ილია მეორე - ახალი იდეები, აზრები, გზები უნდა გამოვნახოთ, რათა შეიცვალოს ადამიანი, სიკეთე ვაკეთოთ და არა ბოროტება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 14 იანვარი 2019 13:13

ახალი იდეები, აზრები, გზები უნდა გამოვნახოთ, რათა შეიცვალოს ადამიანი, რომ სიკეთე ვაკეთოთ და არა ბოროტება, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც საახალწლო პარაკლისს აღავლენს.

„გილოცავთ ახალ წელს. ბედნიერი ყოფილიყოს ახალი წელი ჩვენთვის, საქართველოსთვის, ეკლესიისთვის და მთელი მსოფლიოსთვის. ახალი იდეები, ახალი აზრები, ახალი გზები უნდა გამოვნახოთ, რათა შეიცვალოს ადამიანი, რომ სიკეთე ვაკეთოთ და არა ბოროტება. ღმერთი შეისმენს ჩვენს ლოცვას. დალოცვილი იყავით და გაიხარეთ“, – განაცხადა პატრიარქმა.

წაკითხულია 133 ჯერ

Related items

  • თბილისში გაზის გაჟონვის შედეგად შვიდი ადამიანი გარდაიცვალა

    თბილისში, ქეთევან წამებულის 67 ნომერში, გაზის გაჟონვის შედეგად შვიდი ადამიანი გარდაიცვალა.  ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ.

    გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შვიდივე გარდაცვლილი მშენებლობაზე მუშად მუშაობდა. მათ ქეთევან წამებულის გამზირზე ბინა ჰქონდათ ნაქირავები.

    წინასწარი ინფორმაციით, თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე გაზის ნამწვით გარდაცვლილთა შორის მამა-შვილიც არის. ამასთან, ადგილზე მყოფების ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის იყვნენ ძმებიც. მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილთა უმეტესობა ერთმანეთის ნათესავები იყვნენ და ბინა ერთად ჰქონდათ ნაქირავები.

    ამასთანავე, თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, სადაც ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვებას მსხვერპლი მოჰყვა, ღიაკამერიანი, აკრძალული გამათბობელი იყო დამონტაჟებული. ამის შესახებ „ყაზტრანსგაზ თბილისში“ განაცხადეს.

    ადგილზე მისული სპეციალისტების განცხადებით, გამათბობელი კუსტარულად იყო დამონტაჟებული.

    მათივე ცნობით, კუსტარულად დამონტაჟებული გაზგამათბობელი ცოტა ხნის წინ „ყაზტრანსგაზმა“ ჩაჭრა, მაგრამ  გამათბობელი თვითნებურად აღადგინეს.

  • 1 ივლისს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სამებაში აბიტურიენტებს დალოცავს

    2018 წლის 1 ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია II სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ აბიტურიენტებს დალოცავს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს ვებგვერდი ავრცელებს.

  • ილია მეორე - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ სიკეთე ვაკეთოთ და ის სიკეთე დაგვიბრუნდება უკან

    დიასპორის ფორუმი 2018 წლის მონაწილეები სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პარტრიარქს ილია მეორეს ეწვივნენ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პატრიარქმა დიასპორის წარმომადგენლები დალოცა და სულთმოფენობა მიულოცა.

    ,,დღეს ჩვენს მსახურებაზე იმყოფებიან ქართული დიასპორის წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომელთაც ჩვენთან ერთად დღეს ილოცეს ყოვლადწმინდა სამების მიმართ და ვლოცავთ მათ. ჩვენ ვცხოვრობთ უმძიმეს და ურთულეს დროს, როცა სიკეთე და ბოროტება ებრძვის ერთმანეთს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მთელი საქართველო, ყოველი ჩვენგანი, იყოს სიკეთის მხარეს, სიკეთე ვაკეთოთ და ის სიკეთე დაგვიბრუნდება ჩვენ",- აღნიშნა მან.

    საგარეო საქმეთა სამინისტრო დიასპორის დღეების ფარგლებში დიასპორის ფორუმს "ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის" მასპინძლობს. ფორუმი 27-28 მაისს იმართება.

  • ილია მეორე - ოჯახი არის სახელმწიფოს და ქვეყნის საფუძველი

    ოჯახი ეს არის საფუძველი სახელმწიფოსი, ქვეყნის და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ბედნიერი იყოს ჩვენი ოჯახი, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ბრძანა. 

    უწმინდესმა ტაძარში შეკრებილებს ამაღლების დღესასწაული მიულოცა, დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და უფლის ზეცად ამაღლების შესახებ იქადაგა. 

    „სახარებაში ვკითხულობთ ჩვენ, უფალი უკანასკნელად გამოეცხადა მოციქულებს, მისცა მათ მადლი და მშვიდობა, გამოიყვანა ქალაქის გარეთ, აკურთხა ისინი და ამაღლდა. მოციქულები თაყვანს სცემდნენ მას. დაწერილია სახარებაში „დაბრუნდნენ იერუსალიმში სიხარულითა დიდითა“. სიხარული გაუგებარია, როდესაც საყვარელი პიროვნება გშორდება, მაგრამ მოციქულებს ყოველთვის ახსოვდათ უფლის სიტყვები - „მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა ვიდრე აღსასრულამდე“. აი დღესაც მაცხოვარი ჩვენთანაა, ვმადლობთ მას მისი დიდი წყალობისათვის. დღეს კიდევ დიდი დღესასწაულია, ჩვენ ვდღესასწაულობთ ოჯახის სიმტკიცეს. ოჯახი ეს არის საფუძველი სახელმწიფოსი, ქვეყნის და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ბედნიერი იყოს ჩვენი ოჯახი“, – ბრძანა უწმინდესმა ქადაგებისას. 

    პატრიარქმა 12 სასულიერო პირი დააჯილდოვა, მათ შორის მაღალმთიან აჭარაში მოღვაწე მღვდელმსახურები. ასევე, ტაძარში მყოფი ახლად ჯვარდაწერილი ოჯახები დალოცა. დაახლოებით 45 წყვილმა დღეს სამების ლავრის ხარების ტაძარში  ჯვარი დაიწერეს. 

    სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქი და სასულიერო პირები ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მსვლელობაში მონაწილე პირებს დახვდებიან. უწმინდესი ტაძარში პარაკლის გადაიხდის და ერს დალოცავს. 

  • 6 კითხვა, რომელსაც ქრისტე მეორედ მოსვლისას ყოველ ადამიანს დაუსვამს

    გერმანიაში, მიუნხენში მოღვაწე დეკანოზი თამაზ ლომიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე განკითხვის დღის შესახებ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

    "მხოლოდ 6 კითხვა!

    მეორედ მოსვლის დროს, როცა ღვთის შეუმცდარი სამსჯავროს წინაშე წარსდგება ყველა ადამიანი, განვლილი ცხოვრება აიწონება ქრისტეს მიერ დასმული 6 კითხვით.

    მხოლოდ 6 კითხვა!

    ეს თვითონ ქრისტეს სიტყვებია მათეს სახარებიდან (თ.25), როცა მის საშინელ მეორედ მოსვლაზე ლაპარაკობს:

    1. მშიერს აძლევდით საჭმელს?

    2. მწყურვალს აწვდიდით წყალს?
    3. უსახლკაროს და მიუსაფარს მიეცით ბინა?
    4. შიშველს მიეცით ტანსაცმელი?
    5. მიხედეთ და მოუარეთ ავადმყოფებს?
    6. ინახულეთ ციხეში მყოფნი?

    მეტი არაფერი, არცერთი სხვა კითხვა, მხოლოდ ეს 6 კითხვა დევს სასწორის პინაზე!

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური