საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 17 იანვარი 2019 15:19

თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, თბილისში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.
 
მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშები საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე დაეშვება.

წაკითხულია 272 ჯერ

Related items

  • 30 წელი ბაქოს ტრაგედიიდან საქართველოშიც გაიხსენეს

    20 იანვარს 30 წელი შესრულდა ბაქოს ტრაგედიიდან, რომელიც "შავი იანვრის" სახელით არის ცნობილი. 

    30 წლის წინანდელი ბაქოში განვითარებული მოვლენები დღეს მარნეულშიც გაიხსენეს. ღონისძიება, რომელსაც საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენლები და სხვადასხვა ორგანიზაციის წამომადგენლები ესწრებოდნენ, საქართველოს აზერბაიჯანელთა ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

    ღონისძიებაზე 20 იანვარის ტრაგედიის ამსახველი ვიდეოკოლაჟი უჩვენეს, მოგვიანებით კი ყვავილებით შეამკეს ბაქოს 20 იანვრისა და თბილისის 9 აპრილის მოვლენების მონაწილეს, ვაფადარ ემინოვის საფლავი, რომელიც მარნეულის რაიონში გარდაიცვალა. 

    30 წლის წინანდელი ტრაგედია დღეს ბაქოში გაიხსენეს.

    1990 წლის 20 იანვარს ბაქოში საბჭოთა არმიიამ მშვიდობიანი აზერბაიჯანელი მომიტინგეები დაარბია , რის შედეგადაც 131 ადამიანი დაიღუპა, 744 დაიჭრა და დაშავდა, 4 უგზო-უკვლოდ დაიკარგა და 400-ზე მეტი დააპატიმრეს. აზერბაიჯანში "შავ იანვარს" აზერბაიჯანის რესპუბლიკის დაბადების თარიღად მიიჩნევენ.

     

    წყარო: https://report.ge/society/30-tseli-bakos-tragediidan-sakartveloshits-gaikhsenes/?fbclid=IwAR2PsuXnMBXP6g1DV_hL3s305AHvMdBT081KfqR9VOFXvukCGsvqgNY-H5g

     

  • 20 იანვარს 30 წელი შესრულდა ბაქოს ტრაგედიიდან, რომელიც "შავი იანვრის" სახელით არის ცნობილი

    თბილისში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში დღეს გაიმართა ფოტო-გამოფენა, რომელიც ბაქოში  „შავი იანვრის“ მსხვერპლთა ხსენების დღეს მიეძღვნა. საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დურსუნ ჰასანოვის თქმით, აზერბაიჯანში საბჭოთა ჯარის ოპერაციიდან 30 წელი გავიდა. აზერბაიჯანი არასოდეს დაივიწყებს ამ თარიღს და ყოველთვის პატივს მიაგებს ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას“, - აღნიშნა დ. ჰასანოვმა.

    20 იანვარს 30 წელი შესრულდა ბაქოს ტრაგედიიდან, რომელიც "შავი იანვრის" სახელით არის ცნობილი. 

    ღონისძიება, რომელსაც საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვადასხვა ორგანიზაციის წამომადგენლები ესწრებოდნენ, საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს და საქართველოს აზერბაიჯანელთა ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

    შეგახსენებთ, რომ 1990 წლის 20 იანვარს, საბჭოთა არმიამ აზერბაიჯანის ოპოზიციის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ოპერაციას 170-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 1990 წლის იანვრის დასაწყისიდან, აზერბაიჯანელებმა მიტინგები გამართეს და მარტში უზენაესი საბჭოს არჩევნების ჩატარებას გეგმავდნენ.

    20 იანვრის ღამეს, როდესაც ბაქოში სიმშვიდე იყო, ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რეგიონიდან აზერბაიჯანში რეგულარული არმიის ნაწილები და სპეცდანიშნულების რაზმები გადაისროლეს. არმიის ნაწილების გადაადგილებას ახლდა ქალაქის მოსახლეობისა და ავტომობილების მიმართულებით სროლა. საბჭოთა არმიის ჯარისკაცები ბაქოს მცხოვრებლებს ქუჩებში ესროდნენ, დაწვეს და გაანადგურეს 200-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი და ბინა, ასევე 100-მდე ავტომობილი.

    1990 წლის 22 იანვარს, აზერბაიჯანში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. ბაქოში გამართულ ცერემონიაზე ორ მილიონამდე ადამიანი შეიკრიბა. პარალელურად, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოფილი წევრი, ჰეიდარ ალიევი, რომელიც მიხაილ გორბაჩოვის ხელისუფლების მიმართ კეთილგანწყობილი არ იყო, მოსკოვში, აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს მუდმივ წარმომადგენლობაში ოჯახთან ერთად მივიდა, სადაც მოსკოვში მცხოვრები ათასობით აზერბაიჯანელი იყო შეკრებილი. აქ ალიევმა თავისი ცნობილი სიტყვა წარმოთქვა და აზერბაიჯანში საბჭოთა ჯარების შესვლას არაჰუმანური, ანტიდემოკრატიული და ანტიკონსტიტუციური უწოდა. ჰეიდარ ალიევმა მიხაილ გორბაჩოვი კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანელი ერის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინეს. რამდენიმე თვეში ჰეიდარ ალიევი აზერბაიჯანში დაბრუნდა და დეპუტატად აირჩიეს. 1993 წლის ოქტომბერში, ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტი გახდა.

    ავთანდილ ოთინაშვილი

  • თავდაცვის მინისტრმა აფხაზეთში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო
    14 აგვისტოს აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 27 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო. ლევან იზორიამ გმირთა მოედანზე მდებარე საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. თავდაცვის მინისტრმა ყურადღება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ აფხაზეთის კონფლიქტი რუსეთის აგრესიით გამოწვეული ტრაგედიაა.
     
    გმირთა მემორიალთან საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია და სხვა სამხედრო პირები, ასევე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები და დაღუპულების ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.
     
    სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის14 აგვისტოს დაიწყო. ომი 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.
  • ნოდარ თათვიძე მწუხარებას გამოთქვამს თბილისში დატრიალებული დრაგედიის გამო

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი ნოდარ თათვიძე მწუხარებას გამოთქვამს გუშინ თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო. "სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ნათესავებს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს! საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ ახალგაზრდები გვერდით დგომისთვის!'' - აცხადებს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი ნოდარ თათვიძე.

  • საქართველო „კარიტას ევროპას“ რეგიონალურ კონფერენციას მასპინძლობს

    7 მაისს, თბილისში - „კარიტას ევროპას“ (Caritas Europa) რეგიონული კონფერენცია გაიხსნა, რომელსაც ევროპის 40 ქვეყნის კარიტასის ორგანიზაციების, საქართველოს მთავრობის, საქართველოში აკრედიტებული საელჩოების და მედიის წარმომადგენლები დაესწრენ.

    კონფერენციის სლოგანია: „ახალგაზრდობა. სოლიდარობა. ევროპა".

    კონფერენიციის მონაწილეები - ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მოხალისეებისგან და  ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან შემდგარი 150 კაციანი დელეგაცია -  ახალგაზრდების პრობლემებს განიხილავენ. აგრეთვე შეიმუშავებენ გასაჭირში მყოფი ადამიანების დასახმარებლად მოხალისეობის განვითარების გზებს.  

    7 მაისი - 11:30-ზე გაიმართება პრესკონფერენცია, თემაზე „საქველმოქმედო საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობა“. 14:30 -ზე გახსნის ღონისძიებას დაესწრებიან: იტალიის რესპუბლიკის ელჩი, პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი, ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი, ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი  ელჩი, ასევე მთავრობის წარმოამდგენლები.

    8 მაისი -  16:00-ზე ევროპელი ახალგაზრდები და ქართველი მოხალისეები თბილისის ქუჩებში აქციას მოაწყობენ,  სლოგანით: „გააზიარე გამოცდილება“. აქციის მიზანი საქართველოში მოხალისეობის და საქველმოქმედო საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

    9 მაისი - მონაწილეები „საქართველოს კარიტასის“ მიმდინარე პროექტებსა და საქველმოქმედო საქმიანობას გაეცნობიან. აგრეთვე, შეაჯამებენ კონფერენციის შედეგებს.

    „კარიტას ევროპა“ 46 ევროპული ქვეყნის 49 კარიტასის ორგანიზაციების გაერთიანებაა. „კარიტას ევროპის“ წევრი ორგანიზაციები გასაჭირში მყოფ ხალხს ეხმარებიან, როგორც ევროპაში, ასევე მის ფარგლბს გარეთ.

    საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კარიტასი 1994 წელს დაარსდა. ორგანიზაცია 1998 წლიდან „კარიტას ევროპას” (Caritas Europa) წევრია.

     

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთი ახალ წელს ახალ გენერალურ დირექტორთან ერთად დაიწყებს

ლიბერთი ახალ წელს ახალ გენერალურ დირექტორთან ერთად დაიწყებს

ლიბერთი ბანკი ახალ წელს ახალ გენერალურ დირექტორთან...

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური