ნორვეგიის სამეფოში ქართულ-ნორვეგიული სავაჭრო პალატა დაარსდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 26 მარტი 2019 13:49

ნორვეგიის სამეფოში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით ოფიციალურად დაარსდა ქართულ-ნორვეგიული სავაჭრო პალატა.

ღონისძიებაზე სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, მაია ყიფშიძემ და ქართულ-ნორვეგიული სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ და ბრიტანულ-ნორვეგიული სავაჭრო პალატის მმართველი საბჭოს დირექტორმა დავით დუნდუამ. საქართველოს ელჩმა  ღონისძიებაზე ისაუბრა ქართულ-ნორვეგიული სავაჭრო პალატის მიზნებზე და სტუმრებს გააცნო საქართველოში არსებული საინვესტიციო და ბიზნეს კლიმატი, ასევე პრიორიტეტული სფეროები.
 
სტუმრებს სიტყვით ასევე მიმართეს საქართველოში მსხვილი ინვესტიციების განმახორციელებელი კომპანიების, „norsk mineral’’- ისა და „green seafood group’’- ის გენერალურმა დირექტორებმა, კირე იოჰანსენმა და სტაინარ გრავოსმა, მათ  ისაუბრეს საქართველოში ბიზნესის წარმოების გამოცდილებებზე.
 
ღონისძიების ფარგლებში, კომპანია „creative caucasus’’- ის დამაარსებელმა და დირექტორმა, გელა ენდრიუ სულმა  ისაუბრა სტარტაპების  პერსპექტივებსა და საქართველოს ინოვაციისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საქმიანობაზე.
 
ღონისძიებას ესწრებოდნენ ნორვეგიის ბიზნეს წრეების წარმომადგენლები.
 
აღსანიშნავია, რომ, ნორვეგიის სამეფოში ახლადდაარსებული  ქართულ- ნორვეგიული სავაჭრო პალატა  კერძო სექტორის არასამეწარმეო, ავტონომიური ერთეულია, რომლის მიზანია საქართველოს და ნორვეგიას შორის ეკონომიკური, სავაჭრო და ბიზნეს ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება.
 

წაკითხულია 111 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური