1 აპრილიდან 1 მაისამდე პირადობის ელექტრონული მოწმობა/პასპორტი უფასოდ გაიცემა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 01 აპრილი 2019 14:28

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, უვადო, ქაღალდის (ე.წ. ლამინირებულ) ძველ პირადობის მოწმობის მქონე მოქალაქეებისთვის 1 აპრილიდან ამოქმედდება ელექტრონული პირადობის მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის უფასოდ გაცემის აქცია, რომელიც ერთი თვის განმავლობაში, 1 მაისამდე გაგრძელდება. 
აღნიშნული აქციით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს იმ სრულწლოვან მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად ფლობენ უვადო, ქაღალდის (ე.წ. ლამინირებულ) ძველ პირადობის მოწმობას და ამ დრომდე მათ სახელზე არასდროს გაცემულა საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა.
აქციის ფარგლებში, ისინი სრულიად უფასოდ შეცვლიან ძველ, უვადო დოკუმენტს ელექტრონული პირადობის მოწმობით და მასთან ერთად, ასევე, უფასოდ მიიღებენ საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტს. 
საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა და ბიომეტრიული პასპორტი თანამედროვე, გაუყალბებელი და ევროპული სტანდარტის შესაბამისი დოკუმენტებია. 
დღევანდელი მონაცემებით, აქტიურ, უვადო, ქაღალდის (ე.წ. ლამინირებულ) პირადობის მოწმობას 400 000-მდე მოქალაქე ფლობს.
აღნიშნული აქციით სარგებლობის მსურველ მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს. 
აქციის ფარგლებში, დოკუმენტის მიღებისას მოქალაქეები გათავისუფლდებიან როგორც პირადობის მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის გაცემის, ისე ფოტოსურათის გადაღებისათვის დაწესებული საფასურის გადახდისგან.
ბოლო აქციით, რომელიც იუსტიციის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა და იმ მოქალაქეებს შეეხებოდა, რომლებიც ქაღალდის (ე.წ. ლამინირებულ) ძველ პირადობის მოწმობას ფლობდნენ, 93 620-მა მოქალაქემ ისარგებლა და ძველი დოკუმენტი ახალი ელექტრონული მოწმობით შეცვალა.
2014 წლიდან საქართველოში ფოტოსურათიანი საარჩევნო სია მოქმედებს და ის ბიომეტრიულ დოკუმენტებს ეფუძნება. შესაბამისად, ბიომეტრიული დოკუმენტის ქონა უზრუნველყოფს პრინციპს − „ერთი ამომრჩეველი − ერთი ხმა“ და გამორიცხავს არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე ე.წ. „კარუსელს“.
საარჩევნო სიების სრულყოფის მიზნით იუსტიციის მინისტრის ინიციატივით განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, პოტენციურ ამომრჩეველთა ბაზები მნიშვნელოვნად დაიხვეწა და გაუმჯობესდა, კერძოდ: 2 600 000-ზე მეტ მოქალაქეზე გაიცა პირადობის ელექტრონული მოწმობა, აქედან – 1 470 000-მდე დოკუმენტი, იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, გაცემულია უფასოდ ან შეღავათიან ფასად.
დღეის მდგომარეობით, საარჩევნო უფლების მქონე 2 850 000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე პირადობის ელექტრონულ მოწმობას ფლობს, ხოლო, დამატებით, 360 000-მდე პირი – საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტს.

 

წაკითხულია 212 ჯერ

Related items

  • იუსტიციის სახლებში C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი 6000-ზე მეტმა მოქალაქემ ჩაიტარა

    C ჰეპატიტის უფასო სკრინინგის ფარგლებში, იუსტიციის სახლში მოწყობილ სპეციალურ სივრცეებში შემოწმება უკვე 6401-მა მოქალაქემ გაიარა. იუსტიციის სახლებში მოწყობილ სივრცეებში ყოველდღიურად სკრინინგს რამდენიმე ასეული ადამიანი იტარებს. იუსტიციიციის სამინისტროს სსიპ იუსტიციის სახლში   C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან პარტნიორობით მიმდინარეობს.  სპეცსივრცეები დღეს მინისტრებმა თეა წულუკიანმა და დავით სერგეენკომ თბილისის იუსტიციის სახლში დაათვალიერეს.
     C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის მეტი ეფექტურობისა და მასში მაქსიმალურად მეტი საჭიროების მქონე მოქალაქის ჩართვის მიზნით, იუსტიციის სახლის 12 ფილიალში სპეციალური სივრცის მოსაწყობად იუსტიციის მინისტრის დავალებით გამოთავისუფლდა ფართები, სადაც 10 ოქტომბრიდან  C ჰეპატიტის სკრინინგის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.  სტატისტიკური მონაცემების თანახმად,  10 ოქტომბრიდან დღემდე იუსტიციის სახლის 12 ფილიალში სკრინინგი ჩაიტარა 6401-მა მოქალაქემ, რომელთაგან დადებითი შედეგი აღმოაჩნდა  180-ს, რაც შემოწმებულთა საერთო რაოდენობის 2.81 პროცენტს  წარმოადგენს. კვლევის შედეგები სკრინინგის პროექტში ჩართულ მოქალაქეს კონფიდენციალურობის სრული დაცვით ეგზავნება.
    იუსტიციის სახლებში სპეციალური სივრცეების მოწყობის ინიციატივა თეა წულუკიანსა და დავით სერგეენკოს ეკუთვნის, რომელიც გაიზიარა საქართველოს მთავრობამ და 2018 წლის 7 სექტემბრის დადგენილებით მხარი დაუჭირა. სპეცკუთხეების იუსტიციის სახლებში მოწყობის მიზანია  C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში მაქსიმალურად მეტი ადამიანის ჩართვა. ყოველდღიურად იუსტიციის სახლებს 20 000-მდე  მომხმარებლი სტურმობს, რომელთა დიდი ნაწილი, შესაძლოა,  სკრინინგისთვის  სპეციალურ ლაბორატორიაში მისვლას ვერ ახერხებდეს. იუსტიციის სახლებში, მათ მარტივად, ლაბორატორიაში მისვლის გარეშე ეძლევათ სკრინინგის ჩატარების საშუალება, დაავადების გამოვლენის შემთხვევაში კი, C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა.
    აღსანიშნავია, რომ C ჰეპატიტის სკრინინგის  უფასო აქცია თბილისის იუსტიციის სახლში აქამდეც ორჯერ განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც სკრინინგი 3000-მდე მომხმარებელმა ჩაიტარა. სწორედ მიღებულმა შედეგებმა და  მომხმარებელთა მაღალმა აქტივობამ  განაპირობა, რომ სკრინინგის სპეცსივრცეები იუსტიციის სახლის 12 ფილიალში ხანგრძლივი დროით განთავსდება.
    სკრინინგის აქციები მიზნად ისახავს C ჰეპატიტის ვირუსის დროულ გამოვლენას. დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველა პირმა დროულად გაიგოს საკუთარი სტატუსი C ჰეპატიტთან მიმართებით.
    C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში 50 000-მდე პაციენტია ჩართული. განკურნების მაჩვენებელი 98,2%-ს შეადგენს.
     
     
     
     

  • მომსახურების სააგენტომ და იუსტიციის სახლმა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს

    შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, ნიკა გელაშვილმა და იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა, გივი აზაურაშვილმა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ხელმოწერის ცერემონიას შს მინისტრის მოადგილე, დავით ვარდიაშვილი და იუსტიციის მინისტრის მოადგილე, მიხეილ სარჯველაძე დაესწრნენ.

    აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, 2017 წლის განმავლობაში, იუსტიციის სახლის ფილიალებში ეტაპობრივად დაინერგება შსს-ს მომსახურების სააგენტოს სერვისები: განმეორებითი მართვის მოწმობის აღდგენა, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის აღდგენა, სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის აღება, იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის აღება, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის აღება და სხვა.

    ნასამართლობის შესახებ ცნობის აღება მოქალაქეებს, შსს-ს მომსახურების სააგენტოს 14 ტერიტორიული ერთეულის გარდა, იუსტიციის სახლის 19 ფილიალში უკვე მიმდინარე წლის 3 მაისიდან შეეძლებათ.

    მომხმარებელმა იუსტიციის სახლში ნასამართლობის ცნობის მისაღებად მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინოს, ცნობა კი განაცხადის შევსებიდან ხუთ სამუშაო დღეში უფასოდ გაიცემა. ნასამართლობის შესახებ ცნობის დაჩქარებული წესით აღების საფასური 1 სამუშაო დღეში - 25 ლარია, ხოლო 3 სამუშაო დღეში - 15 ლარი.

    შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ აღნიშნული სერვისების გაფართოება იუსტიციის სახლის ფილიალებში მომხმარებელთათვის მეტი კომფორტისა და სახელმწიფო სერვისებზე უკეთ წვდომის მიზნით განხორციელდა.

  • პირადობის მოწმობები უფასოდ გაიცემა, პასპორტი კი 50 ლარი ეღირება

    15 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლით პირადობის მოწმობები უფასოდ გაიცემა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი კი 100 ლარის ნაცვლად 50 ლარი ეღირება.

    ახალი პირადობის მოწმობის უფასოდ მიღება შეეძლებათ პირებს 18 წლის ასაკიდან და  მათ,  ვისაც 2017 წლის 2 ნოემბრამდე უსრულდება 18 წელი.


    აქცია ეხება ბიომეტრიულ პასპორტსაც და მისი შეცვლა ან პირველად აღება 50%-იანი ფასდაკლებით იქნება შესაძლებელი.
    2014 წლიდან საქართველოში ფოტოსურათიანი საარჩევნო სია მოქმედებს და ის ბიომეტრიულ დოკუმენტებს ეფუძნება.
    შესაბამისად, ბიომეტრიული დოკუმენტის ქონა უზრუნველყოფს პრინციპს  − „ერთი ამომრჩეველი − ერთი ხმა“ − და გამორიცხავს არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე ე.წ. კარუსელს. „ჩვენს ბაზებში მოქალაქეთა მონაცემების სიზუსტე კვლავაც აქტუალურია, რადგან 11 თვეში საქართველოში კვლავ არჩევნებია და საარჩევნო სია მუდმივად უნდა იხვეწებოდეს. ჩვენ გვსურს კიდევ უფრო ზუსტი და სანდო საარჩევნო სია მომავალი თვითმმართველობის არჩევნებისთვის“, − განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა. სწორედ ამ მიზნით იუსტიციის სამინისტრომ ბოლო 4 წლის განმავლობაში 23 აქცია გამოაცხადა. შედეგად, 1 155 245-ზე  მეტმა მოქალაქემ პირადობის მოწმობა უფასოდ ან შეღავათიანი ფასით მიიღო. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ ყველაზე ზუსტი საარჩევნო სია ჰქონდა.

    ამასთან, ვიზალიბერალიზაციისა და ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესების დადებითად დასრულებისათვის იუსტიციის სამინისტრო ბოლო წლებია, ინტენსიურად მუშაობს. „ვინაიდან საქართველო უკვე ელოდება ევროკავშირისგან უვიზო მიმოსვლაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას, აუცილებელია, საქართველოს ყველა მოქალაქემ კიდევ ერთხელ წინასწარ გაიაზროს ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობა და ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი, ტურიზმისა და განვითარების მიზნების გარდა, საკუთარი თავისა და ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენისათვის გამოიყენოს. ლეგალური ჩასვლა ევროკავშირის ქვეყნებში და დათქმულ დროში უკან დაბრუნება უნდა გახდეს ჩვენი წესი, რისთვისაც ბიომეტრიული პასპორტი აუცილებელია“, − დასძინა იუსტიციის მინისტრმა. 4 წლის განმავლობაში პასპორტის საშეღავათო პირობებით გაცემის მიზნით აქცია უკვე მეორედ ცხადდება.
    აქციით სარგებლობისთვის მოქალაქეებმა უნდა მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს.

    აქციის ფარგლებში,  დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები გათავისუფლდებიან ფოტოსურათის საფასურისგან.
    დღეის მდგომარეობით, საქართველოს  2 368 346-ზე მეტი მოქალაქე პირადობის ელექტრონულ მოწმობას ფლობს, ხოლო დამატებით 341 373 მოქალაქე − საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტს, რაც სამოქალაქო რეესტრის ბაზებში 2,7 მილიონზე მეტი ზუსტი და უტყუარი მონაცემის არსებობას ნიშნავს.
     

  • იუსტიციის სახლი სოციალურად დაუცველ მშობლებს და მათ ახალშობილებს ახალ სერვისს შესთავაზებს

    „კეთილი იყოს შენი მობრძანება“ იუსტიციის სახლის ახალი პროექტია, რომელიც დღეს ამოქმედდა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით ხორციელდება. სერვისი სოციალურად დაუცველ ოჯახებში (100 000-მდე ქულა) დაბადებული ბავშვებისთვის არის განკუთვნილი და ის საქართველოს 19-ვე იუსტიციის სახლში ჩვილის დაბადების მოწმობასთან ერთად გაიცემა. სერვისი სპეციალური შეფუთვით პირველადი დანიშნულების ნივთების, ჰიგიენური საშუალებებისა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ რეკომენდებული საკვები დანამატის საჩუქრად გადაცემას ითვალისწინებს.
     
    დაბადების მოწმობის მისაღებად მოსული ახალშობილის მშობელს დღეს საჩუქარი პირადად იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადასცა. ამ პროექტისადმი ინტერესის ნიშნად ღონისძიებაში საფრანგეთი-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ანტუან ბარდონიც მონაწილეობდა, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ ბავშვებზე მორგებულ ამგვარ სერვისებს ქველმოქმედი დამფინანსებლები გამოუჩნდებიან; იუსტიციის მინისტრთან ერთად ანტუან ბარდონის მიერ შექმნილი საქველმოქმედო ფონდი „Salve“ კი ამ პროექტის მხარდამჭერი და გულშემატკივარი იქნება.
     
    „ჩვენი გრძელვადიანი მიზანი პარტნიორების მოზიდვა, სასაჩუქრე პაკეტის გამდიდრება და დაბადების მოწმობასთან ერთად გაცემაა არა მხოლოდ იუსტიციის სახლებში, არამედ ჩვენი სისტემის ყველა ტერიტორიულ სამსახურსა და საზოგადოებრივ ცენტრში, სადაც მოქალაქე დაბადებას არეგისტრირებს. პროექტის პოპულარიზაციასთან ერთად, სოციალურად დაუცველ მშობლებს ბავშვის დაბადებამდე ბევრად ადრე ეცოდინებათ, რომ დაბადების რეგისტრაციისას, დაახლოებით, 60 ლარის ღირებულების პირველადი მოხმარების საგნებს მიიღებენ და მოცემულ თანხას ბავშვისათვის საჭირო სხვა ხარჯების დასაფინანსებლად მიმართავენ. ამ გზით იუსტიციის სახლი ყოველი სოციალურად დაუცველი ახალშობილის მეგობარი გახდება“, − განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა.
      
    სპეციალური საჩუქარი შედგენილია კვლევის საფუძველზე და დაკომპლექტებულია ახალშობილი ბავშვისთვის პირველადად საჭირო ნივთებით და 180 ცალი საკვები დანამატის ვიტამინებით, რომლებიც „UNICEF“-ის სტანდარტით კვების დეფიციტის აღმოფხვრისთვის არის აუცილებელი. სტატისტიკური მონაცემებით, დღეს საქართველოში 100 000 ბავშვზე მეტი კვების დეფიციტის მქონეა, რაც ხელს უშლის მათ ფიზიკურ და ინტელექტუალურ განვითარებას; ამ დეფიციტის აღმოფხვრა კი ურთულესია ორი წლის ასაკის შემდეგ.
     
    თეა წულუკიანმა საფრანგეთი-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტ ანტუან ბარდონთან ერთად ფონდი „Salve“ მიმდინარე წლის 3 მარტს დააფუძნა. ფონდის პირველი შემწირველები საფრანგეთის ყოფილი ელჩი საქართველოში რენო სალენსი და საქართველოში მოღვაწე ფრანგი, ქართველი და ამერიკელი ბიზნესმენები არიან. ფონდს მხოლოდ ორი კონკრეტული მიზანი აქვს: ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვებისთვის პროექტების დაფინანსება; სოციალურად დაუცველ ახალშობილ ბავშვებში კვების დეფიციტის აღმოფხვრის ხელშეწყობა. პროექტი „კეთილი იყოს შენი მობრძანება“ ფონდ „Salve“-ს მხარდაჭერით ისარგებლებს.  

  • იუსტიციის სახლის ახალი სერვისი Just Taxi (ვიდეო)

    თბილისის იუსტიციის სახლის მომხმარებლების კომფორტისთვის ახალი პროექტი  Just Taxi ამოქმედდა. იუსტიციის სახლის მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ, ახალი სერვისით სარგებლობა და Just Taxi-თ გადაადგილება. Just Taxi-ს პირველი მგზავრები საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და მისი ლატვიელი კოლეგა  იყვნენ.  თბილისის იუსტიციის სახლის შენობიდან გამოსულ ყველა მომხმარებელს ამიერიდან საშუალება ექნება, ისარგებლოს ახალი და  კომფორტული Just Taxi-ს  ავტომანქანებით: HONDA-სა და JAC-ის მარკის უახლესი მოდელები აღჭურვილია თანამედროვე კლიმატკონტროლის სისტემით,  კომფორტის შექმნისთვის საჭირო ყველა აქსესუარით. 

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური