ინდოეთში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 10 დეკემბერი 2018 17:04

საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ონდოეთში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ ძულიაშვილმა. საკუთარ გამოსვლაში ელჩმა ისაუბრა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების ისტორიაზე, პირველი რესპუბლიკის სახელმწიფო ფასეულობებსა და საგარეო პოლიტიკურ ამოცანებზე.  
არჩილ ძულიაშვილმა ასევე მიმოიხილა თანამედროვე საქართველოში არსებული ვითარება, ქვეყანაში გატარებული დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმები და მნიშვნელოვანი მიღწევები საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
 
მიღების ფარგლებში გაიმართა საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმის ჩვენება და ფოტო-გამოფენა.
 
საღამოს ფარგლებში, სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ ქართული  ღვინო და სამზარეულო.
 
ღონისძიებას ესწრებოდნენ ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დასავლეთის მიმართულების მდივანი (მინისტრის მოადგილე), ა. გიტეშ სარმა (Mr. A. Gitesh Sarma, Secretary (West, ) და ინდოეთის მთავრობის სხვა წევრები, ასევე  დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს წრეების, კულტურისა და განათლების სფეროს წარმომადგენლები და  საქართველოს საპატიო კონსულები.
 
 

წაკითხულია 172 ჯერ

Related items

  • ქუვეითში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

    ქუვეითი- საქართველოს საელჩოს ორგანიზებით,  სასტუმრო Crowne Plaza-ში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა.
     
    ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით  მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა როლანდ ბერიძემ, რომელმაც ყურადღება გაამახვილა საიუბილეო თარიღის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა საქართველოს დემოკრატიული განვითარების ისტორიულ საწყისებს. ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველო ევროპული ღირებულებების და იდეების ერთგულ ქვეყანას წარმოადგენს.
     
    როლანდ ბერიძემ მადლობა გადაუხადა ქუვეითის სახელმწიფოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი  მხარდამჭერი პოზიციის გამო.
     
    ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ფოტო-გამოფენა - ,,100 Years of Georgia’s First Democratic Republic’’ და მოკლემეტრაჟიანი ფილმის ,,პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა’’ ჩვენება. ასევე, მიღებაზე წარმოდგენილი იყო  საქართველოს ტურისტული და კულტურული პოტენციალის ამსახველი ბროშურები.
     
    ღონისძიებას ესწრებოდნენ ქუვეითის მთავრობის, სახელმწიფო უწყებების, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს წრეების და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

  • საქართველოსა და ინდოეთს შორის სამოქალაქო ავიაციის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

    სამოქალაქო ავიაციის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მემორანდუმს მოაწერეს ხელი საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ინდოეთის რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის მინისტრმა აშოკ გაჯაპათმა სახელმწიფო კანცელარიაში.

    ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ინდოეთის მაღალი რანგის სტუმარი საქართველოში სამუშაო ვიზიტად იმყოფება. 

    მემორანდუმში განსაკუთრებულად გაესვა ხაზი საქართველოსა და ინდოეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების არსებულ პერსპექტივებს ვაჭრობის, კულტურის და ტურიზმის სფეროებში და პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის მნიშვნელობას ხსენებული მიზნის მისაღწევად. 

    ამასთან, ყურადღება გამახვილდა მხარეებს შორის საჰაერო მიმოსვლის განვითარების კუთხით სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბებასა და ორმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობაზე. დოკუმენტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეთანხმების ტექსტზე მოლაპარაკების გამართვა მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყება. 

    მემორანდუმში ასევე საუბარია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე სამოქალაქო ავიაციის დარგში სასწავლო ტრენინგების მიმართულებით. 

    ვიზიტის ფარგლებში, ინდოეთის ავიაციის მინისტრი შეხვედრებსა და მოლაპარაკებებს გამართავს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებთან.

     

  • 25 გარდაცვლილი და ათობით დაშავებული - კატასტროფა ინდოეთში

    25 გარდაცვლილი და ათობით დაშავებული -ინდოეთში ქალაქ კოლკატაში მშენებარე საავტომობილო ესტაკადა ჩამოინგრევის შედეგებია.   ნანგრევებშია მოყოლილი კიდევ ათობით მოქალაქე. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ესტაკადის ჩამონგრევის მიზეზი, თუმცა ვარაუდობენ რომ გამომწვევი მიზეზი უხარისხო მშენებლობა და სამშენებლო მასალები გახდა.

  • კაცი, რომელსაც მეტეორი დაეცა

    ინდოეთში, ავტობუსის მძღოლი გახდა პირველი ადამიანი, რომელიც მეტეორის ჩამოვარდნას ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ, ინდოეთის ხელისუფლებაში ავრცელებენ. ოფიციალური პირების ცნობით, ქვეყნის სამხრეთით, ტამილ ნადუს შტატში ორმოცი წლის მამაკაცი მაშინ დაიღუპა, როდესაც კოსმოსში დიდი აფეთქება მოხდა. აფეთქებების შედეგად სივრცეში გაშავებული ლოდები მიმოიფანტა, რასაც ადგილობრივი პირი ემსხვერპლა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მიმდებარე ტერიტორიების შესწავლა.

  • ზვიად კვაჭანტირაძემ საქართველოში ინდოეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

    საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ზვიად კვაჭანტირაძემ საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, სურეშ ბაბუსთან, მისი დიპლომატიური საქმიანობის დასრულებასთან დაკავშირებით გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

    შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ინდოეთს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები განიხილეს. მხარეებმა საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნის აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება. როგორც აღინიშნა, ეს ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ბიზნესის, სოფლის მეურნეობისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობას. თავის მხრივ. დიპლომატის თქმით, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა მიმდინარე წელს დაგეგმილ ინდოეთ-საქართველოს საგარეო უწყებებს შორის კონსულტაციების მორიგ რაუნდზე იქნება შესაძლებელი.
    ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, საქართველო-ინდოეთს შორის ორმხრივი ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის ხელშეკრულების (BIPA) გაფორმების პროცესზე ისაუბრა, რაშიც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ზვიად კვაჭანტირაძემ ინდოეთის ელჩს მხარდაჭერა აღუთქვა.

    შეხვედრაზე მხარეებმა ინდოეთის რესპუბლიკის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის შემქნისა და კანონმდებლების ორმხრივი სამუშაო ვიზიტების გამართვის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. საუბარი ასევე, შეეხო „განდის ფონდი-საქართველოს“ ინიციატივით დაგეგმილ სამეცნიერო კონფერენციას, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით გაიმართება.

    შეხვედრის დასასრულს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ ინდოეთის ელჩს პროდუქტიული და წარმატებული მუშაობისათვის მადლობა გადაუხადა და მომდევნო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

პოპულარული

« აპრილი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური