ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და Hyundai Samho Heavy Industries შორის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 22 მარტი 2019 11:08

21 მარტს ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და Hyundai Samho Heavy Industries - ს შორის ამწეების თაობაზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელი ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა და Hyundai Samho Heavy Industries ვიცე პრეზიდენტმა იუნგ ჰო იომ მოაწერეს.
უდიდესი კორეული კომპანია ანაკლიის პორტის თანამედროვე ტიპის ამწეების პროვაიდერად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ საერთაშორისო ტენდერის შედეგად გამოავლინა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის გიგანტური ამწეებს მსოფლიოს ტოპ-ხუთეულში მყოფი გემთმშენებელი კომპანია HSHI -ი დაამონტაჟებს.
ტენდერი რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ერთად კონსორციუმის პარტნიორი კომპანიები - საკონტეინერო ტერმინალის ოპერატორი SSA Marine-ი და დეტალური პროექტის ავტორი BergerABAM-ი უძღვებოდნენ. ტენდერის საბოლოო ეტაპზე 4 წამყვანი საერთაშორისო კომპანია მონაწილეობდა, მათ შორის ფინეთიდან, კორეიდან, ჩინეთიდან.
HSHI მსოფლიოში სიდიდით მეოთხე გემთმშენებელი კომპანიაა, რომელიც წელიწადში დაახლოებით 40 ხომალდს აგებს. მის პროდუქტებს შორისაა გემები, ტანკერები, საკონტეინერო გემები, მშრალი ნაყარი ტვირთის გადასაზიდი და სხვა ტიპის ხომალდები, ასევე სანავსადგურე სფეროსთან დაკავშირებული სხვა ტექნიკა, მათ შორის, უახლოესი ტექნოლოგიებით აგებული თანამედროვე ტიპის ამწეები. კომპანიის ყოველწლიური ბრუნვა 400 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ანაკლიის პორტის საკონტეინერო ტერმინალში დამონტაჟებული თითო ამწე „ბოინგ 737“- ზე 37 -ჯერ მძიმე იქნება. პორტის ტერიტორიაზე 16 ერთეული საპორტო ამწე უნდა დაკომპლექტდეს. იგეგმება თანამედროვე ტექნოლოგიების, ეგრეთ წოდებულ STS (Ship-to-shore) ამწეების დამონტაჟება, რომლებიც საქართველოს პორტებში პირველად ხდება. STS ტიპის ამწეები დღეს ისეთ მძლავრ პორტებში ფუნქციონირებს, როგორებიცაა სინგაპურის, შანხაის, როტერდამის და მსოფლიოს სხვა წამყვანი ნავსადგურები.
„Hyundai Samho Heavy Industrie მსოფლიოს წამყვანი კომპანიაა. ის პორტში აქამდე არნახულ და მასშტაბურ სამუშაოებს შეასრულებს და უახლესი ტექნოლოგიის გიგანტურ ამწეებს დაამონტაჟებს. მისი პარტნიორობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ მხრივაც რომ ის დიდი გემთმშენებელი კომპანიაა, რომელიც ქვეყანაში შემოდის და მის პროდუქტებს შორის დიდი საკონტეინერო გემები, ტანკერები და სხვადასხვა ტიპის ხომალდებია. თანამშრომლობას სამომავლოდ ამ მიმართულებითაც ვგეგმავთ ,“ - განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის დეკემბერში, ხოლო მასშტაბური საზღვაო სამუშაოები 2018 წლის 16 სექტემბერს დაიწყო. სამუშაოების პირველ ეტაპზე უდიდესმა დამაღრმავებელმა გემმა „ათენამ“ ზღვის ფსკერიდან ნაპირზე 5 მლნ კუბური მეტრი ქვიშა ამოიტანა. მთლიანობაში, პირველი ფაზის მშენებლობის პროცესში, რომლის საინვესტიციო ღირებულება 600 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, უცხოელ სპეციალისტებთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობა, თუ სამშენებლო და საინჟინრო კომპანიაბია ჩართული. პორტის პირველი ფაზის გახსნა და გემების მიღება 2020 წლის ბოლოდან იგეგმება.

წაკითხულია 53 ჯერ

Related items

  • უბისა-შორაპანის გზის მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმდა

    რიკოთის საუღელტეხილო გზის, უბისა-შორაპანის მონაკვეთის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა. ახალ გზას ჩინური კომპანია „China Road and Bridge Corporation“ ააშენებს. 13 კმ-იანი ახალი გზის მსენებლობის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის მინიტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ და კომპანია „China Road and Bridge Corporation“-ის თავმჯდომარემ ლუ შანმა.

    კომპანია „China Road and Bridge Corporation“ 1979 წელს დაფუძნდა. კომპანიამ ბოლო 10 წელიწადში ააშენა 200-ზე მეტი გზა, რომელთა ჯამური სიგრძე 10 000 კმ-ზე მეტია; 100-კმ-ზე მეტი სიგრძის მქონე 40 მასშტაბური და რთული კონსტრუქციის ხიდი; 6 დიდი და რთული კონსტრუქციის გვირაბი, რომელთა ჯამური სიგრძე 30 კმ-ს აღემატება.

    უბისა-შორაპანის მონაკვეთზე ცემენტ-ბეტონის 4 ზოლიანი 13 კმ-იანი გზა,  27  ხიდი და 18 გვირაბი აშენდება. სამშენებლო სამუშაოებს ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს.

    საქართველოსთვის პრიორიტეტს წარმოადგენს სატრანსპორტო კორიდორების გაუმჯობესების გზით სატრანზიტო მიმართულებით კონკურენტუნარიანობის გაზრდა. ასევე, ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერების მიზნით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მეზობელ ქვეყნებთან ვაჭრობის ხელშეწყობასა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, განსაკუთრებულ ფუნქციას იძენს E-60 და E-70 სატრანზიტო კორიდორების ოთხზოლიანი (აღმოსავლეთ დასავლეთის ჩქაროსნული) მაგისტრალების მოდერნიზაცია, შესაბამისად, აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა სეგმენტების მშენებლობა-რეკონსტრუქცია-მოდერნიზაცია. უბისა-შორაპანის მონაკვეთი კი აღმოსავლეთ-დასავლეთის E-60 საავტომობილო- სატრანზიტო კორიდორის შემადგენელ ერთ-ერთ სეგმენტს წარმოადგენს.

    რიკოთის უღელტეხილზე დაგეგმილია სულ 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. ჩუმათელეთი-არგვეთას მონაკვეთი E 60 ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და ერთ-ერთი ურთულესი მონაკვეთია.

    უბისა-შორაპანის პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება  901 973 206.57 ლარია. პროექტის განხორციელების ვადა 2018 წლის დეკემბრიდან 2021 წლის დეკემბრამდეა განსაზღვრული.

  • სამხრეთკავკასიური მედიაფორუმის მონაწილეები მედიაში თანამედროვე ტენდენციებზე იმსჯელებენ

    2018 წლის 4-7 სექტემბერს თბილისში გაიმართება საერთაშორისო სამხრეთკავკასიური მედიაფორუმი „მედიის როლი რეგიონში ნდობის გამტკიცებაში“, რომელიც მოწოდებულია, ერთ მოედანზე მოუყაროს თავი მედიაინდუსტრიის სფეროს წამყვან ექსპერტებს, ჟურნალისტებს, ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ბლოგერებს საქართველოდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან.

    მედიაფორუმის ფოკუსშია: რეგიონული პოლიტიკური კულტურის თავისებურებები, ტრადიციები და აქტუალური ტრენდები სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოთა მედიასაშუალებების საქმიანობაში, მათი სტატუსის პოლიტიკურ-სამართლებრივი საფუძვლები, აგრეთვე მედიასაზოგადოებების პოტენციალი რეგიონში კონფლიქტების მოგვარებაში და სტაბილურობის გამყარებაში. მედიაფორუმის ფარგლებში გაიმართება სადისკუსიო პანელები, ჟურნალისტიკისა და პოლიტოლოგიის ცნობილ მოღვაწეთა ლექციები ახალგაზრდა ჟურნალისტების და მიმომხილველებისთვის.

    პროგრამის საგანგებო სტუმარია დიმიტრი კოსირევი – ცნობილი ჟურნალისტი, აღმოსავლეთმცოდნე, მწერალი, პოპულარული პოლიტიკური ტელეპროგრამების მონაწილე, საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „Россия сегодня“-ს პოლიტიკური მიმომხილველი, ვალდაის ფორუმის წამყვანი სპიკერი, ავტორი წიგნისა „საბჭოთა კენედი“.

    მედიაფორუმის სპიკერები:

    რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე ალექსეი ვიშნევეცკი;

    „იტარ-ტასის“ სამხედრო მიმომხილველი ვიქტორ ლიტოვკინი;

    რუსი საზოგადოების მკვლევართა ასოციაციის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი გენადი ბორდიუგოვი;

    საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „Россия сегодня“-ს საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე ტატო ლასხიშვილი;

    გაზეთ „Северная Осетия“-ს მთავარი რედაქტორი, ისტორიკოსი, კავკასიის რეგიონის ექსპერტი ალან კასაევი;

    МГИМО-ს პროფესორი, პოლიტოლოგი, ისლამის საკითხების ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი ალექსეი მალაშენკო.

    რუსი მედიაპერსონები ჩაატარებენ მასტერკლასს და ტრენინგს „მოლაპარაკე თავები vs. ექსპერტები: ვისზე ნადირობს მედია?“ და „მედია და სამხედრო–პოლიტიკური პროცესები კავკასიაში“.

    მედიაფორუმის გახსნამდე 2018 წლის 4 სექტემბერს, 19:30-ზე გაიმართება საგანგებო ინტერაქტიური პანელი „პირველი დემოკრატიული რესპუბლიკების 100 წლისთავი: პოლიტიკური გამოცდილება და გაკვეთილები“.

    მედიაფორუმის ორგანიზატორები არიან რუსეთის პოლიტოლოგიური ცენტრი „Север-Юг“, პრესკლუბი „თანამეგობრობა“ და გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“ საპრეზიდენტო გრანტების ფონდის მხარდაჭერით.

  • 23 აგვისტოს იტალიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სასწავლო-საწრთვნელი გემი "Palinuro" ბათუმის პორტში შემოვა

    იტალიის სამხედრო-საზღვაო ფლოტი: სასწავლო-საწრთვნელი გემი "Palinuro" ქ. ბათუმის პორტში (23 აგვისტოდან 26 აგვისტომდე).

    გრძელდება 2018 წლის საგანმანათლებლო-საწრთვნელი კამპანია იტალიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის შხუნა-ბარკზე კურსის “Kratos”-ის 33 კურსანტისთვის

    23 აგვისტოს სამხედრო-საზღვაო ფლოტის სასწავლო-საწრთვნელი გემი "Palinuro" ჩამოდგება ქ. ბათუმის (საქართველო) პორტში, სადაც 26 აგვისტომდე გაჩერდება.

    გემი "Palinuro" ჩართულია 54-ე საწრთვნელ კამპანიაში და ამჟამად მასზე სწავლებას გადის ტარანტოს საზღვაო უნტერ-ოფიცერთა სკოლის კურსის “Kratos”-ის 33 კურსანტი, რომლებიც შეისწავლიან საზღვაო-სანაოსნო მეცნიერებებს და იძენენ უშუალო გამოცდილებასა და საზღვაო სფეროს სპეციალისტების შემდგომი დასაქმებისათვის აუცილებელ და სათანადო პროფესიულ ჩვევებს.

    გემი ტარანტოს პორტიდან 23 ივლისს გამოვიდა და კოსის, სტამბულისა და კოსტანცას ნავსადგურებში გაჩერების შემდეგ, შემოვა ბათუმში, საიდანაც გაემგზავრება კეფალონიაზე და ამის შემდეგ დაბრუნდება იტალიაში, ჯერ რეჯო კალაბრიაში, შემდგომ კი ლივორნოში, სადაც დასრულდება კურსანტების საწრთვნელი კამპანია.

    2018 წლის საწრთვნელი კამპანიის განმავლობაში გემზე "Palinuro" აღმართულია ქ. გენუის გასლინის პედიატრიული ინსტიტუტის დროშა, რომელიც ინსტიტუტის დაარსების 80 წლისთავთან დაკავშირებით, ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გემს ქ. სპეციაში 17 მაისს საჩუქრად გადასცა.

    ბათუმში გემის "Palinuro" ჩამოსვლასთან დაკავშირებით, 2018 წლის 23 აგვისტოს, 10:00 საათზე, გემის მეთაური ჩაატარებს პრესკონფერენციას, რომელზეც გაიმართება გემისა და 2018 წლის საწრთვნელი კამპანიის პრეზენტაცია.

    გემი "Palinuro" მნახველთათვის ღია იქნება შემდეგ დღეებსა და საათებში:

    • 23 აგვისტო: 16:00 საათიდან 19:00 საათამდე
    • 24 აგვისტო: 09:00 საათიდან 12:00 საათამდე და16:00 საათიდან 18:30 საათამდე
    • 25 აგვისტო: 09:00 საათიდან 12:00 საათამდე და16:00 საათიდან 19:00 საათამდე

    იხილეთ სამხედრო-საზღვაო ფლოტის #MarinaMilitare სიახლეები Twitter-ის გვერდზე: @ItalianNavy #ProfessionistiDelMare #ilTuoFuturoèilMare

     

  • თიბისი ბანკმა და ჩინეთის განვითრების ბანკმა 50 მლნ აშშ დოლარის სასესხო ხელშეკრულება გააფორმეს

    თიბისი ბანკმა და ჩინეთის განვითარების ბანკმა 50 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პირველ სასესხო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ეს არის ყველაზე მსხვილი სასესხო რესურსი, რომელიც ჩინეთის განვითარების ბანკმა ქართულ კომპანიას გამოუყო. აღნიშნული თანხა ზოგად კორპორაციულ მიზნებს მოხმარდება და თიბისი ბანკს საქართველოს ბაზარზე ფინანსური ოპერაციების გაფართოებაში შეუწყობს ხელს, განსაკუთრებით მცირე, საშუალო და მიკრო სეგმენტში და ჩინეთთან  სავაჭრო ურთიერთობებში ჩართულ მომხმარებლებს.

    ჩინეთი საქართველოს მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. 2017 წელს ჩინეთსა და საქართველოს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შედეგად, ქართული პროდუქცია თავისუფლად არის წარმოდგენილი ჩინეთის სამომხმარებლო ბაზარზე. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 2 ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაღრმავდა - 2017 წლის მონაცემებით, ექსპორტის, უცხოური ინვესტიციების, ფულადი გადარიცხვებისა და ჩინეთიდან ტურისტული ვიზიტების წილმა მთლიანი შიდა პროდუქტის 1.8% შეადგინა (იგივე მაჩვენებელი 2012 წელს 0.7% იყო).

    „ვამაყობთ, რომ ჩინეთის განვითარების ბანკთან პირველი ტრანზაქცია განვახორციელეთ. ჩვენი თანამშრომლობა ქვეყნებს შორის ბოლოდროინდელი პოზიტიური ეკონომიკური მოვლენების ლოგიკური გაგრძელებაა. ეს პირველი ტრანზაქცია  წარმატებული თანამშრომლობის დასაწყისია. შესაბამისად, მომავალში ნაყოფიერი პარტნიორობის არაერთ წელიწადს ველით“, - განაცხადა თიბისი ბანკის ფინანსურმა დირექტორმა, გიორგი შაგიძემ.

    ჩინეთის განვითარების ბანკის შესახებ:

    ჩინეთის განვითარების ბანკი 1994 წელს მთავრობის დაფინანსებით დაარსდა და ოპერირებს როგორც დამოუკიდებელი იურიდიული პირი სახელმწიფო საბჭოს უშუალო ზედამხედველობით. ის წარმოადგენს მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ ფინანსური განვითარების ინსტიტუტსა და ჩინეთის უმსხვილეს ბანკს უცხოური ინვესტიციებისა და ფინანსური თანამშრომლობის სფეროში. ჩინეთის განვითარების ბანკი ემსახურება „ერთი სარტყელი ერთი გზის“ ინიციატივას. ბანკი ხელს უწყობს უცხოეთის მთავრობებთან, საწარმოებთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობას ინფრასტრუქტურის, მანქანა-დანადგარების წარმოების, ფინანსურ, სოფლის მეურნეობისა და სხვა წამყვან სფეროებში.

  • როგორ შეჰყავს შეცდომაში APM Terminals-ს საქართველოს მთავრობა, მით უფრო რომ ამ საკითხში დიდი გამოცდილება აქვს

    ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ის უდიდესი პროექტია, რომლის განვითარებითაც, საქართველო  ჩრდილოეთის-სამხრეთთან და აღმოსავლეთის-დასავლეთთან დამაკავშირებელის ფუნქციას შეითავსებს, რაც, საბოლოოდ, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე აისახება.

    პროექტის სამშენებლო სამუშოები 2017 წლის დეკემბერში დაიწყო და მას  ტენდერში გამარჯვებული შპს “ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” დღემდე, წარმატებით ახლორციელებს. პროექტი ერთადერთია, რომელიც, ქვეყნის სატრანსპორტო ჰაბად ქცევის ერთ-ერთ რეალურ შანსსად განიხილება. თუმცა, მისი განვითარება გარკვეულ ძალებს არ აწყობთ და ყველანაირი მეთოდებით მის შეფერხებას ცდილობენ. ერთ-ერთ ასეთად შეიძლება განვიხილოთ APM Terminals-ი, რომელიც.  Maersk ჯგუფის შემადგენლობაშია. ის ტერმინალთა გლობალურ ქსელს წარმოადგენს და ფოთის საზღვაო პორტს RAKIA-სთან ერთად მართავს. 2011 წელს, APM Terminals-მა RAKIA- სგან ფოთის პორტის  აქციათა 80 %  იმ პირობით შეისყიდა, რომ  65 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებდა პორტის განვითარებისთვის და დაასაქმებდა ადგილობრივ მოსახლეობას, თუმცა, მან ეს პირობები დღემდე ვერ შეასრულა.

    დღეისათვის, IPM Terminals-ს სამართავი პორტები 5 ქვეყანაში აქვს და სხვადასხვა მიმართულებით, მსოფლიოს 67 ქვეყანაში ოპერირებს.  განვითარებად ქვეყნებში, სადაც ის  შევიდა, იქ არსებული ყველა პორტი ჩაძირა, რის შედეგადაც, ბუნებრივია, ტვირთბრუნვაც შემცირდა. ხოლო, დიდ ქვეყნებში, - პირიქით, - ტვირთბრუნვა ავტომატურად გაიზარდა.

    საგულისხმოა ასევე ის ფაქტიც, რომ როდესაც სახელმწიფო ცდილობს, IPM Terminals-ს პასუხი მოსთხოვოს, ამ შემთხვევაში ტვირთბრუნვის მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად ეცემა.

    ამის ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს ნიგერია, სადაც, APM Terminals-ის მსგავსი ანტისახელმწიფოებრივი მიმართულების მცდელობები დაფიქსირდა, რამაც, საბოლოოდ, ქვეყანის ეკონომიკა წაგებამდე მიიყვანა.

    რა მოხდა ნიგერიაში? ნიგერიის მთავრობამ ლეკის პორტს მისცა უფლება, განევითარებინა ახალი, თანამედროვე პორტი, რომელსაც უნდა ჩაენაცვლებინა ქვეყანაში უკვე არსებული ლაგოსის პორტის მოძველებული ინფრასტრუქტურა. ლეკის პორტმა დაიწყო პროექტზე მუშაობა, მოიძია ინვესტორები. ლაგოსის პორტს APM Terminals-ი მართავდა და მათ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ლეკის განვითარება შეეფერხებინათ.

    მათ პარალელურად, მთავრობისგან მოიპოვეს ლაგოსის პორტის გაფართოების უფლებაც. მათმა მცდელობებმა და გაფართოების ინიციატივამ დააფრთხო ინვესტორები და ლეკის პორტის განვითარება შეჩერდა. როგორც კი ლეკის პორტის შეჩერება საჯაროდ გახდა ცნობილი,ლაგოსის პორტმა ყველანაირი განვითარება ასევე შეაჩერა და ის, რასაც გეგმავდნენ, არ განხორციელებულა. ამის შედეგად, დღეს ნიგერია ისევ ძველი ლაგოსის პორტის იმედზეა, რომელიც, საერთოდ არ ვითარდება და ამ ქვეყანამ, საბოლოოდ, ახალი მასშტაბური პორტის შანსიც დაკარგა.

    საქმე იმაშია, რომ როდესაც ნიგერიის მთავრობამ IPM Terminals-თან ვერაფერი გააწყო,თავად სახელმწიფომვე დაიწყო დიდი საზღვაო პორტის მშენებლობა. მხოლოდ ამის შემდეგ, IPM Terminals-მა სახელმწიფოს პროექტის წინააღმდეგ ანტიპიარი დაიწყო. სამწუხაროდ, ამ მხარეს წამოეგო ნიგერიის მთავრობა და ეს პროექტი გააჩერა და ის დაპირებები, რაც IPM Terminals-ს ჰქონდა, აღარ შესრულდა. შესაბამისად, აღარც ახალი პროექტები განხორციელებულა.

    იგივე პარალელი რომ გავავლოთ საქართველოსთან, ამ მიმართულებით, ფოთისა და ანაკლიის მაგალითზე,  ბევრ მსგავსებას  აღმოვაჩენთ და IPM Terminals-ის ანაკლიის პორტთან მიმართებაში გააქტიურებაზე დაგვაეჭვებს.

    ნიგერიის მსგავსად, მსგავსად, ხომ არ წამოეგება IPM Terminals-ის მიერ დაგებულ მახეზე   საქართველოს მთავრობა?! ხომ არ დააჯერებს მათ საკუთარ უპირატესობაში და შეაჩერებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას?! საუკუნის პროექტის, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ფაქტიურად, ის ერთადერთი რეალური შანსია იმისა, რომ საქართველო ჩაჯდეს იმ დიდ ჩინური პროექტში, რასაც ,,ერთი გზა - ერთი სარტყელი“ ჰქვია.

    ამ კითხვით, ,,ჯორჯიან თამსმა“ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორს, - პაატა ცაგარეიშვილს მიმართა:

    ,,IPM Terminals-ი მსოფლიოს 67 ქვეყანაში ოპერირებს. მას  არამარტო ნავსადგურები, არამედ, მომიჯნავე სერვისებიც გააჩნია და ზოგადად, მულტი კომპანიაა. მიუხედავად ამისა, შარშან, 2017 წლის მონაცემებით, მას ჯამური მოგება 34%-ით შეუმცირდა, რაც, ციფრებში 380 მლნ ევრო იყო.

    ეს ყველაფერი კი გვაფიქრებინებს, რომ IPM Terminals-ი გარკვეული ფინანსური პრობლემების წინაშეა. მაგალითად, მას დაანონსებული ჰქონდა, რომ 2014-15 წლებში, ჩრდილოეთის მიმართულებით 250 მლნ აშშ დოლარის ღირებულების კონტეინერული ტერმინალი უნდა განევითარებინა,  მაგრამ, მან ეს ვერ შეასრულა და ამ პროექტის  განვითარებასთან დაკავშირებით, კომპანია უკვე ოფიციალურ კომენტარსაც აღარ აკეთებს.

    პირადად დავესწარი IPM Terminals-ის ხელმძღვანელის გამოსვლას. პრეზენტაციაზე, ყურადღება გამახვილებული  იყო პროგნოზებზე, სადაც ხელმძღვანელი არ საუბრობდა რაიმე დიდ მოგებაზე, ის აანონსებდა, რომ  მომავალ ათ წელიწადში, შემოსვალის მხოლოდ  3 %-იან ზრდას ელოდა.

    გლობალურად, მსოფლიოში არის ტენდენცია, რომ IPM Terminals-ს აქვს ფინანსური პრობლემები, აღენიშნება მოგების შემცირება და აქტიურად არ უჭერს მხარს ახალი პრეოქტების განვითარებას.

    ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს, რომ IPM Terminals-ი, ახლო მომავალში, საკონტეინერო ტვირთების მოზიდვასთან დაკავშირებით, რაიმე მნიშვნელოვანი პროექტის განცხორცილებას არ გეგმავს.“ - აცხადებს პაატა ცაგარეიშვილი.

    პაატა ცაგარეიშვილიმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის კონკურენტუნარიანობის შესახებაც ისაუბრა:

    ,,ოდესის ნავსადგური საკონტეინერო გადაზიდვების თვალსაზრისითერთ - ერთ მნიშვნელოვან ღრმაწყლოვან ნავსადგურს წარმოადგენს შავი ზღვის აკვატორიაში.

    ნავსადგურს, სადღეისოდ, შეუზღუდავად შეუძლია 300 მეტრის სიგრძის 10 000 კონტეინერით დატვირთული გემების მიღება, რაც ახლო პერსპექტივაში, მისი გეოგრაფიული განლაგების გამო, ანაკლიის კონკურენტ ნავსადგურად შეიძლება განხილულ იქნეს.

    თუ ოდესის ნავსადგურის მიერ გადამუშავებული კონტეინერების სტრუქტურას გავაანალიზებთ, 2017 წელს 519 463 გადამუშავებული კონტეინერიდან, 52% უკრაინის იმპორტს, 46 % ექსპორტს  დამხოლოდ6% სატრანზიტო საკონტეინერო ნაკადს წარმოადგენდა. აქედან დასკვნაა, რომ ოდესის ნავსადგური ნაკლებად არის  ორიენტირებული სატრანზიტო გადაზიდვებზე და ძირითადად, უკრაინის მომსახურებას ახორციელებს.

    ყოველივე ზემოაღნიშნულიანაკლიის ნავსადგურს აძლევს მყარ კონკურენტულ უპირატესობასრათარეგიონშიახლო მომავალში ჩამოყალიბდეს სატრანზიტო ნაკადის გატარებაზე ორინეტირებულ ნავსადგურად.

    რაც შეეხება ფოთის ნავსადგურს, მან ბათუმის და ანაკლიის პორტისაგან განსვავებული, ახალი მიმართულებები უნდა ეძებოს. აღსანიშნავია, რომ როგორც ფოთის, ასევე, ბათუმის ნავსადგურიც ნავთობპროდუქტებს ატარებს, რომელიც შემოდის რუმინეთიდან და პირიქით, გადის აქედან.

    კარგი იქნება, თუკი საქრათველოში არსებული პორტები, ყველა საკუთარ , განსხვავებულ ფუნქციას, ნიშას, მიმართულებას შეითავსებს და ამ ფუნქციის  ნაციონალური გადანაწილება მოახდენს. მაგალითისთვის, უკრაინაში 30 ნავსადგურია და  ისინი არ ებრძვიან ერთმანეთს. არა თუ კონკურენტულ პაექრობაში არიან, არამედ, მიზანმიმართულად  და ფუნქციების შეთავსებით მოქმედებენ.

    ჩინეთი და ცენტრალური აზიის რეგიონი ძალიან დიდი და მსხვილი ლუკმაა ანაკლიის რეგიონისთვის. ვფიქრობ, სწორედ ტრანზიტი უნდა იყოს ანაკლიის ნავსადგურისთვის ყველაზე მომგებიანი მხარე.“ - განაცხადა ,,ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში პაატა ცაგარეიშვილმა.

    ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური