უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების ყიდვის აკრძალვა გაუქმდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 07 დეკემბერი 2018 13:36

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების ყიდვის აკრძალვა გაუქმდა. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებით დაწესებული მორატორიუმი არაკონსტიტუციურად გამოაცხადა.


აღნიშნული გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა უცხოეთის მოქალაქეებზე მიწების გასხვისების მორატორიუმი, თუმცა ამით შეზღუდვები მხოლოდ 16 დეკემბრამდე მოიხსნა, რადგან პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისების შესახებ შეზღუდვებს კვლავ აწესებს.

მორატორიუმის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე სარჩელი საბერძნეთის იმ მოქალაქეებმა შეიტანეს, რომლებიც საქართველოში მემკვიდრეობით მიღებული მიწის ნაკვეთების საკუთრებაში დარეგისტრირებას მორატორიუმის გამო ვერ ახერხებდნენ.

წაკითხულია 41 ჯერ

Related items

  • პრეზიდენტი ე.წ მოსმენების კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მეგობრის სტატუსით მიმართავს

    საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ე.წ. მოსმენების კანონის პაკეტთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის სტატუსით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს და საქართველოს კონსტიტუციასთან და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შეუსაბამო მუხლების გაუქმებას ითხოვს.

    საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს ე.წ. „მოსმენების კანონთან“ მიმართებაში არაერთხელ აქვს გამოყენებული ვეტო, რადგან მიაჩნდა, რომ შემოთავაზებული კანონპროექტი არ აყალიბებდა დამოუკიდებელ სტრუქტურას, რომელიც განახორციელებდა მოსმენებს - ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს.

    „შესაბამისად, პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს სასამართლოს მეგობრის სტატუსით, რათა გაუქმდეს მოსმენების კანონში მუხლები, რომლებიც შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციასთან და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან“, - აღნიშნა ანა დოლიძემ.

  • საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სადავო ნორმაზე

    საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სააპელაციო, რაიონული და საქალაქო სასამართლოების მოსამართლეების თანამდებობაზე დანიშვნას 3 წლის ვადით, რომელიც არის ყოფილი ან მოქმედი მოსამართლე და აქვს სამოსამართლეო საქმიანობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება. 

    სადავო ნორმის მიხედვით, გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ დანიშვნის გადაწყვეტილებას იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიღებს. 

    საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობისა და თანამდებობის დაკავების უფლებებს. 

    პლენუმმა აღნიშნა, რომ პირს, რომელსაც აქვს არანაკლენ 3-წლიანი გამოცდილება, შესაძლებელია უვადოდ დაინიშნოს წარსული საქმიანობის გამოკვლევის საფუძველზე და არა ახალი გამოსაცდელი  ვადა მიეცეს. 

    სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში პირველი ივლისიდან შევა, ვინაიდან მოსამართლის წარსულში საქმიანობის შესწავლის საკანონმდებლო მექანიზმი არ არსებობს. სარჩელის ავტორი ყოფილი მოსამარტლე ომარ ჯორბენაძეა, საქმეს სასამართლო 2015 წლიდან იხილავს.

  • თუ მოსარჩელე დამარწმუნებს, რომ კანონი, რომელსაც მხარი დავუჭირე,არაკონსტიტუციური, მე ხელს მოვაწერ კანონის არაკონსტიტუციურობას, - მანანა კობახიძე

    „შეიძლება კანონზე იყოს ჩემი ხელმოწერა, შეიძლება იყოს ჩემი ინიცირებულიც, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე კონკრეტულ საქმეში ვიქნები მიკერძოებული, ამ შემთხვევაში რომელიმე მხარის მიმართ. თუ მოსარჩელე დამარწმუნებს იმაში და იქნება შესაბამისი მტკიცებულება, რომ ის კანონი, რომელსაც შეიძლება თავის დროზე მე მხარი დავუჭირე, არღვევს კონსტიტუციის ამა თუ იმ მუხლს და არის არაკონსტიტუციური, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მე მოვაწერ ასეთი კანონის არაკონსტიტუციურობას ხელს,“ - აღნიშნული განცხადება  საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე, წარდგენილმა მანანა კობახიძემ გააკეთა.

  • საკონსტიტუციო მოსამართლის კანდიდატად მანანა კობახიძე წარადგინეს

     ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის კანდიდატად  საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძე წარადგინა. საკითხი ბიუროს სხდომაზე დღეს დარეგისტრირდება, კვირის განმავლობაში კი გაივლის კომიტეტებს, რის შემდეგაც კენჭისყრაზე გავა. 

     

  • საკონსტიტუციო მოსამართლის თანამდებობაზე მანანა კობახიძის კანდიდატურას წარადგენენ

    საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის ერთი თანამდებობა ვაკანტურია. აღნიშნულ პოსტზე კანდიდატურა პარლამენტმა უნდა წარადგინოს. არსებული ინფორმაციით, პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე მანანა კობახიძის კანდიდატურას წარადგენს. 


ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2018 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური