დაშავებული სამხედროების მორიგი წარმატება კალიფორნიაში

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 07 მარტი 2019 17:15

ქართველი დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურები ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიაში მიმდინარე „საზღვაო ქვეითთა კორპუსის“ თამაშებში წარმატებით ასპარეზობენ.

ამჯერად საქართველოს გუნდმა მჯდომარე კალათბურთის ფინალში აშშ-ის საზღვაო ქვეითთა გუნდი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა. წარმატებით იასპარეზა ვიცე-პოლკოვნიკმა ალუდა სეთურიძემაც ტრენაჟორზე ნიჩბოსნობაში. მან 1 და 4-წუთიან შეჯიბრში ორი ოქროს მედალი აიღო.

პენდელტონის საზღვაო ქვეითთა ბაზაზე საერთაშორისო თამაშები 24 თებერვლიდან - 10 მარტის ჩათვლით იმართება. დღეს მოპოვებული 11 მედლის გარდა, ასპრეზობის განმავლობაში ქართველმა დაჭრილმა და დაშავებულმა სამხედროებმა 23 მედალი უკვე აიღეს, მათ შორის ველოსპორტში - 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაოს მედალი, მშვილდით სროლაში - 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაოს მედალი, ეტლით სირბილში - 4 ოქრო, შაშხანით სროლაში - 1 ბრინჯაო და პისტოლეთის სროლაში - 1 ბრინჯაო.

ტურნირში დაჭრილი და დაშავებული ქართველი სამხედროები სპორტის 8 სახეობაში ასპარეზობენ: მჯდომარე კალათბურთი, ცურვა, სროლა, მშვილდოსნობა, ნიჩბოსნობა, ეტლით სირბილი, ველოსპორტი. ტურნირისთვის დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებულმა 12-კაციანმა ნაკრებმა ინტენსიური მომზადება თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და ძალისხმევით გაიარა.

ასპარეზობის მიზანი დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება და მოტივაციის გაზრდა, ასევე მათი რეაბილიტაციის პროცესში სპორტის აქტიურად გამოყენებაა.

წაკითხულია 59 ჯერ

Related items

  • ხანძარი კალიფორნიაში
    ხანძარია კალიფორნიაში. კალიფორნიის ტყის მასივებზე გაჩენილი მასშტაბური ხანძრის გამო, სან-ბერნარდინოს დასახლებიდან 82 000 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. დასახლების სიახლოვეს ხანძრის ახალი კერის გავრცელების გამო, სტიქიის საფრთხის წინაშე 35 000-მდე საცხოვრებელი სახლია. ცეცხლმა ამ დროისთვის უკვე 6 000 ჰექტარი მოიცვა. ცეცხლის ჩაქრობას 700-მდე მეხანძრე ცდილობს. ცეცხლის გავრცელებას ძლიერი სიცხე და ქარი უწყობს ხელს.
  • შტორმის შედეგად კალიფორნიაში სტუდენტები დაიკარგნენ

    კალიფორნიაში დაკარგულ სტუდენტებს ეძებენ. 5 მეტრიანმა ტალღებმა შტორმის დროს სანაპიროს გადაუარა და სანტა კრუზის უნივერსიტეტის კოლეჯის 5 სტუდენტი გაიტაცა. სამმა ოკეანიდან ამოსვლა მოახერხა. დანარჩენ ორს კი მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

    უკვე რამდენიმე დღეა კალიფორნიაში გადაუღებლად წვიმს, რასაც ძლიერი ქარი ახლავს თან. სანტა კრუსში დატბორილია საცხოვრებელი სახლები და გზები. ასობით ოჯახს არ მიეწოდება ელექტროენერგია.

    ძლიერმა ქარმა ხეებიც წააქცია, რაც ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებს. ხელისუფლება მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ურჩევს სახლებთან დამცავი ბარიკადების ასაგებად მოემზადონ.

  • კალიფორნიაში ძლიერი შტორმია

    კალიფრონიის სანაპიროს ძლიერმა შტორმმა გადაუარა. გადაუღებელმა წვიმამ და ძლიერმა ქარმა რეგიონში წყალდიდობა გამოიწვია.

    დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა დაზიანდა მაგისტრალები და შენობები.

    ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობა მეწყერის ჩამოწოლის საშიშროების შესახებაც გააფრთხილა.

    მეტეოროლოგების ცნობით, უამინდობა კალიფორნიაში კიდევ ორი დღე გაგრძელდება.

  • კალიფორნიაში მომხდარზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო

    "ისლამური სახელმწიფო" კალიფორნიაში მომხდარზე პასუხისმგებლობას იღებს და თავდამსხმელ ცოლ-ქმართან კავშირს ადასტურებს. 

    ინფორმაციის გავრცელებამდე შემთხვევას ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიანიჭა ამერიკის ფედერალურმა ბიურომ. 

    გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთმა თავდასხმელმა სოციალურ ქსელში ექსტრემისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს"  ერთგულებაზე დაიფიცა. 

    2 დეკემბერს განხორციელებული თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, 21 კი დაიჭრა. თავდამსხმელი ცოლ-ქმარი პოლიციასთან სროლის შედეგად დაიღუპა. 

    მოგვიანებით პოლიციამ მათ სახლში ჩატარებული ჩხრეკისას სხვადასხვა სახის იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინა. 

  • კალიფორნიის ფოსტის ოფისში განგაში გამოცხადდა

    მასშტაბური თავდასხმიდან რამდენიმე დღეში კალიფორნიის ქალაქ სან ბერნარდინოში გზავნილების მიმღები კომპანიის ოფისში ევაკუაცია განხორციელდა.

    მიზეზი თავდასხმის ორგანიზატორთა სახელზე გაგზავნილი საეჭვო ამანათი გახდა.

    გზავნილის შემადგენლობა უცნობია. თუმცა, შემოწმების შემდეგ სამართალდამცველებმა განაცხადეს, რომ ის საფრთხის შემცველი არ აღმოჩნდა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური