დანიაში ქართული ენის დღე აღნიშნეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 16 აპრილი 2019 12:44

ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ჩართულობით, კოპენჰაგენის უნივერსიტეტში გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ირინე დარჩიას საჯარო ლექცია „საქართველო - ოქროს საწმისის, ღვინისა და განუმეორებელი დამწერლობის სამშობლო“.

ლექცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიგი გიგიაძემ, რომელმაც ისაუბრა 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებზე და ხაზი გაუსვა ქართველი ერის თვითმყოფადობაში ქართული ენის მნიშვნელობას.

ლექციის ფარგლებში ირინე დარჩია დამსწრე საზოგადოებას ესაუბრა ქართული ენის თავისებურებებსა და მისი განვითარების საფეხურებზე. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ასევე ყურადღება გაამახვილა მსოფლიო ლინგვისტურ რუქაზე ქართული ენის ადგილსა და საუკუნეების განმავლობაში მის სხვა ენებთან კავშირებზე.

ლექციის შემდეგ გაიმართა მცირე მიღება, რომლის დროსაც დიპლომატიური კორპუსისა და დანიური აკადემიური წრეების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ დამატებით ინფორმაციას ქართული ენის შესახებ.

წაკითხულია 179 ჯერ

Related items

  • ქართული ენის დღე ნიდერლანდების სამეფოში

    ნიდერლანდები-საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ღონისძიება "ქართული ენის დღე ნიდერლანდების სამეფოში" გაიმართა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.

    ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა  ელჩმა გიორგი შარვაშიძემ. საქართველოს ელჩმა ისაუბრა ქართული კულტურის, ქართული ენისა და უნიკალური დამწერლობის შესახებ. ღონისძიებაზე ასევე წარადგინეს  საზღვარგარეთ მოქმედი ქართული  საკვირაო სკოლებისათვის შექმნილი სახელმძღვანელო. აღსანიშნავია, რომ საკვირაო სკოლის სახელმძღვანელო საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროს აქტიური ჩართულობით პირველად შეიქმნა.  სპეციალურად დიასპორისათვის შემუშავებული სასწავლო პროგრამის შესახებ  ისაუბრეს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ პროფესორმა გიორგი ალიბეგაშვილმა და დეპარტამენტის სამეცნიერო და საგანმანათლებლო სამსახურის უფროსმა, თსუ-ს პროფესორმა თინათინ ბოლქვაძემ. ღონისძიებაზე ასევე წარადგინეს, თსუ-ს ასი წლის იუბილესადმი მიძღვნილი კრებული - „უნივერსიტეტის იდეა და ქართველურ ენათა კვლევისა და სწავლების მნიშვნელობა“. ღონისძიებას ნიდერლანდების სამეფოში მცხოვრები  ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

  • დანიაში გამოფენა - "საქართველოს ქრისტიანული მემკვიდრეობა" გაიხსნა
    დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოს ინიციატივით  და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, კოპენჰაგენის უნივერსიტეტის სამხრეთ კამპუსის ბიბლიოთეკაში ფოტო - გამოფენა სახელწოდებით - "საქართველოს ქრისტიანული მემკვიდრეობა" გაიხსნა.

    გამოფენა გახსნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დანიის სამეფოში გიგი გიგიაძემ. საქართველოს ელჩმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას. გიგი გიგიაძემ თავის სიტყვაში  ქართულ კულტურაში ქრისტიანობის განსაკუთრებულ როლსა და აღნიშნული გამოფენის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

    გამოფენის ფარგლებში, უცხოელ დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება იხილოს ქართული, ქრისტიანული კულტურის უნიკალური არქიტექტურული ძეგელბისა და ხელნაკეთი ნიმუშების ამსახველი ფოტოები.

    ღონისძიებას ესწრებოდნენ დანიაში აკრედიტირებული უცხოელი დიპლომატები, კოპენჰაგენის უნივერსიტეტის სტუდენტები, აკადემიური წრეებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

    გამოფენის დათვალიერება მსურველებს მიმდინარე წლის 23 ნოემბრის ჩათვლით შეეძლებათ.
  • დანიამ საქართველო სამეზობლო პოლიტიკის პრიორიტეტულ ქვეყნად დაასახელა

    დანიის საგარეო უწყებამ საქართველო და უკრაინა მისი სამეზობლო პოლიტიკის ორ პრიორიტეტულ ქვეყნად დაასახელა. 12 ივნისს დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში საჯარო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც წარდგენილ იქნა 2017-2021 წლების დანიის ახალი სამეზობლო პროგრამა (DANEP).  შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა საქართველოს ელჩი დანიის სამეფოში გიგი გიგიაძე.  
    დანიის 2017-2021 წლების სამეზობლო პროგრამა (DANEP)  მოიცავს ორი ქვეყნის ახალ ფაზაზე გადასვლის ასპექტებს და საქართველოსა და უკრაინაში ახალი ხუთწლიანი პროგრამის იმპლემენტაციის ელემენტებს.  DANEP-ის ორი მთავარი მიზანია 1. დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხარდაჭერა; 2. მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა.
    შეხვედრა, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდერს სამუელსენის სიტყვით გაიხსნა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მოკლედ მიმოიხილა ახალი პროგრამა და მისი შესაბამისობა  გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDGs). საქართველოზე საუბრისას, ანდერს სამუელსენმა  ხაზი გაუსვა ბოლო პერიოდში  ქვეყანაში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებს და მათ სამაგალითო ხასიათს.
    ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა  საქართველოში „ევროპის ფონდის“ ხელმძღვანელი ქეთევან ვაშაკიძე.
    2017-2021 წლების დანიის ახალი სამეზობლო პროგრამა (DANEP) მიმდინარე წლის შემოდგომაზე დამტკიცდება.

  • საქართველოში დანიის შიდა გვარდიის დელეგაცია იმყოფება

    საქართველოში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით დანიის სამეფოს შიდა გვარდიის დელეგაცია იმყოფება. დელეგაციას გენერალ-მაიორი ფინ ვინკლერი ხელმძღვანელობს. დღეს დანიელი სტუმრები საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიიღო.

    მხარეებმა საქართველოსა და დანიის სამეფოს გვარდიებს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები და ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო რეზერვის განვითარების გეგმასა და ბაზალეთში ეროვნული გვარდიის სკოლის დაარსების საკითხებს. სკოლა დანიის შიდა გვარდიის ფინანსური დახმარებით დაარსდა და რეზერვის შემადგენლობიდან უმცროსი ოფიცრებისა და სპეციალისტების სხვადასხვა მიმართულებით მომზადებას ისახავს მიზნად. სკოლას პატრონაჟს გაუწევენ დანიის შიდა გვარდია  და ესტონეთის თავდაცვის ლიგა.

    გენერალურ შტაბში სტუმრობამდე დანიელი გენერალი საქართველოს ეროვნული გვარდიის უფროსს, ბრიგადის გენერალ ლევან გამყრელიძეს შეხვდა. მხარეებმა   ეროვნული გვარდიის სკოლის ქართული მხარისთვის გადმოცემის დოკუმენტს მოაწერეს ხელი.

    „დანიის შიდა გვარდიის დელეგაციის სტუმრობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს დანიელი სტუმრები გაეცნობიან ჩვენ მიღწევებსა და წარმატებებს იმ სასწავლო სკოლის მიმართულებით, რომელიც კრწანისში გაგვაჩნია, ხოლო ხვალ ერთად გავემგზავრებით და ვნახავთ ბაზალეთზე გვარდიის მომზადების ცენტრს. დარწმუნებული ვარ, რომ ის მეგობრობა, ურთიერთდახმარება, რაც მათგან არის, კიდევ უფრო გაიზრდება, გაღრმავდება. შეხვედრაზე მათ კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ 2017 წლიდან კიდევ უფრო გაიზრდება მსგავსი დახმარებები. განაწესი უკვე მათი შეიარაღებული ძალების პარტნიორულ გეგმებშია ჩასმული. ასე რომ, ძალიან დიდი იმედები გვაქვს, რომ ჩვენი ურთიერთქმედება, ურთიერთდახმარება, განსაკუთრებით ეროვნული გვარდიისა და სამობილიზაციო სისტემის განვითარებასთან დაკავშირებით, კიდევ უფრო გაიზრდება და გაღრმავდება,” - აღნიშნა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

    ქართველ გენერლებთან შეხვედრები დანიის სამეფოს შიდა გვარდიის მეთაურმა,  გენერალ-მაიორმა ფინ ვინკლერმა შეაჯამა: „პატივი გვქონდა საქართველოს ეროვნული გვარდიის სარდალს შევხვედროდით. ჩვენ მიმდინარე წლის თანამშრომლობის გეგმა განვიხილეთ. გენერალური შტაბის უფროსთან შეხვედრაზე ასევე ვისაუბრეთ დანიის სამეფოსა და საქართველოს შორის არსებულ თანამშრომლობაზე. როგორც მასთან საუბრისას აღვნიშნე, საქართველო და უკრაინა დანიის პარტნიორი ქვეყნებია. ჩვენ მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს საქართველოს ეროვნულ გვარდიასთან. ხვალ ეროვნული გვარდიის ახალი სკოლის გახსნას დავესწრები, რომელიც საქართველოსა და დანიას შორის ერთობლივი თანამშრომლობით დაარსდა. მოუთმელნად ველი ჩვენი თავდაუზოგავი მუშაობის შედეგს. ასევე ვგეგმავ ქართველ სამხედროებთან შეხვედრას“.

    დღესვე დანიის სამეფოს შიდა გვარდიის დელეგაცია ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ ესტუმრება და ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის მუშაობას ადგილზე გაეცნობა.

  • ჩოგბურთი: საქართველოVSდანია

    ქართველი ჩოგბურთელებისათვის ძალიან ცუდად დაიწყო დევისის თასის გათამაშების ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფში შემავალი საქართველოსა და დანიის ეროვნული ნაკრების შეხვედრა, რომელსაც თბილისის ახალი სპორტის სასახლე მასპინძლობს. ერთეულთა შორის დანიელთა 19 წლის ურეიტინგო ჩოგბურთელმა კრისტიან სიგსგაარდმა საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერს, ATP ერთეულთა რეიტინგში 120-ე ადგილზე მყოფ 24 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილს დამაჯერებელი ანგარიშით 3:1 მოუგო და თანაგუნდელები სერიაში 1:0 დააწინაურა.
    ნიკოლოზ ბასილაშვილის კრისტიან სიგსგაართან დამარცხების შემდეგ, თანაგუნდელის ბედი გიორგი ცივაძემაც (857) გაიზიარა, რომელიც მასზე ბევრად უფრო გამოცდილ და მაღალი რეიტინგის მქონე ფრედერიკ ნილსენს (431) შეხვდა.
    ცივაძემ მეტოქისათვის სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ პირველ სეტში შეძლო, რომლის ბედიც თაიბრეიქში გადაწყდა - გიორგიმ 5:6-ზე ანგარიში გაათანაბრა და თამაში თაიბრეიქში გადაიყვანა. აქ ნილსენის უპირატესობა აშკარა იყო, რომელმაც 7:3 სძლია მეტოქეს და 1-0 დაწინაურდა. მომდევნო სეტებში შეიძლება ითქვას, რომ ცივაძე წაგებას ნაადრევად შეურიგდა. ნილსენმა ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა, მეორე სეტი 6:0, ხოლო მესამე 6:1 მოიგო, 3-0 დაამარცხა მეტოქე და თანაგუნდელები ამ გამარჯვების შემდეგ 2-0 დააწინაურა.
    ამრიგად მასპინძელთა დასამარცხებლად დანიელებს ერთი მოგებაღა ჰყოფნით და მომდევნო ეტაპამდე ერთი ნაბიჯიღა აშორებთ.
    5 მარტს დაგეგმილია წყვილთა შეხვედრა, რომელიც ახალ სპორტის სასახლეში 15:00 საათზე დაიწყება. ბასილაშვილი-ცივაძის წყვილი ნილსენ -თომასკრომანის წყვილს დაუპირისპირდება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური