PSP ჯგუფმა 2018 წლის შედეგები შეაჯამა

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ოთხშაბათი, 23 იანვარი 2019 10:54

2018 წელი PSP ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის წარმატებული იყო. ჯგუფში შემავალმა ყველა კომპანიამ ზრდას განაგრძო. განსაკუთრებული ზრდა ექსპორტის მიმართულებით აღინიშნა.  მხოლოდ გასულ წელს PSP ჯგუფმა სახელმწიფო ბიუჯეტში 41 500 000 ლარი გადაიხადა. ძირითადად, ეს გადასახადები  საშემოსავლო გადასახადის სახით დაფიქსირდა. აღნიშნული თანხა ქვეყნის ბიუჯეტის  ჯამური საგადასახადო შემოსავლების 0.4%-ია.

PSP ფარმაში 2018 წლის ბოლოს მმართველობითი ცვლილებები განხორციელდა. 2019 წლის დასაწყისიდან კომპანიის გენერალურ დირექტორად ვაჟა ოქრიაშვილი, ხოლო კომერციულ დირექტორად დავით მდივანი დაინიშნა. PSP ჯგუფის პრეზიდენტის პოსტი კი გოჩა გოგილაშვილმა დაიკავა.  

PSP ჯგუფი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია. დღეის მდგომარეობით ჯგუფში 5000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

წაკითხულია 249 ჯერ

Related items

  • მედიკამენტებით უზრუნველყოფის გაუმჯობესების პროგრამის ფარგლებში PSP თურქეთის წამყვანი ფარმაცევტული კომპანიის „აბდი იბრაჰიმის“ ხელმძღვანელობას შეხვდა

    PSP-სა და თურქეთის წამყვანი ფარმაცევტული კომპანიის ხელმძღვანელების შეხვედრა 11 დეკემბერს შედგა. „აბდი იბრაჰიმის“ წარმომადგენლობის ხელმძღვანელ უზგურ კარაჩასა და საერთაშორისო ბაზრებზე გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორ უფუკ აპაიდინთან შეხვედრის ძირითადი თემა ფასების ოპტიმიზაცია იყო. წამლებით უზრუნველყოფის გაუმჯობესება PSP-ს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. 25 წელია PSP საქართველოს მოსახლეობისთვის მედიკამენტების ხარისხის გარანტია. ფიზიკურ და ტერიტორიულ ხელმსაწვდომობასთან ერთად, ფინასური ხელმისაწვდომობის გაუმჯებესებისთვის კომპანია ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს მოლაპარაკებებს უცხოელ მწარმოებლებთან და მომწოდებლებთან.

    „PSP-ს მთავარი პრიორიტეტი მომხმარებელია. უკვე 25 წელია მუდმივად ვცდილობთ უფრო ფართო ასორტიმენტი მეტად ხელსმისაწვდომი გავხადოთ ჩვენი მომხმარებლისთვის, რისთვისაც ყოველდღიურ რეჟიმში ვახორციელებთ მოლაპარაკებებს მწარმოებლებთან ფასების დარეგულირების მიზნით. ამ ძალისხმევის შედეგად, ქვეყანაში წამლის დეფიციტები არ არის, ამასთან ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მოსახლეობას მუდმივად ვთავაზობთ განსაკუთრებულ შეთავაზებებს, ფასდაკლებებს და აქციებს. ეს შეხვედრა საფუძველს გვაძლევს მოსახლეობას უწყვეტ რეჟიმში ხელმისაწვდომ ფასად მივაწოდოთ მისთვის საჭირო მედიკამენტები“ - აცხადებენ PSP-ში.

  • "სოფლის მეურნეობა უნდა გახდეს ეფექტურად მზარდი დარგი როგორც ექსპორტის, ასევე შიდა მოხმარების დაკმაყოფილებისა და იმპორტის შემცირების კუთხით"

    სოფლის მეურნეობა უნდა გახდეს ეფექტურად მზარდი დარგი როგორც ექსპორტის ნაწილში, ასევე შიდა მოხმარების დაკმაყოფილებისა და პირველ რიგში იმპორტის შემცირების ნაწილში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრისას განაცხადა.

    პრემიერმა ხაზი გაუსვა აგროსასურსათო ბალანსის გაუმჯობესების აუცილებლობას და აღნიშნა, რომ მთავარი მიზანია, ქვეყანაში წარმოებულმა სოფლის მეურნეობის პროდუქციამ მაქსიმალურად ჩაანაცვლოს იმპორტი, დააკმაყოფილოს შიდა მოთხოვნა და გავიდეს ექსპორტზე.

    გიორგი გახარიას თქმით, უმნიშვნელოვანესია მეტი აქცენტი გაკეთდეს ქართული ღვინის ინდუსტრიის ხარისხის სტანდარტებზე.
    პრემიერმა აღნიშნა, რომ საჭიროა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე კონცენტრირებულად მუშაობა და ისეთი თემები, როგორიცაა მიწის სისტემური რეგისტრაცია, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო იუსტიციის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს, მაქსიმალურად მოკლე ვადაში დასრულდეს. გარდა ამისა, უნდა მოხდეს სამეწარმეო სიმძლავრეების გამსხვილება და ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას მეცხოველეობის ხელშეწყობისკენ. მთავრობის მეთაურმა უწყებას დაავალა, უმოკლეს დროში წარუდგინოს მეცხოველეობის დარგის განვითარების სტრატეგია და კონკრეტული სამოქმედო გეგმა.

    შეხვედრისას ასევე აქცენტი გაკეთდა მელიორაციაზე და ამ კუთხით 2020 წლის გეგმებზე.

    გიორგი გახარიამ, სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმების მაღალ კონცენტრაციასთან ერთად, ყურადღება ეფექტურობის კუთხით არსებულ გამოწვევებზეც გაამახვილა.

    „ყველას კარგად გვესმის, რომ იმ ცვლილებებსა და ინვესტიციებს, რაც ბოლო წლების განმავლობაში სოფლად განხორციელდა, თავისი ხელშესახები შედეგები უკვე უნდა ჰქონდეს - აქვს, თუმცა ერთმნიშვნელოვნად უნდა ვიფიქროთ როგორც ბაზრების, ასევე პროდუქტიულ დივერსიფიცირებაზე. სოფლის მეურნეობა უნდა გახდეს ეფექტურად მზარდი დარგი როგორც ექსპორტის, ასევე შიდა მოხმარების დაკმაყოფილებისა და პირველ რიგში იმპორტის შემცირების ნაწილში. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი კომპონენტი. მესმის, რამდენად რთულია ამ ორი საკმაოდ რთული სფეროს ერთმანეთთან ინტეგრირება და ამას დრო სჭირდება, თუმცა ვიცი, რომ აქაც გარკვეული წარმატებები გვაქვს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

    მთავრობის მეთაურმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილისგან და სამინისტროს თანამშრომლებისგან მოისმინა ინფორმაცია სამინისტროს 2019 წლის შედეგებისა და 2020 წლისთვის დაგეგმილი პროექტების შესახებ. შეხვედრას მინისტრის მოადგილეები და უწყების დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები დაესწრნენ.

    პრემიერ-მინისტრი მსგავსი ფორმატის სამუშაო შეხვედრებს სამთავრობო უწყებებში რეგულარულად გააგრძელებს.

  • მედიკამენტებით უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით PSP-ში გერმანულ წამყვან მწარმოებელ კომპანია „ბერლინ-ხემის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა შედგა

    PSP-ში გერმანულ წამყვან მწარმოებელ კომპანია „ბერლინ-ხემის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა შედგა. მედიკამენტებით უზრუნველყოფის გაუმჯობესება PSP-ს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. 25 წელია PSP საქართველოს მოსახლეობის გარანტირებული ხარისხის მედიკამენტებით უზრუნველყოფას ახორციელებს. ფიზიკურ და ტერიტორიულ ხელმსაწვდომობასთან ერთად, ფინასური ხელმისაწვდომობის გაუმჯებესებისთვის კომპანია ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს მოლაპარაკებებს უცხოელ მწარმოებლებთან და მომწოდებლებთან. ამ პროექტის ფარგლებში PSP-ს გერმანული წამყვანი მწარმოებელ კომპანიის „ბერლინ-ხემის“ წარმოადგენლები ბატონი პიოტრ პერზი და ბატონი გოჩა ყაველაშვილი ეწვიენ. შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი იყო ყველაზე ხელმისაწვდომი ფასებით მედიკამენტების უწყვეტი მოწოდება.

    „PSP-ს მთავარი პრიორიტეტი მომხმარებელია, რომელისთვისაც 25 წელია  მუდმივად ვხვეწთ მომსახურებას, ყოველდღიურ რეჟიმში ვახორციელებთ მოლაპარაკებებს მწარმოებლებთან ფასების დარეგულირების მიზნით. ამ ძალისხმევის შედეგად, ქვეყანაში მედიკამენტების დეფიციტები არ არის, ამასთან ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მოსახლეობას მუდმივად ვთავაზობთ განსაკუთრებულ შეთავაზებებს, ფასდაკლებებს და აქციებს. ეს შეხვედრა საფუძველს გვაძლევს მოსახლეობას უწყვეტ რეჟიმში ხელმისაწვდომ ფასად მივაწოდოთ მისთვის საჭირო მედიკამენტები“ - აცხადებენ PSP-ში.

  • PSP მადლიერების დღეს 50%-იანი ფასდაკლებით ხვდება კოსმეტიკურ პროდუქტებზე

    PSP „მომხმარებლისადმი მადლიერების დღეს“ კოსმეტიკური ბრენდების პროდუქციის 50%-იანი ფასდაკლებით აღნიშნავს. დღეს, 28 ნოემბერს, მადლიერების დღის აღსანიშნავად ნახევარ ფასად, 50%-იანი ფასდაკლებით მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს მსოფლიოში ცნობილი კოსმეტიკური ბრენდების: კოდალი, ესტედერმი, ბიოდერმა, ვიში, ლიერაკი, ლა როშ პოზე, ტიპო კრემი, მიზონი, ნუქსი, სებამედი, ზიაია, ასევე ნებისმიერი მისთვის სასურველი კოსმეტიკური საშუალება PSP-ს ასორტიმენტიდან მთელი საქართველოს მასშტაბით.

    „PSP-ს მთავარი პრიორიტეტი 25 წელია მომხმარებელი, მისი ინტერესებზე ორიენტირებული საქმიანობა და სარგებლიანი პირობების შექმნაა. დღეს საფუძველი ჩაეყარა PSP-ს ახალ კამპანიას „მომხმარებლისადმი მადლიერების დღის“ აღნიშვნას, რომელიც გარკვეული პერიოდულობით მომხმარებლისთვის განსაკუთრებულ და საინტერესო შეთავაზებების მიწოდებას გულისხმობს. „მომხმარებლისადმი მადლიერების დღის“ აღნიშვნა PSP-ში ტრადიციად იქცევა“- აცხადებენ კომპანიაში.    

  • ქართული ფარმაცევტული კომპანია საერთაშორისო გამოფენაზე

    ფარმაცევტულმა კომპანია GM Pharma-მ საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენზე გერმანიაში საქართველო როგორც ფარმაცევტული პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა წარადგინა.

    2019 წლის 5-7 ნოემბერს გერმანიაში, ქალაქ ფრანკფურტში გაიმართა უდიდესი საერთაშორისო ფარმაცევტული გამოფენა CPHI, რომელიც ყოველწლიურად ტარდება სხვადასხვა ქვეყანაში.

    CPHI მოვლენაა, რომელზეც თავს იყრიან ფარმაცევტული სფეროს გავლენიანი წარმომადგენლები. წლევანდელ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 2 500 კომპანია და 45 000 ვიზიტორი სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის GM Pharma, როგორც ერთადერთი ფარმაცევტული პროდუქციის მწარმოებელი კომპანია საქართველოდან ამ გამოფენაზე. 

    GM Pharma საერთაშორისო მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც აწარმოებს მედიკამენტებს  GMP სერტიფიცირებულ საწარმოებში საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში - ესპანეთი, გერმანია, შვეიცარია.

    GM Pharma-ს საწარმო თბილისში წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის, ულტრათანამედროვე ფარმაცევტულ ქარხანას, სადაც მზადდება მედიკამენტები ევროპული და ამერიკული სტანდარტების დაცვით.

    GM Pharma უკვე წლებია თანამშრომლობს ისეთ წამყვან ევროპულ და ამერიკულ კომპანიებთან, როგორიც არის Lallemand Pharma (შვეიცარია), Welt Pharma (გერმანია), Laboratorios Basi (პორტუგალია), Hoffman La Roche (შვეიცარია), US Laboratories (აშშ) და სხვა.

    GM Pharma ეს არის,  ყოველწლიურად ნამკურნალევი  10 მილიონზე მეტი პაციენტი მსოფლიოს 10 - ზე მეტ ქვეყანაში.

     

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური