შეთანხმება ითვალისწინებს საფრანგეთში დასაქმების მიზნით დროებითი ბინადრობის მოწმობის გაცემას საქართველოს მოქალაქეებზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 19 დეკემბერი 2018 11:33

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მოახდინა „საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის მთავრობას შორის კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ“ ხელმოწერილი შეთანხმების რატიფიცირება. შეთანხმებას ხელი უკვე მოეწერა საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ.

აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებს საფრანგეთში დასაქმების მიზნით დროებითი ბინადრობის მოწმობის გაცემას საქართველოს მოქალაქეებზე, მათ შორის ახალგაზრდა სპეციალისტებზე, ასევე საფრანგეთის უმაღლესი სასწავლებლის (მათ შორის ფილიალის) კურსდამთავრებულ სტუდენტებზე, რომლებსაც სურთ საფრანგეთში პროფესიული გამოცდილების მიღება, შემდგომში საქართველოში დაბრუნების პერსპექტივით. (შეთანხმება ითვალისწინებს როგორც საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას საფრანგეთში, ისე პირიქით, საფრანგეთის მოქალაქეების დასაქმება საქართველოში).
ხელშეკრულება არეგულირებს ისეთ საკიტხებს, როგორიც არის  ბინადრობის მოწმობის ვადები, სამუშაო ადგილის  კვოტები, (შეთანხმებით წელიწადში, ახალგაზრდა სპეციალისტებზე გამოყოფილია 150 კვოტა, როგორც  საფრანგეთის, ისე  საქართველოს მოქალაქეებისთვის. ხოლო  ყველა სხვა კატეგორიაზე - 500 კვოტა ჯამში) .
შეთანხმების რატიფიცირების პარალელურად ფრანგული და ქართული  მხარეები  განაგრძობენ მუშაობას ცალკეულ საკითხებზე შთანხმების  პრაქტიკული იმპლემენტაციისთვის, მათ შორის    საფრანგეთის შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების იდენტიფიცირება, საქართველოში შესაბამისი სპეციალისტების შერჩევა და  სხვა ტექნიკური საკითხები.

საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, აქტიურად თანამშრომლობს ევროპულ პარტნიორებთან და სხვა სახელმწიფოებთან დროებითი შრომითი მიგრაციის ხელშეწყობის მიზნით.

IOM-ის მხარდაჭერით, შრომითი მიგრაციის საპილოტე პროექტი მიმდინარეობს პოლონეთთან, სადაც უკვე დასაქმებულია 30-მდე საქართველოს მოქალაქე. პარალელურად, მიმდინარეობს მოლაპარაკებები პოლონურ მხარესთან აღნიშნულ სფეროში ორმხრივი შეთანხმების გაფორმების მიზნით.

2018 წლის აგვისტოში საქართველოში განხორციელებული ვიზიტის დროს, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გერმანია შექმნის საქართველოსთვის სამუშაო კვოტებს, დასაქმების ლეგალური, სამართლებრივად გამართლებული გზების უზრუნველსაყოფად. საქართველო აგრძელებს მოლაპარაკებებს გერმანიასთან ამ მიმართულებით.

ამ კუთხით ასევე მიმდინარეობს მუშაობა ისრაელთან, პორტუგალიასთან, საბერძნეთსა და ბულგარეთთან.

დროებითი ცირკულარული/შრომითი მიგრაციის სფეროში გააქტიურება ხელს უწყობს ქვეყანაში უმუშევრობის შემცირებას, მუშახელის კვალიფიკაციის განვითარებას და შემდგომ საქართველოში დაბრუნებას, საზღვარგარეთ მყოფი შრომითი მიგრანტების უფლებების დაცვასა და ასევე არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული რისკების შემცირებას.

წაკითხულია 419 ჯერ

Related items

  • საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმება გაფორმდა

    10 მაისს,ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკაში საქართველოს პრეზიდენტის,სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში,"საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმება გაფორმდა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაცია იუწყება.
    შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პრეზიდენტებმა.
    აღნიშნული დოკუმენტი ორი ქვეყნის მოსახლეობას,როგორც საქართველოში, ასევე, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკაში მოგზაურობისთვის სავიზო რეჟიმისგან ათავისუფლებას.
    შეთანხმება ითვალისწინებს ბიომეტრიული პასპორტის მქონე პირთათვის ვიზის გარეშე ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის, გაჩერებისა თუ ტრანზიტული გადაადგილების უფლების მინიჭებას.
    ასევე აღსანიშნავია,რომ საქართველოს პრეზიდენტის ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს შორის კულტურის სფეროში ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
    დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს კულტურის,სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა და ჩრდილოეთ მაკედონიის კულტურის მინისტრმა, ირენა სტეფოსკამ.
    მემორანდუმი ითვალისწინებს პირდაპირი კონტაქტების დამყარების წახალისებას კულტურის სფეროს სხვადასხვა მიმართულებით, კერძოდ: ლიტერატურა და საგამომცემლო საქმიანობა, საბიბლიოთეკო საქმიანობა, ვიზუალური ხელოვნება, მუსიკა, კინო, თეატრი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა.

  • საქართველოსა და თურქეთს შორის ახალი შეთანხმების ამოქმედება წაახალისებს თურქეთიდან ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკაში
    საქართველოსა და თურქეთს შორის ახალი შეთანხმების ამოქმედება წაახალისებს თურქეთიდან ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკაში, ხელს შეუწყობს ერთობლივი კომპანიების ჩამოყალიბებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, – ამის შესახებ თურქეთში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
    2021 წლის 10 თებერვალს, თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტმა მოახდინა “თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების II ოქმში „საქონლის წარმოშობის“ ცნების განსაზღვრისა და ადმინისტრაციული თანამშრომლობის მეთოდების შესახებ ცვლილებების შეტანის შესახებ" თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით შექმნილი ერთობლივი კომიტეტის N1/2016 გადაწყვეტილების რატიფიცირება, რაც დამატებით შესაძლებლობას გაუხსნის თურქეთისა და საქართველოს ბიზნესებს, რათა გაზარდონ ერთობლივი ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე.
    ზემოაღნიშნული დოკუმენტით, ასევე, გათვალისწინებულია საქართველოში თურქულ ნედლეულზე დამზადებული პროდუქციის გატანა ევროკავშირის ბაზარზე, თავისუფალი სავაჭრო რეჟიმით. ხსენებული შეთანხმება გაზრდის იმ პროდუქციის ასორტიმენტს, რომელთა გატანაც ევროკავშირში იქნება შესაძლებელი და რომლის მიხედვითაც, მოგებული დარჩება როგორც საქართველოს, ისე თურქეთის ბიზნესი. ამასთან, შეთანხმების ამოქმედება წაახალისებს თურქეთიდან ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკაში, ხელს შეუწყობს ერთობლივი კომპანიების ჩამოყალიბებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.</div>

				


				


				


				
			</div>

			</li>

			
			<li class=
    საქართველომ საბიუჯეტო მხარდაჭერის სახით აზიის განვითარების ბანკიდან დამატებით 170.8 მლნ ევრო მიიღო

    საქართველომ საბიუჯეტო მხარდაჭერის სახით აზიის განვითარების ბანკიდან დამატებით 170.8 მლნ ევრო მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს პრეს-სამსახური იტყობინება.

    მათი მონაცემებით, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის გაფორმდა შეთანხმება „ფისკალური მდგრადობის და სოციალური დაცვის პროგრამის“ თაობაზე. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და აზიის განვითარების ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა შეინ როზენტალმა.

    პროგრამის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკი საქართველოს გამოუყოფს 170.8 მლნ ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს, რომელიც მიიმართება ბიუჯეტში.

    პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყნის მდგრად და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას. იგი მოიცავს რეფორმებს, რომლებიც მიზნად ისახავს პანდემიით გამოწვეული ჯანმრთელობის, სოციალური და ეკონომიკური გავლენების შემსუბუქებას, აგრეთვე ეკონომიკური ზრდისთვის მდგრადი გზების მოძიებას.

    რეფორმები ფოკუსირებულია სამ ძირითად მიმართულებაზე, ესენია: COVID-19-ით გამოწველი კრიზისის შედეგად გაზრდილი ფისკალური რისკების მართვის გაძლიერება, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შიდა ბაზრის განვითარება, სოციალური დაცვის პროგრამებისა და ფისკალური მდგრადობის განმტკიცება.

    აღსანიშნავია, რომ ADB-სთან ხელმოწერილი შეთანხმება ნაწილია იმ ფინანსური მხარდაჭერისა, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარტნიორი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლისა და ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი რეაბილიტაციისთვის მოიზიდა.

     

  • ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება

    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 9 წევრისაგან შემდგარი დელეგაცია საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება. ამის შესახებ ასამბლეის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა ნათქვამი.

    „ცხრა წევრისგან შემდგარი დელეგაცია, რომელსაც ჰოლანდიელი დეპუტატი ტინი კოქსი ხელმძღვანელობს საქართველოში 29 ოქტომბერს ჩავა და პირველ ნოემბრამდე დააკვირდება საპარლამენტო არჩევნებს. ისინი არჩევნებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეისა და ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის წევრებთან ერთად დააკვირდებიან.

    31 ოქტომბრამდე დაგეგმილია ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაციის წევრების შეხვედრა პოლიტიკურ პარტიების წარმომადგენლებთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან და სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან“, – ნათქვამია განცხადებაში.

    მათივე ინფორმაციით, პრესკონფერენციას დამკვირვებლები პირველ ნოემბერს გამართავენ.

     

  • სახმელეთო ტვირთების გადაზიდვისა და მგზავრთა ტრანსპორტირების შეთანხმებას ხელი მოეწერა

    საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრ ლი სიაოპენგს შეხვდა. 

    შეხვედრის დასაწყისში მხარეებმა ისაუბრეს "ერთი სარტყელი, ერთი გზის" ფორუმის და ამ ფორუმში მონაწილე მსოფლიო ლიდერების მიერ დაყენებული საკითხების მნიშვნელობაზე, ასევე - გაზრდილ სარკინიგზო გადაზიდვებზე, რაც ადასტურებს ამ მიმართულების განვითარების აუცილებლობას და ჩინეთის რესპუბლიკის ახალი ქალაქებს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განვითარების საჭიროებას.

    დიალოგის თემები იყო რეგულარული ავია-ფრენების მიმართულებით ურთიერთობის განვითარების აუცილებლობა, ორივე ქვეყნის ტურისტული და ბიზნეს პოტენციალის გააქტიურება.

    მაია ცქიტიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს სატრანსპორტო და სატრანზიტო პოტენციალს, ჩინეთისა და „აბრეშუმის გზის“ სხვა პარტნიორი ქვეყნებისათვის აზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელი მარშრუტის განვითარების სარგებელს. მან აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა დაინტერესებულია ე. წ. შუა დერეფნის გავლით საკონტეინერო სარკინიგზო გადაზიდვების განვითარებით. ვიცე-პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთი ევროპასთან სავაჭრო მარშრუტში „შუა დერეფანს“ პრიორიტეტს მიანიჭებს. 

    შეხვედრის ბოლოს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროში, მაია ცქიტიშვილმა და ლი სიაოპენგმა ხელი მოაწერეს მხარეების მიერ პარაფირებულ შეთანხმებას „საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის საერთაშორისო სახმელეთო ტვირთების გადაზიდვისა და მგზავრთა ტრანსპორტირების შესახებ“. 

    „ამ ხელშეკრულების მომზადებისთვის დიდი სამუშაო გასწია ბევრმა ადამიანმა და მადლობა მათ. ეს დოკუმენტი ითვალისწინებს ორ ქვეყანას შორის მგზავრების და ტვირთების ტრანსპორტირების საკითხებში თანამშრომლობას, რაც წინგადადგმული დიდი ნაბიჯია "ერთი სარტყელი, ერთი გზის" ინიციატივის განხორციელების თვალსაზრისით. ე. წ. შუა დერეფნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია თანამშრომლობის ყველა ფორმატი ჩინეთთან და ევროკავშირის ქვეყნებთან, ასეთი ტიპის ხელშეკრულებები კი ხელს უწყობს ფასების კონკურენტუნარიანობას და დამატებითი შეღავათების დაწესებას გადამზიდავებისთვის,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა. 

    მაია ცქიტიშვილმა ლი სიაოპენი 2019 წლის ოქტომბერში თბილისის აბრეშუმის ფორუმზე დაპატიჟა და მადლობა გადაუხადა 2015 და 2017 წლებში გამართულ ფორუმებში აქტიური მონაწილეობისათვის. 

    თავის მხრივ, ლი სიოპენმა მაია ცქიტიშვილი დაპატიჟა მომავალ წელს ტრანსპორტის საერთაშორისო კონფერენციაზე მონაწილეობის მისაღებად.

    „საქართველოს რკინიგზამ წელს, პირველ კვარტალში, 18 ათასი კონტეინერი გადაზიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 31 პროცენტით მეტია. ეს შედეგი პირველ რიგში ჩინეთიდან ახალი ტვირთების მოზიდვამ განაპირობა. სასიხარულოა, რომ ტრანსპორტის  მინისტრმა გამოყო სამუშაო ჯგუფი, რომელიც სახალხო რესპუბლიკის სხვადასხვა პროვინციებიდან დამატებითი სუბსიდების განხილვაზე იმუშავებს, რაც გვაიმედებს რომ ტვირთბრუნვა კიდევ უფრო გაიზრდება,“ - განაცხადა „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ. 

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური