ბათუმის პორტში აშშ-ის სამხედრო ხომალდი Ross (DDG 71) შემოვიდა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 22 აპრილი 2019 16:58

ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდი USS Ross (DDG 71) ბათუმის ნავსადგურს 21 აპრილს ესტუმრება. ვიზიტი ემსახურება აშშ-ისა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განმტკიცებას რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობით. ეს, გემის პირველი ვიზიტი იქნება საქართველოში.

USS Ross (DDG 71) არის Arleigh Burke-ს კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელი. ხომალდს აქვს ტექნიკური მონაცემები მოიგერიოს წყალქვეშა ნავები და ბალისტიკური რაკეტები. USS Ross-ის ვიზიტი კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულებას ნატოს მოკავშირეებისა მიმართ, პარტნიორებთან კავშირის გაძლიერებითა და რეგიონში უსაფრთხოების ხელშეწყობით.

USS Ross-ის ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი მეზღვაურები მოინახულებენ ისტორიულ ადგილებს და გააღრმავებენ პარტნიორობას ქართველ კოლეგებთან. ისინი გამართავენ ამხანაგურ საფეხბურთო მატჩს საქართველოს სანაპირო დაცვის თანამშრომლებთან, საკალათბურთო მატჩს ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტებთან და შეხვდებიან ახალგაზრდებს ბათუმის ამერიკულ კუთხეში.

„შავი ზღვის რეგიონში ჩვენი მოკავშირეები ევროპაში უსაფრთხოების შენარჩუნებაში კვლავაც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ“ – განაცხადა ხომალდის მეთაურმა კაპიტანმა Dave Coles-მა, „ეკიპაჟი და მე მოუთმენლად ველით დინამიურ პირობებში სამხედრო თავსებადობის გაუმჯობესებას და ამ რეგიონის მდიდარი ისტორიისა და კულტურის გაცნობას.“

ხომალდი USS Ross წარმოადგენს ესპანეთის როტის ნაწილს და აშშ-ის მეექვსე ფლოტის ოპერაციების სამოქმედო არეალში მონაწილეობას იღებს მრავალმხრივ მისიებში, ხელს უწყობს რა რეგიონის საზღვაო უსაფრთხოების დაცვასა და ნატოს ოპერაციებისა და მისიების მხარდაჭერას შავი ზღვის რეგიონში. აშშ-ის საზღვაო ძალების ხომალდები ხშირად ოპერირებენ შავ ზღვაში მონტროს კონვენციისა და საერთაშორისო კანონების შესაბამისად.

USS Ross-ის მეთაურია კაპიტანი David Coles. ხომალდის ზომებია: სიგრძე – 154 მეტრი,
სიგანე – 20 მეტრი, წყალწყვა – 9.4 მეტრი.

წაკითხულია 227 ჯერ

Related items

  • მამუკა ბახტაძე - დღეს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ყველაზე მაღალ ნიშნულზეა და ჩვენ ამით ძალიან ვამაყობთ

    დღეს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ყველაზე მაღალ ნიშნულზეა და ჩვენ ამით ძალიან ვამაყობთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდ USS Ross-ზე სტუმრობისას განაცხადა, რომელიც ბათუმის ნავსადგურში იმყოფება. 
    მთავრობის მეთაურს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა და საზღვაო ხომალდის მეთაურმა, კაპიტანმა დევიდ კოულსმა უმასპინძლეს. პრემიერმა ხომალდი დაათვალიერა და მისი შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია მიიღო. 

    მამუკა ბახტაძის განცხადებით, USS Ross-ის ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას საქართველოსადმი, რასაც ქართველი ხალხი აფასებს. 
    "საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან აშშ-ი ყოველთვის იდგა ჩვენს გვერდით ყველაზე მძიმე წუთებში და ქართველი ხალხი ამას არასოდეს დაივიწყებს. შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება საერთაშორისო თანამეგობრობისთვის უფრო და უფრო პრიორიტეტული ხდება. ჩვენი გზავნილი ჩვენი მეგობრებისთვის ყოველთვის იყო ძალიან მკაფიო - შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე ტრანსატლანტიკური სახელმწიფოების მდგრადი უსაფრთხოება წარმოუდგენელია. თქვენი სტუმრობა არის კიდევ ერთი ძლიერი და მეგობრული გზავნილი და ამ მხარდაჭერისთვის მადლობას გიხდით", - მიმართა პრემიერმა საზღვაო ხომალდის მეთაურსა და ეკიპაჟის წევრებს. 

    ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდი USS Ross-ი ბათუმის ნავსადგურში 21 აპრილს შემოვიდა. 

    პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

  • ბათუმის პორტთან ზღვამ ცხედარი გამორიყა
    ბათუმის პორტის მიმდებარე სანაპიროზე ზღვამ ცხედარი გამორიყა. ამ დოისთვის 35 წლამდე მამაკაცის ვინაობა დადგენილია. გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
  • შავი ზღვის ერთობლივი ქართულ-უკრაინული კვლევა

    ბათუმი. 27 მაისი 2016 – 27 მაისს ბათუმის საზღვაო პორტში შევიდა ევროკავშირის ყველაზე დიდი სამეცნიერო-კვლევითი ხომალდი „მარე ნიგრუმ“, რომლის მეშვეობით ხორციელდება შავი ზღვის უნიკალური ქართულ-უკრაინული კვლევა. კვლევის მიზანია შავი ზღვის ბუნებრივი გარემოს შენარჩუნება და გარემოსდაცვითი მონიტორინგის გაუმჯობესება. კვლევაში მონაწილეობენ მეცნიერები უკრაინიდან, საქართველოდან და ევროკავშირის ხუთი სახელმწიფოდან.   
    ბათუმის პორტში გაიმართა საზეიმო ღონისძიება და კონცერტი. მკვლევართა ჯგუფს შეხვდნენ თამარ ბაგრატია - საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, და გიორგი ერმაკოვი - ბათუმის მერი.
    ჟურნალისტებისათვის შედგა ტური „მარე ნიგრუმზე“. აქვე გაიმართა პრეს კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს უკრაინის ზღვის ეკოლოგიის სამეცნიერო ცენტრისა და უკრაინის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის ზღვის ბიოლოგიის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა.
    შავი ზღვის კვლევა ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივით, საქართველოსა და უკრაინის სახელმწიფო უწყებებთან და სამეცნიერო დაწესებულებებთან თანამშრომლობით.
    კვლევის პირველი ეტაპი ჩატარდა 17-23 მაისს უკრაინის ეკონომიკურ ზონაში. ამის შემდეგ სამეცნიერო-კვლევითი ხომალდი „მარე ნიგრუმ“ გავიდა ოდესის პორტიდან და გაემგზავრა ბათუმის მიმართულებით. ნაოსნობის მსვლელობაში მიმდინარეობდა კვლევები შავი ზღვის ღრმაწყლიან ცენტრალურ ნაწილში. კვლევითი პროგრამა დასრულდება 30 მაისს საქართველოს ეკონომიკურ ზონაში.    
    შავი ზღვის ერთობლივი კვლევის ფარგლებში ჩატარდება უნიკალური დაკვირვებები, რომლებიც არასდროს შესრულებულა შავი ზღვის კვლევის ისტორიაში.
    კვლევა ასევე ხელს შეუწყობს საქართველოსა და უკრაინის მიერ ზღვის სტრატეგიის შესახებ ევროკავშირის დირექტივების შესრულებას, რაც გათვალისწინებულია ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით.  
    შავი ზღვის ერთობლივი კვლევა ხორციელდება „შავი ზღვის  გარემოსდაცვითი მონიტორინგის გაუმჯობესების“ (EMBLAS) პროექტის ფარგლებში, რომლის თანადამფინანსებლები არიან ევროკავშირის კომისია (EC) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP).

  • ბათუმში ნატოს მუდმივმოქმედი ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი შევიდა
    ნატოს მუდმივმოქმედი ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი ბათუმში შევიდა. სამხედრო-საზღვაო შენაერთი ალიანსის სხვადასხვა წევრი ქვეყნის დროშით მცურავი 4 ხომალდით არის დაკომპლექტებული. ნატოს ხომალდები ბათუმის ნავსადგურში 15 თებერვლამდე დარჩებიან და ქართული მხარის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ერთობლივ სწავლებასა და საჩვენებელ წვრთნაში მიიღებენ მონაწილეობას. ხვალ კი ბათუმში ოფიციალური ვიზიტით ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსი, კონტრადმირალი ჯორჯო ლაციო, ჩამოვა.
  • აშშ-ს ხომალდ "პორტერზე" სანაპირო დაცვის თანამშრომლებისთვის წვრთნები მიმდინარეობს

    ბათუმის ნავსადგურში, ამერიკის სამხედრო საზღვაო ხომალდ "პორტერზე" საქართველოს სანაპირო დაცვის თანამშრომლებს ტრენინგი უტარდებათ. ამერიკელმა ინსტრუქტორებმა ქართველ კოლეგებს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის გამოცდილება გაუზიარეს. ხომალდის წევრებმა კოლეგებს დამწვრობის, ელექტროშოკისა და მოტეხილობების შემთხვევების დროს დახმარების აღმოჩენის მეთოდები და სამედიცინო მასალები გააცნეს. "პორტერი" დათვალიერეს ასევე, ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტებმა.

    "ეს არის პირველადი სამედიცინო დახმარება, რისი გაკეთებაც უნდა შეეძლოს ეკიპაჟის ნებისმიერ წევრს. ეს არ ხდება ყოველ დღე, ეს არის განსაკუთრებული შემთხვევების დროს, ბრძოლაში მიღებული ან უბედური შემთხვევის შედეგად მიღებული ტრავმები, მაგრამ ეკიპაჟის ყველა წევრს უნდა ჰქონდეს იმის უნარი, რომ დაზარალებულს აღმოუჩინოს პირველადი დახმარება. მნიშვნელოვანია, გემის ეკიპაჟის ყველა წევრი იყოს ჯანმრთელი", - განაცხადა ხომალდის მეთაურმა ბლერ გაიმ.

    სანაპირო დაცვის თანამშრომელის ლელა სელიმბას თქმით, ამერიკელი კოლეგების გამოცდილება მნიშვნელოვანი და საინტერესოა.

    "ამერიკულ ხომალზე ტრენინგზე უკვე მეორეჯერ ვარ, თუმცა პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის ტრენინგზე პირველად ვარ. ძალიან საინტერესოა, გვიხსნიან თუ როგორ უნდა მოვიქცეთ დამწვრობის, ელექტროშოკის, სხვადასხვა დაზიანების დროს პირველადი დახმარების გასაწევად. ეს გამოცდილება საინტერესო და საჭიროა", - აღნიშნა ლელა სელიმბამ.

    "პორტერზე" წვრთნები 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც სანაპირო დაცვის თანამშრომლები ზღვაზე ძებნა-გადარჩენის დაგეგმვას, კატარღის შემოტევისგან დაცვასა და ერთობლივი მანევრების შესახებ ტრენინგებს გაივლიან.

    ამერიკული ხომალდი ბათუმის ნავსადგურში გუშინ შემოვიდა, "პორტერი" საქართველოს ტერიტორიულ წყლებს 23 ოქტომბერს დატოვებს.

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური