განათლების საერთაშორისო გამოფენა

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 22 თებერვალი 2019 12:53

22 თებერვალს, გამოფენების ცენტრში ექსპოჯორჯია, უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების მე-9 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა. ღონისძიებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე დაესწრო.

განათლების საერთაშორისო გამოფენა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და გამოფენების ცენტრის ექსპოჯორჯიას ორგანიზებით იმართება და მასში 12 ქვეყნის 100-მდე მონაწილეა წარმოდგენილი, მათ შორის: საქართველოდან, ლიეტუვადან, იტალიიდან, ესტონეთიდან, პოლონეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, უკრაინაიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან.

დამთვალიერებლებს საშუალება ეძლევათ შეხვდნენ უმაღლესი სასწავლებლების წამომადგენლებს, მიიღონ პასუხი ყველა მათთვის საინტერესო შეკითხვაზე, ერთ სივრცეში ნახონ, შეაფასონ და შეადარონ საგანმანათლებლო პროგრამები, გაიგონ უფრო მეტი კონტენტის, დაფინანსების წყაროების/შესაძლებლობების და გაცვლითი პროგრამების შესახებ. გამოფენის ფარგლებში, გაიმართება პარალელური ღონისძიებები, საჯარო ლექციების, პრეზენტაციების და პრესკონფერენციების სახით.

წაკითხულია 82 ჯერ

Related items

  • შეხვედრა "ექსპო-ჯორჯიაში"

    2016 წლის 31 მაისს 14 საათზე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში, სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს წევრი ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შორის შეხვედრა გაიმართება. მიხეილ ჯანელიძე დისკუსიის მონაწილეებს სამინისტროს მიერ შემუშავებულ „ეკონომიკური დიპლომატიის სამოქმედო გეგმას“ წარუდგენს. შეხვედრას მხარეებს შორის საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა უზრუნველყოფს.

    ღონისძიებაზე სავაჭრო სამრეწველო პალატის საბჭოს წევრი ბიზნეს-ასოციაციების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ მინისტრთან ერთად სამომავლო გეგმებზე იმსჯელონ და ეკონომიკური დიპლომატიის სამთავრობო გეგმის განხორციელების პროცესში ჩართვის პერსპექტივები განიხილონ.

    ეკონომიკური დიპლომატია საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ის ფოკუსირებულია ექსპორტის ხელშეწყობის, თანამედროვე ტექნოლოგიების დამკვიდრებისა და მცირე და საშუალო ბიზნესისთვის უცხოელი პარტნიორების მოძიებისკენ. ასევე, აქცენტი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ქართული ბიზნეს-სექტორის ინტერესების დაცვაზე კეთდება. "

  • "შეხვედრები უნდა გამდიდრდეს საშუალო და წვრილი ბიზნესის წარმომადგენლებით"

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ პრემიერმა მედიასთან განცხადებები გააკეთა, მისი თქმით მსგავს შეხვედრებზე ძირითადად  ცნობადი სახეები ფიგურირებენ და მნიშვნელოვანია ,რომ ეს შეიცვალოს და  შეხვედრა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთანაც მოხდეს.

    პრემიერის განცხადებით, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია და ის მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ განსაკუთრებული აქცენტი უნდა გააკეთოს სწორედ ამ ბიზნესის განვითარებაზე.

    "მე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო მსხვილ ბიზნესთან. ის უმნიშვნელოვანესია ქვეყნისთვის, მაგრამ მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე ძირითადად ცნობადი სახეები ფიგურირებენ, მე მათი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თუმცა ეს უნდა შეიცვალოს და შეხვედრები უნდა გამდიდრდეს საშუალო და წვრილი ბიზნესის წარმომადგენლებით. მცირე ბიზნესი სწორედ ის ძალაა, რომელიც ყველაზე მეტი დინამიკის და დასაქმების ყველაზე მეტი მაჩვენებლით ხასიათდება და ეს ნამდვილად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სექტორია ჩვენი ეკონომიკისთვის", - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

    გიორგი კვირიკაშილმა აღნიშნა ,რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს დღეს არსებულ   პრობლემატიკას.

    "დღეს აქ მოვედით, რათა ღიად, აბსოლუტურად გულწრფელად ვისაუბროთ იმ საკითხებზე და პრობლემებზე, რომელთა გადაჭრასაც შეუძლია მნიშვნელოვანი ცვლილება მოიტანოს მცირე და საშუალო სექტორისთვის", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

  • მოდით, ცოტა დავწიოთ ცხვირი, ავწიოთ თავი და წავიდეთ წინ-უსუფაშვილის მიმართვა რესპუბლიკელებს

    მოდით, ცოტა დავწიოთ ცხვირი, ავწიოთ თავი და წავიდეთ წინ, მაშინ გაცილებით მეტი ხალხი გამოგვყვება ჩვენ, - ამ სიტყვებით დავით უსუფაშვილმა დღევანდელ ყრილობაზე "რესპუბლიკური პარტიის" წევრებს მიმართა.
    "ცხვირის და თავის აწევა, ეს პრაქტიკულად ერთი და იგივე მოქმედებაა. ამ ამბავს ერთი და იგივე კუნთები უზრუნველყოფს. მაგრამ განსხვავება ძალიან დიდია – ცხვირის აწევის დროს ეს რეცეპტორები ტვინის ერთი უჯრედებიდან მოდის, ხოლო თავის აწევის დროს ეს სიგნალი ტვინის სხვა უჯრედებიდან მოდის. მოდით, ცოტა დავწიოთ ცხვირი, ავწიოთ თავი და წავიდეთ წინ. მაშინ გაცილებით მეტი ხალხი გამოგვყვება ჩვენ", - ამ სიტყვებით დაასრულა დავით უსუფაშვილმა რესპუბლიკური პარტიის" დელეგატებისადმი მიმართვა.

  • უსუფაშვილი რესპუბლიკურ პარტიაზე

    თუ ოდესმე არჩევნებში "რესპუბლიკური პარტია" 40%-ს მიიღებს , ან რესპუბლიკელებთანაა საქმე ცუდად, ან ქვეყანაში, ან ორივეში ერთად, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა საგამოფენო ცეტრ "ექსპო ჯორჯიაში" განაცხადა, სადაც რესპუბლიკური პარტია საერთაშორისო კონფერენციას "დემოკრატიული მოდერნიზაციისთვის" მართავს. 
    კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ უსუფაშვილმა თავისი განცხადების მნიშვნელობა უკვე ჟურნალისტებთან განმარტა. 
    "რაც შეეხება ჩემს განცხადებას იმის თაობაზე, რომ თუ ოდესმე არჩევნებში "რესპუბლიკური პარტია" 40%-ს მიიღებს, ან რესპუბლიკელებთანაა საქმე ცუდად, ან ქვეყანაში, ან ორივეში ერთად. მე ვგულისხმობ იმას, რომ ეს ფორმულა თანაბრად ეხება ყველა პარტიას. თუ გვინდა მრავალფეროვნება, თავისუფლება, უნდა შევეგუოთ იმას, რომ საზოგადოებაში არც ერთ პარტიას არ შეიძლება ჰქონდეს ე.წ. საკონტროლო პაკეტი 50 + 1. ამ ამოცანას პარტია არ უნდა ისახავდეს. პარტიისთვის ეს არ უნდა იყოს აუცილებელი მოთხოვნილება. მაშინ ჩვენ ვამბობთ იმას, რომ ჩვენ გვინდა საქართველოს ნახევარზე მეტი ჩვენნაირი იყოს. რატომ უნდა იყოს ჩვენნაირი, როდესაც ვიცი, რომ არ არის ჩემნაირი. მე თუ ამას მოვითხოვ, მერე სხვაც ხომ ჩემგან ამას მოითხოვს. სხვა შეეცდება იმას, რომ მე მაინცდამაინც მისიანი გავხდე", - განაცხადა უსუფაშვiლმა. 
    როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მრავალპარტიულობა და მრავალფეროვნება არის აუცილებელი წინაპირობა თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის. 
    "პარტიებმა უნდა გავაძლიეროთ, გავზარდოთ ჩვენი მხარდამჭერები, მაგრამ არ უნდა დავისახოთ ამოცანად, რომ ახალ კომუნისტურ პარტიად მოვევლინოთ ამ ქვეყანას. ეს ეხება რესპუბლიკელებსაც და ყველა სხვა პარტიასაც. დღეს რესპუბლიკელები ვსაუბრობდით ჩვენ შიდა წრეში, ამიტომ რესპუბლიკელებთან ვიხმარე ეს გამოთქმა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

  • ჯანდაცვის გამოწვევები 21-ე საუკუნეში-გლობალური კონფერენცია გაიხსნა

    "ჯანდაცვის გამოწვევები 21-ე საუკუნეში - საქართველო და მსოფლიო" - გლობალური კონფერენცია "ექსპო ჯორჯიაში" გაიხსნა. კონფერენციაზე სიტყვით პრემიერი და  ჯანდაცვის  მინისტრი გამოვიდნენ. მათ საქართველოს ჯანდაცვის სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს, ასევე - მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე. ყურადღება გამახვილდა C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამაზე.   სიტყვით გამოვა გლობალური ალიანსის პრეზიდენტი ჟან-ელი მალკინი. მომხსენებელი გლობალური ალიანსის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ორგანიზაციის - „ექიმები საზღვრებს გარეშე“ დამფუძნებელი ბერნარ კუშნერი იქნება.ის მოხსენებაში საქართველოს ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებსა და მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრებს.  გლობალური ალიანსი ჯანდაცვის საერთაშორისო ექპერტების ჯგუფია, რომელიც უმაღლესი კლასის პროფესიონალებითა და ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კადრებით არის დაკომპლექტებული. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური