გიორგი მარგველაშვილმა მე-5 პრეზიდენტს უფლებამოსილება გადააბარა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 16 დეკემბერი 2018 16:19

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არჩეულ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილება თელავში გამართულ ინაუგურაციაზე გადააბარა.
ცერემონიაში მონაწილეობდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალები. ერეკლე მეფის სასახლის ეზოში აღიმართა საქართველოს სახელმწიფო დროშა და შესრულდა საქართველოს ჰიმნი.
ცერემონიას ესწრებოდნენ: პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, საქართველოს არჩეული პრეზიდენტის ოჯახის წევრები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, გიორგი მარგველაშვილის მრჩევლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

წაკითხულია 386 ჯერ

Related items

  • პრეზიდენტი საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ყველა ბრძოლასა და ომში დაღუპულთა საერთო მემორიალის შექმნის ინიციატივით გამოვიდა

    საქართველოს პრეზიდენტი საბჭოთა საოკუპაციო ძალებთან ბრძოლაში დაღუპული იუნკერების ხსოვნის დღეს თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ყველა ბრძოლასა და ომში დაღუპულთა საერთო მემორიალის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.
    საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ჩვენი დღევანდელი დამოუკიდებლობა იუნკერთა გამარჯვებაა, რომელსაც ყოველდღიურად უნდა ვუფრთხილდებოდეთ. მათი ბრძოლა გრძელდება, როცა პატივს მივაგებთ არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას; გრძელდება დღესაც, როცა იტაცებენ 17 წლის ახალგაზრდას, სწორედ ისეთივე ახალგაზრდას, როგორიც იყო გივი ღამბაშიძე და რომელიც ტაბახმელადან ომის დღიურებს წერდა. ესაა ჩვენი ბედი და ამ ბრძოლაში, რომელსაც ქვეყნის დამოუკიდებლობა და ქვეყნის სუვერენობა ჰქვია ერთიანი და გულწრფელნი უნდა ვიყოთ.
    "დრო მოვიდა, რომ ერთი ადგილი გამოვყოთ ამ ქალაქში, სადაც იქნება ერთი მემორიალი ყველასთვის. არა ეს დაფა, რომელიც პარლამენტის შენობაზეა და არა ეს ადგილი, (პარლამენტის შიდა ეზო), რომელიც ფართო საზოგადოებისათვის მიუწვდომელია, არამედ, სხვა ადგილი, სადაც ცხრა აპრილს და ჩვენს ყველა ომსა და ბრძოლაში დაღუპულები იქნებიან ერთად. ეს საერთო მემორიალი იქნება შემეცნებითი ადგილიც, სადაც ახალგაზრდებს შეეძლებათ სკოლებიდან მისვლა, რათა პატივი მიაგონ მათ ხსოვნას, გაიგონ რა ხდებოდა, რამდენი ბრძოლა ჩაატარა ამ ქვეყანამ, რამდენი ადამიანი დაიღუპა, რამდენმა დალია სული და რა არის ჩვენი მემკვიდრეობა, რომელსაც ყველამ პატივი უნდა ვცეთ“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის ეზოში იუნკერების მემორიალთან სიტყვით გამოსვლისას.

  • ხვალიდან ორბელიანების სასახლეში ემიგრანტებთან რეგულარული შეხვედრები დაიწყება

    საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ორბელიანების სასახლეში 18 თებერვლიდან დაიწყება ემიგრანტებთან რეგულარული შეხვედრები. შეხვედრები ყოველი კვირის სამშაბათსა და ხუთშაბათს გაიმართება.
    უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები შეძლებენ მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაციის მიღებას, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორის საქმეთა დეპარტამენტის წარმომადგენლებისგან.
    ასევე, 18 თებერვალს პრეზიდენტის სასახლეში გაიხსნება სივრცე ემიგრანტების და უცხოეთის დიასპორების წარმომადგენელთა შეხვედრებისთვის.

  • "საქართველოს მოსახლეობისათვის ტოლერანტობა იდენტობის ნაწილია, რითაც ჩვენ ძალიან ვამაყობთ"

    საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს უმასპინძლა, მოწვეულ სტუმრებს მიმართა და საქართველოში სხვდასხვა რელიგიების მშვიდობიან თანაარსებობასა და ქართულ ტოლერანტობაზე გაამახვილა ყურადღება.
    როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელია, თუმცა, საქართველოში ყველა რელიგიას აქვს თავისი ადგილი, სრული თავისუფლება და ერთმანეთში ის ურთიერთობა, რომელიც საქართველოს განსაკუთრებულ სახეს ქმნის. საქართველოს მოსახლეობისათვის ტოლერანტობა იდენტობის ნაწილია, რითაც ჩვენ ძალიან ვამაყობთ.
    "მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს ურთიერთობა, რომელიც მოიცავს პატივისცემასა და მეგობრობას. ურთიერთობა, რომელსაც ქვეყნისა და საზოგადოებისათვის საჭირო მშვიდობა მოაქვს.
    ეს მშვიდობა კიდევ უფრო საჭიროა დღეს, როცა ვხედავთ, რომ საზოგადოებაში დაძაბულობის, დაპირისპირების, პოლარიზაციის, სიძულვილის ენის გაძლიერების ტენდენციებს.
    ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომლის ნაწილი ოკუპირებულია და არ გვაქვს იმის უფლება, რომ ქვეყნის შიგნით რაიმე ფორმის შეუთანხმებლობა, ან დაპირისპირება არსებობდეს. დღევანდელი ჩვენი ურთიერთობა ჩვენი საუნჯე და სიმდიდრეა. ჩვენ ყველა ერთად ვართ პასუხისმგებელი ამ სიმშვიდისა და სიყვარულის შენარჩუნებაზე“, - მიმართა პრეზიდენტმა სტუმრებს.
    დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა დღევანდელ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ქართულ კულტურაში ოდითგანვე ასახულ იმ მოცემულობას, რომელიც ტოლერანტობასა და  სხვადასხვა კულტურისა, თუ რელიგიის თემებს შორის არსებულ ურთიერთგაგებას ეხება.
    "მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მეთაური, პრეზიდენტის რანგის სახელმწიფო მოღვაწე ამის შესახებ კიდევ ერთხელ ხაზგასმით საუბრობს და ამგვარ შეხვედრას გეგმავს. რაც  უფრო მეტად გაიზრდება მსოფლიოში ქართული ხასიათის ცნობადობა, მით უფრო მნიშვნელოვანი იქნება ზოგადად ქართველი ერისა და ქართული კულტურის წვლილის გაზომვა ამა თუ იმ კულტურასა, თუ მოვლენაში“, - განაცხადა  დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
    დასავლეთ საქართველოს მუფტი ჰაჯი ადამ შანთაძე მნიშვნელოვანად და დადებითად აფასებს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით გამართულ შეხვედრას და აცხადებს, რომ დღევანდელი შეხვედრა ჩვენს საზოგადოებაში ჰარმონიული და ტოლერანტული გარემოს შექმნის სიმბოლო იქნება.
    "საქართველო ოდითგანვე მრავალეროვანი და მრავალკონფესიური ქვეყანა იყო. ისტორიულად ამ ქვეყანაში ყველა - სხვადასხვა ეთნოსის და სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანები, ერთად, მეგობრულად და ძმურად ცხოვრობდნენ. ასეა დღესაც.
    ჩვენ ამით ვართ გამორჩეული, ეს არის ჩვენი ეროვნული და კულტურული სიმდიდრე, რომელსაც დაცვა სჭირდება და მე ვფიქრობ, რომ ყველა ამ მიმართულებით დღევანდელი შეხვედრა  ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება“, - განაცხადა ჰაჯი ადამ შანთაძემ.
    საქართველოს პრეზიდენტთან გამართულ დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდა საქართველოში მოქმედი 11 სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელი.

  • საქართველოს პრეზიდენტის სახელით, სტრასბურგში, დიპლომატიური კორპუსისათვის მიღება გაიმართა

    საქართველოს პრეზიდენტის სახელით, სტრასბურგში ევროპის საბჭოს წარმომადგენლებისა და დიპლომატიური კორპუსისათვის მიღება გაიმართა

    საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სახელით, სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის დასასრულს, ევროპის საბჭოს წარმომადგენლებისა და დიპლომატიური კორპუსისათვის მიღება გაიმართა, რომელზეც ქართველი დიზაინერის  ქეთი ჩხიკვაძის კოლექციის ჩვენება მოეწყო.
     
    სტუმრებს საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა და მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს ხელმძთვანელობას მობრძანებისათვის.
     
    "ეს ჩვენთვის დიდი პატივია, რომ აქ გმასპინძლობთ. მადლობა სტრასბურგის მერს, ქართველი დიზაინერის კოლექციის ჩვენებისათვის, რომელსაც თან ახლდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართველი დიჯეის მუსიკა. როგორც იცით, თბილისი ასევე განთქმულია დიჯეებითა და მუსიკით. ქართველი მევიოლინე გიორგი ცაგარელის შესახებაც, დარმწუნებული ვარ, მომავალში ბევრს გაიგებთ. 
     
    ჩვენ ახლა მოვუსმენთ მომღერალთა გუნდს  “რუსთავი”.  ჩვენი კულტურა ჩვენთვის ყველაფერზე ძვირფასია. ეს ჩვენი რბილი ძალაა. ის უფრო ეფექტური ხდება და ვაპირებთ მეტი ასეთი ძალის გამოყენებას, რათა შემოვუერთდეთ ევროპას მანამ, სანამ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები გავხდებით. ჩვენი კულტურით ჩვენ უკვე ევროპაში ვართ და ამ კულტურის ბევრ ასპექტს გაჩვენებთ“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა მიღებაზე.

  • საქართველოს პრეზიდენტმა ევროსაბჭოს პარლამენტარებს სიტყვით მიმართა

    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტარებს სიტყვით მიმართა. პრეზიდენტის 50-წუთიან გამოსვლაში მან მრავალ საკითხზე ისაუბრა, მათ შორის ქვეყანაში ადამიანის უფლებებზე, სასამართლოზე, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და არჩევნებზე.

    განსაკუთრებული ყურადღება რუსეთთან ურთიერთობებს დაეთმო, რომელიც სტრასბურგში მიმდინარე სესიაზე მნიშვნელოვან პრობლემებს აწყდება. ჯერ ერთი, მისი უფლებამოსილება ეჭვქვეშ დააყენეს და ამაზე გადაწყვეტილებას ორგანიზაცია ოთხშაბათს გამოიტანს, მეორეს მხრივ კი რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელ პიოტრ ტოლსტოის პრობლემები შეხვდა ვიცე-პრეზიდენტად არჩევის პროცესში, არადა მისმა 18-მა კოლეგამ, მათ შორის ირაკლი კობახიძემ, ეს პროცედურა ფრიად უმტკივნეულოდ გაიარეს.

    „მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ორ სახელმწიფოთა შორის დავაზე - „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" - მიმართ სალომე ზურაბიშვილმა ასამბლეას.

    „2006 წელს რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დეპორტაცია - ეს საქმე საქართველომ 2014 წელს მოიგო. მაგრამ, დიდი პალატის გადაწყვეტილებით, მხოლოდ 2019 წლის 31 იანვარს დაეკისრა რუსეთს საქართველოს 1500 მოქალაქისთვის 10 მილიონი ევროს ოდენობით კომპენსაციის გადახდა. რუსეთს დღემდე არ შეუსრულებია თავისი ვალდებულება. ამიტომ მინდა გავიმეორო ჩვენი ხელისუფლების მოწოდება ევროპის საბჭოსა და მის წევრების მიმართ, აქტიურად ჩაერთონ რუსეთის იძულებაში, რათა მან დაუყოვნებლივ შეასრულოს სასამართლო გადაწყვეტილება. ორმაგი სტანდარტი არა მარტო მიუღებელია, არამედ აზიანებს ორგანიზაციას და მის პრინციპებს.

    „2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი - ამ საქმის საბოლოო მოსმენა 2018 წლის მაისში ჩატარდა. ჩვენ კვლავ ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელსაც განსაკუთრებით ომის მსხვერპლები განიცდიან. მთელი ქართველი საზოგადოება ელოდება სამართლიანობის მიღწევას. ეს მაგალითი იქნება სხვებისთვისაც. სტანდარტები ყველასთვის ერთნაირია. სამართალი უნდა აღსრულდეს," - განაცხადა პრეზიდენტმა.

    მანვე ერთ-ერთი დელეგატის კითხვაზე პასუხოდ განაცხადა, რომ საქართველო მზადაა მაისში, თბილისში, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის ეგიდით ჩატარებულ ღონისძიებაზე რუსეთის დელეგაცია მიიღოს, რომლის სავარაუდო ხელმძღვანელისთვის, საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვისთვის და კიდევ ზოგიერთი სხვა წევრისთვის შეიძლება გამონაკლისი დაიშვას ოკუპაციის შესახებ კანონის კონტექსტში, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს გვერდის ავლით ჩასვლას კრძალავს.

    რუსი დელეგატის, სახელმწიფო დუმის დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვის შეკითხვაზე, რატომ არ მოხდა გავრილოვის სათანადოდ დაცვა ივნისის მოვლენების დროს, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ რუს დეპუტატს უნდა გამოეჩინა თავშეკავება იმ ქვეყნის პარლამენტში, რომლის 20% ოკუპირებულია მისი სახელმწიფოს მიერ.

    რამდენიმე დელეგატმა საკმაოდ კრიტიკული შეკითხვა დაუსვა. მას შეახსენეს როგორც ამერიკელი კონგრესმენების წერილები, ასევე კრიტიკა ევროპარლამენტში, „ფეისბუქის" მიერ გაუქმებული პრო-სახელისუფლებო გვერდები და პროფილები, მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებული პრობლემები, პოლარიზაცია, და ბევრი სხვა რამ.

    უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა.

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური