შსს-მ მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანსიებზე განცხადებების მიღების ახალი ეტაპი დაიწყო

გამოქვეყნებულია სამართალი
შაბათი, 23 თებერვალი 2019 15:13

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანტურ თანამდებობაზე დასაქმების მსურველთა განცხადებების მიღების ახალი ეტაპი დაიწყო. მართლწესრიგის ოფიცრის 220 ვაკანსიაზე განცხადებების მიღება შესაძლებელია hr.police.ge-ზე. 

აღნიშნული პოზიციის დასაკავებლად აუცილებელი მოთხოვნაა უმაღლესი განათლება. შერჩეული კანდიდატები, საკვალიფიკაციო ეტაპების გავლის შემთხვევაში, მართლწესრიგის ოფიცრის მოსამზადებელ სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას გაივლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ, ეტაპობრივად მოხდება მათი გადანაწილება სამოქმედო ტერიტორიების (უბნების) მიხედვით, მთელი თბილისის მასშტაბით. 

დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ დეტალური ინფორმაცია მიიღონ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე - Officer.ge, რომელიც სპეციალურად მართლწესრიგის ოფიცრებისათვის შექმნილი საკომუნიკაციო არხია. ვებგვერდის მეშვეობით მოქალაქეებს, ასევე, შეუძლიათ, მართლწესრიგის ოფიცრებთან დაკავშირებით საჭირო ინფორმაცია მიიღონ და მათთვის საინტერესო ტერიტორიას მიკუთვნებულ მართლწესრიგის ოფიცრებთან უშუალო კომუნიკაცია დაამყარონ. 

მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აპრობირებულ, საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის კონცეფციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. ოფიცრები დანაშაულისა და სამართალდარღვევების თავიდან აცილების მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას უზრუნველყოფენ. 

მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენციაში შედის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: არასრულწლოვნებთან, ოჯახში ძალადობასთან, სამეზობლო დავებთან, უკანონო მიგრაციასთან, მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე რეაგირება. აღნიშნული ინსტიტუტი ეტაპობრივად, ჯერ თბილისის მასშტაბით, ყველა უბანში, ხოლო მოგვიანებით - მთელ საქართველოში დაინერგება.

წაკითხულია 151 ჯერ

Related items

  • დასაქმების ფორუმზე 22-მა კომპანიამ შშმ პირებს 100-ზე მეტი ვაკანსია შესთავაზა

    საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით გამართულ შშმ პირთა დასაქმების ფორუმზე 22-მა კომპანიამ შშმ პირებს 100-ზე მეტი ვაკანსია შესთავაზა. პირველ ეტაპზე შეირჩა 47 შშმ პირი.
     
    ფორუმზე საქართველოს პრეზიდენტი ინიციატივით გამოვიდა -მომავალი წლის 14 ივნისს, საქართველოში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე საქართველოს რეგიონში შშმ პირთა დასაქმების მასშტაბური ფორუმით აღინიშნოს, რომელსაც ორგანიზებას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია გაუწევს.
     
    "იმის გათვალისწინებით, რომ ჩემთვის ძალიან პრიორიტეტულია რეგიონების განვითარება და ვიცით, რომ რეგიონში კიდევ უფრო რთულად დგას შშმ პირთა დასაქმების საკითხი, მიმაჩნია, რომ ეს პროცესი მთელს ქვეყანაში უნდა გაიშალოს.
     
    მომავალი წლის 14 ივნისს, საქართველოში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე აღვნიშნოთ შშმ პირთა დასაქმების მასშტაბური ფორუმით", - განაცხადა ფორუმზე საქართველოს პრეზიდენტმა.
     
    სოციალური მომსახურების სააგენტოსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთობლივი თანამშრომლობით ჩატარებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი შშმ პირთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.
     
    პრეზიდენტის განცხადებით, დასაქმების დღევანდელი ფორუმი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან ბევრ განვითარებულ ქვეყანაში ეს საკითხი ჯერ კიდევ გადაუჭრელია და ბოლომდე არ არის მიყვანილი საზოგადოებაში შშმ პირთა ინტეგრაციის პროცესი.

    "დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში, რადგან მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
     
    არ შეიძლება ქვეყანაში მუდმივად ვსაუბრობდეთ ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე და ამ პროცესში ყველა არ იყოს ჩართული, ყველას პოტენციალი არ იყოს თანაბრად გამოყენებული, რადგან ჩვენი ქვეყანა  მდიდარია ადამიანური რესურსით. საუბარია სწორედ განსხვავებული შესაძლებლობების მქონე პირთა უნარების გამოყენებასა და მათ დასაქმებაზე. ამ პროცესის ხელშეწყობა სახელმწიფო და კერძო სექტორის ერთობლივი მოვალეობაა.
     
    ასეთი მასშტაბური საქმე კეთდება მხოლოდ მაშინ, როცა მასში ყველა სექტორი მონაწილეობს და ერთობლივად მუშაობს სტრატეგიაზე.
     
    დღევანდელ ფორუმში 22 კომპანია მონაწილეობს და მინდა მადლობა გადავუხადო დასაქმების ფორუმში მონაწილე კერძო სექტორის ყველა ამ კომპანიასა და სახელმწიფო უწყებას.
     
    დღევანდელ ფორუმს ბევრი სხვა ნაბიჯი უნდა მოჰყვეს, პროცესში მეტი კომპანია ჩაერთოს და მეტი ადამიანი დასაქმდეს”, - განაცხადა პრეზიდენტმა.
     
    დასაქმების ფორუმის მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ და სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან გოგოძემ.
     
    ფორუმში მონაწილეობდა 22 კომპანია, მათ შორის: საქართველოს რკინიგზა, ვიქტორია სექიურითი, აჭარა ჯგუფი, TBC დაზღვევა გეფა, არტ ვუდი, გუდვილი, ეკო ენდ კომპანია, ჯეოპროდუქტი, იკეა, გოჩიტსი, UGT, თბილსერვისი, დიო და სოციალური საწარმოები: კოდალა, ახალგაზრდული სახლი, ბაბალე, შშმ პირთა დასაქმების კავშირი.

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

    შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი აქციის ორგანიზატორები/მონაწილეები გააფრთხილეს და მათ მისცეს გონივრული ვადა, რომ ხელოვნურად შექმნილი ბარიერებისგან გაეთავისუფლებინათ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები და გზის სავალი ნაწილი.

    აქციის მონაწილეებმა მითითებულ ვადაში არ გაათავისუფლეს საკანონმდებლო ორგანოს მათ მიერ ბლოკირებული შესასვლელები. შესაბამისად, აქცია გასცდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დადგენილ ფარგლებს, კერძოდ, დაირღვა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც კრძალავს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირებას, ასევე, გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას, თუ აღნიშნულის საჭიროებას არ განაპირობებს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა.
    შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები გათავისუფლებულია.
    პოლიცია მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, დაიცვას კანონის მოთხოვნები.
    შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდარღვევის თითოეულ ფაქტზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს.
    პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის სულ დაკავებულია 28 პირი.
    სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო სამმა მოქალაქემ. დაშავებულ პირებს სამედიცინო დაწესებულებებში შესაბამისი დახმარება გაეწიათ.
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

    შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, 18 ნოემბერს, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ დაკავებულია 37 პირი.

     
    დღეს, რუსთაველის გამზირზე დაშავდა აქციის 4 მონაწილე და 2 სამართალდამცველი. დაშავებულ პირებს სამედიცინო დაწესებულებებში შესაბამისი კვლევები ჩაუტარდათ.
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს საზოგადოების უსაფრთხოებასა და მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელ უწყებას. სამინისტრო დღეს დაგეგმილ აქციებზე უზრუნველყოფს, როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

    ამასთანავე, პოლიცია იცავს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ, მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლებას. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება.

    შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოების შტურმი ან ბლოკირების მცდელობა პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.

    საპოლიციო ძალები მობილიზებულია, რათა დაცული იყოს ერთი მხრივ შეკრების და მანიფესტაციის დროს მოქალაქეთა უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება, ხოლო მეორე მხრივ - სახელმწიფო ორგანოებმა შეუფერხებლად განაგრძონ საქმიანობა.

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

    შინაგან საქმეთა სამინისტრო იცავს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლებას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება.

     შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი.

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური