესვა იმასაც, რომ თურქმენეთი უკვე აქტიურად მუშაობს მახთუმკული ფრაგის დაბადებიდან 300 წლის იუბილეს აღმნიშვნელი ღონისძიებების სამზადისზე. სამომავალოდ დაგეგმილი ღონისძიებები ხელს შეუწყობს დიდი თურქმენი პოეტის, ფილოსოფოსის მახთუმკული ფრაგის უმდიდრესი ლიტერატურული მემკვიდრეობის შესწავლასა და პოპულარიზაციას.

    აღნიშნული ღონისძიება კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების შემდგომი გაღრმავების, მეგობრობისა და ურთიერთგაგების ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის.

    ონლაინ კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის, აგრეთვე მედიის წარმომადგენლები.

    ღონისძიების ბოლოს ნაჩვენები იქნა ფილმი, რომელიც ეძღვნება დიდ თურქმენ პოეტს მახთუმკული ფრაგის შემოქმედებას.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური