​სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 16 იანვარი 2019 13:09

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ერიკ ჰოეგს შეხვდა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო სადამკვირვებლო მისიის საქმიანობას და სამომავლო გეგმებს. პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია ბრიუსელში დაგეგმილ ვიზიტამდე ინფორმაციის მიღება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მხრიდან. საუბრისას აღინიშნა, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრებს რეგულარული სახე მიეცემა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ბატონი ლაშა ჟვანია, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ქალბატონი ქეთევან მახარაშვილი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საინფორმაციო ანალიტიკური ანგარიშების განყოფილების უფროსი ბატონი ანდრეა ხმიელინსკი ბიგაზი და ოპერაციათა განყოფილების უფროსის მოადგილე, ქალბატონი მაურა ო’ სალივანი.

წაკითხულია 192 ჯერ

Related items

  • "საქართველო განსაკუთრებულად აფასებს საფრანგეთთან პარტნიორულ ურთიერთობებს"

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბათუმში საფრანგეთის ეროვნულ სამხედრო-საპატრულო ხომალდს, "კომანდან ბირო" ეწვია, რომელიც ბათუმს თავდაცვის სფეროში ფრანგულ-ქართული თანამშრომლობის ფარგლებში ესტუმრა.

    საქართველოს პრეზიდენტმა ხომალდი დაათვალიერა და საზეიმო მიღებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა: ,,ბათუმში საფრანგეთის ხომალდის შემოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია და მიანიშნებს იმაზე, თუ რა დანიშნულებას იღებს შავი ზღვა ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვის. ბათუმში შემოდიან ასევე, ნატოს წევრი ქვეყნების ხომალდები, მათ შორის თურქული, იტალიური, ჰოლანდიური და ამერიკული. შავი ზღვის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია არა მარტო საქართველოსა და იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც შავი ზღვის სანაპიროზე არიან განლაგებულნი, არამედ აღსანიშნავია ისიც, რომ ეს გლობალური საკითხი ნატოში ერთ-ერთი პრიორიტეტია.

    საქართველოსა და საფრანგეთს მჭიდრო ურთიერთობები აქვთ. ამის ერთ-ერთი ნიშანი იყო ამ წლის დასაწყისში ჩემი ვიზიტი საფრანგეთში. ფრანგული გემის შემოსვლით ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება. საფრანგეთსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობა სრულყოფილია და იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო გაძლიერდება ყველა მიმართულებით.

    საფრანგეთი მუდმივად მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ჩვენ ვაფასებთ საფრანგეთთან პარტნიორულ ურთიერთობებს, განსაკუთრებით იმ დროს, როცა ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბევრი გამოწვევაა. დღეს მთელი სახელმწიფო ზრუნავს, ჩვენი ექიმის გათავისუფლებისა და სახლში დაბრუნებისათვის, და ეს უნდა აღვნიშნო აქ. უნდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენი ურთიერთობები საფრანგეთთან მხოლოდ პოლიტიკურ თუ სამხედრო სფეროებში თანამშრომლობით არ შემოიფარგლება.

    ჩვენ ასევე გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი კულტურული ურთიერთობები. კულტურული მიმართულებით საფრანგეთი ჩვენი მოსახლეობისათვის ერთ-ერთი მთავარი და ბუნებრივი პარტნიორია. აღარ ვახსენებ ღვინოს, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი გამაერთიანებელი ფაქტორია. ვისურვებ, რომ ჩვენი ურთიერთობები ასე გაგრძელდეს და გაძლიერდეს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

  • „ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ!“ - ამ სახელწოდების საერთაშორისო კონფერენციას საქართველო მასპინძლობს

    სტრატეგიული კომუნიკაციებისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის საკითხებზე თბილისი მასშტაბურ კონფერენციას მასპინძლობს. ფორუმი ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება.

    ღონისძიება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა გახსნეს.

    როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით საქართველოს მთავრობა, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით ეფექტიან ნაბიჯებს დგამს.

    „მთავრობის მხრიდან ბოლო პერიოდის განმავლობაში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და შეიქმნა სტრატეგიული კომუნიკაციების ეფექტიანი მექანიზმები , როგორც კონკრეტულ სამინისტროებში, ისე ცენტრალიზებულ დონეზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატში. ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან. როგორც ტრენინგების და კონფერენციების ფორმატში, ისე ზოგადად ამ მიმართულებით ინფორმაციის გაცვლის თვალსაზრისით," - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

    ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ყურადღება გაამახვილა დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე და აღნიშნა, რომ ის წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას ყველასთვის, მათ შორის ევროპისთვის.

    "დღევანდელი ღონისძიება ნამდვილად მახარებს, რადგან როდესაც საუბარი ეხება დეზინფორმაციასთან ბრძოლას, ამას ნამდვილად გაერთიანებული ძალისხმევით ვაკეთებთ.

    ძალიან მეამაყება და მახარებს იმის დანახვა, რომ ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციის გუნდია ჩამოსული თბილისში. ეს პირველი ღონისძიებაა, რომელსაც ბრიუსელიდან წარგზავნილი სტრატეგიული კომუნიკაციის გუნდი მასპინძლობს რეგიონებში. ამჯერად ღონისძიებას მთელი რეგიონიდან ესწრებიან ექსპერტები, დაინტერესებული წრეები და მხარეები. მათ კარგი შესაძლებლობა ექნებათ ინფორმაციის გასაცვლელად. ცხადზე ცხადია, რომ დეზინფორმაცია არის შავი ჭირი ყველასთვის, მათ შორის ევროპისთვის. ეს რეალური გამოწვევაა. და ყველაფერს ვაკეთებთ წარმატების მისაღწევად ჩვენს საზღვრებს შიგნით, თუმცა საქართველოსთან და სხვა ქვეყნებთანაც ვმუშაობთ ინფორმაციის გაცვლის რეჟიმში, რათა ერთად ყოფნით უფრო გავძლიერდეთ ამ დაავადებასთან საბრძოლველად", - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

    ღონისძიება სტრატეგიული კომუნიკაციების კვირეულის ნაწილია, რომელიც სტრატეგიული კომუნიკაციებისა და დეზინფორმაციის საკითხებზე საზოგადოების ინფორმირების, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან გამოცდილების გაზიარებასა და სახალხო დიპლომატიის ხელშეწყობაზე, ევროკავშირის მხარდაჭერით, 18-22 ნოემბერს იმართება.

    კონფერენციის მიზანია ევროკავშირსა და მის სამეზობლოში  დეზინფორმაციის საფრთხეების გაანალიზება და კოორდინირებული ქმედებების ხელშეწყობა.

    კვირეული ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის, ევროკავშირის დელეგაციის, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრისა (CDD) და სექტორი 3-ის ორგანიზებით, საქართველოს მთავრობასთან, პარლამენტთან, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან პარტნიორობით იმართება.

  • საქართველოს პრეზიდენტი ბერლინის კედლის დაცემის 30 წლისთავთან დაკავშირებულ მიღებას დაესწრო

    "საქართველოს ტერიტორიაზე ასეთი კედლები მავთულხლართები, სიძულვილის ენა და გაუტანლობაა, სანამ ამ კედლებს არ დავანგრევთ, ვერ ვიქნებით გაერთიანებული ქვეყანა"
     
    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საპატიო სტუმრის სტატუსით, ბერლინის კედლის დაცემის 30 წლისთავთან დაკავშირებულ მიღებას დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
     
    "დღეს თავისუფლების დღეა. "დიდება თავისუფლებას, თავისუფლებას დიდება", - ჩვენი ჰიმნის სიტყვები დღეს, როგორც არასდროს, გამართლებულია.
     
    დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი დღეა, არა მხოლოდ გერმანიისა და არსებული ევროკავშირისათვის,  არამედ ყოფილი აღმოსავლეთის ბანაკის ქვეყნებისა და საქართველოსათვის.
     
    არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სიცოცხლისა და თავისუფლებისაკენ მისწრაფება ყოველთვის იმარჯვებს. რა დროც არ უნდა დასჭირდეს მას, ბოლოს სიცოცხლე და თავისუფლება მაინც გამარჯვებული იქნება.
     
    მაგრამ დღეს გრძელდება ახალი კედლების აღმართვა, რომელიც სხვადასხვა ფორმას იღებს.
     
    დღეს საქართველოს ტერიტორიაზე ასეთი კედლები მავთულხლართებია, კედლებია სიძულვილის ენა, გაუტანლობა და სანამ ამ კედლებს არ დავანგრევთ, ვერ ვიქნებით გაერთიანებული ქვეყანა და ვერ გავაკეთებთ იმას, რასაც მიაღწია გერმანიამ.
     
    ამ კედლების ნგრევა ჩვენზეა დამოკიდებული.         
     
    გერმანია იმედის მაგალითია, რომ ოკუპირებული ქვეყნის გაერთიანება შეიძლება.
     
    შეიძლება იყოს სირთულეები, მაგრამ ბოლოს მაინც ერთი ერი და ერთიანი სახელმწიფო შენდება და  ეს დრო როცა მოვა, ჩვენ კიდევ უფრო მხიარულნი ვიქნებით, ვიდრე ეს ახალგაზრდები არიან ამ ფოტოებზე",- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
     
    პრეზიდენტს მიღებაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა უმასპინძლა.
     
    მიღებაზე ბერლინის კედლის აღების შესახებ ფილმის ჩვენება გაიმართა.

  • ​საქართველოს პრეზიდენტი გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს პოლიტიკურ და მშვიდობის საკითხებში როზმარი დიკარლოს შეხვდა

    საქართველოს პრეზიდენტი დღეს გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს პოლიტიკურ და მშვიდობის საკითხებში როზმარი დიკარლოს და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაეროს წარმომადგენელს, ჯიჰან სულთანოღლუს შეხვდა.
    საქართველოს პრეზიდენტმა გაეროს წარმომადგენლებთან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და ადამიანის უფლებების გახშირებული შემთხვევები განიხილა, როგორიცაა ადამიანების არასათანადოდ მოპყრობა, უკანონო დაკავებები, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, საკუთრების უფლების ხელყოფა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვა, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების, სხვა ხელოვნური ბარიერებისა და ბანერების მონტაჟი და გამშვები პუნქტების ჩაკეტვის ფაქტები. გაეროს წარმომადგენლებმა პრეზიდენტთან შეხვედრისას აღშფოთება გამოხატეს მიმდინარე წლის ზაფხულში მომხდარი შემთხვევების გამო და იმედი გამოთქვეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრების განახლებასა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების გააქტიურებაზე. შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე, მათ შორის საარჩევნო რეფორმაზე, პოლიტიკურ პროცესებში ქალთა ჩართულობის ზრდასა და ქალთა მიმართ ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე.

  • ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობისათვის ხელის შეშლა მიუღებელია - ვლადიმერ კონსტანტინიდი

    „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორების უკანონო დაკავება წარმოადგენს ადგილზე მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას. მიუღებელია მისიის საქმიანობისათვის ხელის შეშლა, რამდენადაც ის წარმოადგენს მონიტორინგის ერთადერთ საერთაშორისო და ქმედით მექანიზმს და იძლევა ობიექტურ ინფორმაციას საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებაზე.“- ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა, 24 ოქტომბერს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების შეიარაღებული ძალების მიერ, ევროკავშირის მისიის შეუიარაღებელი პატრულის დაკავების შესახებ განაცხადა.

    მისივე ინფორმაციით, მომხდარი ფაქტი განიხილება დღეს გამართულ, საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის სტრატეგიულ შეხვედრაზე, სადაც სხვა საკითხებთან ერთად დღის წესრიგშია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები. „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელიც საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ განთავსდა, ემსახურება უმნიშვნელოვანეს ამოცანას - 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების მონიტორინგსა და ადგილზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობას. ქართული მხარე ასევე მკაცრად დასვამს საკითხს დღეს - ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მორიგ შეხვედრაზე.“-აღნიშნა კონსტანტინიდმა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური