მასწავლებლებისა და მშობლებისთვის ინკლუზიური განათლების მეთოდური გზამკვლევები შემუშავდა

გამოქვეყნებულია განათლება
ხუთშაბათი, 28 თებერვალი 2019 16:35

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, ფსიქოლოგებისა და ოკუპაციური თერაპევტების ჩართულობით, შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა მშობლებისთვის და მასწავლებლებისთვის დამხმარე გზამკვლევები შეიქმნა.

სამინისტროს ინკლუზიური განვითარების სამმართველოს მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიური რესურსი მოსწავლეთა განვითარების ხელშეწყობისთვის პრაქტიკული სახის რეკომენდაციებს მოიცავს და როგორც მშობლებს, ასევე სფეროს სპეციალისტებს დახმარებას გაუწევს მოსწავლის აკადემიური, კოგნიტური, ფუნქციონალური, ქცევითი, ემოციური, კომუნიკაციური და სხვა უნარების განვითარების მიზნით აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში.

გზამკვლევის შექმნის მიზანს წარმოადგენს ქცევის მართვის პოზიტიური მხარდაჭერის შესახებ სკოლის პერსონალის ინფორმირება, რომელიც ტრადიციული სასკოლო დისციპლინისგან განსხვავებით, აქცენტს აკეთებს არა მხოლოდ არასასურველ ქცევაზე სათანადო რეაგირების აუცილებლობაზე, არამედ ქცევითი სირთულეების პრევენციაზე. დასჯის ნაცვლად კი, იყენებს მასწავლებლის მხრიდან მოსწავლისთვის სასურველი ქცევის მოდელირების, წახალისებისა და სწავლების მეთოდს.

გზამკვლევში დეტალურადაა წარმოდგენილი კლასის მართვის რეკომენდებული ტექნიკა და განხილულია ქცევის პოზიტიური მხარდაჭერის პროგრამის სპეციფიკა და მახასიათებლები, ასევე ინდივიდუალური შემთხვევები და კრიზისული სიტუაციებისისას სკოლებში ქცევის მართვა.

ეს გზამკვლევებია: ინტელექტუალური სირთულის მქონე მოსწავლეთა განვითარების ხელშეწყობა; დასწავლის უნარის დარღვევის მქონე მოსწავლეთა განვითარების ხელშეწყობა; მოტორული შეზღუდვის მქონე მოსწავლეთა განვითარების ხელშეწყობა; ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის მქონე მოსწავლეთა განვითარების ხელშეწყობა; ენის, მეტყველებისა და კომუნიკაციის სირთულის მქონე მოსწავლეთა განვითარების ხელშეწყობა; აუტიზმის მქონე მოსწავლეთა განვითარების ხელშეწყობა; სმენის სირთულის მქონე მოსწავლეთა განვითარების ხელშეწყობა; მხედველობის სირთულის მქონე მოსწავლეთა განვითარების ხელშეწყობა; ქცევის მართვის პოზიტიური მხარდაჭერა სკოლებში - პრევენციული აქტივობები; ქცევის მართვის ინდივიდუალური ქეისები; ქცევის მართვა სკოლებში კრიზისულ სიტუაციების დროს.

 

წაკითხულია 62 ჯერ

Related items

  • საქართველო: პანკისელი მასწავლებლების ვიზიტი ბრიუსელში

    მიმდინარე კვირას 20 მასწავლებლისგან შემდგარი ჯგუფი საქართველოდან ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელს ესტუმრა.  მასწავლებლები წარმოადგენდნენ იყო საჯარო სკოლებს საქართველოს პანკისის ხეობის რეგიონიდან.
    ისინი დაესწრნენ შეხვედრებს ბრიუსელში ინფორმაციის მისაღებად ადგილობრივი განათლების სისტემის შესახებ. გარდა ამისა, მასწავლებლებმა უკეთესად გაიგეს, თუ რას გულისხმობს ევროპული მიდგომა განათლებისადმი.
    ეს იყო საქართველოს პანკისის რეგიონის საჯარო სკოლების მასწავლებლების და დირექტორების პირველი ვიზიტი ბრიუსელში.

  • სამინისტრომ ინკლუზიური პროფესიული განათლების სფეროში მიღწეული შედეგები შეაჯამა

    საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტში ინკლუზიური პროფესიული განათლების საკითხების განსახილველად საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებთან შეხვედრა გაიმართა.

    შეხვედრისას შეჯამდა როგორც 2018 წელს ინკლუზიური პროფესიული განათლების სფეროში განხორციელებული პროგრესი და არსებული გამოწვევბი, ასევე წლის განმავლობაში პროფესიულ სასწავლებლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სწავლა - სწავლების პროცესის მონიტორინგის შედეგები. გაიმართა დისკუსია პროცესების დახვეწისა და სტანდარტიზებული მექანიზმების დანერგვის სკითხებზე.

    ინკლუზიური პროფესიული განათლების სფეროში 2019 წლისათვის დაგეგმილია მარეგულირებელი დოკუმენტების შექნა, პროფესიული ორინატიაციის კომპონენტის გაძლიერება და სასწავლო პრორცესის მონიტორინგის მექანიზმის გაუმჯობესება.

  • ლიბერთიმ საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციის გამარჯვებული მასწავლებლები დააჯილდოვა

    8-9 დეკემბერს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა მაიკროსოფტისა და ლიბერთის მხარდაჭერით მეხუთე საგანმანათლებლო ტექნოლოგიურ კონფერენციას უმასპინძლა, რომლის მიზანი სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების ახალი სტრატეგიების ჩამოყალიბება და განვითარება გახლდათ.

    კონფერენციაში დარგის ექსპერტები, ტრენერები, ასევე სკოლების, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრეებისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მათ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს აქტიური სასწავლო გარემოს უზრუნველყოფისა და საქართველოში ციფრული კულტურის დამკვიდრების მიმართულებით.  

    ,,მეხუთე წელია, რაც  საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციის სპონსორები ვართ  და  წელსაც ვაგრძელებთზოგადი განათლების განვითარების მხარდაჭერას. ამ კონფერენციის მიზანი მასწავლებლებს შორის ტექნოლოგიების დანერგვის საუკეთესო პრაქტიკისა და  ინოვაციური იდეების ურთიერთგაზიარებაალიბერთის რჩეულები წელსაც პედაგოგები გახდნენ, რომლებიც სასწავლო პროცესში აქტიურად იყენებენ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს”განაცხადა ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილემ დავით ვერულაშვილმა.

    ლიბერთი ხარისხიანი განათლებისა და პედაგოგების ხელშეწყობის მიზნით არაერთ საგანმანათლებლო პროექტშია ჩართული. მათ შორისაა მასწავლებლის ეროვნული ჯილდო, სხვადასხვა კონფერენციები და კონკურსები.

     

     

  • მშობლების შეცდომები, რის გამოც ბავშვები რეანიმაციაში ხვდებიან

    საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში ყოველდღიურად უამრავი ბავშვი ხვდება. ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილების გამგე, რესპირაციული ასოციაციის დამფუძნებელი ბესიკ მაჭარაშვილი მრავალ პრობლემაზე გვესაუბრა. მათ შორის მშობლების დაუდევრობასა თუ შეცდომებზე და რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევაც მოგვცა...

    - ყველაზე ხშირად რა მიზეზით ხვდებიან ბავშვები რეანიმაციულ განყოფილებაში, რა არის ყველაზე გავრცელებული საფრთხე?

    - ძირითადად, ბავშვები ინფექციური პათოლოგიების გამო ხვდებიან ჩვენთან. არსებობს სხვა შემთხვევებიც, მაგრამ ინფექციური პათოლოგიები ყველაზე ხშირია. გართულების შემთხვევაში რომელიმე სისტემის უკმარისობა იწყება. მაგალითად, სუნთქვის უკმარისობა, გულ-სისხლძარღვთა დაავადება, ზოგადი შოკური მდგომარეობა და ასე შემდეგ...

    ყველაზე ხშირად, რა შეცდომას უშვებენ მშობლები ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით?

     25 წელია რეანიმაციის გამგე ვარ. ზოგჯერ იმ ბავშვების მკურნალობა მიწევს, რომელთა მშობლები, ჯერ კიდევ ჩვილები, ჩემი პაციენტები იყვნენ... შემიძლია ვთქვა, რომ ამ დროის განმავლობაში არაფერი შეცვლილა... ზოგჯერ არსებობს დამოკიდებულება - ბავშვი მაინც გაიზრდება... ამიტომაც რეანიმაციაში პატარების მოხვედრის ხშირი მიზეზია დაგვიანებული ჰოსპიტალიზაცია, უყურადღებობა და ზოგადი განათლების დეფიციტი. პრობლემის შეფასების დეფიციტი, რაც უყურადღებობიდან და განათლების დეფიციტიდან გამომდინარეა... ზოგჯერ პირიქით ხდება და ბავშვებს ზედმეტად ელოლიავებიან. აქაც იგივე პრობლემაა, განათლების დეფიციტთან გვაქვს საქმე. მშობელს არ ევალება ექიმი იყოს, სამედიცო განათლება ჰქონდეს, მაგრამ ზოგადი განათლება უდავოდ მოიკოჭლებს საქართველოში. არ არის პრიორიტეტული ბავშვის სწორი მოვლა. ზოგჯერ ასეთებიც გვესმის, ბებიაჩემმა ასეთი მეთოდით ცხრა შვილი გაზარდაო... 

    წყარო: reitingi.ge

  • 11 წლის მოჭიდავე, რომელიც მშობლებმა მიატოვეს და ბებიას მარტო უვლის (ვიდეო)

    11 წლის მოჭიდავე ანდრია მშობლებმა 8 თვის ასაკში მიატოვეს და ახლა ის აფხაზეთიდან დევნილ ბებიასთან ერთად ცაგერის რაიონში ცხოვრობს, სავარჯიშოდ კი ყოველ დღე 10 კილომეტრის გავლა უწევს. ის სულ რამდენიმე კვირაა, რაც ჭიდაობს, თუმცა, უკვე მოახერხა ადგილობრივ შეჯიბრებაზე მესამე ადგილის აღება. 
    ვიდეოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური