რა გახდა ქარელის რაიონში 2 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 29 მარტი 2019 13:36

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეთში ორი წლის ბავშვი ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი ნახეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, მცირეწლოვან ბავშვს კრუპი დაემართა და გაიგუდა.

შსს ცნობით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116 მუხლის პირველი ნაწილით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

წაკითხულია 658 ჯერ

Related items

  • საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო სამუშაოების შესახებ

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად გმობს ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე, კერძოდ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ  ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების აღმართვის უკანონო პროცესს. საოკუპაციო ძალების მიერ ხელოვნური ბარიერების აღმართვას უკვე მოყვა ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე წვდომის შეზღუდვა.

    კორონავირუსის პანდემიისა პირობებში, მით უფრო, აღდგომის დღესასწაულის წინა დღეებში მსგავსი პროვოკაციული ქმედებებით რუსეთის ფედერაცია გამიზნულად ცდილობს ადგილზე ვითარების ესკალაციას და უსაფრთხოების მდგომარეობის გამწვავებას. აღნიშნული ნაბიჯებით რუსეთი და მისი საოკუპაციო რეჟიმი გაუსაძლის მდგომარეობაში აყენებს კონფლიქტით დაზარალებულ ადგილობრივ მოსახლეობას, რომელსაც მძიმე ტვირთად აწვება რუსეთის უკანონო ოკუპაციის მწვავე ჰუმანიტარული შედეგები. საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. გადასასვლელების დაკეტვას და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას უკვე ემსხვერპლა ცხინვალის რეგიონში მცხოვრები არაერთი ადამიანი, რომელთაც აუცილებელი სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით არ მიეცათ საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოსვლის შესაძლებლობა. 

    განსაკუთრებით შემაშფოთებელია მსგავსი დესტრუქციული ნაბიჯები იმ პირობებში, როდესაც მთელი მსოფლიო ცდილობს გაუმკლავდეს კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელებას. მსგავს კრიტიკულ ვითარებაში ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა, რომელთაც ისედაც ზეწოლისა და დისკრიმინაციის პირობებში უხდებათ ყოფნა. 

    საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს ადგილზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების ვითარების გაუმჯობესების მიზნით. ჩვენ მჭიდრო კოორდინაციაში ვიმყოფებით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, რათა შესაძლებელი გახდეს საოკუპაციო ხაზზე ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის შეჩერება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას მიეცეს თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა.

    საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს პროვოკაციული და დესტრუქციული მოქმედებები და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

    საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო პროცესებთან დაკავშირებით.

  • ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცი გარდაიცვალა
    საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურის, კაპრალ მამუკა ხარაზიშვილის (11.02. 1989) გარდაცვალების გამო.
     
    სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის 44-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე ვაზიანის პოლიგონზე გეგმიურ სწავლებებს გადიოდა. კაპრალი მამუკა ხარაზიშვილი გამთენიისას შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის მე-4 ბრიგადის ლაზარეთში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ლაზარეთში შესვლისას გულის გაჩერება დაფიქსირდა. სამხედრო მოსამსახურეს გულ-ფილტვის რეანიმაცია ჩაუტარდა, თუმცა კაპრალი მამუკა ხარაზიშვილი გარდაიცვალა.
     
    ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო პროცედურები და ექსპერტიზა. გამოძიება 116-ე მუხლის I ნაწილით დაიწყო.
     
    საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
  • თბილისში გაზის გაჟონვის შედეგად შვიდი ადამიანი გარდაიცვალა

    თბილისში, ქეთევან წამებულის 67 ნომერში, გაზის გაჟონვის შედეგად შვიდი ადამიანი გარდაიცვალა.  ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ.

    გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შვიდივე გარდაცვლილი მშენებლობაზე მუშად მუშაობდა. მათ ქეთევან წამებულის გამზირზე ბინა ჰქონდათ ნაქირავები.

    წინასწარი ინფორმაციით, თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე გაზის ნამწვით გარდაცვლილთა შორის მამა-შვილიც არის. ამასთან, ადგილზე მყოფების ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის იყვნენ ძმებიც. მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილთა უმეტესობა ერთმანეთის ნათესავები იყვნენ და ბინა ერთად ჰქონდათ ნაქირავები.

    ამასთანავე, თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, სადაც ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვებას მსხვერპლი მოჰყვა, ღიაკამერიანი, აკრძალული გამათბობელი იყო დამონტაჟებული. ამის შესახებ „ყაზტრანსგაზ თბილისში“ განაცხადეს.

    ადგილზე მისული სპეციალისტების განცხადებით, გამათბობელი კუსტარულად იყო დამონტაჟებული.

    მათივე ცნობით, კუსტარულად დამონტაჟებული გაზგამათბობელი ცოტა ხნის წინ „ყაზტრანსგაზმა“ ჩაჭრა, მაგრამ  გამათბობელი თვითნებურად აღადგინეს.

  • მომღერალი გიო ხუციშვილი გარდაიცვალა

     

    სოციალურ ქსელში ინფორმაცია გავრცელდა, რომ მძიმე ავადმყოფობის შედეგად მომღერალი გიო ხუციშვილი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.

     

    ამის შესახებ ცნობა გურამ შეროზიას ბლოგზე გამოჩნდა.

    მომღერალი სიმსივნეს ებრძოდა.
    რამდენიმე კვირის წინ მას ფილარმონიის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს.

  • ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებული ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა

    ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებული 14 წლის ბიჭი ინგოროყვას კლინიკაში გარდაიცვალა. ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის ექიმმა განუცხადა. 

    მისი თქმით, მოზარდს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნებოდა.

    ბარათაშვილის ქუჩაზე რამდენიმე საათის წინ, შენობიდან ფანჯრის შუშა ჩამოვარდა. შედეგად ჯამში 6 ბავშვი დაშავდა. დანარჩენების მდგომარეობა სტაბილურია.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური