ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული ოთხი პირი 5 000-ლარიანი გირაოთი დარბაზიდან გათავისუფლდა

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 28 მარტი 2019 13:48

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული ოთხი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ. ზაალ ლატარია, ზურაბ სოლომნიშვილი, თემურ ირემაძე და ანტონ ღლონტი 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გათავისუფლდნენ.

დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით ბრალდების მხარემ იშუამდგომლა. როგორც პროკურორმა განმარტა, ამის საფუძველი ახლად გამოვლენილი გარემოებები გახდა.

„მოვიძიე ინტერნეტში და შემდეგ გავუგზავნე რამდენიმე მეგობარს. აღიარებას რაც შეეხება, ამას თავიდანვე არ უარვყოფდი. ახლაც ვამბობ, რომ მოვიძიე ეს კადრები ინტერნეტში, გადმოვწიერე და რამდენიმე ადამიანს გავუგზავნე“, – განუცხადა ჟურნალისტებს ანტონ ღლონტმა.

სამართალდამცავებმა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვიდეოჩანაწერის შენახვის და გავრცელების ბრალდებით, 18 პირი დააკავეს. მათგან 14 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვთ შეფარდებული, 4 პირს კი, პატიმრობა.

ყველა მათგანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვთ წარდგენილი.

წაკითხულია 111 ჯერ

Related items

  • კახა კოჟორიძე ახვლედიანის გათავისუფლების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

     იუსტიციის საბჭოს მუშაობაზე პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ განცხადება გააკეთა, მისი თქმით  საბჭოს სჭირდება სასწრაფო და ძირეული რეფორმები.

    „მინდა განვაცხადო ის, რაც საქართველოს პრეზიდენტმა არერთხელ თქვა. საბჭოს სჭირდება სასწრაფო და ძირეული რეფორმები., იუსტიციის უმაღლესი საბჭო, სამწუხაროდ, არ იცავს სტანდარტებს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესში, არღვევს კანონს სასამართლოს თავმჯდომარის გათავისუფლების პროცესში, არ სარგებლობს საზოგადოების ნდობით და ყველკაზე უკეთ იმას, რომ ამ ორგანოს სჭირდება ძირეული რეფორმები თავად საბჭოს გადაწყვეტილებები ადასტურებს. ამიტომ კიდევ ერთხელ ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, რომ ვისაც ხელეწიფება რეფორმების სწრაფი და დროული გატარება, დაუყოვნებლივ მოახდინოს ძირეული რეფორმირება ამ ორგანოსი“, - აღნიშნა კოჟორიძემ.

    კახა კოჟორაძის განცხადებით, საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს, სასამართლოს თავმჯდომრის იმ წესით გათავისუფლების შესაძლებლობას, რა წესითაც გუშინ მოხდა თავმჯდომარის გათავისუფლება.

    კოჟორიძემ აღნიშნა, რომ კანონში უნდა გაიწეროს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის კრიტერიუმები, რაც შეამცირებს კანონის ინტერპრეტაციის შესაძლებლობას.

    რაც შეეხება სანქციებს, ასეთ კანონდარღვევაზე კონკრეტული სანქციები არ არსებობს.

     

  • კახა კუკავა საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებულებზე საუბრობს

    პარტია თავისუფალი საქართველო სამსახურებიდან თანამშრომლების მასობრივ გათავისუფლებას აპროტესტებს. კახა კუკავა აცხადებს, რომ უწყებებში გამოცდილი კადრების მაღალჩინოსნების ნათესავებით ჩანაცვლება ხდება. პარტიის ლიდერი მოსახლეობას 17 თებერვალს თბილისის მერიასთან საპროტესტო აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.

    „იმის გამო, რომ ჩვენი პოზიცია გამოვხატეთ ადმინისტრაციის მიმართ უსამართლობაზე და უყურადრებობაზე გაგვათავისუფლეს სამსახურიდან. რამდენიმე კაცი კიდევ გაათავისუფლეს უმნიშვნელო მიზეზის გამო,“-აცხადებს ერთ-ერთი გათავისუფლებული მიხეილ ქართველიშვილი.

  • პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულები,პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავენ

    15 იანვარს საკომიტეტო განხილვა იგეგმება. პოლიტიკური პატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები დავით უსუფაშვილს მიმართვას უგზავნიან და სთხოვენ დაესწროს  დაგეგმილ ს განხილვას.

    „საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში დანიშნულია საკომიტეტო მოსმენა პოლიტპატიმრების მიმართ იმ ცილისმწამებლურ და შეურაცხმყოფელ აჟიოტაჟთან დაკავშირებით, რომელიც აშკარად მიზანმიმართული კამპანიის სახეს ატარებს. ამ პოლიტიკური ხასიათის კამპანიის ფარგლებში თავდასხმის და ცილისწამების სამიზნეებს წარმოადგენენ არა მხოლოდ პოლიტპატიმრები, არამედ იმ პარლამენტის წევრები (მათ შორის საკანონმდებლო ორგანოს მაღალი თანამდებობის პირები), რომლის თავმჯდომარეც თქვენ ბრძანდებით. ამ ფონზე ჩრდილი ადგება მთლიანად საკანონდებლო ორგანოს და მათ შორის, მისი თავმჯდომარის რეპუტაციას.

    აღნიშნულის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ ზემოხსენებული საკომიტეტო მოსმენა იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რის გამოც გთხოვთ პირადად დაესწროთ პოლიტპატიმართა საკითხისადმი მიძღვნილ საკომიტეტო მოსმენას და დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ლევან ჩაჩუა, თორნიკე მოლაშვილი, ზაალ ჟვანია, რამაზი ღვალაძე, ზაზა გვიმრაძე, რატი მაისურაძე, ჯემალ გუნდიშვილი, ოლეგ კეშელავა, შოთა იამანიძე, ნანა თხელიძე და სხვები.

  • ბოტანიკური ბაღის ყოფილი დირექტორის გათავისუფლებაზე საკრებულოში დილიდან განცხადებები კეთდება

    ბოტანიკური ბაღის ყოფილი დირექტორის ნინო გოცაძის გათავისუფლებაზე განცხადებები დილიდან კეთდება საკრებულოში.

    ნაციონალური მოძრაობა მერიის მერ მიღებულ გადაწყვეტილებას ივანიშვილის ინტერესებს უკავშირებს.

    მათივე განცხადებით, თამაზ დარჩიძე, რომელიც ახლა თბილისის ბოტანიკური ბაღის დირექტორია, მანამდე ხელმძღვანელობდა ბათუმის ბოტანიკურ ბაღს. სწორედ მან მიიღო რამდენიმე გადაწყვეტილება ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ.

    “ბიძინა ივანიშვილი ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ აშენებს პანორამა თბილისს. თავიდანვე ნათელი იყო, რომ ეს იქნებოდა მისი რეზიდენციის ეზოდ გამოყენებული. აქაც თბილსის მერიამ ნაჩქარევად დაიწყო შინდისის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა მხოლოდ პანორამა თბილისისთვის რასაც 400-მდე ხეც კი შესწირა. და ორივეგან იკვეთება ივანიშვილის ინტერესებში. ბათუმში ღიად საუბრობენ, რომ თამაზ დარჩიძე არის ბიძინა ივანიშვილის ძმის ფავორიტი,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

    ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს, თბილისის ბოტანიკური ბაღის უკვე ყოფილი დირექტორის ნინო გოცაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ.

    თამარ ცინცაბაძე აცხადებს, რომ დამატებითი განმარტებებია საჭირო მერიიდან.

    „ბოტანიკური ბაღის ყოფილი დირექტორის განცხადება აღძრავს რა თქმა უნდა გარკვეულ ეჭვებს,“ - განაცხადა თამარ ცინცაბაძემ.

  • შოთა ქემოკლიძეს გირაო შეუფარდეს

    ცივი იარაღის ტარებაში ბრალდებულ შოთა ქემოკლიძეს, გირაოს სახით, 4 000 ლარის გადახდა დაეკისრა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებული, თანხის გადახდამდე, პატიმრობაში დარჩება. 

    დაცვის მხარის შუამდგომლობის ნაწილობრივი დაკმაყოფილების შემდეგ, ოჯახი გირაოს გადახდის პირობას დებს. 

    ამ დროისთვის ბრალდებული ქუთაისის ნომერ მეორე სასჯელაღსრულების დეპარტამენტშია გადაყვანილი. 

    შოთა ქემოკლიძე სამართალდამცველებმა გუშინ ცივი იარაღის ტარების გამო დააკავეს. თუმცა, სამხარეო პოლიციაში მიყვანის შემდეგ, დაკავებულმა, პროტესტის ნიშნად, სხეულზე თვითდაზიანებები მიიყენა, რის გამოც სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო. 

    ექიმების თქმით, ქემოკლიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყფილებელია.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური