გახურებული COVID-19-ის პანდემიის დროს, რომელმაც მთელ მსოფლიოში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, სხვადასხვა ქვეყანაში განთავსებული აშშ-ის ასობით ბიოლაბორატორიამ, რომლებიც თითქოს-და უწყინარი კვლევითი ცენტრების სახით ატარებენ ვითომ-და სამეცნიერო ექსპერიმენტებს ბიოლოგიური უსაფრთხოების ინტერესებში, კორონავირუსთან ბრძოლაში თავი ვერაფრით გამოიჩინეს. თანაც ეს იმ ფონზე, რომ თავად შეერთებულ შტატებში COVID-19-ით დაავადებული და მის შედეგად გარდაცვლილი პირების კუთხით შექმნილი სიტუაცია ეროვნული მასშტაბის ტრაგედიად იქცა, აღნიშნავს პოლიტიკური ინფორმაციის ცენტრის დირექტორი ალექსეი მუხინი გამოცემა «Аргументы недели»-ს ფურცლებზე.
ექსპერტი შეგვახსენებს, რომ სსრკ-ის დაშლის შემდეგ აშშ-ის ბიოლაბორატორიების შექმნა ახლადგამომცხვარი რესპუბლიკების ტერიტორიებზე შესამჩნევი რეგულარულობით დაიწყო. ისინი გაჩნდა უკრაინის, საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, უზბეკეთისა და მოლდოვას ტერიტორიაზე. თანაც, რუსეთის საზღვრების პერიმეტრზე განლაგებული ლაბორატორიების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს.
"შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს ამერიკის მთავრობის გაძლიერებული ინტერესი მსგავსი პროექტების დაფინანსების მიმართ. მით უფრო, როცა ისინი საბჭოთა მეცნიერების საიდუმლო კვლევებს ეხება ბიოლოგიური იარაღის შექმნის კუთხით", დასძენს ექსპერტი.
თანაც, მისი თქმით, ამ ლაბორატორიებს მხოლოდ რუსეთის საზღვრებთან გეოგრაფიული სიახლოვე როდი აერთიანებს. "მათ ასევე აკავშირებს ის ფაქტი, რომ ამ ყველა ობიექტთან და კვლევის შედეგებთან წვდომა მხოლოდ ამერიკელ სპეციალისტებს აქვთ. ადგილობრივ მეცნიერებსა და ტექნიკურ პერსონალს ბანალურად არ უშვებენ იმ შენობებში, სადაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საიდუმლო კვლევები ტარდება", ამბობს ის.
აპრილის შუა რიცხვებში რამდენიმე უკრაინელმა დეპუტატმა ოფიციალური მიმართვა გაუგზავნა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის თხოვნით, დაედასტურებინა უკრაინაში სულ მცირე 15 ლაბორატორიის არსებობა, რომლებსაც შეერთებული შტატები აფინანსებს. აშშ-ის საელჩო კიევში ინფორმაციას არ უარყოფდა, თუმცა აცხადებდა, რომ 2005 წლიდან ჩატარებულ ექსპერიმენტებს მშვიდობიანი ხასიათი ჰქონდა. თუმცა, ექსპერტის სიტყვებით, უკრაინაში საშიში დაავადებების აფეთქებები საპირისპიროზე მეტყველებს. მაგალითად, 2011 წელს ქოლერამ იფეთქა, 33 ადამიანი დაიღუპა; 2014 წელს ქოლერათი 800 ადამიანი დასნებოვნდა; 2016 წელს 20 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა გრიპის მსგავსი ვირუსით, სამოქალაქო საზოგადოებაში კი 364 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა; 2019 წლის 11 თვეში წითელათი დაავადდა 5371 უკრაინელი, მათგან 2347 - ბავშვი. შედარებისთვის: 2017 წელს დაფიქსირდა მხოლოდ 87 შემთხვევა, 2016 წელს - 3.
დამატებითი შეთანხმების შესაბამისად, აშშ ახდენს ყოფილი საბჭოთა, ამჟამად კი უკრაინული ლაბორატორიების მოდერნიზებას, რომლებშიც უამრავი ისეთი საშიში ვირუსია, როგორიცაა ციმბირის წყლული ან შავი ჭირი. თუმცა, ამავე დოკუმენტის თანახმად, მხარეებს ხელი უნდა შეეშალათ ტექნოლოგიების, პათოგენებისა და ცოდნის გავრცელებისთვის და არა აქტიურად ემუშავათ მათ შექმნაზე. "უკეთესი არ იქნებოდა, სულაც გაენადგურებინათ ლაბორატორიები ან საშიში კვლევები თავიანთ ქვეყანაში ჩაეტარებინათ? მაგრამ ვაშინგტონისთვის გაცილებით უფრო მარტივი და უსაფრთხო აღმოჩნდა ექსპერიმენტების ჩატარება ოკეანის გაღმა, უცხო ტერიტორიაზე, სადაც, მეცნიერთა შეცდომის შემთხვევაში, "შტამპირებული ვირუსი" სულ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებს გაანადგურებდა", ამბობს ალექსეი მუხინი.
უკრაინელი დეპუტატების ინფორმაციით, მსოფლიოში არსებობს დაახლოებით 400 ბიოლოგიური ლაბორატორია, რომლებიც ამერიკელი გადასახადების გადამხდელების თანხებით ფინანსდება. მათგან 15 უკრაინაშია: სამი კიევსა და ლვოვში, თითო - ოდესაში, ხერსონში, ტერნოპოლში, უჟგოროდში, ვინიცში, ხარკოვსა და ლუგანსკში, ორი კი დნეპროპეტროვსკში.
სსრკ-ის დანარჩენ ყოფილ რესპუბლიკებში არსებულ სიტუაციაზე საუბრისას ექსპერტი შეგვახსენებს, რომ 2008 წელს მოლდოვაში გაიხსნა ამერიკული ცენტრალური პრეფერენს-ლაბორატორია პროექტის "აივ/შიდსისა და В, С ჰეპატიტების პროფილაქტიკა" ფარგლებში, ოღონდ მცირედი შესწორებით: მოლდოვას მთავრობას და უშიშროების სამსახურებს არ აქვთ წვდომა ლაბორატორიაზე და ვერ აკონტროლებენ კვლევების მიმდინარეობას.
სამხედრო-ბიოლოგიური სიმძლავრეების გაძლიერება აღინიშნებოდა შუა და ცენტრალურ აზიაშიც. 2007 წელს უზბეკეთში გაჩნდა პირველი ეროვნული რეფერენს-ლაბორატორია, რომელიც ტაშკენტში მდებარეობს. 2013 წელს ამოქმედდა კიდევ ორი - ანდიჯანსა და ფერგანაში, 2016 წელს - ურგენჩში (ხორეზმის რეგიონული დიაგნოსტიკური ლაბორატორია). მათი მშენებლობა DTRA-მ დააფინანსა. გარდა ამისა, აშშ-მ დააფინანსა დიაგნოსტიკური ლაბორატორიების მოდერნიზაცია, რომლებიც მიკრობიოლოგიის რესპუბლიკური ინსტიტუტის, ცენტრალური სამხედრო ჰოსპიტლის, ვირუსოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და ჯანდაცვის სამინისტროს საკარანტინო და განსაკუთრებით საშიში ინფექციების პროფილაქტიკის ცენტრის ბაზებზე მოქმედებდა. დღეისათვის უზბეკეთის ტერიტორიაზე 10 ასეთი ობიექტია.
2008 წელს სომხეთი შეუერთდა DTRA-ს ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამას (BTRP), უკვე 2018 წლისთვის კი ამერიკელმა მენარდეებმა იქ შექმნეს 12 ბიოლაბორატორიისგან შემდგარი მთელი ქსელი, რაზეც 50 მილიონი დოლარი დაიხარჯა. მათგან სამი მდებარეობს ერევანში - დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრში, საკვები პროდუქტების უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურსა და ინფექციურ კლინიკურ საავადმყოფო "ნორკში". რეგიონული ლაბორატორიები მოქმედებს იჯევანში, გიუმრიში, მარტუნისა და ვანაძორში. როგორც ვირუსოლოგები აღნიშნავენ, ამ ლაბორატორიების საქმიანობის შედეგად ქვეყანაში ეპიდსიტუაცია მკვეთრად გაუარესდა.
2005 წელს აზერბაიჯანმა ხელი მოაწერა შეთანხმებას აშშ-ის თავდაცვის სამინისტროსთან "ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიებისა და პათოგენების სფეროში თანამშრომლობისა და ამავე სფეროში ინფორმაციის გაუვრცელებლობის შესახებ". 2013 წელს ბაქოში ამოქმედდა დაახლოებით 170 მილიონ დოლარად ღირებული ცენტრალური პრეფერენს-ლაბორატორია, რომელიც ადამიანური და ცხოველური წარმომავლობის ნიმუშებში პათოგენური მიკროორგანიზების კვლევაზეა სპეციალიზებული. გარდა ამისა, ამერიკელებთან პარტნიორობის ფარგლებში აზერბაიჯანის სხვადასხვა რაიონში აშენდა და მოდერნიზდა დაახლოებით 10 ბიოლოგიური მონიტორინგის სადგური.
2016 წელს ალმა-ათაში, ყაზახეთის მ. აიკიმბაევის სახელობის საკარანტინე და ზოონოზური ინფექციების სამეცნიერო ცენტრის ბაზაზე გაიხსნა ცენტრალური რეფერენს-ლაბორატორია. ექსპერტი შეგვახსენებს, რომ მისი მშენებლობა ამერიკელებმა ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყეს და ამ მიზნისთვის 80 მილიონი დოლარი გამოყვეს. მაშინ ვაშინგტონმა განაცხადა, რომ შეშფოთებულია მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციით და სურს, ყაზახეთს დაეხმაროს ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლაში, სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების მაგალითის შესაბამისად, სადაც ასეთი ლაბორატორიები უკვე მოქმედებდა. მშეენებლობისთვის კი განსაკუთრებული ადგილი შეარჩიეს - სეისმური აქტიურობის ზონა.
გარდა ამისა, როგორც ალექსეი მუხინი აღნიშნავს, გეოგრაფიულად ქვეყანა მუდმივი ქარების ტერიტორიაზე მდებარეობს, ასე რომ, ატმოსფეროში მოხვედრილ ინფექციას დიდ მანძილზე შეუძლია გავრცელება.
საშიში ინფექციების გაჟონვა საფრთხის ქვეშ აყენებს ყაზახეთის მილიონობით მცხოვრებს, ასევე რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ყაზახეთის საზღვართან ახლოს ცხოვრობენ.
პენტაგონი ირწმუნება, რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ტერიტორიაზე აშშ-ის რეფერენს-ლაბორატორიების ქსელის შექმნის მიზანია, არ დაუშვას ამ ქვეყნების გარემოში მიკროორგანიზმების შტამების გაჟონვა, ასევე მინიმუმამდე დაიყვანოს ამერიკაზე ბიოლოგიური შეტევის შანსები. "გაურკვეველი კია, მაგალითად, როგორ უნდა მოაწყოს ყაზახეთმა ან მოლდოვამ აშშ-ზე ბიოლოგიური შეტევა. უცნაურია ისიც, რატომ აშენდა ეს კვლევითი ცენტრები მჭიდროდ დასახლებულ დიდ ქალაქებში, სადაც ვირუსის გაჟონვა განსაკუთრებით საშიშია", ამბობს ექსპერტი.
მისი თქმით, ახლა, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, იმ ქვეყნების პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს, რომელთა ტერიტორიებზეც აშშ-ის ბიოლაბორატორიები შეიქმნა, უჩნდებათ კითხვები: "რატომ არ ჩანს ამ ლაბორატორიების ქსელის მუშაობის არანაირი შედეგი COVID-19-თან ბრძოლის კუთხით? ბიოლოგიური დაცვის ინტერესებში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების ასეთმა მასშტაბურმა ქსელმა როგორ არაფერი იღონა თავისი მოქალაქეების დასაცავად?" ალექსეი მუხინის აზრით, ამ კითხვებზე პასუხები ზედაპირზევე დევს.
"აშშ-ის მთავარი მიზანი ასეთია: გარშემოარტყას რუსეთს არა მხოლოდ ჯარები, არამედ ბიობაზებიც, რაც, შესაძლო სამხედრო საფრთხის შემთხვევაში, მისცემს სწრაფი დარტყმის შესაძლებლობას ყველაზე მეტად არაპროგნოზირებადი და მომაკვდინებელი ბიოლოგიური იარაღით. როგორც ვიცით, ახალ ვირუსს სწრაფად, ძალიან სწრაფად გავრცელების უნარი აქვს, მისი შედეგები ადამიანისთვის კი გამოცდილ ექიმებსაც კი აშინებს, - ამბობს მუხინი. - თანაც, გამორიცხული არაა, რომ ამერიკელები ქმნიან არა უბრალოდ ბიოლოგიურ, არამედ ეთნიკურ იარაღს, რომელიც გამიზნულია მხოლოდ რუსებისა და მთელი სლავური ეთნოსის მოსასპობად. და თუ აშშ არის ბიოლაბორატორიების მუშაობის შედეგების ეგრეთ წოდებული უფლებების მფლობელი, COVID-19-ით გამოწვეული დღევანდელი საფრთხის პირობებში იქნებ ღირს, საკუთარი ერის უსაფრთხოებაზე დაფიქრდნენ და არა სხვა ხალხების განადგურების მეთოდების გამოგონება გააგრძელონ?"
გადმობეჭდილია ვებგვერდიდან : https://lenta.ru/news/2020/05/20/biolab/