IBSU-მ პირველკურსელთა მიღების უფლება დაიბრუნა

გამოქვეყნებულია განათლება
შაბათი, 08 დეკემბერი 2018 17:19

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს პირველკურსელი სტუდენტების მიღების შეზღუდვა მოეხსნა. ამის შესახებ Newsday.ge-ს განათლების სამინისტროში განუცხადეს.

განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ გადაწყვეტილება უკვე ძალაშია და ის 10 დღის ვადაში გამოქვეყნდება. ამასთან, საბჭოს გადაწყვეტილებით, მისაღებ სტუდენტთა კვოტა 3 500-მდე გაიზარდა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების მიღების უფლება ერთი წლის ვადით 2018 წლის აგვისტოში შეეზღუდა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მიერ 2018 წლის 20 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილებით, მიუხედავად იმისა, რომ სასწავლებელს ავტორიზაცია 6 წლით გაუგრძელდა, 2018 წელს სტუდენტებს ვერ მიიღებდა.

ავტორიზაციის შეჩერების მიზეზი, უნივერსიტეტის განცხადებით, 2013 წელს დაკისრებული 700 000-ლარიანი ჯარიმა გახდა, რომლის გამოც უმაღლეს სასწავლებელსა და სახელმწიფოს შორის სასამართლო დავა მიმდინარეობს. სასამართლოს დასრულებამდე შავი ზღვის უნივერსიტეტის განცხადებით, ამ ჯარიმის გამო ავტორიზაციის შეჩერება უსამართლოა. მით უმეტეს მაშინ, როცა უმაღლესი სასწავლებლის ქონება ჯარიმის საფასურს მნიშვნელოვანად აღემატება. 

უნივერსიტეტისათვის დაწესებულ ამ შეზღუდვას IBSU-ს სტუდენტები, პროფესორები, ადმინისტრაცია და მათი მხარდამჭერები აქციებითა და სხვა საშუალებებით მთელი ამ პერიოდის მანძილზე აპროტესტებდნენ. 

თანხის გადახდიდან რამდენიმე თვეში ავტორიზაციის საბჭომ ისევ იმსჯელა სტუდენტების მიღების უფლების საკითხზე და უნივერსიტეტს ეს უფლება მისცა.

დღევანდელი გადაწყვეტილებით, შავი ზღვის უნივერსიტეტს სექტემბრიდან შეეძლება პირველკურსელთა მიღება. თუმცა, ადმინისტრაცია აპირებს, უწყებას სპეციალური მობილობის გამოცხადებისათვის მიმართოს, რათა IBSU-მ მეორე სემესტრიდანვე შეძლოს იმ პირველკურსელთა მიღება, რომლებიც სექტემბერში შეზღუდვის გამო უნივერსიტეტში სწავლას ვერ შეუდგნენ და არც არჩევანი შეუცვლიათ.

წაკითხულია 117 ჯერ

Related items

  • იბსუ-ს სტუდენტებმა DAAD-ის პრექტში გაიმარჯვეს

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (იბსუ) აკადემიურმა პერსონალმა კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის სტუდენტებმა DAAD-ის პრექტში გაიმარჯვეს და 28 აპრილიდან 9 მაისის ჩათვლით გერმანიაში გაემგზავრებიან.

    სტუდენტები გერმანიის ორ უნივერსიტეტში The University of Applied Sciences Zwickau (WHZ)- სა და The University of Applied Sciences Dresden (HTW)-ში ვორქშოპებს გაივლიან. ასევე, ესტუმრებიან სხვადასხვა კომპანიას და სოციალურ პროქტებში ჩაერთვებიან.

    ვიზიტი DAAD-ის ''Extension of Practical Oriented Study in Kyrgyzstan and Georgia" პროექტის ფარგლებში ხორციელდება და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ არის მხარდაჭერილი.

    აღნიშნული თანამშრომლობა, 2019 წელს კიდევ უფრო გაღრმავებას და ერთობლივი კვლევებისა და პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს. ასევე, იგეგმება აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამებში ჩართვაც.

  • საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარი

    2019 წლის 10 იანვარს ვენესუელაში დაგეგმილ „ინაუგურაციასთან“ დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქართული მხარე ისევე, როგორც მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს ვენესუელას პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს, ახალი მანდატის ლეგიტიმურობას. ქართული მხარე, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიანი წვერი, არ აღიარებს 2018 წლის 20 მაისს ვენესუელაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, რომელიც ცალსახად არასამართლიან, არათანაბარ და არადემოკრატიულ გარემოში ჩატარდა. ამ კონტექსტში, საქართველო უერთდება საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებას ვენესუელის მთავრობის მიმართ, დაიცვას კანონის უზენაესობა და აღიაროს ლეგიტიმურად არჩეული ეროვნული ასამბლეის მანდატი.
    საგარეო საქმეთა სამინისტროს არაერთხელ დაუფიქსირებია თავისი მწვავე პოზიცია ვენესუელელი ხალხის უფლებებისა და არჩევანის თავისუფლების ხელყოფის ფაქტებთან დაკავშირებით. საქართველო იზიარებს საერთაშორისო თანამეგობრობის მკაცრ შეფასებებს ვენესუელაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და გმობს იმ ქმედებებს, რომლებიც ძალადობისა და ჰუმანიტარული კრიზისის გამწვავებისკენ არის მიმართული.
    ამ ფონზე სოხუმსა და ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმების ლიდერების მონაწილეობა „ინაუგურაციის“ ცერემონიაში ემსახურება ერთადერთ ამოცანას, მოხდეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მიმდინარე ოკუპაციისა და იქ განხორციელებული ეთნიკური წმენდის ლეგიტიმაცია, ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის წარმოჩენის გზით. აღნიშნული უკანონო მცდელობა არის უშედეგო, საერთაშორისო თანამეგობრობა ერთიანია საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერაში. ის სახელმწიფოები, რომლებიც რაიმე ტიპის კონტაქტს ამყარებენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უკანონო რეჟიმებთან, უხეშად არღვევენ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, რაც იწვევს მათ გარიყვას და მწვავე კრიტიკის ქვეშ მოქცევას მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.

  • საქართველოს 4 უნივერსიტეტი შრომის ბაზრის ერთობლივ კვლევას ჩაატარებს

    2019 წლის 10 იანვარს GIPA-ს ინიციატივით გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი,  ააიპ „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს (GIPA)“, შპს „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს”, შპს „კავკასიის უნივერსიტეტსა“ და შპს „აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს“ შორის.

    უმაღლესი საგანმანათლებლო სივრცისა და დამსაქმებელთა მოთხოვნების თანხვედრის მნიშვნელობის გათვალისწინებით, მემორანდუმის საფუძველზე მხარეები შეთანხმდნენ ითანამშრომლონ და „GICE Partnership“ პროექტის (პროექტის დასახელება გამომდინარეობს მემორანდუმის ხელმომწერი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელწოდებებიდან) ფარგლებში განახორციელონ საქართველოს შრომის ბაზრის ერთობლივი კვლევა. ეს საქართველოს უნივერსიტეტებს შორის ამ მიზნით წარმოებული თანამშრომლობის პირველი პრეცედენტია.

    „GICE Partnership“ პროექტის ფარგლებში ჩატარდება საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნების რაოდენობრივი კვლევა, რომლის მიზანია დადგინდეს, საქართველოში დამსაქმებლების მხრიდან თუ რა ტიპის ცოდნასა და უნარებზე/კომპეტენციებზეა მოთხოვნა ზემოთ ხსენებული უნივერსიტეტების აკადემიური პროგრამების მიხედვით. კვლევას განახორციელებს ა(ა)იპ საქართველოს სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი.

    ამასთან, მხარეები შეთანმხდნენ ითანამშრომლონ საერთო ინტერესის სფეროში შემავალი სხვა მიმართულებებით, როგორიცაა აქტუალური საკითხების ირგვლივ ერთობლივი პროექტების განხორციელება, სასწავლო სახელმძღვანელოებისა და სხვა სახის პუბლიკაციების მომზადება და გამოქვეყნება.

  • ჩინეთის ელჩი თსუ სტუდენტებისთვის საჯარო ლექციას წაიკითხავს

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა (თსუ) და ჩინეთის უამაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მიმდინარე და სამომავლო პარტნიორობის საკითხები, ერთობლივი სამეცნიერო და კვლევითი აქტივობების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს შეხვედრაზე თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ძი იენჩიმ.

    შეხვედრას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს მესამე მდივანი დინგ ჰაო და ატაშე ჩენ იუძუნი ესწრებოდნენ. თსუ რექტორი და ჩინეთის ელჩი შეთანხმდენენ, რომ ახლო მომავლში ძი იენჩი თსუ სტუდენტებისთვის საჯარო ლექციას წაიკითხავს.

  • ჩინეთი ფაროსანას შესაწამლ ტექნიკას საქართველოს უსასყიდლოდ გადასცემს

    სურსათის ეროვნულ სააგენტოში ხელი მოეწერა კონტრაქტს, რომლის თანახმადაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტრო სააგენტოს აზიური ფაროსანას შესაწამლ აპარატურას უსასყიდლოდ გადმოსცემს. საუბარია  შესასხურებლებით აღჭურვილ ბორბლებიან ტრაქტორებსა და სატვირთო პიკაპებზე, რომლებსაც პირველად ტექნიკურ მომსახურებას ჩინეთიდან ჩამოსული  სპეციალისტები გაუწევენ. საქართველოში შემოსვლამდე აღნიშნულ ტექნიკას ჩაუტარდება ინსპექტირება, ხარისხისა და სპეციფიკაციების შემოწმება ტექნიკური სტანდარტების შესაბამისად.

    გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა მადლობა გადაუხადა ჩინურ მხარეს გაწეული დახმარებისათვის და აღნიშნა, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში 2019 წელს ექნება გაცილებით უკეთესი ტექნიკური შესაძლებლობა, რადგან არსებულ ტექნიკას დაემატება 20 ბორბლებიანი ტრაქტორი შემასხურებლით და 20 სატვირთო პიკაპი.

    კონტრაქტს ხელი მოაწერეს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის მრჩეველმა ვან ლიენფომ.

    აღნიშნული ტექნიკა საქართველოში გაზაფხულზე, ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების დაწყებამდე  შემოვა.

პოპულარული

« იანვარი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური