„Earthport“-ის Visa-ს საკუთრებაში გადასვლა მეტ სისწრაფეს, სიმარტივეს, გამჭვირვალობას და ნდობას შემატებს გლობალურ გადახდებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 21 მაისი 2019 15:25

კომპანია Visa Inc.-მ (ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა: V) დღეს გამოაცხადა კომპანია Earthport-ის (AIM: EPO) მის საკუთრებაში გადასვლის შესახებ. ეს არის კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ბანკებს შორის საერთაშორისო გადახდების მომსახურებას, თანხების გადარიცხვას პროვაიდერების და ბიზნესებისთვის, რაც ხორციელდება მსოფლიოს ყველაზე დიდი და დამოუკიდებელი ACH ქსელის მეშვეობით.

 ამჟამად, Visa უზრუნველყოფს ბარათებიდან ბარათებზე გადახდების თავისუფლად განხორციელებას. ეს შესყიდვა საშუალებას მისცემს Visa-ს კლიენტებს საბანკო ანგარიშის გამოყენებით მსოფლიო მასშტაბით გადარიცხონ თანხა ინდივიდუალურ, ბიზნეს და სამთავრობო ანგარიშებზე. Earthport-ის შესყიდვით Visa იმედოვნებს, რომ მოიცავს მსოფლიოს საბანკო აქტივობებში ჩართული მოსახლეობის დიდ უმრავლესობას და საშუალებას მისცემს მათ მარტივად, სწრაფად და უსაფრთხოდ გადააადგილონ თანხები მსოფლიოს მასშტაბით.

 დღიურად, მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 80 ტრილიონი ამერიკული დოლარი იგზავნება გადარიცხვის ან საბანკო ანგარიშებს შორის გადარიცხვის გზით[1]. მაგრამ პროცესი მეტად რთული და კომპლექსურია ვიდრე უნდა იყოს. თანხის გადარიცხვას შეიძლება დღეები დასჭირდეს მოძველებული, არაეფექტური და ძვირადღირებული მეთოდების გამო.

 ეს ტრანზაქცია გადაჭრის ბევრ პრობლემას, რომლებიც მათ შორის დაკავშირებულია ხელფასების გადახდასთან და ინდივიდუალურ პირებს და ბიზნესებს შორის საერთაშორისო გადარიცხვებთან. მაგალითისთვის ავიღოთ გლობალური ბაზარი, რომელიც აერთიანებს საერთაშორისო კონტრაქტორებს, რომელთათვისაც ანაზღაურება ხორციელდება ადგილობრივ ვალუტაში. დღეს, ასეთი გადახდების განსახორციელებლად კომპანიები იყენებენ არაეფექტურ, ძვირადღირებულ გარიცხვების სისტემას, რომელსაც თანხის ასახვისთვის დღეები სჭირდება. Visa-ს და Earthport-ის ერთობლივი ძალისხმევით, Visa-ს შეუძლია იყოს ასეთი გადახდების ერთი ქსელი, რომელიც საშუალებას მოგცემთ გადაუხადოთ კონტრაქტორებს და დასაქმებულებს მსოფლიოს მასშტაბით, სწრაფად და უსაფრთხოდ. [2]  



[1] აქცენტი ბაზრის ზომაზე, 2017, წლიური გადახდები რეალურ დროში, ყველა ბაზარი

[2] წარმოდგენილი მაგალითები გამოყენებულია მხოლოდ თვალსაჩინოების მიზნით. პროგრამის პროვაიდერები პასუხისმგებელი არიან საკუთარ პროგრამებზე და არსებულ კანონებთან და რეგულაციებთან შესაბამისობაზე.

“Visa ახდენს ფულის გადარიცხვის მოდერნიზებას გადახდის და თანხის მიღების პროცესის დაჩქარების, უსაფრთხოების გაზრდის და გამარტივების გზით“ განაცხადა ბილ შელიმ, Visa-ს გლობალური გადახდების ხელმძღვანელმა. „Earthport-ის შესყიდვა ძალას მატებს Visa-ს, რითაც ვცდებით „ბარათის საზღვრებს“ და საშუალებას ვაძლევთ ჩვენს კლიენტებს გადახდა საბანკო ანგარიშებიდან განახორციელონ მსოფლიოს მასშტაბით“.

„Earthport“-ის ტექნოლოგია საშუალებას მისცემს Visa-ს გააფართოვოს და გაზარდოს Visa Direct-ის სწრაფად ზრდადი პორტფოლიო, რომელიც მოიცავს ხარჯების ანაზღაურებას, მხარეთა შორის გადახდების განხორციელებას, საზღვრებს მიღმა გადახდებს, საბაზრო გადახდებს და გადასახადების გადახდებს. ბოლო 12 თვის განმავლობაში, Visa Direct-ით განხორციელებული ტრანზაქციები იზრდება და კვლავ 100%-ს აჭარბებს- რაც მიუთითებს, რომ მსოფლიოს მასშტაბით მომხმარებლებში და ბიზნესში არსებობს უფრო სწრაფი, მოქნილი გადახდების მოთხოვნა.

 

Visa-ს შესახებ

მსოფლიოს მასშტაბით Visa Inc. (NYSE: V) ციფრული გადახდების სფეროში ლიდერ კომპანიას წარმოადგენს. ჩვენი მისიაა ინოვაციური, უსაფრთხო და საიმედო გადახდის ქსელის მეშვეობით ერთმანეთთან დავაკავშიროთ მსოფლიო - რომელიც ინდივიდუალურ პირებს, ბიზნესსა და ეკონომიკას წარმატების მიღწევის საშუალებას აძლევს. ჩვენი დახვეწილი ქსელი - VisaNet 65,000-ზე მეტ ტრანზაქციას ამუშავებს 1 წამის განმავლობაში; კომპანიის მუდმივი აქცენტი ინოვაციებზე, უზრუნველყოფს ქსელში ჩართულ მოწყობილობებზე დაფუძნებული კომერციის ზრდას და უნაღდო მომავლის რეალიზების მამოძრავებელ ძალას - ყველგან და ყველასთვის. იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო ანალოგურიდან ციფრულ ტექნოლოგიებზე გადადის, Visa ცვლის მომავალის კომერციის კონცეფციას მისი ბრენდის, ხალხის, პროდუქტების და ქსელის გამოყენებით.

წაკითხულია 153 ჯერ

Related items

  • Visa და სფეისი, პირველი სრულად ციფრული ნეობანკი, მომხმარებლებს საბანკო ბარათების მიწოდების სერვისს სთავაზობენ

    კომპანია Visa და საქართველოს უმსხვილესი ბანკის - „თიბისის“ მხარდაჭერით შექმნილი პირველი ციფრული ნეობანკი სფეისი ქართველ მომხმარებლებს ბარათების მიწოდების ინოვაციურ მომსახურებას სთავაზობს. ციფრული ნეობანკი სფეისი დღესდღეობით მომხმარებელს აწვდის ისეთ სერვისებსა და პროდუქტებს, როგორიცაა მომენტალური სესხი, ბარათებს შორის გადარიცხვები, კომუნალური გადახდები და საბანკო ბარათები. სფეის ნეობანკი ერთადერთია, რომელიც Visa-ს საგადახდო ბარათებს 2019 წლის თებერვლიდან ადგილზე მიაწვდის მომხმარებელს. მათი მიწოდება მოპედებით მოხდება, რომლებსაც სფეის ნეობანკის ე.წ. „პილოტები“ მართავენ.

     ციფრული გადახდების სფეროში მსოფლიო ლიდერის - Visa-ს და საქართველოსა და რეგიონში პირველი სრულად ციფრული ბანკის - სფეისის პარტნიორობა ქართველ მომხმარებლებს ყოველდღიური ფინანსების მართვის მოსახერხებელ შესაძლებლობას სთავაზობს. ეს ერთადერთი ციფრული ბანკია საქართველოში, რომელსაც შეუძლია დისტანციურად დაარეგისტრიროს ახალი მომხმარებელი და გაუხსნას ანგარიში. ნეობანკი სფეისი მოხმარებელს სთავაზობს გადახდებისა და ფულადი გადარიცხვების გამარტივებულ პროცედურებს ერთი აპლიკაციის მეშვეობით.

     “მომხმარებელთა გამოცდილება ნეობანკ სფეისის მთავარი პრიორიტეტია. თავს ყოველდღიური საბანკო სერვისების ინოვაციების ლაბორატორიად მივიჩნევთ და  კომპანია Visa-ს მხარდაჭერა ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია“ – განაცხადა თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკა ქურდიანმა.

     ”ვამაყობთ, რომ  საქართველოში და კავკასიის რეგიონში პირველი სრულად ციფრული ბანკის - სფეისის პარტნიორები ვართ და მომხმარებელს ერთად ვთავაზობთ ყველაზე ინოვაციურ, საიმედო და უსაფრთხო ციფრული გადახდის შესაძლებლობას. ეს თანამშრომლობა ბარათების მიწოდების ახალ სერვისთან ერთად მოგვცემს შესაძლებლობას უფრო მეტ მომხმარებლებს შევთავაზოთ მოსახერხებელი გადახდების შესაძლებლობა და დაგვეხმარება საქართველო ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე ქვეყნად ვაქციოთ გადახდების სფეროში ინოვაციების დანერგვის თვალსაზრისით” -  განაცხადა ვერა პლატონოვამ, Visa-ს უფროსმა ვიცე‑პრეზიდენტმა და დსთ–სა და სამხრეთ-ევროპის ქვეყნების (CISSEE) რეგიონული ქვედანაყოფის დირექტორმა.

    VisaInc.-ისშესახებ

    მსოფლიოსმასშტაბით Visa Inc. (NYSE: V) ციფრულიგადახდებისსფეროში  ლიდერკომპანიასწარმოადგენს. ჩვენიმისიააინოვაციური, უსაფრთხოდასაიმედოგადახდისქსელისმეშვეობითერთმანეთთანდავაკავშიროთმსოფლიორომელიცინდივიდუალურპირებს, ბიზნესსადაეკონომიკასწარმატებისმიღწევისსაშუალებასაძლევს. ჩვენიდახვეწილიქსელი - VisaNet 65,000-ზემეტტრანზაქციასამუშავებს 1 წამისგანმავლობაში; კომპანიისმუდმივიაქცენტიინოვაციებზე, უზრუნველყოფსქსელშიჩართულმოწყობილობებზედაფუძნებულიკომერციის ზრდასდაუნაღდომომავლისრეალიზებისმამოძრავებელძალას - ყველგანდაყველასთვის. იმისგათვალისწინებით, რომმსოფლიოანალოგურიდანციფრულტექნოლოგიებზეგადადის, Visaცვლის  მომავალისკომერციისკონცეფციასმისიბრენდის, ხალხის, პროდუქტებისდაქსელისგამოყენებით. დამატებითიინფორმაციისათვისეწვიეთშემდეგვებგვერდებს: www.corporate.visa.com, www.visasoutheasteurope.com, https://www.facebook.com/VisaGeorgiaGE, www.visanewscissee.com

    სფეისის შესახებ

    პირველად რეგიონში შეიქმნა სრულად ციფრული საბანკო მომსახურება – სფეისი. თიბისი ბანკის მხარდაჭერით შექმნილ ციფრული ბანკს არ გააჩნია არცერთი ფილიალი თუ ფიზიკური სივრცე და მხოლოდ მობილურ ტელეფონებში არის ხელმისაწვდომი. სფეისი მომხმარებელზე ორიენტირებულია და მიზნად ისახავს მარტივი, გამჭვირვალე და სწრაფი ყოველდღიური ფინანსური მომსახურების უზრუნველყოფას. პირველი ციფრული ბანკი საქართველოსა და რეგიონში 2018 წლის მაისში ამოქმედდა და უკვე დაახლოებით 350,000 ჩამოტვირთვას 100,000 რეგისტრირებულ მომხმარებელს და დაახლოებით 50,000 სფეის ბარათს ითვლის. ციფრული ბანკის მიზანია  სრული ყოველდღიური საბანკო მობილური მომსახურების გაწევა, რაც უზრუნველყოფს საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილებას, ყურადღებას ამახვილებს მრავალფეროვანი დიზაინის, მომხმარებელზე ზრუნვის, ფასების გამჭვირვალობისა და მომსახურების მყისიერი მიწოდების საკითხებზე. სფეისის აპლიკაცია ხელმისაწვდომია „App Store“-სა და „Google Play“-ის მეშვეობით. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ  https://space.ge/

  • ეგვიპტის ვიზების აღება ელექტრონულად იქნება შესაძლებელი

    ეგვიპტეში გამგზავრების მსურველებს შეუძლიათ ვიზები ელექტრონული ფორმით აიღოს. ეგვიტის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ელექტრონული ვიზების შემოღებით, ქვეყანაში ტურისტების ნაკადი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

    ნებისმიერ ტურისტს მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან შეუძლია საელჩოში მისვლის გარეშე, ელექტრონულად შეავსოს ვიზის მისაღებად საჭირო საბუთები და ელექტრონულადვე გაადააგზავნოს. ამის გარდა, ელექტრონული ვიზის მფლობელები გამარტივებულად გაივლიან ქვეყანაში შესასვლელად საჭირო კონტროლის პროცედურებს.

    ეგვიპტის ხელისუფლება ელექტრონული ვიზების მიღებას 1 ივნისიდან გეგმავდა, თუმცა ტექნიკური პრობლემების გამო ვადამ გადაიწია.

  • აშშ-მა ვიზების გაცემის წესი გაამკაცრა

    აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ვიზების გაცემის წესები გაამკაცრა, - იუწყება სააგენტო "როიტერი". სააგენტოს ინფორმაციით, ახალი წესები მოიცავს სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული სახელების მითითებას.

    ასევე, აშშ-ის საკონსულოების თანამშრომლებს უფლება ექნებათ მოითხოვონ წინა პასპორტების ნომრები, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სოციალურ ქსელებში დარეგისტრირებული გვერდების მითითება, ბოლო 15 წლის განმავლობაში აპლიკანტის დეტალური ბიოგრაფია, მათ შორის დასაქმების მონაცემები და მგზავრობების ისტორია.

    სავიზო ანკეტაში აღნიშნული კითხვები მითითებულია როგორც არასავალდებულო, თუმცა მათი შეუვსებლობის შემთხვევაში, ვიზის გაცემა შეიძლება გაჭიანურდეს, ან ვიზის გაცემაზე უარი განაცხადონ.

  • mVisa ხელმისაწვდომი 10 ქვეყნისთვის გახდება
    ვიზა თანამშრომლობს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან რომ განავითაროს QR კოდის სტანდარტები- და გახადოს მობილური გადახდები უსაფრთხო და მარტივი მსოფლიოს მობილური კონგრესი (Mobile World Congress) - ბარსელონა, ესპანეთი და სან ფრანცისკო, კალიფორნია – 1 მარტი, 2017 - ვიზამ mVisa - ს დანერგვის შესახებ განაცხადა. QR კოდზე დაფუძნებული გადახდის სერვისი ხელმისაწვდომი იქნება ეგვიპტეში, განაში, ინდონეზიაში, ყაზახეთში, ნიგერიაში, პაკისტანსა და ვიეტნამში მცხოვრები მომხმარებლებისთვის. mVisa აქამდე ინდოეთში, კენიასა და რუანდაში მოქმედებდა. მობილური სისტემა mVisa-ს უპირატესობა ციფრული კომერციის მარტივ და უსაფრთხო გამოყენებაში მდგომარეობს. გადახდის ეს სისტემა ხელსაყრელია სავაჭრო ობიექტების, ფინანსური ინსტიტუტებისა და მომხმარებლებისთვის, რაც აჩქარებს ნაღდი ანგარიშსწორებიდან ელექტრონული გადახდაზე გადასვლას. mVisa ხსნის არსებულ ინფრასტრუქტურულ ბარიერებს სავაჭრო ობიექტებში გადახდებისას. მომხმარებელს სთავაზობს გამოიყენონ მობილური ტელეფონი უნაღდო ანგარიშსწორებისთვის, დაფარონ კომუნალური გადასახადები და გადარიცხონ თანხა მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან უსაფრთხოდ, საკრედიტო, სადებეტო ან წინასწარი გადახდის(Prepaid) ბარათების mVisa აპლიკაციაში მიბმისას. აპლიკაცია მიბმულ ბარათს გარდაქმნის ციფრულ ფორმატში რაც საშუალებას აძლევს მომხმარებელს გადარიცხოს თანხა სავაჭრო ობიექტის ანგარიშზე უსაფრთხოდ და დაცულად QR კოდის სკანირების საშუალებით. „მომხმარებლები დადებითად აფასებენ mVisa-ს მარტივ და სწრაფ გამოყენებას“ - განაცხადა უტამ ნაიაკმა - ვიზას ციფრული სერვისების უფროსმა ვიცე პრეზიდენტმა განვითარებადი ბაზრებისათვის. „მცირე სავაჭრო ობიექტები, რომლებმაც პირველებმა გამოიყენეს mVisa, კმაყოფილები არიან თუ რაოდენ მარტივად და უსაფრთხოდ შეუძლიათ ელექტრონული გადახდების მიღება, ძვირადღირებული პოს-ტერმინალის გამოყენების გარეშე. მოხარულები ვართ გამოვიყენოთ mVisa-ს შესაძლებლობები ციფრული გადახდების განვითარებისთვის, რაც უსაფრთხო, მარტივი და თავსებადი სერვისია, რომელიც სარგებელს მოუტანს მცირე და საშუალო ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და მომხმარებლებს“. mVisa-ს უპირატესობები სავაჭრო ობიექტებისათვის mVisa არის მოქნილი სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევს სავაჭრო ობიექტებს მსოფლიოს გარშემო დაუყოვნებლივ მიიღონ ელექტრონული გადახდები მათი მომხმარებლებისგან. QR კოდის მოქნილმა სისტემამ და იმ ფაქტმა, რომ სავაჭრო ობიექტებს არ სჭირდებათ ინვესტირება პოს ტერმინალის ინფრასტრუქტურაში, საშუალება მისცა ვიზასა და მის პარტნიორებს, შეეთავაზებინათ ინოვაციური გადაწყვეტილება იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ სწრაფ და უსაფრთხო გადახდებს მსოფლიოს მასშტაბით. მაგალითები: • ვიზამ ითანამშრომლა „ტატა სქაისთან“(Tata Sky), ინდოეთის წამყვან სატელემაუწყებლო კომპანიასთან, რომ მის აბონენტებს შესძლებოდათ ანგარიშის შევსება ტელეეკრანიდან ან ონლაინ mytatasky.com - დან ტელეფონით QR კოდის სკანირების მეშვეობით. ახლა ტატა სქაის მომხმარებლებს შეუძლიათ შეუკვეთონ და გადაიხადონ მომსახურება ყოველთვიურად ან ერთჯერადად, სახლიდან გაუსვლელად მარტივი ტრანზაქციის მეშვეობით. • კომუნალური მომსახურების კომპანია Mahanagar Gas Limited მუმბაიში ბეჭდავს ქვითრებს mVisa QR კოდის მითითებით. მომხმარებლებს შეუძლიათ დაასკანერონ ქვითარზე არსებული კოდი და განახორციელონ გადახდა საკუთარი სახლიდან. mVisa APIs და SDKs ხელმისაწვდომია ვიზას დეველოპერთა პლატფორმაზე( Visa Developer platform), რაც ამარტივებს ინტეგრაციის პროცესს და ხელს უწყობს ბაზარზე არსებულ მოთამაშეებს სწრაფად შესთავაზონ ახალი სერვისები მომხმარებლებს. სტანდარტები ფუნქციონალური თავსებადობა არის ვიზას ფუნდამენტალური პრინციპი, რაც განვითარების მამოძრავებელი ძალაა მსოფლიოში უკვე 50 წელია. mVisa იმავე პრინციპს ეფუძნება, შესაბამისად ნებისმიერი ბანკის მომხმარებელს შეუძლია გადარიცხოს თანხა mVisa - ს მქონე სავაჭრო ობიექტებზე. სერვისის დაბალი ფასის უპირატესობამ განაპირობა ვიზას პარტნიორობა, BharatQR - ითან თებერვალში. BharatQR ინდოეთსა და მსოფლიოში პირველი QR კოდით გადახდის სტანდარტიზირებული გადაწყვეტილებაა. ეს გადაწყვეტილება აგებულია mVisa პროდუქტის სტანდარტებზე, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს შეიძინონ მომსახურება ან საქონელი ერთი და იმავე სავაჭრო ობიექტიდან, სხვადასხვა საგადამხდელო სისტემის QR კოდის სკანირების გარეშე. სავაჭრო ობიექტისთვის საკმარისია მხოლოდ ერთი კოდი განათავსოს მაღაზიის ვიტრინაში ან ექვაერერ ბანკის მობილურ აპლიკაციაში. BharatQR-ის აღნიშნული მახასიათებლების გამოყენება შესაძლებელია სხვა ქვეყნებშიც, გლობალურად თავსებადი გადაწყვეტილების მისაღებად. ინფორმაცია კომპანია Visa-ს შესახებ Visa Inc. (NYSE: V) წარმოადგენს გლობალურ ტექნოლოგიურ კომპანიას გადახდების სფეროში, რომელიც აკავშირებს ბარათის მფლობელებს, სავაჭრო და სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს, ფინანსურ და სახელმწიფო ინსტიტუტებს სწრაფ, უსაფრთხო და სანდო ელექტრონული გადახდის სისტემასთან 200-ზე მეტ ქვეყანაში. კომპანია Visa ინფორმაციის დამუშავებისთვის იყენებს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ ქსელს - VisaNet-ს - რომელსაც შეუძლია 65,000-ზე მეტი ტრანზაქციის დამუშავებაა სულ რაღაც 1 წამის განმავლობაში; ამავდროულად, ამ ქსელის მეშვეობით უზრუნველყოფილია მომხმარებლების უსაფრთხოება და გარანტირებულია სავაჭრო ობიექტებისათვის და სერვისის მომწოდებლებისთის შეუფერხებელი გადახდების წარმოება. კომპანია Visa არ არის ბანკი, შესაბამისად, ის არ გასცემს ბარათებს, არ უწესებს საკომისიოს ან საპროცენტო განაკვეთს მომხმარებლებს და ასევე, არ გასცემს სესხებს ბარათის მფლობელებზე. თუმცა, აღსანიშნავია, რომ კომპანია Visa-ს მიერ შემოთავაზებული ინოვაციური პროდუქტები საშუალებას აძლევს სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტებს, მათ მომხმარებლებს შესთავაზონ ფართო სპექტრის მომსახურება, როგორიცაა სადებეტო, წინასწარი გადახდის თუ საკრედიტო საბარათე პროდუქტები. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ შემდეგ ვებ-გვერდებს: www.corporate.visa.com, www.visasoutheasteurope.com, https://www.facebook.com/VisaGeorgiaGE, www.visanewscissee.com
  • ვიზა იწყებს პირველ „Everywhere Initiative“-ას ევროპაში
    მსოფლიოს მობილურ კონგრესზე პირდაპირ ეთერში გამართულ კონკურსში ხუთი სტარტაპ კომპანია მონაწილეობს ინტერნეტ ტექნოლოგიებისთვის გადახდების დასანერგად მსოფლიოს მობილური კონგრესი – ბარსელონა, ესპანეთი –2017 წლის 1 მარტი – დღეს, ვიზამ ინიციატივა Everywhere - ის შესახებ განაცხადა. ინოვაციური პროგრამა, რომელიც შემუშავებულია გადახდებში ‘’შემდეგი მნიშვნელოვანი მოვლენის’’ წასახალისებლად, ევროპაშიც ხელმისაწვდომი გახდება. ევროპაში პირველი „Everywhere Initiatives“-ის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ კონკურსში 50,000 ევროს მოსაგებად ვიზასთან ან ვიზას პარტნიორ ბანკთან თანამშრომლობის მეშვეობით, რომელსაც პოტენციურად აქვს წვდომა ვიზას API-ებზე, მენტორებითან და ტექნოლოგიებთან. ევროპის აღნიშნულ პროგრამასთან ერთად, ვიზა 2017 წელს ასევე განაგრძობს „Everywhere Initiatives“-ის პროგრამას ჩრდილოეთ ამერიკაში, ლათინურ ამერიკასა და აზიაში. “უაღრესად დინამიურ სფეროში ვიზას „Everywhere Initiative“ შესაძლებლობას გვაძლევს მოვსინჯოთ რიგი იდეები ბიზნეს გამოწვევების გადასაწყვეტად, გავლენა მოვახდინოთ ჩვენი პროდუქტების სტრატეგიულ გეგმებზე, ხელი შევუწყოთ ჩვენს მომხმარებლებს და განვავითაროთ ინოვაციების კულტურა.“ განაცხადა კომპანია ვიზას ინოვაციებისა და სტრატეგიული პარტნიორობის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა შივ სინგმა. “ყოველთვის, როდესაც ეს პროგრამა ახალ რეგიონში შეგვაქვს, მიზნად ვისახავთ გადახდების სფეროში ნიჭიერი მწარმოებლების მოზიდვას, რომელთაც შესანიშნავი იდეები აქვთ და ვიმედოვნებთ, რომ ასეთივე საუკეთესო შედეგებს ვიხილავთ ევროპის ბაზარზე მომდევნო თვეების მანძილზე.“ 2017 წლის მარტიდან, ვიზა მოიწვევს ევროპაში შესაფერის მონაწილეებს ბიზნეს გადაწყვეტილებების შესახებ განაცხადის შემოსატანად, ქვემოთ მოცემული სამი პროექტიდან ერთ-ერთზე: • ადგილობრივი საზოგადოების გამოწვევა: როგორ შეუძლიათ ციფრული გადახდების ტექნოლოგიების მეშვეობით ისეთი პროდუქტების შექმნა, რომლებიც დააკავშირებს ადამიანებს და გაამდიდრებს ადგილობრივ საზოგადოებას. • რეგიონული საქალაქთაშორისო გამოწვევა: როგორ არის შესაძლებელი მობილური ტექნოლოგიებით და ქსელში ჩართული მოწყობილობებით საქალაქთაშორისო მგზავრობის გარდაქმნა? • საერთაშორისო მოგზაურობის გამოწვევა: როგორ არის შესაძლებელი Visa-ს APIs-ზე დაფუძნებული ახალი პროდუქტებითა და სერვისებით შექმნით, შეუფერხებელი საერთაშორისო მოგზაურობის გამოცდილების შექმნა? დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ აქ. მსოფლიოს მობილურ კონგრესზე კონკურსი პირდაპირ ეთერში ევროპაში პირველი „Everywhere Initiative“-ის წარსადგენად ვიზა 28 თებერვალს,მობილური მსოფლიოს კონგრესზე მართავს კონკურსს პირდაპირ ეთერში ტექნოლოგიების ხუთ ახალ კომპანიასთან ერთად 25,000 ევროს ფულადი პრიზით. ეს კომპანიებია: • Biowatch: გადახდის შესაძლებლობას ახლო კავშირის ტექნოლოგიისა (NFC) და ხელის ანაბეჭდის ნიმუშზე დაყრდნობით იძლევა, უკაბელო ტექნოლოგიის (Bluetooth) მქონე საათის გამოყენებით. „Biowatch“ მდებარეობს შვეიცარიაში. • Maintool: შეიმუშავებს გონიერ სამაჯურებს, (smart straps) რომელიც საათზე მიმაგრების შემთხვევაში ზომავს ადამიანის სასიცოცხლო მაჩვენებლებს. „Maintool“ მდებარეობს საფრანგეთში. • Evopark: ეხმარება მომხმარებელს სწრაფად იპოვოს პარკირების ადგილი ირგვლივ მდებარე ავტოსადგომებზე, მარტივი ყოველთვიური გადასახადის მეშვეობით. „Evopark“ მდებარეობს გერმანიაში. • Wia: IoT-ის გადაწყვეტილებებისთვის მომხმარებელს სთავაზობს ქლაუდზე დამყარებულ პლატფორმას სხვადასხვა ზომის სერვერული მომსახურებებით, მათ შორის სერვერის მართვა, მონაცემთა რეპლიკაცია და შენახვა. „Wia“ მდებარეობს ირლანდიაში. • Kwik: მომხმარებელს Wi-Fi-ზე დაფუძნებულ დამაკავშირებელ ღილაკს სთავაზობს, რომელიც სავაჭრო ობიექტებისა და სხვა სერვისების მომწოდებლებისგან პროდუქციისა და მომსახურების მომენტალური შეძენის შესაძლებლობას იძლევა. „Kwik“ მდებარეობს ისრაელში. კონკურსის ჟიურის წევრებია Formula E Operations-ის აღმასრულებელი დირექტორი ალეხანდრო აგაგი; ჯემალტოს უფროსი ვიცე-პრეზიდენტი ჟან-კლოდ დეტურჩე; ვიზას კლიენტთა ჩართულობის უფროსი ოფიცერი მარკ ანტიპოვი; ვიზას უფროსი ვიცე-პრეზიდენტი ინტერნეტ საგნების მიმართულებით ავინ არუმუგამი; და ვიზას ინოვაციებისა და სტრატეგიული პარტნიორობის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი შივ სინგი. Visa „Everywhere Initiative“-ის შესახებ Everywhere Initiative არის ინოვაციური პროგრამა, რომელიც შემუშავებულია გადახდების სფეროში ‘’შემდეგი მნიშვნელოვანი მოვლენის’’ წასახალისებლად, რადგან გადახდების სფერო პლასტიკურიდან ციფრულ ტექნოლოგიებზე გადადის და ასევე ახალი მონაწილეები უერთდებიან ტრადიციულ მონაწილე მხარეებს. პროგრამა პირველად 2015 წელს აშშ-ში შეიქმნა და დღეისათვის თითქმის 1,000 სტარტაპი, ჯამში 1.7 მილიარდი აშშ დოლარით დაფინანსდა, საბოლოოდ კი შერჩეულია 60 ფინალისტი და 14 გამარჯვებული. ინფორმაცია კომპანია Visa-ს შესახებ Visa Inc. (NYSE: V) წარმოადგენს გლობალურ ტექნოლოგიურ კომპანიას გადახდების სფეროში, რომელიც აკავშირებს ბარათის მფლობელებს, სავაჭრო და სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს, ფინანსურ და სახელმწიფო ინსტიტუტებს სწრაფ, უსაფრთხო და სანდო ელექტრონული გადახდის სისტემასთან 200-ზე მეტ ქვეყანაში. კომპანია Visa ინფორმაციის დამუშავებისთვის იყენებს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ ქსელს - VisaNet-ს - რომელსაც შეუძლია 65,000-ზე მეტი ტრანზაქციის დამუშავებაა სულ რაღაც 1 წამის განმავლობაში; ამავდროულად, ამ ქსელის მეშვეობით უზრუნველყოფილია მომხმარებლების უსაფრთხოება და გარანტირებულია სავაჭრო ობიექტებისათვის და სერვისის მომწოდებლებისთის შეუფერხებელი გადახდების წარმოება. კომპანია Visa არ არის ბანკი, შესაბამისად, ის არ გასცემს ბარათებს, არ უწესებს საკომისიოს ან საპროცენტო განაკვეთს მომხმარებლებს და ასევე, არ გასცემს სესხებს ბარათის მფლობელებზე. თუმცა, აღსანიშნავია, რომ კომპანია Visa-ს მიერ შემოთავაზებული ინოვაციური პროდუქტები საშუალებას აძლევს სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტებს, მათ მომხმარებლებს შესთავაზონ ფართო სპექტრის მომსახურება, როგორიცაა სადებეტო, წინასწარი გადახდის თუ საკრედიტო საბარათე პროდუქტები. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ შემდეგ ვებ-გვერდებს: www.corporate.visa.com, www.visasoutheasteurope.com, https://www.facebook.com/VisaGeorgiaGE, www.visanewscissee.com

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური