სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დროებით შეაჩერა Boeing 737-8 MAX-ი და 737-9 MAX-ის ფრენები საქართველოს საჰაერო სივრცეში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 13 მარტი 2019 15:35
მგზავრთა და ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ (GCAA) დროებით შეაჩერა Boeing 737-8 MAX-ი და 737-9 MAX-ის ფრენები საქართველოს საჰაერო სივრცეში. გადაწყვეტილება ძალაშია მიმდინარე წლის 13 მარტიდან. / ALL BOING 737-8  MAX AND 737-9 MAX AEROPLANES OPERATIONS ARE PROHIBITED IN GEORGIAN FIR. EFFECTIVE FROM 09:00 UTC; MARCH 13, 2019
 
სააგენტო (GCAA) თვალყურს ადევნებს ამერიკის ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციის (FAA) და ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მიერ გამოშვებულ უსაფრთხოების მითითებებს და დირექტივებს. Boeing 737 MAX-ის ფრენები საქართველოს საჰაერო სივრცეში იზღუდება დროებით, სანამ საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებს, საავიაციო შემთხვევის მოკვლევის ორგანოებს, შესაბამის საავიაციო ხელისუფლებებს და მწარმოებელ კომპანიას არ ექნებათ უფრო მეტი ინფორმაცია და მოკვლევის პირველადი შედეგები ეთიოპიაში მომხდარი  ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზების შესახებ.
 
აქვე ინფორმაციისთვის გაცნობებთ, რომ  საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში Boeing 737 MAX ტიპის საჰაერო ხომალდი არ ირიცხება. დროებითი შეზღუდვა საჰაერო მიმოსვლაზე მნიშვნელოვან გავლენას არ იქონიებს.
 
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო გამოხატავს ღრმა მწუხარებას ეთიოპიის ავიახაზების  კუთვნილი თვითმფრინავზე მომხდარი ავიაკატასტროფის გამო (რეისი ET302), უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, საჰაერო ხომალდის ოპერატორ ავიაკომპანიას და შესაბამის საავიაციო ხელისუფლებას.
 
დამატებითი ინფორმაცია: ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) საჰაერო ხომალდების საფრენად ვარგისობის დირექტივა https://ad.easa.europa.eu/ad/2019-0051-E
წაკითხულია 184 ჯერ

Related items

  • რუსეთის მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევას ნატოს რადარებიც ადასტურებენ

    რუსეთის მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის კიდევ ერთხელ დარღვევის ფაქტს ნატოს რადარებიც ადასტურებენ. შესაბამისი მასალები კი რუსეთის საგარეო უწყებას უკვე გადაეცა.ინფორმაციას თურქეთის მთავრობა ავრცელებს . 

    თურქეთის პრემიერის, აჰმეტ დავუთოღლუს განცხადებით, ოფიციალურ მოსკოვს მსგავსი ინციდენტის მიმალვა არ გამოუვა.

    რუსეთის ხელისუფლებამ სუ–34 რეაქტიული თვითმფრინავის მიერ თურქეთის სივრცის გადაკვეთის ფაქტი უარყო და ბრალდებას მოსკოვის წინააღმდეგ აგორებული მორიგი პროპაგანდა უწოდა.

    საჰაერო სივრცის მორიგი დარღვევის ფაქტი ცნობილი გასული კვირის პარასკევს გახდა.

  • ფინეთის საჰაერო სივრცე ამოუცნობმა ვერტმფრენმა დაარღვია

    ფინეთის საჰაერო სივრცე ამოუცნობმა ვერტმფრენმა  რუსეთის მხრიდან დაარღვია. ამ ინფორმაციას ფინეთის სასაზღვრო სამსახური ავრცელებს. უწყებაში ამტკიცებენ, რომ ვერტმფრენმა არაკანონიერად გადაკვეთა რუსეთ-ფინეთის საზღვარი, ადგილობრივი დროით, 10 საათსა და 11 წუთზე. 

    სასაზღვრო სამსახურში ამბობენ, რომ ეკიპაჟის წევრებთან დაკავშირება სცადეს, თუმცა ისინი ფინელ მესაზღვრეებთაან კონტაქტზე არ გავიდნენ. ორი გაფრთხილების შემდეგ კი ვერტმფრენმა ფინეთის საჰაერო სივრცე დატოვა. 

    უწყების ინფორმაციით, ვერტმფრენი ფინეთის ტერიტორიაზე 6 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით უკვე დაიწყო გამოძიება. 

  • რუსეთის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევაზე,საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებადი საჰაერო სივრცის დარღვევას პროვოკაციულ აქტად აფასებს. აღნიშნულთან დაკავშირებით საგარეო უწყებამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ აღნიშნული ფაქტი ორი დღის განმავლობაში ორჯერ დაფიქსირდა. 
    "2015 წლის 9 დეკემბერს, დაახლოებით 18:48 საათზე, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში უკანონოდ განლაგებულმა რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა დაარღვია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცე და გადაუფრინა გორის რაიონის სოფლებში კოშკასა და გუგუტიანთკარში განლაგებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) საგუშაგოებს.
    2015 წლის 10 დეკემბერს, დაახლოებით 12:48 საათზე, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უკანონოდ განლაგებულმა რუსულმა Ми-8 ტიპის ვერტმფრენმა, დაარღვია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცე და გადაუფრინა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთის ტერიტორიაზე განლაგებულ შსს პოლიციის შენობას. 
    სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებული ეს პროვოკაციული აქტი, წარმოადგენს მორიგ დადასტურებას, რომ რუსეთის ფედერაცია არაფრად მიიჩნევს საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ ნორმებისა და პრინციპების დარღვევას.
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას შეასრულოს საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ვალდებულებები, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პირობები", - ნათქვამია განცხადებაში. 

  • საქართველოს საჰაერო სივრცე არ არის დაუცველი-თინა ხიდაშელი
    საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ საქართველოს საჰაერო სივრცე არ არის იმაზე დაუცველი, ვიდრე სხვა რომელიმე ქვეყნის, ,
    მისი თქმით, მსოფლიოში არსებობენ ქვეყნები, რომლებიც არაფრად აგდებენ მსოფლიო წესრიგს და საერთაშორისო სამართლის ნორმებს.
    “ერთია, როდესაც დაცული გაქვს საჰაერო სივრცე და მსოფლიოში არსებობს წესები, რომლითაც ქვეყნები მოქმედებენ, მეორეა, როდესაც საჰაერო სივრცე დაცული გაქვს, მაგრამ მსოფლიოში არსებობენ ქვეყნები, რომლებიც არაფრად აგდებენ მსოფლიო წესრიგს და საერთაშორისო სამართლის ნორმებს”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა და იქვე დასძინა:
    “არიან ქვეყნები, რომლებსაც აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ გადადგან საპასუხო ნაბიჯები და არიან ქვეყნები, რომლებიც არ დგამენ საპასუხო ნაბიჯებს. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ თურქეთი და ბალტიისპირეთი. ორივეგან თანაბრად, ბალტიისპირეთში შეიძლება კიდევ უფრო მეტად, ხდება საჰაერო სივრცის დარღვევა, მაგრამ ყველა ქვეყანა საბედნიეროდ პასუხისმგებლობით ეკიდება შექმნილ ვითარებას”.
  • თურქეთი ბოდიშის მოხდას არ აპირებს

    თურქეთი ბოდიშის მოხდას არ აპირებს - ვლადიმერ პუტინი კი შეშფოთებულია იმით რომ თურქულ მხარეს ეს ამ დრომდე არ გაუკთებია. 

    როგორც მედიასთან საუბრის  დროს რეჯებ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, ბოდიში მან უნდა მოიხადოს, ვინც საჰაერო სივრცე დაარღვია.  

    თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ, მან პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა რუსეთის პრეზიდენტმა მის ზარს არ უპასუხა. ერდორანის განცხადებით, თურქ სამხედროებს რომ სცოდნოდათ,  ეს  რუსული თვითმფრინავი იყო,  სხვაგვარად მოიქცეოდნენ. 

    ასევე ცნობილი გახდა, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი დაიბარეს, რომელსაც, სავარაუდოდ, ბოლოდროინდელ მოვლენებთან 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური