PSP მომხმარებელს ცნობილ გერმანულ ბრენდს პენატენს შესთავაზებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 10 მაისი 2019 12:54

PSP-მ მომხმარებელს ცნობილი საბავშვო ბრენდი პენატენი შესთავაზე. პენატენი 1904 წელს გერმანელმა მაქს რიზემ შექმნა და უკვე 115 წელია ლიდერია დასავლეთ ევროპის ბაზარზე. პენატენის პროდუქტები ბავშვებისთვისაა შექმნილი და ყველა ტიპის კანისთვისაა განკუთვნილი. პენატენის პროდუქტი დაბადებიდან შეიძლება იქნას გამოყენებული და საუკეთესოა მგრძნობიარე კანის მოვლისა და მკურნალობისათვის.  სახელწოდებაც პენატენი ძველი რომაული ოჯახის მფარველი ღვთაების მიხედვით შეირჩა.  1904 წლიდან პენატენის ბავშვის კრემი უცვლელი შეფუთვით გამოდის და მთელ მსოფლიოში იცავს ბავშვის კანს გარემო ფაქტორებისგან. ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედების გარდა ეს კრემი ეფექტურია კანის გამონაყარისა და მცირედი დამწვრობის დროსაც.

„PSP ხარისხის გარანტიაა და შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის ლიდერ და ხარისხიან ბრენდებთან ვთანამშრომლობთ. პენატენი N1 საბავშო ბრენდია გერმანიაში საბავშო საფენებით გამოწვეული გამონაყარის და გაღიზიანების სამკურნალოდ. უამრავი თაობა გაიზარდა ამ კრემით,  ფაქტიურად არ არსებობს გერმანელი, რომელსაც პენატენი ბავშობის ასოციაციას არ უქმნის, - აცხადებენ PSP-ში.

ამასთან PSP-ში სხვადასხვა ჯგუფის სეზონურ მედიკამენტებსა და თმის მოვლის ყველა საშუალებაზე განსაკუთრებული შეთავაზებები და ფასდაკლებებებია; ტრადიციად იქცა ბავშვთა თვის აქციები საბავშვო პროდუქციაზე, საფენებზე, ბავშვთა კვების და მოვლის საშუალებებზე.

წაკითხულია 230 ჯერ

Related items

  • PSP-ს პარტნიორი ცნობილი კორეული კოსმეტიკური ბრენდი „მიზონი“ გახდა

    PSP პირველი სააფთიაქო ქსელია, რომელიც მომხმარებელს კორეული კოსმეტიკის ბრენდებს შესთავაზებს.  პირველ ეტაპზე PSP-ს სააფთიაქო ქსელში ცნობილი ბრენდი „მიზონი“ გამოჩნდება. “მიზონის“ ყველა პროდუქტი ჰიპოალერგიული, უსაფრთხო და ეფექტურია. ის განკუთვნილია ნებისმიერი ასაკისა და ტიპის კანისათვის. ბრენდი პოპულარული ხარისხისა და ხელმისაწვდომი ფასების ხარჯზე გახდა.

    ყველაზე მოთხოვნადი „მიზონის“ ლოკოკინის ხაზია. კოსმეტიკა, რომელიც ლოკოკინის მუცინის ექსტრაქტზეა დამზადებული, კანს აახალგაზრდავებს და ტონუსს მატებს. ლოკოკინის მუცინი კანს ჯანმრთელ და ნათელ ფერს ანიჭებს და ნაოჭების წარმოქმნას აფერხებს. 

    „სამხრეთ კორეული კოსმეტიკა ბოლო პერიოდის მსოფლიო ტრენდია. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ ქართველ მომხმარებელს ამ ქვეყნის საუკეთესო და უმაღლესი ხარისხის ბრენდები შევთავაზოთ. PSP ლიდერი ფარმაცევტული კომპანიაა და სააფთიაქო ქსელებიდან პირველია, რომელიც მომხმარებელს კორეულ კოსმეტიკას შესთავაზებს,“ - აცხადებენ PSP-ში.

    „მიზონის“ ასორტიმენტი კრემებს, ნაჭრის ნიღბებს, აკნეს სამკურნალო საშუალებებს, შრატებს, კრემებს, პლასტირებს, სკრაბებს, თვალის ფირფიტებს და დასაბან ქაფებს აერთიანებს. გასულ წელს „მიზონი“ „ამაზონზე“ ყველაზე მოთხოვნად ლოკოკინის მუცინზე დამზადებულ პროდუქტად დასახელდა. 

  • PSP-ს პარტნიორი ევროპის ნომერი პირველი კოსმეტიკის ბრენდი Essence გახდა

    PSP მომხმარებელს ცნობილ გერმანულ დეკორატიული კოსმეტიკის ბრენდ ესენსს (Essence) შესთავაზებს. ესენსი ცნობილი გერმანული ჯგუფი „კოსნოვას“ წევრია, რომელიც გერმანიაში და ცენტრალურ ევროპაში გაყიდვებით (რაოდენობრივად) ნომერი პირველი კოსმეტიკური ბრენდია. ესენსი დეკორატიული კოსმეტიკის თითქმის სრული სპექტრით არის წარმოდგენილი ბაზარზე: ტონალური კრემი, ფრჩხილის ლაქი, ტუში, ტუჩსაცხი, თვალის ჩრდილი, ჰაილაითერი, კორექტორი, წარბის მოვლა და ა.შ.

    ესსენსი მსოფლიოს 40 000-ზე მეტ ობიექტში იყიდება. მისი წარმატების საიდუმლო, ხელმისაწვდომი ფასისა და გერმანული ხარისხის კომბინაციაა. ესენსის დეკორატიული კოსმეტიკა ყველაზე დიდი მოთხოვნა ცენტრალურ ევროპაშია.

    „PSP მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე და ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ მათ ინტერესს. როცა დეკორატიული კოსმეტიკის მიმართულების განვითარება გადავწყვიტეთ არჩევანი Essence-ზე შევაჩერეთ. კომპანიას საქართველოში პარტნიორის შერჩევის რამდენიმე ეტაპიანი პროცედურა ჰქონდა და მოხარული ვართ, რომ არჩევანი PSP-ზე, როგორც ლიდერ კომპანიაზე, გაკეთდა. მოხარული ვართ, რომ ჩვენს მომხმარებელს ევროპის ნომერ პირველ კოსმეტიკის ბრენდს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად შევთავაზებთ,“ - აცხადებენ PSP-ში.  

    ესენსის ვეგანურია ბრენდია და ის  უარს ამბობს ცხოველებზე ტესტირებაზე.

    ესენსს სხვადასხვა ქვეყანაში „წლის პროდუქტის“ ჯილდო აქვს მიღებული. 2017 წელს ესენსი იტალიის ნომერი პირველი კოსმეტიკური ბრენდი გახდა.

  • პსპ დაზღვევა კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს დაზღვეულებს

    11 ივნისს „ტექნოპარკის“ საკონფერენციო დარბაზში, ხელი მოეწერა სს “პსპ დაზღვევასა“ და „სტარტაფ Mydoc“-ის ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების ინტეგრაციას დაზღვევის და ჯანდაცვის სფეროში.

    2010 წლიდან „პსპ დაზღვევა“ მუდმივად ქმნის და სთავაზობს მომხმარებელს განსხვავებულ ინოვაციურ და ტექნოლოგიურ სერვისებს, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების მაღალ სტანდარტს და სამართლიანად იმსახურებს მომხმარებლის ნდობას.

    2018 წელს პირველად საქართველოში შეიქმნა დაზღვევის პორტალი, რომელიც ყველა სადაზღვევო სერვისს ერთ ვირტუალურ სივრცეში აერთიანებს. პსპ დაზღვეულს, აქვს შესაძლებლობა ნებისმიერი სადაზღვევო მომსახურება მიიღოს სწრაფად და მარტივად თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით. დაზღვევის პორტალი არის სივრცე, რომელიც ულევ შესაძლებლობებს იძლევა და ვითარდება.
    სექტემბრის თვიდან პსპ დაზღვევის პორტალს ემატება ფუნქციონალი რომელიც ითვალისწინებს ორ შესაძლებლობას.

    ● სისტემა ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების საშუალებით, ადგენს შესაძლო კავშირებს წარმოდგენილ სიმპტომებსა და მონაცემთა ბაზაში არსებულ დიაგნოზებს შორის, რაც იძლევა საშუალებას, წინასწარ შეიქმნას სურათი პაციენტის მდგომარეობის შესახებ და მოცემულ სიმპტომებზე დაყრდნობით, ექიმმა მიიღოს ინფორმაცია შესაბამისი დაავადებების ალბათობათა შესახებ. ექიმი, თავის მხრივ, მაღალი დონის ავტომატიზაციისა და ციფრული ტექნოლოგიების დახმარებით გაცილებით ეფექტურად და ხარისხიანად წარმართავს დიაგნოსტირების, მკურნალობისა და პაციენტზე შემდგომი მეთვალყურეობის პროცესს.

    ● ასევე, პლატფორმა საშუალებას იძლევა, ონლაინ რეჟიმში დამყარდეს კომუნიკაცია პაციენტსა და ექიმს შორის. დაზღვეულს ეძლევა შესაძლებლობა მკურნალ ექიმს გადაუგზავნოს სხვადასხვა სამედიცინო ინფორმაცია, მიიღოს ექიმისაგან დიაგნოზი და დანიშნულება. დაზღვეული, პსპ დაზღვევის პორტალზე online.ipsp.ge გაივლის ონლაინ გასაუბრებას ე.წ ექიმის ვირტუალურ ასისტენტთან - ჩატბოტთან და სპეციალური კითხვარის საშუალებით, შეავსებს საჭირო მონაცემებს.

    ეს არის იმ სერვისების ჩამონათვალი, რასაც პსპ დაზღვევა სთავაზობს ყველა დაზღვეულ პირს, და რისი ანალოგიც, ამ ეტაპზე, არათუ საქართველოში, არამედ რეგიონშიც არ არსებობს.
    პსპ დაზღვევა აგრძელებს ტექნოლოგიურ და ინოვაციურ პროექტებზე მუშაობას და მალე მომხმარებელი შეიტყობს პლატფორმის კიდევ ერთ სიახლეს, რომელიც ითვალისწინებს დაზღვეულის ელექტრონული სამედიცინო ისტორიის წარმოების სიახლეს.

  • ბანკი არის ძალიან დიდი რესურსი სადაზღვევო კომპანიისთვის, ამიტომაც ბანკთან ასოცირებული კომპანიები ამაში პრობლემას ვერ ხედავენ!!!

    თუ „იმედი ლ“ -ის გენერალური დირექტორი ბატონი გივი ბანკიების მიერ სადაზღვევო კომპანიების მფლობელობას პრობლემად არ აღიქვამს, პსპ დაზღვევა, ბანკების მონაწილეობას დაზღვევის ბიზნესში სხვაგვარად აფასებს და ეს პოზიცია არის ძალიან მკაფიო და ხისტი.

    დაუშვებელია ბიზნესი განავითარო არასამართლიანი და არაჯანსაღი კონკურენციის პირობებში. ბანკის მონაწილეობა კი ამ ორივე პირობას უშვებს, კერძოდ, სახეზეა არაჯანსაღი კონკურენცია და არასამართლიანი პირობები.

    ბანკების მიერ დაარსებულ ან მათთან დაკავშირებულ სადაზღვევო კომპანიებს აქვთ შეუზღუდავი წვდომა ბანკში აკუმულირებულ ინფორმაციაზე, როგორიცაა ფიზიკური პირების ინფორმაცია, სხვადასხვა იურიდიული პირების და კომპანიების შესახებ. საკრედიტო ან/და სასესხო ხელშეკრულებების გაფორმებისას კომპანიას ან ფიზიკურ პირს არ აძლევს საშუალებას თავად აირჩიოს სადაზღვევო კომპანია. ეს ეხება როგორც ჯანმრთელობის დაზღვევას, ასევე ავტო და ქონების დაზღვევის მიმართულებებს. უფრო ცხადი რომ იყოს, თუ კომპანიას აქვს რაიმე სახის ფინანსური ვალდებულება ბანკის მიმართ, მაგალითად, კომპანიას თავისი ბიზნესისთვის გამოაქვს სესხი, ის აღარ არის თავისუფალი არჩევანში და პრაქტიკულად იძულებული ხდება დააზღვიოს ქონება და რისკები ბანკის მფლობელობაში ან მასთან აფილირებულ სადაზღვევო კომპანიაში.

    ხელშეკრულებაზე გავლენის მოხდენა არის ძალიან მკაფიო და ცხადი პრაქტიკა; ეს საკითხი აუცილებლად უნდა იყოს სახელმწიფო და საკანონდებლო ხელისუფლების დონეზე რეგულირებული, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაქარწყლდეს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში საბანკო მაფია მძვინვარებს.

    პსპ დაზღვევა, არის კომპანია, რომელიც აღიარებს და მხარს უჭერს თავისუფალი კონკურენციის პირობებს და მზად არის აქტიურად ჩაერთოს ყველა სახის სამუშაო პროცესში, რომელიც მიზნას ისახავს დაზღვევის ბაზრის განვთარებას, მომხმარებლების უფლებების და ინტერესების დაცვას ნებისმიერი ინსტიტუციის ზეწოლის და გავლენის მოხდენის გარეშე, რაც საბოლოო ჯამში განავითარებს სადაზღვევო ინდუსტრიას ქვეყანაში.

    „პსპ დაზღვევის“ გენერალური დირექტორი,
    სოფიო ლებანიძე

  • PSP და ეროვნული ბიბლიოთეკა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გაფორმდა

    23 აპრილს, წიგნის ჩუქების დღეს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში კომპანია PSP და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გაფორმდა.
    მემორანდუმის გაფორმების შემდეგ დაჯილდოვდა 3 გამარჯვებული, რომელთაც PSP-ს მიერ 14 აპრილს გამოცხადებულ კონკურსში წარმატებით მიიღეს მონაწილეობა. ქართული ენის დღეს PSP-ს მიერ გამოაცხადებულ კონკურსში მონაწილეობა ყველა მსურველს მარტივად შეეძლო. საკმარისი იყო მხოლოდ ქართული ანბანის ლამაზი კალიგრაფიით დაწერა და JLIB_HTML_CLOAKING ზე გამოგზავნა. კომპეტენტურმა ჟურიმ, რომელშიც PSP-სა და ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებთან ერთად ხელნაწერთა წეროვნული ცენტრის და გამომცემლობა პალიტრა L-ის წარმომადგენლები შედიოდნენ, სამი გამარჯვებული გამოავლინა ორშაბათს, 22 აპრილს.

    გამარჯვებულები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან არიან: „საუკეთესო კალიგრაფიის“ სერტიფიკატის მფლობელი წალენჯიხელი ნონა მიქავა და „ყველაზე შემოქმედებითი“ ნამუშევრის ავტორი ქუთაისელი მაკა ბარდაველიძე პედაგოგები არიან, „ყველაზე ორიგინალური“ ნამუშევრის ავტორი ზუგდიდელი ჯესიკა ჩხაპელიაა. გამარჯვებულებს სერტიფიკატებთან ერთად საჩუქრად გადაეცემათ პალიტრა L-სგან წიგნი „33 ემოცია“, ეროვნული ბიბლიოთეკისგან სასაჩუქრე ალბომი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისგან ალბომები “ქართული კალიგრაფია“ და „ქართული ხელნაწერი“, პოსტერი „ქართული ანბანი“ და კოსმეტიკური პროდუქციის ნაკრები კომპანია PSP-სგან.

    PSP-სა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის გაფორმებული მემორანდუმი მრავალმხრივ ურთიერთობას ითვლისწინებს. ეროვნული ბიბლიოთეკის კამპანია „აჩუქე წიგნები“-ს ფარგლებში PSP-ს თანამშრომლების მიერ მუდმივად მოხდება სასწავლო წიგნების და მხატვრული ლიტერატურის შეგროვება, რომელსაც ეროვნული ბიბლიოთეკა ქართულ დიასპორებსა და მიზნობრივ ჯგუფებს გადასცემს. მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს საქართველოს მასშტაბით PSP-ს აფთიაქებში მოსახლეობის მიერ ნაჩუქარი წიგნების შეგროვება- გადაცემის ორგანიზებას ეროვნული ბიბლიოთეკისთვის, ასევე რეგიონებში ბიბლიოთეკებისთვის ტექნიკურ მხარდაჭერას ადგილობრივი მოსახლეობის არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით.

    „PSP ქართული კომპანიაა. უკვე 25 წელია ქართულ საქმეს ვაკეთებთ და მოხარული ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ბევრი სასიკეთო და ეროვნული საქმის გაკეთების საფუძველი გახდება და PSP წიგნიერებისა და განათლების გავრცელებაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს“ - აცხადებენ PSP-ში.

    „ძალიან მნიშვნელოვანია ქართული კომპანიების ჩართულობა წიგნიერების და განათლების ხელშემწყობ პროგრამებში, განსაკუთრებით ისეთი სერიოზული და ლიდერი კომპანია როგორიც PSP-ეა. მოხარულები ვართ ამ თანამშრომლობის“ - აცხადებენ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური