"ლიბერთი ბანკსა" და "ლოკომოტივს" შორის მემორანდუმი გაფორმდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 12 მარტი 2019 14:34

დღეს, 12 მარტს "ლიბერთი ბანკსა" და საფეხბურთო კლუბ თბილისის "ლოკომოტივს" შორის პარტნიორობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.

აღნიშნული ითვალისწინებს საფეხბურთო კლუბის ფინანსურ მხარდაჭერას და ახალგაზრდა, პერსპექტიული ფეხბურთელებისთვის შესაფერისი სავარჯიშო პირობების შექმნას.

"ლოკომოტივის მთავარი ფასეულობაა წარმატებით იფუნქციონიროს როგორც მინდორზე, ისე მის გარეთ.

ვფიქრობ, დღევანდელი დღე დასტურია იმისა, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ. ფეხბურთში კერძო სექტორის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია და იმედი მაქვს, ეს პრეცედენტი კარგი მაგალითი იქნება სხვა კომპანიებისთვისაც.

მოხარული ვარ, რომ ლიბერთის სახით ძლიერ და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდამჭერ ორგანიზაციას დავუმეგობრდით.

ლიბერთი ბანკთან თანამშრომლობით, ფინანსური სარგებელის გარდა, გავიჩენთ უფრო მეტ გულშემატკივარს. ყველა ვთანხმდებით რომ ფეხბურთი, გულშემატკივარს ეკუთვნის და მათი სტადიონზე დაბრუნება ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია."- განაცხადა საფეხბურტო კლუბ თბილისის ლოკომოტივის პრეზიდენტმა ლექსო თოფურიამ.

,,ლიბერთის არსებობის ისტორიაში ეს გახლავთ პირველი, ამ მასშტაბის პროექტი, რითაც ბანკი ხელს შეუწყობს ქართული ფეხბურთის განვითარებას და მონაწილეობას მიიღებს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში. ჩვენი დიდი სურვილია, თბილისის ლოკომოტივის ყოველი თამაში საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცეს. ამ პროცესში მაქსიმალურად ჩავერთვებით.

ეს მხოლოდ დასაწყისია და მომავალში არაერთ ერთობლივ და საინტერესო პროექტს შევთავაზებთ კლუბის და ზოგადად ფეხბურთის ქომაგებს“ - განაცხადა ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილემ ლევან თხელიძემ.

წაკითხულია 39 ჯერ

Related items

  • თბილისის საკრებულოსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

    თბილისის საკრებულოსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტომა ილიას ჩილოღლუმ, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა მოაწერეს. მემორანდუმის მიზანს წარმოადგენს საგანმანათლებლო სექტორსა და საჯარო სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავება , სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება და საჯარო სექტორში დასაქმებული პირების კვალიფიკაციის ამაღლება

  • მედიათეკების გაერთიანებასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

    თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ვაკის და ვარკეთილის მედიათეკებში ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.

    მემორანდუმს ხელი მოაწერეს თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ, თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორმა ნინია მაჭარაშვილმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ.

    როგორც სოფიო ხუნწარიამ აღნიშნა, პროექტების მიზანია დედაქალაქში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა.

    „არაერთხელ გაჟღერებულა ჩვენი მხრიდან, რომ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლება და დღეს სწორედ ამ მიზნით მოვაწერეთ ხელი მემორანდუმს. ამ თანამშრომლობით ორ ძალიან საინტერესო პროექტს ჩაეყრება საფუძველი.   ვაკის მედიათეკაში გაიხსნება კაფე, სადაც პროფესორ-მასწავლებლები კვირაში ერთხელ ჩაატარებენ ლექციებს. ასევე, ვარკეთილის მედიათეკაში აბიტურიენტებისთვის შეიქმნება კურსი, რომელიც მათ მისაღები გამოცდებისთვის მოამზადებს. დასწრება იქნება თავისუფალი და ეს ყველაფერი იქნება სრულიად უსასყიდლოდ“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

    მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილი ორივე პროექტი სტარტს 1 მარტიდან აიღებს. „სამეცნიერო კაფე“ ვაკის მედიათეკის ვერანდაზე მოეწყობა და ილიას უნივერსიტეტის პროფესორები, კვირაში ერთხელ, სტუდენტებისა და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, დარგობრივ ლექციებს ჩაატარებენ. ვარკეთილის მედიათეკაში კი აბიტურიენტებისთვის საკვირაო სკოლა გაიხსნება, სადაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსს ორ საგანში ჩაატარებენ. გაკვეთილებზე დასწრება თავისუფალი იქნება.

  • ზამთრის სამთო შუალედური კურსი გუდაურში

    პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში „ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში (PFP) შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი მიმდინარეობს. სამთო კურსის მეორე ეტაპზე საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორები გუდაურში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედროებს სამთო უნარ-ჩვევების დახვეწაში ეხმარებიან, რომელიც მათ საბაზისო სამთო კურსის ფარგლებში შეასწავლეს. კურსში 14 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს, მათ შორის 3 ქართველი, 2 ლატვიელი, 1 ბელარუსი, 1 აზერბაიჯანელი და 7 უკრაინელი. 

    ქართველ ჯარისკაცებთან ერთად ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან მოვლენილი სამხედროები თოვლიან რელიეფზე დაბრკოლებათა ზოლის გადალახვას გადიან. კურსის ფარგლებში მათ უწევთ გაუკვალავ თოვლში სრიალი, თოკში ჩაბმული სრიალი, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნა, გადარჩენა და ევაკუცია, ასევე უახლოეს სამედიცინო პუნქტამდე მიყვანა, თოვლში თავშესაფრის მოწყობა და ღამის გათენება, ზვავსაშიშ ადგილებში თოვლის საფარის შემოწმება და ზვავის რისკების დადგენა. მსმენელებს საძებნი ხელსაწყოს A8 გამოყენებით ზვავში მოყოლილი ადამიანის აღმოჩენაც უხდებათ. 

    შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსის პირველი ეტაპი სამხედროებმა აბულის მთაზე გაიარეს. 

    შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი 8 თებერვალს დასრულდება. კურსის დასრულების შემდეგ სამხედროები სერტიფიკატებსა და სამკერდე ნიშნებს მიიღებენ. წარჩინებულ მსმენელებს ჯგუფის უფროსის კურსზე დასწრების რეკომენდაცია გაეწევათ.

  • მემორანდუმი თავდაცვის სამინისტროსა და სასტუმრო „ჰუალინგს“ შორის

    საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაალ კაპანაძემ და სასტუმროს გენერალურმა მენეჯერმა, პეტერ ლილვიკმა მოაწერეს. მემორანდუმი მიზნად ისახავს ისეთი ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას, რომელიც დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების სპორტულ აქტივობებში ჩართულობას ხელს შეუწყობს. სასტუმროს რეკრეაციულ ცენტრში დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს ერთი წლის განმავლობაში უფასო სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ.

    საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილ და დაშავებულ ჯარისკაცებზე ზრუნვა თავდაცვის უწყების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

  • ლიბერთის პენსიონერებისთვის შემუშავებული მასშტაბური სოციალური პროგრამა რეგიონებშიც გრძელდება
    „ლიბერთისა“ და „ნიუ ჰოსპიტალსს“ შორის ურთიერთთანამშრომლობით, თბილისის მსგავსად,  ქვემო ქართლის რეგიონში მაცხოვრებელი პენსიის მიმღები პირები სამედიცინო სერვისებით, სპეციალურად მათთვის შემუშავებული პირობებით ისარგებლებენ.
    აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, 2018 წლის ბოლომდე  ,,ნიუ ჰოსპიტალსში" თვალის, გულის დაავადებების, შინაგანი ორგანოების და სახსრების კვლევების ჩატარებას ფასდაკლებით შეძლებენ.
    დღემდე ამ უპრეცედენტო, ერთობლივი პროგრამით, მხოლოდ თბილისის მასშტაბით,  ლიბერთის სოციალური ბარათის 4200-მა მფლობელმა ისარგებლა.
    ლიბერთის 90-მდე ფილიალში, კატარაქტისა და გლაუკომის უფასო სკრინინგის შემდგომ,  დამატებითი უფასო კვლევა 1500 პაციენტს „ნიუ ჰოსპიტალსში“ ჩაუტარდა. წარმატებით განხორციელდა ოფთალმოლოგიური ოპერაციები და სხვადასხვა კვლევები კარდიოლოგიური, ტრავმატოლოგიური და ინსულტის პრევენციის მიმართულებით.
    „2018 წლის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში აქტიურად ვაგრძელებთ წამოწყებული პროექტების გაუმჯობესებასა და ახალი პროექტების შემუშავებას. ნიუ ჰოსპიტალსთან თანამშრომლობით ჩვენ საშუალება მოგვეცა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვიზრუნოთ როგორც პენსიონერებზე, ასევე სოციალური ბარათების სხვა მფლობელებზე. ისინი ჩვენგან განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებენ'' - განაცხადა „ლიბერთი“-ს გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ.
    როგორც „ნიუ ჰოსპიტალსის“ დირექტორმა, გიორგი რამიშვილმა განაცხადა, „ნიუ ჰოსპიტალსი“ აქტიურად არის ჩართული „ლიბერთის“ სოციალური ბარათის მფლობელების სკრინინგისა და მკურნალობის პროცესებში. ჰოსპიტალი მზად არის უდიდესი ცოდნა და გამოცდილება მოახმაროს „ლიბერთის“ სოციალურ აქტივობას და კიდევ მრავალ პაციენტს მოემსახუროს აღნიშნული პროექტის ფარგლებში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური