„სახელმწიფომ მოახდინა შესასყიდი გაზის ფასის სუბსიდირება"

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 26 დეკემბერი 2018 16:40

„სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება და მოახდინა შესასყიდი გაზის ფასის სუბსიდირება - ამ გადაწყვეტილებამ სემეკს საშუალება მისცა, რომ გაზის სამომხმარებლო ტარიფები დარჩეს უცვლელი და მცირედი შემცირებაც კი მოხდეს“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ საქართველოს ენერგეტიკისა და მარეგულირებელი კომისიის დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას. 

სემეკ-ის გადაწყვეტილებით, თბილისსა და რეგიონებში ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფი მცირდება - დედაქალაქში ცვლილება 0.014 თეთრს შეადგენს, იმ რეგიონებში, სადაც „სოკარ ჯორჯია გაზი" ოპერირებს, გაზის სამომხმარებლო ტარიფი 0.011 თეთრით, იმ რეგიონებში კი, სადაც „საქორგაზი" ოპერირებს, ტარიფი 0.012 თეთრით მცირდება. სემეკის მიერ განსაზღვრული ახალი ტარიფები ძალაში იქნება 2019 წლის 1-ლი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.  

ნათია თურნავას ინფორმაციით, გაზის ფასის სუბსიდირების შესახებ გადაწყვეტილება სახელმწიფოს მიერ ხანგრძლივი მუშაობის შედეგად იქნა მიღებული. „რა თქმა უნდა, იყო გარკვეული მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ გაზის სამომხმარებლო ტარიფები უნდა გაზრდილიყო, ამას საფუძვლად ედო თუნდაც ის ინტენსიური საინვესტიციო პროგრამა, რომელსაც სახელმწიფო და კერძო კომპანიები ახორციელებენ საქართველოს გაზიფიცირების მიმართულებით, მაგრამ სახელმწიფომ გამონახა გზა, რათა ეს ინვესტიცია არ აისახოს ტარიფში, არ დააწვეს მოსახლეობას და ეს მთლიანად ხდება სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდიის გზით“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

წაკითხულია 39 ჯერ

Related items

  • გაზზე ტარიფი გაიზარდა

    ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიის გადაწყვეტილებით ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფი საშუალოდ ნახევარი თეთრით გაიზარდა.

    სემეკმა შესაბამისი მონაცემი „ყაზტრანსგაზის“ გაზის განცხადების საფუძველზე დაადგინა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.

    ამ წუთებში „სოკარისა“ და „საქორ-გაზის“ განაცხადების განხილვა მიმდინარეობს. კომპანიები გაზზე ტარიფის გაზრდის და მიწოდების, განაწილებისა და მოხმარების კომპონენტების ხელახალ გადაანგარიშებას ითხოვენ.

    გუშინ "სემეკმა" გაზის ტრანსპორტირების ტარიფი ნახევარი თეთრით გაზარდა.

  • სენაკში"ნაცმოძრაობა"გაზის ტარიფის მომატებას აპროტესტებს

    ნაციონალურ მოძრაობაში გაზის ტარიფის მომატებას აპროტესტებენ,  პარტიის წევრის, თენგიზ გუნავას თქმით, სენაკში ერთი თვის განმავლობაში ადგილობრივ მოსახლეობას 12 თეთრით გაძვირებული ტარიფის გადახდა მოუწია, რასაც საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

    პროტესტის შემდეგ კი, გუნავას თქმით, ბუნებრივი აირის გადასახადი კვლავ ძველ ნიშნულს დაუბრუნდა. პარტიაში ამბობენ, რომ ფასის მომატება წინასწარი გაფრთხილების გარეშე მოხდა.

    ისინი გაზმომარაგების ადგილობრივ კომპანიას ხელისუფლებასთან გარიგებაში ადანაშაულებენ. თენგიზ გუნავას მტკიცებით მსგავსი პრობლემებია თელავშიც.

პოპულარული

« იანვარი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური