მსოფლიოში ცნობილი ამერიკელი პოლიტიკოსის ჯონ მაკკეინის ხსოვნისადმი მიძღვნილი მიღება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 23 ნოემბერი 2018 17:10

ამერიკის მეგობართა კლუბის ორგანიზებით, ქ. თბილისის საკრებულოს ისტორიულ დარბაზში გაიმართა საქართველოს მტკიცე და ერთგული მეგობრის მსოფლიოში ცნობილი ამერიკელი პოლიტიკოსის, სენატორი ჯონ მაკკეინის ხსოვნისადმი მიძღვნილი მიღება. 

სენატორის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად გამართულ ღონისძიებაზე მიწვეული იყვნენ საზოგადოების სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანები, აშშ-ის საელჩოს და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, უმაღლესი სასწავლებლების და ბიზნეს სექტორის

წარმომადგენლები, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციები, მათშორის ქართველი და ამერიკელი სამხედროები. ოფიციალური მიღების პირველი ნაწილი მთლიანად დაეთმო ჯონ მაკკეინის ღვაწლზე საუბარს, რომელიც მას მიუძღვის საქართველოს, როგორც სახელმწიფოს ჩამოყალიბების საქმეში. ასევე იმ  უწყვეტ და მტკიცე მეგობრობაზე, რომელიც აკავშირებდა მას ქართველი ხალხის მიმართ.    

საღამოზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართეს, ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტმა ილია ზუკაკიშვილმა, აშშ-ის საელჩოს პრეს ატაშემ კრისტოფერ დავენპორტმა, სახელმწიფო უნივერსიტეტის, ამერიკის შესწავლის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ვასილ კაჭარავამ და კავკასიის კვლევის საერთაშორისო სკოლის დირექტორმა, პროფესორმა გია ნოდიამ.  სტუმრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტმა ისაუბრა  ქართულ ამერიკული მეგობრობის შესახებ. - ორივე ქვეყნის მეგობრობის გათვალისწინებით, კლუბი ყოველთვის ცდილობს სათანადოდ შეაფასოს ამერიკელი ხალხის მხრიდან ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა და მისი საქმიანობის ფარგლებში საკუთარი წვლილი შეიტანოს ქართულ ამერიკული თანამშრომლობის გაღრმავებაში. სწორედ ამიტომ, მსგავსი სახის ღონისძიების განხორციელება გვაძლევს კიდევ ერთ შესაძლებლობას გავიხსენოთ და შესაბამისი პატივი მივაგოთ საქართველოს სახელმწიფოს ძლიერ მეგობარს, სენატორ ჯონ მაკ-კეინს. გვსურს, უფრო ახლო რაკურსით გავაცნოთ ფართო საზოგადოებას მისი მოღვაწეობა და გავაფართოვოთ ქართულ ამერიკული მეგობრობის მხარდამჭერი ადამიანების საკომუნიკაციო გარემო.

მინდა ავღნიშნო, რომ სენატორმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის და თავდაცვის განვითარების პროცესში. განსაკუთრებით დასაფასებელია ჯონ მაკკეინის მტკიცე და ერთგული მეგობრობა ქართველი ხალხის მიმართ. ქართულ ამერიკული მეგობრობის 25 წლის განმავლობაში, მან არაერთხელ მოახერხა საქართველოში ჩამოსვლა. ამ წლების განმავლობაში ის უწყვეტად განაგრძობდა საქართველოს დამოუკიდებლობის, მისი ტერიტორიული მთლიანობის, თავდაცვის და უსაფრთხოების, ასევე საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერას. ჩვენ  მადლიერები ვართ და განსაკუთრებულად ვაფასებთ მის იმ ძალისხმევას, რომლის შედეგადაც შევძელით განგვევითარებინა კანონის უზენაესობის, თავისუფლებისა და დემოკრატიის ფასეულობები. ჯონ მაკკეინის მხარდაჭერის წყალობით  შევძელით გავმხდარიყავით თავისუფალი სამყაროს ლიდერი სახელმწიფოს, აშშ-ის ერთგული მოკავშირე. მე გულწრფელად მწამს, რომ ჯონ მაკეინის გარდაცვალების შემდეგ, საქართველოს ისევ გამოუჩნდება შეერთებულ შტატების სენატში ისეთივე მაღალი პოლიტიკური დონის და მაშტაბის ადამიანი, რომელიც ჯონ მაკეინის მსგავსი სიმძლავრით გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის აქტიურ მხარდაჭერას და დაცვას. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ დღეს საქართველოს და აშშ-ის ერთად დგომა ძალზედ მნიშვნელოვნია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, რადგან ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიმართ ურყევია. ჩვენ მადლიერები ვართ იმ მეგობრობის, რაც ქართველ და ამერიკელ ხალხს შორის არსებობს განაცხადა ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტმა ილია ზუკაკიშვილმა.   

ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ ნაჩვენები იყო სენატორი, ჯონ მაკკეინის (1936-2018) განვლილი ცხოვრების ამსახველი დოკუმენტური ფილმი. ასევე, სამხედრო სენატორის ხსოვნის პატივსაცემათ, საღამოზე შეკრებილი სტუმრების წინაშე წარდგა ფოლკლორული ანსამბლი “თბილისი“, რომელმაც შეასრულა საბრძოლო სულიკვეთების  რამოდენიმე ქართული სიმღერა. ღონისძიების დასკვნით ნაწილში, სტუმრებმა დააგემოვნეს ამერიკის მეგობართა კლუბის ინიციატივით დამზადებული, სენატორი მაკკეინის სახელობის ღვინო, რომელიც ჩამოასხა ღვინის კომპანია ხარებამ. 

ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ: ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ამერიკული კომპანია KVG, ქედი სტუდიო, ღვინის კომპანია „ხარება“, გამომცემლობა "მინიატურა" კომპანია პრემიუმ ივენთი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, კომპანია სარაჯიშვილი, და ინგლისურენოვანი გაზეთი “The Messenger“. 

წაკითხულია 753 ჯერ

Related items

  • ამერიკელი ოფიციალური პირები ყატარში პირისპირ შეხვდნენ თალიბანის წარმომადგენლებს

    აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა ნედ პრაისმა, თავის წერილობით განცხადებაში აღნიშნა, რომ ზოგიერთმა ამერიკელმა ჩინოვნიკმა 9-10 ოქტომბერს ყატარის დედაქალაქ დოჰაში მოლაპარაკებები გამართა თალიბანის წარმომადგენლებთან. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    მისივე თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ავღანეთში შექმნილი ბოლო ვითარება. ამავე განცხადებით, ეს იყო თალიბანების მიერ ავღანეთზე კონტროლის დამყარების შემდეგ მხარეების პირველი შეხვედრა და მოლაპარაკებები მეგობრულ ატმოსფეროში წარიმართა.

    შეხვედრის დროს პრიორიტეტი მიენიჭა ამერიკელებისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეების უსაფრთხო გასვლის საკითხს. გარდა ამისა, განიხილეს ქვეყანაში ადამიანის უფლებების საკითხებიც, მათ შორის ქალების ადექვატური წარმომადგენლობა და ხაზგასმით აღინიშნა, რომ აშშ-ი უშუალოდ დაეხმარება ავღანელ ხალხს.

    მოლაპარაკებების დროს ამერიკულმა მხარემ ხაზი გაუსვა, რომ ის განსაზღვრავს საგზაო რუკას თალიბანის ქმედებების და არა მათი სიტყვების მიხედვით. როგორც ცნობილია 30 აგვისტოდან ავღანეთს თალიბანი მართავს.

  • პროკურატურამ სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანების გარდაცვალება და მძიმე შედეგი გამოიწვია, სამ პირს ბრალდება წარუდგინა

    საქართველოს პროკურატურა სამძიმარს უცხადებს ბათუმში, კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს და ღრმა  მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის გამო. 
    საქართველოს პროკურატურამ სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი გამოიწვია, ზ.ბ.-ს, ხ.ს.-ს და გ.ს.-ს ბრალდება წარუდგინა.
    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის ოქტომბრის დასაწყისში, ზ.ბ. სათანადო ანაზღაურების სანაცვლოდ შეუთანხმდა ფიზიკურ პირებს - ხ.ს.-ს  და გ.ს.-ს ქ. ბათუმში, 26 მაისის ქუჩა N13-ში მდებარე კორპუსის პირველ სართულზე მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინებში სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხოციელების თაობაზე, რაც ზემოხსენებულ ფართებში, როგორც არამზიდი, ასევე მზიდი კონსტრუქციების (კედლების) მოშლას მოიცავდა. 
    2021 წლის 4 ოქტომბრიდან 8 ოქტომბრამდე დროის პერიოდში, ზ.ბ.-სთან შეთანხმებით და მის მიერვე ხელშეკრულების გარეშე აყვანილმა პირებმა - ხ.ს.-მ და გ.ს.-მ, სახელმწიფოსგან ყოველგვარი ნებართვის გარეშე, თვითნებურად აწარმოეს სამშენებლო სამუშაოები, რაც ყოველგვარი საინჟინრო და უსაფრთხოების წესების დარღვევით მინდინარეობდა, შესაბამისი საინჟინრო ცოდნის მქონე სპეციალისტის მონაწილეობის გარეშე. ბრალდებულებმა მოშალეს როგორც არამზიდი, ასევე მზიდი კონსტრუქცია (კედლები), რითაც დაირღვა საცხოვრებელი კორპუსის სიმტკიცე და მდგრადობა, რამაც გამოიწვია შვიდსართულიანი კორპუსის ნგრევა, რასაც შედეგად მოჰყვა ამავე კორპუსში მყოფი 9 პირის, მათ შორის სამი არასრულწლოვნის გარდაცვალება და უძრავი და მოძრავი ქონების განადგურება. 
    პროკურატურამ დაკავებულებს - ზ.ბ.-ს, ხ.ს.-ს და გ.ს.-ს  ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის  მეორე ნაწილით წარუდგინა (სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და  მძიმე შედეგი გამოიწვია.).
    პროკურატურა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების  მოთხოვნით,  ბათუმის საქალაქო სასამართლოს  კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
    ბრალდების მხარე დაზარალებულთა კანონიერი ინტერესების დასაცავად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა საჭირო ქმედებას განახორციელებს და აღნიშნული დანაშაულის მიმართ უმკაცრესი რეაგირება ექნება.
    სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

  • შსს-ს განცხადება - ბათუმში საძიებო-სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) თანამშრომლების მიერ ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ადგილზე სამძებრო და სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. გვიან ღამით მაშველებმა ნანგრევებიდან 4 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს.

    რამდენიმესაათიანი ინტენსიური საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა ნანგრევებიდან 2 დაშავებული ამოიყვანეს, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

    ბათუმში მიმდინარე სამაშველო და სამძებრო ღონისძიებების ადგილზე რჩებიან შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, მინისტრის მოადგილე - იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თემურ მღებრიშვილი, რომლებიც პირადად ხელმძღვანელობენ სამაშველო ოპერაციას.

    შემთხვევის ადგილზე, ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და საძიებო-სამაშველო ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

  • 4 ივლისს ამერიკის მეგობართა კლუბმა - სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, ამერიკის დამოუკიდებლობის დღე სპეციალური მიღებით აღნიშნა

    4 ივლისს - სახელმწიფო ცერემონიების სასახლის ღია სივრცეში, საქართველოს ერთგული მეგობრისა და ყველაზე მტკიცე მოკავშირის აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის საზეიმო მიღება გაიმართა. დეკლარაციის ხელმოწერიდან 245 წლის იუბილის სადღესასწაულო წვეულებაზე იმყოფებოდნენ საქრათველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს სექტორისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ღონისძიების საპატიო სტუმარი ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი გახლდათ.

    მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტმა ილია ზუკაკიშვილმა და აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა. ელჩის სიტყვის შემდეგ ჯერ ამერიკის და შემდეგ კი საქართველოს ჰიმნი შესრულდა.

    "ჩვენ დღეს ვზეიმობთ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის 245 წლის იუბილეს. ეს დღე გვაფიქრებინებს იმაზეც, თუ რამდენი განსაცდელი გამოიარა ქვეყანამ. ეს განსაცდელი ჰქონდა საქართველოსაც, როგორც ახალგაზრდა დემოკრატიას, რომელიც ცდილობს საკუთარი ინსტიტუტების განმტკიცებას. ამერიკის შეერთებული შტატები ამ გზაზე საქართველოს მხარს უჭერს"- თქვა კელი დეგნანმა.

    ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტმა ილია ზუკაკიშვილმა მისალოც სიტყვააში განაცხადა:  ამერიკის მეგობართა კლუბი, როგორც ამერიკული ფასეულობების მხარდამჭერი ორგანიზაცია, წელს მეჩვიდმეტედ ავღნიშნავთ ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს და ყოველჯერზე ვრწმუნდებით, რომ 4 ივლისი თავისი არსით არა მხოლოდ ამერიკელ ხალხს ანიჭებს სიხარულს, არამედ მათაც ვისაც სურს იყოს ამერიკის პარტნიორი - საერთო ინტერესების, ღირებულებებისა და მიზნების მისაღწევად.ამავდროულად ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენ ქართველები, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ვზეიმობთ აშშ-ის დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და დემოკრატიის ჩვენს საერთო ღირებულებებს. 

    საქართველოს, ამერიკის შეერთებულ შტატებთან რამოდენიმე ათასი კილომეტრი აშორებს, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენს ქვეყანაში ამერიკის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა წარმოუდგენლად ემოციურია, რადგან 4 ივლისთან დაკავშირებული ნებისმიერი აქტივობა ქართველებისთვისაც განსაკუთრებულად ძვირფასია და ბედნიერების განცდის საუკეთესო ემოციებით არის სავსე. ამ განსხვავებულ დღესასწაულზე შექმნილი გარემო კი, კიდევ მეტად აახლოვებს ქართულ-ამერიკულ მეგობრობას, რომელიც გასული სამი ათწლეულის წინ დაწყო. სწორედ გასული სამი ათწლეულის წინ დაწყებული პროცესების დინამიკამ ჩაუყარა საფუძველი და განაპირობა ჩვენი ერის განსაკუთრებული დამოკიდებულება ამერიკელი ხალხის მიმართ. კიდევ ერთი ფაქტორი აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის საქართველოს დედაქალაქში აღნიშვნის არის, არა მხოლოდ ერთჯერადი სიტყვების დონეზე მეგობრობის პროცესი და საჭიროებისამებრ საკუთარ ინტერესებზე ზრუნვის განზრახვა, არამედ არის მიმდინარე  ძლიერი მეგობრობის მკაფიო გზავნილის დემონსტრირება თუ რა ღირებულებითი კავშირი აქვს საქართველოს ამერიკასთან.

    როგორც უკვე ავღნიშნე 4 ივლისი ერთ-ერთი საუკეთესო დღეა და თუნდაც საშუალება იმისთვის რომ ღირსებით სავსე მადლიერების მესიჯი გაუგზავნოთ ოფიციალურ ვაშინგტონს, გასული სამი ათწლეულის მანძილზე საქართველოს სახელმწიფოსთვის გაკეთებული ბევრი კეთილი საქმისთვის და ქართველი ხალხის მტკიცე მხარდაჭერისთვის. სწორედ 4 ივლისის საზეიმო სულისკვეთებაც იმ მადლიერების ანარეკლია რასა ქვია ქართულ ამერიკული ძლიერი მეგობრობა. ამავდროულად მიმაჩნია, რომ მსგავსი სახის ღონისძიების ფორმათი გვაძლევს შესანიშნავ შესაძლებლობას დავანახოთ ყველას, სახელმწიფოს შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთთაც, რომ თავისუფლების მოყვარული ქართველი ერი, არის საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული პრინციპების ერთგული და სანდო პარტნიორი, რომელსაც ცხადია შესწევს ძალა იყოს მომდევნო დღის ურყევი მეგობარი.  4 ივლისის ეს კონკრეტული დღე არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა, რომ დამოუკიდებლობისთვს ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და რომ 4 ივლისის ისტორია, ნამდვილად არის ნათელი ზეიმი ღვთისგან ბოძებული პიროვნული თავისუფლებისა და მომავალი ბედნიერების. ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვიდმეტი წლის მანძილზე ქართულ კომპანიებთან ერთად ვზეიმობთ იმ იდეის არსებობას, რომელიც ამერიკის ფუნდამენტს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, მე როგორც ყველა ის თავისუფლების მოყვარული ადამიანი მსურს კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩემი პატივისცემა ამერიკელი ხალხის მიმართ, მსურს კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ამერიკელ ხალხსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას ყველა გახორციელებული და მიმდინარე პროექტისათვის და მსურც კვლავაც ვიყო იმ ძალისხმევის ნაწილი, რომელიც მომდევნო წლებში კიდევ უფრო განმტკიცებს და გაღრმავებს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ მეგობრობას.

    ნება მომეცით გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და განსაკუთრებით საგანგებო მნიშვნელობის მადლობა მოუხადო 4 ივლისის წვეულების სტაბილურ პარტნიორს და გენერალურ სპონსორს კომპანია პე ეს პეს, რომლიც  ბოლო წლების განმავლობაში გვერდში გვიდგას და განსაკუთრებულ როლს ასრულებს ამერიკის დამოუკიდებლობის დღის ორგანიზებაში. დღეს უკვე თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ქართულ ამერიკული მეგობრობის მხარდაჭერების რაოდენობა კიდევ უფრო გააფართოვდა რაც მკაფიოდაც ჩანს ამერიკის დამოუკიდებლობის დღის მისალოც ბანერზე.

    აშშ-ის დროშის ფერებში მორთული სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ნამდვილი ამერიკული გარემო და უამრავი დადებითი ემოცია სუფევდა. სტუმრებს საჩუქრად გადაეცათ ამერიკის დღოშის ფერებით გაფორმებული სამაჯურები და სამკერდე ნიშნები.

    ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ საქართველოს ფოსტის მხარდაჭერით, დამსწრე საზოგადოებას მიეცა საშუალება 4 ივლისის მისალოცი საფოსტო ბარათები საჩუქრად გაეგზავნათ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. წვეულების საზეიმო განწყობის ასამაღლებლად გაიმართა 4 ივლისის იღბლიანი ბილეთების წამახალისებელი გათამაშება და სადღესასწაულო ბარბექიუ. სპეციალურად ამ დღისთვის კი ზურა ხუციშვილის ბენდმა, ამერიკული ჯაზის რამოდენიმე ნაწარმოები შეასრულა.

    განსაკუთრებულად ემოციური აღმოჩნდა დემოკრატიის ზეიმის დასკვნით ნაწილი, როცა ამერიკის დროშის ფერებში განათდა დედაქალაქის მთავარი ანძა და სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ეხილათ წვეულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობა, ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გრანდიოზული ფეირვერკის აღლუმი, რასაც მოყვა 4 ივლისის ტორტის გაჭრის ცერემონია. აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო წვეულება გვიან ღამემდე გაგრძელდა.

    მადლობა ყველას ვისთვისაც ამერიკელ ხალხთან მეგობრობა უაღესად მნიშვნელოვანია და ჯერა, რომ ქართულ ამერიკულ მეგობრობას ძლიერი მიზნისკენ მივყავართ, სადაც დემოკრატიული ფასეულობები ხალხის ერთობლივი ნებაა. კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს ამერიკელ მეგობრებს დამოუკიდებლობის დღეს. ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები, მის საზღვრებში თუ საზღვრებს გარეთ მკვიდრი ამერიკელი, ქართულ ამერიკული მეგობრობა და ყველა ის ერთგული მეგობარი ვინც პატივისცემით ამაღლებს ამერიკის შეერთებულ შტატებს. მეგობრობა საოცარი მოვლენაა! გილოცავთ ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს!

    აღნიშნულ განცხადებას, ამერიკის მეგობართა კლუბი ავრცელებს - 8 ივლისი, 2021 წელი

     

  • „გილოცავთ 26 მაისს - დღეს, რომელიც თავისუფლების სიხარულთან და სამშობლოს ძლიერი ერთგულების ემოციასთან ასოცირდება“ - ამერიკის მეგობართა კლუბი

    დღეს საქართველო ქვეყნის ისტორიაში უმაღლესი მნიშვნელობის დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტი, ილია ზუკაკიშვილი განცხადებას ავრცელებს.

    „დღეს ჩვენ ყოველნი, საქართველოს ისტორიულ საზღვრებშითუ მის საზღვრებს გარეთ მკვიდრიერი, საქართველოს ტერიტორიაზე მოსახლე ყველა ეროვნება, ერთად ავღნიშნავთდა ვზეიმობთსახელმწიფოს დამოუკიდებლობის, ღმერთის და სამშობლოს სიყვარულის, დემოკრატიის და თავისუფლების დღეს, რომლის სადარი არაფერია.

    დღეს ჩვენ ავღნიშნავთ 26 მაისს და განსაკუთრებული სიამაყით ვულოცავ ამ მნიშვნელოვან ეროვნულ დღესასწაულს, საქართველოს შეიარაღებული ძალების მთელ პირად შემადგენლობას, თითოეულ ჯარისკაცს და სამშობლოს ყველა ერთგულ ადამიანს, ვინც უფლის მადლიერებით, სულის დათმენით, სიყვარულით, წრფელი გულით და მთელი გონებით ფიქრობს აღვადგინოთ საქართველოს საზღვარები, განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა.

    დღეს ჩვენ ავღნიშნავთ 26 მაისს და ვამაყობთ, რომ ქართველმა ერმა თავისი სამიათასწლიანი სახელმწიფოებრივი ყოფა შეინარჩუნა.

    დღეს ჩვენ ავღნიშნავთ 26 მაისს - დღეს, როცა საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსით დაუბრუნდა წინაპრთა სულიერ საწყისს.

    დღეს ჩვენ ავღნიშნავთ 26 მაისს - დღეს, როცადაიწყო საქართველოს ისტორიული კუთვნილების, 1921 წლის კონსტიტუციის სამართლებრივი მემკვიდრეობის დაბრუნება და მსოფლიოს მასშტაბითსაერთაშორისო აღიარება.

    დღეს ჩვენ ავღნიშნავთ 26 მაისს - დღეს, როცა საქართველოს სახელმწიფო თავისუფლი მსოფლიოს დიდ ოჯახში დაბრუნდა.

    დღეს ჩვენ ავღნიშნავთ 26 მაისს - დღეს, როცა საქართველო ევროპის რუკაზე,როგორც პროგრესული და პროდასავლური სახელმწიფო გამოჩნდა.

    დღეს ჩვენ ავღნიშნავთ 26 მაისს - დღეს, როცა მოხდა თავისუფალი საზოგადოებისთვის - თავისუფლების სივრცის განსაზღვრა, თავისუფალი სამყაროს აღქმა და თავისუფალი აზრის ჩამოყალიბება.

    დღეს ჩვენ ავღნიშნავთ 26 მაისს - დღეს, როცა საქართველოსთვის,საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იძულებითი ყოფნის, კომუნისტური ეპოქა დასრულდა.

    დღეს ჩვენ ავღნიშნავთ 26 მაისს - დღეს, როცა საქართველოს სახელმწიფო დროშა, როგორც ერის ღირსება, აღიმართება და ფრიალებს თავისუფალ საქართველოში და აცისკროვნებს დამოუკიდებელი საქართველოს ცას.

    დღეს ჩვენ ავღნიშნავთ 26 მაისს, მაგრამ ამავდროულად რუსეთის იმპერიალისტური ძალებიგანაგრძობენ ფარულომს საქართველოსწინააღმდეგდა ჩვენი ქვეყნის ანექსიას.

    დღეს ჩვენ ავღნიშნავთ 26 მაისს - დღეს, როცა ქართველი ერი განსაკუთრებულ თაყვანსა სცემს და პატივს მიაგებს რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ გმირებს.

    დღეს ჩვენ ავღნიშნავთ 26 მაისს, მაგრამ ერის ბედისწერამ ისე ინება, რომკვლავ გვიწევს გავაგრძელოთ - 1918 წლის 26 მაისს საქართველოს სრული დეოკუპაციისთვის დაწყებული ბრძოლის ფაზა, რუსეთის იმპერიალურ ძალებთან, საქართველოს საბოლოო გამარჯვებამდე და კრემლის პროვოკაციური პოლიტიკის ძირფესვიანად დამარცხებამდე.

    დღეს ჩვენ ავღნიშნავთ 26 მაისს და შევთხოვთ უფალს დალოცოს საქართველო, მის საზღვრებში თუ საზღვრებს გარეთ მკვიდრი ყველა ერთგული ადამიანი და საქართველოს ტერიტორიაზე მოსახლე ყველა ეროვნება, ვინც პატივისცემით ამაღლებს ჩვენს სამშობლოს“,- აცხადებს ილია ზუკაკიშვილი.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური