ლადო აფხაზავა მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის 10 ფინალისტთა შორისაა

გამოქვეყნებულია განათლება
ხუთშაბათი, 21 თებერვალი 2019 13:59

მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის ათეულში ქართველი პედაგოგი ლადო აფხაზავა მოხვდა. 2019-ის ფინალისტები ჰოლივუდელმა მსახიობმა, ჰიუ ჯეკმანმა გამოაცხადა.

ვებგვერდზე განთავსებულია სოფელ ჩიბათის სკოლის მასწავლებლის, ვლადიმერ აფხაზავს ბიოგრაფია და მოკლე ვიდეორგოლი, სადაც ის საკუთარი მიზნების შესახებ ჰყვება.

შეგახსენებთ, რომ გამარჯვებული პრიზის სახით 1 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს. საერთო ჯამში 10 ათასამდე განაცხადი 179 ქვეყნიდან შევიდა.

წაკითხულია 54 ჯერ

Related items

  • არაოლიმპიურ სახეობებში 2018 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოება

    15 იანვარს, არაოლიმპიურ სახეობებში 2018 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოება გაიმართება. ცერემონია ტრადიციულად რადიო JAKO FM-ის იუბილეზე შედგება. საღამო სასტუმროში „ბილტმორ თბილისი“ 20:00 საათზე დაიწყება.

    არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესო ფედერაციები სპორტულმა ჟურნალისტებმა გამოავლინეს, საუკეთესო სპორტსმენები კი შესაბამისმა ფედერაციებმა. გამარჯვებულები შესაბამისი ხარისხის მედლებით, სერთიფიკატებით და საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.

    ღონისძიებას დაესწრებიან: საქართველოს პრემიერ-მინისტრი, თბილისის მერი და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, სპორტული ფედერაციები, სპორტისა და კულტურის მოღვაწეები.

    JAKO FM-ის შესახებ:

    JAKO FM საქართველოში პირველი და ერთადერთი რადიოა, რომელიც 13 წელია ერთგულად ემსახურება სპორტის სფეროს პოპულარიზაციის ღირსეულ მისიას. მაუწყებლობს 2006 წლის 15 იანვრიდან, FM 96.3 სიხშირეზე.

    რადიო არის მულტიმედია ჯგუფ 4U-ს წევრი, რომელიც აერთიანებს რადიოებს JAKO FM, LIFE FM, შოკოლადი და პორტალს 4U.ge.

  • ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს 4 ქართული ფილმი იბრძოლებს

    ამერიკის კინოაკადემიამ ტრადიციულად თხოვნით მიმართა ეროვნულ კინოცენტრს შეერჩია 2017 წლის კანდიდატი ფილმი საქართველოდან ოსკარის ნომინაციისთვის - საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი.

    2 აგვისტოს ეროვნულმა კინოცენტრმა განაცხადების მიღება დაიწყო, რომელიც 11 აგვისტოს დასრულდა. ამერიკის კინოაკადემიის მოთხოვნების გათვალისწინებით, სულ შემოვიდა 4 განაცხადი. შესაბამისად, ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს შემდეგი 4 ქართული ფილმი იბრძოლებს:

    „ჩემი ბედნიერი ოჯახი" (რეჟისორები: ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი)

    „მძევლები" (რეჟისორი: რეზო გიგინეიშვილი)
    „საშიში დედა" (რეჟისორი: ანა ურუშაძე)
    „ლუკა" (რეჟისორი: გიორგი ბარაბაძე)
    რამდენიმე დღეში ეროვნული კინოცენტრი სპეციალური კომისიის წევრებს დაასახელებს, რომელთაც ფარული კენჭისყრის საფუძველზე საქართველოდან გამარჯვებული ფილმი უნდა გამოავლინონ. შერჩეული 4 ქართული ფილმის ჩვენება კომისიის წევრებისთვის 29-30 აგვისტოს მოეწყობა.

    ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების 90-ე საიუბილეო ცერემონიალი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან კინოღონისძიებად ითვლება, 2018 წლის 4 მარტს ლოს ანჯელესში, დოლბის თეატრში გაიმართება.

  • თურქეთში პატიმრობაში მყოფი მეუღლის მოსანახულებლად ხუთ შვილთან ერთად წასული დედაც დააკავეს

    თურქეთში პატიმრობაში მყოფი მეუღლის მოსანახულებლად ხუთ შვილთან ერთად წასული დედაც დააკავეს. ბავშვებიდან ერთ-ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა.

    ქვეყანის ხელისუფლების მიერ 15 ივლისის შემდეგ მოძრაობა ″ჰიზმეთის″ წინააღმდეგ განხორციელებულმა სპეცოპერაციებმა არაადამიანურ დონეს მიაღწია. მოხალისე მასწავლებელი აბდულა გოქჩექი მოძრაობა ″ჰიზმეთის″ წინააღმდეგ განხორციელებული სპეცოპერაციის ფარგლებში დააკავეს. ანკარის სინჯანის ციხეში მყოფი მეუღლის მოსანახულებლად ხუთ შვილთან ერთად წასული ნაგიჰან გოქჩექიც დააკავეს. დედის დაკავების შემდეგ ხუთი ძმა ციხის შესასვლელთან მარტო დარჩა. ძმებთაგან ყველაზე უფროსმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ძმის ჩათვლით ყველას ვიდეო გადაუღო. სადაც ის ამბობს, რომ ″ხუთი ძმა ვართ, ციხის შესასვლელთან დავრჩით, ინვალიდი ძმა მყავს, ღმერთისთვის მიმინდიხართ″.

    თურქეთის სახალხო რესპუბლიკური პარტიის (CHP) სტამბულის დეპუტატმა მაჰმუთ თანალმა სოციალური ქსელის საშუალებით ბავშვების ვიდეო გაიზიარა.

    ″სინჯანის ციხეში მამის მოსანახულებლად წასული ოჯახი; დედის დაკავების შემდეგ ციხის წინ მარტო დარჩენილი ხუთი ბავშვის დრამა. ჩემთან გამოგზავნილ მესიჯს უცვლელად გთავაზობთ″,-განაცხადა თანალმა და ვიდეო გაიზიარა.

    დეპუტატმა, მაჰმუთ თანალმა საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

    ″ამ ბავშვების ასეთი გზით მარტო დატოვება არც ბავშვთა დაცვის საერთაშორისო კონვენციას და არც სამართლებრივ ნორმებს არ შეესაბამება. ჩვენ ამ საკითხს აუცილებლად დავაკვირდებით. კანონმა რა თქმა უნდა, უნდა იმუშაოს. მაგრამ ხუთი ბავშვი რომ არ დაზარალდეს ამისათვის საჭირო ზომები რაც შეიძლება სწრაფად უნდა იქნას მიღებული.

    ვინც დამნაშავეა რა თქმა უნდა, უნდა დაისაჯოს. კანონის საფუძველზე მოქმედება, ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მაგრამ ციხეში მეუღლის მოსანახულებლად წასული დედის დაკავება და ამ მიზეზით ბავშვების მარტო დარჩენა, რომელთა შორის ერთი ინვალიდია, არც სინდისის, არც მორალის და არც კანონის ჩარჩოებში არ ჯდება. ეს ვიდეო მართლაც ადამიანური ტრაგედიაა. ამ საკითხზე დაკვირვებას გავაგრძელებთ″, - ნათქვამია განცხადებაში.

    თურქეთში 15 ივლისის წარუმატებელი გადატრიალების მცდელობის შემდეგ 42 ათასზე მეტი ადანიანი დააპატიმრეს და 120 ათასი ადამიანიც სამსახურიდან გაათავისუფლეს, მათ შორის უმრავლესობა მასწავლებელი, ბიზნესმენი, მეცნიერი და დიასახლისია. 

    წყარო: http://aktifhaber.com/yasam/boyle-zalimlik-gorulmedi-5-kardesin-annesini-tutukladilar-h89207.html

    ვიდეოს ბმული: https://www.youtube.com/watch?v=20AXckG-IXU

  • ალბანეთში TIKA-ს მიერ გახსნილი სკოლის მასწავლებელი ISIS-ის პროპაგანდის გამო დააპატიმრეს

    თურქეთში დაფუძნებული თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) მიერ ალბანეთში გახსნილი სკოლის მასწავლებელი ISIS-ის პროპაგანდის გამო დააპატიმრეს. ეს შემთხვევა, ევროპის და მსოფლიოს მედიამ ვრცლად გააშუქა.

    ″ISIS-ი და ალ-ქაიდა ცუდი ორგანიზაციები არ არიან, ისინი სირიაში, ერაყში და ეგვიპტეში მუსულმანებს იცავენ″- ამბობს ემინე ალუში. მომხდარი ინციდენტის შემდეგ მასწავლებელი დააპატირმეს, მას 10  წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

    გაზეთებმა, რელიგიური განათლების მიმცემი აღნიშნული სკოლის მასწავლებლის ემინე ალუშის მიერ ტერორისტული ორგანიზაციების ISIS-ის და ალ-ქაიდას განდიდებით ხსენება სკანდალად შეაფასეს.

    ინფორმაცია, ამერიკის, ევროპის და ჩინეთის ისეთ წამყვან მედია საშუალებებში გაშუქდა, როგორიცაა საინფორმაციო სააგენტო ANSA, Associated Press, Washington Post, Fox News, China.org და ესპანური El Paso.

    მასწავლებლის და სკოლის შესახებ ალბანეთის განათლებისა და სპორტის სამინისტრომ მკაცრი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ასეთი რამ მიუღებელია და საჭიროებისამებრ სისხლის სამართლის პროცესი წარიმართება.

    ბოლო წლებში, ევროპის და განსაკუთრებით იტალიური მედია ალბანეთში, განსაკუთრებით სოფლად ISIS-ის საფრთხის გავრცელებაზე ამახვილებდა ყურადღებას.

    წყარო: 1)  http://turkeypurge.com/turkish-govt-funded-imam-hatip-teacher-recorded-praising-isil-in-classroom

    2) http://dunyanews.tv/en/World/371234-Albanian-teacher-hel

    3)   https://www.washingtonpost.com/world/europe/albanian-teacher-arrested-for-pro-is-propaganda/2017/01/19/add69bf2-de3a-11e6-8902-610fe486791c_story.html?postshare=4911484944072905&tid=ss_tw&utm_term=.0a1a361df207

  • არაოლიმპიურ სახეობებში 2016 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოება

    15 იანვარს, არაოლიმპიურ სახეობებში 2016 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოება გაიმართება.

    საღამო სასტუმროში „ბილტმორ თბილისი“ 19:30 საათზე დაიწყება.

    არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესო ფედერაციები სპორტულმა ჟურნალისტებმა გამოავლინეს, საუკეთესო სპორტსმენები კი შესაბამისმა ფედერაციებმა.

    გამარჯვებულები შესაბამისი ხარისხის მედლებით, თასებით, სერთიფიკატებით და საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.

    ღონისძიებას დაესწრებიან: თბილისის მერი დავით ნარმანია, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ტურიზმის ადმინიტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი და სხვა ოფიციალური პირები.

    ცერემონია ტრადიციულად რადიო JAKO FM-ის იუბილეზე შედგება.

     

პოპულარული

« მარტი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური