სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ლიბერთი ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 22 მარტი 2019 10:38

სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა თამაზ მოდებაძემ და ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილემ ლევან თხელიძემ ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ლიბერთი , სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, სოციალური მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობას 2019 წელსაც აგრძელებს. მემორანდუმის თანახმად, ბანკი, 1 წლის განმავლობაში, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული 46 მცირე საოჯახო ტიპის სახლის, მიუსაფარ ბავშვთა სადღეღამისო 6 თავშესაფრისა და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სპეციალიზებული 2 საოჯახო ტიპის სახლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საფასურს სრულად აანაზღაურებს.

აღნიშნული მემორანდუმი, კერძო სექტორის და სახელმწიფო უწყების თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს. ლიბერთი სოციალური მომსახურების სააგენტოს გამორჩეული პარტნიორია და უკვე მეოთხე წელია, ქვეყნის მასშტაბით, არსებული მცირე საოჯახო სახლებისა და მიუსაფარ ბავშვთა სადღეღამისო თავშესაფრების კომუნალურ ხარჯებს ანაზღაურებს.

„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კერძო სექტორისა და სახელმწიფო უწყების პარტნიორული თანამშრომლობა და სოციალური პასუხისმგებლობა სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი ბავშვების მიმართ, მით უფრო როცა ინიციატივა კერძო სექტორიდან მოდის და მხარდაჭერა წლების განმავლობაში უწყვეტად გრძელდება. დიდი მადლობა ლიბერთის ამ თანადგომისთვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის წარმატებით და ხარისხიანად უზრუნველყოფისთვის“, - განაცხადა სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა თამაზ მოდებაძემ.

2019 წლის თებერვლის მდგომარეობით, მცირე საოჯახო ტიპის სახლებში სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი 325 ბავშვი ცხოვრობს, მათ შორის 44 შშმ პირია. მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრისა და დღის ცენტრებში ყოველდღიურად მომსახურებას ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე 186 ბავშვი იღებს. ბავშვები საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილების გარდა, ასევე იღებენ ისეთ მომსახურებებს, როგორიცაა ფსიქოლოგიური დახმარება, ფორმალურ განათლებაში ხელშეწყობა, კულტურულ და სპორტულ-გამაჯანსაღებელ აქტივობებში ჩართვა, პროფესიული და სახელობო უნარ-ჩვევების განვითარება.

,,მოხარული ვართ რომ წელს კიდევ ერთხელ მოგვეცა საშუალება ვიზრუნოთ მათზე ვისაც ყველაზე მეტად ჭირდება თანადგომა. ჩვენი მხარდაჭერა, მცირე საოჯახო სახლებისა და მიუსაფარ ბავშვთა სადღეღამისო თავშესაფრებისთვის მხოლოდ კომუნალურ ხარჯების ანაზღაურებით არ შემოიფარგლება და პრიორიტეტს ამ სახლების ბინადრებზე მუდმივი ზრუნვა და საზოგადოებაში მათი ინტეგრირება წარმოადგენს.

მომავალში, ამ მიმართულებით არაერთი პროექტია დაგეგმილი, რომლის წარმატებული განხორციელება მიუსაფარ ადამიანებზე ზრუნვის მაგალითი გახდება. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ ვიყოთ იქ, სადაც ყველაზე მეტად ვჭირდებით’’ - აღნიშნა ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ.

წაკითხულია 300 ჯერ

Related items

  • ლიბერთი UN Women-ის ქალთა გაძლიერების პრინციპების გლობალურ ინიციატივას უერთდება

    ლიბერთი UN Women-ის ქალთა გაძლიერების პრინციპების გლობალურ ინიციატივას უერთდება. თანამშრომლობის ფარგლებში, ლიბერთი სრულიად გაიზიარებს UN Women-ის ხედვასა და პრინციპებს ბანკში დასაქმებული ქალების ეკონომიკური გაძლიერების მხარდასაჭერად, რაც ითვალისწინებს:

    • ძლიერი კორპორაციული მმართველობის ჩამოყალიბება გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად
    • სამართლიანი დამოკიდებულება სამსახურში ქალებისა და კაცების მიმართ- ადამიანის უფლებების დაცვისა და არა-დისკრიმინაციული მიდგომის პატივისცემა და მხარდაჭერა
    • თითოეული ქალისა და კაცის ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა
    • ქალების განათლების სწავლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა
    • საწარმოს განვითარებაში, მიწოდების ჯაჭვსა და მარკეტინგულ საქმიანობაში ქალთა გაძლიერების ხელშემწყობი ინსტრუმენტების დანერგვა
    • საზოგადოებრივი ინიციატივებისა და ადვოკატირების გზით თანასწორობის ხელშეწყობა
    • პროგრესის გაზომვა და საჯარო ანგარიშგება გენდერული თანასწორობის კუთხით არსებული მიღწევების შესახებ

    ლიბერთის მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ თანასწორობა ჯანსაღი სამუშაო გარემოს ჩამოყალიბებისთვის აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს, რომლის გაუმჯობესება ლიბერთის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. UN Women-თან თანამშრომლობა კი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამ პრიორიტეტების დანერგვას.

    გაეროს ქალთა ორგანიზაციას, ქალების გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის გლობალური მანდატი აქვს. მასთან პარტნიორობით, კერძო კომპანიები და საქველმოქმედო ორგანიზაციები მუდმივად იღებენ საერთაშორისო აღიარებას იმ განხორციელებული ცვლილებებისთვის, რომელიც ემსახურება მთავარ მიზანს - თანაბარუფლებიანობას, რომ არც ერთი გოგონა და ქალი არ დარჩეს უკანა პლანზე.

     

  • ლიბერთის და რუსთაველის თეატრის ერთობლივი ახალი სოციალური პროექტი

    ლიბერთი ბანკსა და რუსთაველის თეატრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დღეიდან,  ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები,  მათ შორის პენსიონერები და სახელმწიფო სოციალური არგოს მიმღები პირები, რუსთაველის თეატრის მიერ გამართული სპექტაკლების ბილეთებს 30%-იანი ფასდაკლებით შეიძენენ.

    ამ ერთობლივი  სოციალური პროექტის თანახმად, ფასდაკლების მისაღებად ბილეთების შეძენა უნდა განხორციელდეს ლიბერთის სოციალური ბარათით თეატრის სალაროში განთავსებული ლიბერთის ტერმინალზე.

    ,,რუსთაველის თეატრისთვის მნიშვნელოვანია სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამაში ჩართულობა.  მხარს ვუჭერთ და მზად ვართ ლიბერთისთან  ერთად  განვახორციელოთ აღნიშნული პროექტი -   განაცხადა  შოთა რუსთაველის სახელობის  დრამატული თეატრის  დირექტორ  - განმკარგულებელმა  გიორგი  თევზაძემ.

    ,,ლიბერთიმ სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამით, 2018-2019 წლებში არაერთი უპრეცენდენტო  პროექტი  განახორციელა. საბანკო მომსახურების გაუმჯობესების პარალელურად,  მომხმარებელზე ზრუნვა ჩვენს მუდმივ პრიორიტეტს წარმოადგენს.

    ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებისთვის,  რუსთაველის თეატრთან შემუშავებული სპეციალური შეთავაზების გარდა, წარმატებით ვახორციელებთ ანალოგიურ კამპანიებს სამედიცინო კლინიკებთან, ასევე სუპერმარკეტებთან და ფარმაცევტულ ქსელებთან ერთად. მუდმივად ვცდილობთ მომხმარებლის წახალისებას - შევქმენით  ქალაქის მასშტაბით  დასასვენებელი სივრცეები, სადაც ჩვენს საპენსიო ასაკის თანამოქალაქეებს,  ახალი უნარჩვევების შესწავლის, გართობისა და გამაჯანსაღებელი აქტივობის შესაძლებლობა აქვთ. ვიმედოვნებთ, მომავალში რუსთაველის თეატრთან ერთად მათთვის საინტერესო კულტურულ ღონისძიებებს განვახორციელებთ.” - განაცხადა „ლიბერთის” გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ.

     

  • მემორანდუმი IFES Georgia-სთან

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა IFES-სა (საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდი IFES Georgia) და სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციასთან მემორანდუმი განაახლა.

    მემორანდუმი მიზნად ისახავს „დემოკრატიისა და მოქალაქეობის“ სასწავლო კურსის დანერგვას.
    კურსის სწავლებისთვის 2011წ. USAID-ის მხარდაჭერით მომზადდა სახელმძღვანელო, რომელიც 2017წ. განახლებული სახით გამოიცა ქართველი და უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით. კურსი ინტერაქტიულია და, გარდა თეორიული მასალისა, მოიცავს პრაქტიკულ სავარჯიშოებს, დავალებებს, დისკუსიებს, დებატებს, სიმულაციებს.
    IFES საქართველოს მიერ ასევე შემუშავებულია მასწავლებლის წიგნი და სტუდენტებისთვის სამოქალაქო ჩართულობის პროექტზე მუშაობის გზამკვლევი (კურსის ფარგლებში სტუდენტები შეიმუშავებენ და ახორციელებენ გუნდურ პროექტებს).
    განახლებულ მემორანდუმს ხელი მოაწერეს რექტორმა ილიას ჩილოღლუმ, IFES-ის დირექტორმა ქეთევან მაისურაძემ და სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა თამარ ქარაიამ.

    კურსის სწავლება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაზაფხულის სემესტრიდან იგეგმება.

  • ლიბერთი სოციალურ პროექტებს აგრძელებს

    ლიბერთის ინიციატივით ,,ნატალი აკადემიაში“ 60 წლის ასაკის ზემოთ მსურველებს ახალი პროფესიის შეძენისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა ეძლევათ. სრულიად უფასო კურსი 5 ნოემბერს დაიწყება და 9 კვირის განმავლობაში, პროექტის მონაწილეები პროფესიონალი სტილისტებისგან თანამედროვე ვარცხნილობების ტექნიკასა და ვიზაჟის ხელოვნებას შეისწავლიან. აღნიშნული პროექტი ლიბერთის ხელშეწყობით ზაფხულში დაიწყო და 30-მა მონაწილემ „ნატალი აკადემიის“ სერთიფიკატი მიიღო. „აღნიშნული პროექტისადმი დიდი ინტერესის გამო, გადავწყვიტეთ პროგრამის გაგრძელება და ლიბერთის მხარდაჭერით მეორე კურსის მონაწილეები სხვადასხვა სახის პროფესიული უნარ-ჩვევების გარდა ვიზაჟის ხელოვნებასაც დაეუფლებიან და კურსის დამთავრებისთანავე შესაბამის სერთიფიკატებს მიიღებენ, რაც მათი დასაქმების პერსპექტივას ქმნის.” - განაცხადა შპს “საზოგადოებრივი კოლეჯი Natali Academy-ს”დამფუძნებელმა, ნატალია თოლორაიამ. „ლიბერთი სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში აგრძელებს მომხმარებელზე ზრუნვას და მუდმივად ახორციელებს საინტერესო პროექტებს. ამ უპრეცედენტო ინიციატივით, უფროსი თაობის ადამიანებს ახალი პროფესიის დაუფლების შესაძლებლობა მივეცით. ვიმედოვნებთ, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში ჩვენს მიერ შექმნილი სპეციალური სივრცეები, ამ ადამიანების თვითრეალიზებას შეუწყობს ხელს’’- განაცხადა „ლიბერთის” გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ.

  • რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან
    ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ინოვაციური და მასშტაბური ლოიალობის პროგრამა ‘ქეშბექი’ აამოქმედა. ‘ქეშბექი’ ბაზარზე არსებული მსგავსი ლოალობის პროექტებისგან სრულიად განსხვავებული და უპრეცენდენტოა.
     
    ლიბერთის ნებისმიერი ტიპის ბარათის მფლობელი, სპეციალურად შექმნილი საიტის Cashback.ge ან აპლიკაციის მეშვეობით სარგებლობს ქეშბექით ან ფასდაკლებით.
     
    დღეისათვის, აღნიშნულ ლოიალობის პროგრამაში 400-ზე მეტი პარტნიორი მომსახურების და სავაჭრო ობიექტია ჩართული და მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.
     
    ლიბერთის მომხმარებლისთვის ქეშბექით სარგებლობა მარტივია. აპლიკაციაში ან https://cashback.ge-ზე, ინტერნეტ ბანკის მომხმარებლის სახელითა და პაროლით ავტორიზაციის შემდეგ, მომხმარებელი ირჩევს სასურველ შეთავაზებას იაქტიურებს და ლიბერთის ნებისმიერი ბარათით, ლიბერთის ტერმინალით გადახდისას მომენტალურად მიიღებს სარგებელს ქეშბექის ან ფასდაკლების სახით.
     
    ‘ამ მასშტაბურ პროექტზე, ლიბერთის გუნდთან ერთად მუშაობდნენ კომპანიები ჰელიქსი, ვანდიო, ლივინგსტონი და კონექტი. სწორედ ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა ინოვაციური  ლოიალობის სისტემა, ტექნოლოგიურად გამართული, დახვეწილი და მარტივი აპლიკაცია. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ჩართულობით,  ჩვენი მომხმარებელი კომფორტული მომსახურების გარდა, ყველაზე მაღალ და რაც მთავარია, მომენტალურ ფინანსურ სარგებელს მიიღებს. მომავალში ჩვენს მომხმარებელს არაერთ ინოვაციურ მომსახურებას შევთავაზებთ. “ - განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა, გიორგი ქოროღლიშვილმა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური