მსოფლიოში ცნობილი ამერიკელი პოლიტიკოსის ჯონ მაკკეინის ხსოვნისადმი მიძღვნილი მიღება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 23 ნოემბერი 2018 17:10

ამერიკის მეგობართა კლუბის ორგანიზებით, ქ. თბილისის საკრებულოს ისტორიულ დარბაზში გაიმართა საქართველოს მტკიცე და ერთგული მეგობრის მსოფლიოში ცნობილი ამერიკელი პოლიტიკოსის, სენატორი ჯონ მაკკეინის ხსოვნისადმი მიძღვნილი მიღება. 

სენატორის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად გამართულ ღონისძიებაზე მიწვეული იყვნენ საზოგადოების სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანები, აშშ-ის საელჩოს და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, უმაღლესი სასწავლებლების და ბიზნეს სექტორის

წარმომადგენლები, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციები, მათშორის ქართველი და ამერიკელი სამხედროები. ოფიციალური მიღების პირველი ნაწილი მთლიანად დაეთმო ჯონ მაკკეინის ღვაწლზე საუბარს, რომელიც მას მიუძღვის საქართველოს, როგორც სახელმწიფოს ჩამოყალიბების საქმეში. ასევე იმ  უწყვეტ და მტკიცე მეგობრობაზე, რომელიც აკავშირებდა მას ქართველი ხალხის მიმართ.    

საღამოზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართეს, ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტმა ილია ზუკაკიშვილმა, აშშ-ის საელჩოს პრეს ატაშემ კრისტოფერ დავენპორტმა, სახელმწიფო უნივერსიტეტის, ამერიკის შესწავლის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ვასილ კაჭარავამ და კავკასიის კვლევის საერთაშორისო სკოლის დირექტორმა, პროფესორმა გია ნოდიამ.  სტუმრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტმა ისაუბრა  ქართულ ამერიკული მეგობრობის შესახებ. - ორივე ქვეყნის მეგობრობის გათვალისწინებით, კლუბი ყოველთვის ცდილობს სათანადოდ შეაფასოს ამერიკელი ხალხის მხრიდან ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა და მისი საქმიანობის ფარგლებში საკუთარი წვლილი შეიტანოს ქართულ ამერიკული თანამშრომლობის გაღრმავებაში. სწორედ ამიტომ, მსგავსი სახის ღონისძიების განხორციელება გვაძლევს კიდევ ერთ შესაძლებლობას გავიხსენოთ და შესაბამისი პატივი მივაგოთ საქართველოს სახელმწიფოს ძლიერ მეგობარს, სენატორ ჯონ მაკ-კეინს. გვსურს, უფრო ახლო რაკურსით გავაცნოთ ფართო საზოგადოებას მისი მოღვაწეობა და გავაფართოვოთ ქართულ ამერიკული მეგობრობის მხარდამჭერი ადამიანების საკომუნიკაციო გარემო.

მინდა ავღნიშნო, რომ სენატორმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის და თავდაცვის განვითარების პროცესში. განსაკუთრებით დასაფასებელია ჯონ მაკკეინის მტკიცე და ერთგული მეგობრობა ქართველი ხალხის მიმართ. ქართულ ამერიკული მეგობრობის 25 წლის განმავლობაში, მან არაერთხელ მოახერხა საქართველოში ჩამოსვლა. ამ წლების განმავლობაში ის უწყვეტად განაგრძობდა საქართველოს დამოუკიდებლობის, მისი ტერიტორიული მთლიანობის, თავდაცვის და უსაფრთხოების, ასევე საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერას. ჩვენ  მადლიერები ვართ და განსაკუთრებულად ვაფასებთ მის იმ ძალისხმევას, რომლის შედეგადაც შევძელით განგვევითარებინა კანონის უზენაესობის, თავისუფლებისა და დემოკრატიის ფასეულობები. ჯონ მაკკეინის მხარდაჭერის წყალობით  შევძელით გავმხდარიყავით თავისუფალი სამყაროს ლიდერი სახელმწიფოს, აშშ-ის ერთგული მოკავშირე. მე გულწრფელად მწამს, რომ ჯონ მაკეინის გარდაცვალების შემდეგ, საქართველოს ისევ გამოუჩნდება შეერთებულ შტატების სენატში ისეთივე მაღალი პოლიტიკური დონის და მაშტაბის ადამიანი, რომელიც ჯონ მაკეინის მსგავსი სიმძლავრით გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის აქტიურ მხარდაჭერას და დაცვას. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ დღეს საქართველოს და აშშ-ის ერთად დგომა ძალზედ მნიშვნელოვნია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, რადგან ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიმართ ურყევია. ჩვენ მადლიერები ვართ იმ მეგობრობის, რაც ქართველ და ამერიკელ ხალხს შორის არსებობს განაცხადა ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტმა ილია ზუკაკიშვილმა.   

ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ ნაჩვენები იყო სენატორი, ჯონ მაკკეინის (1936-2018) განვლილი ცხოვრების ამსახველი დოკუმენტური ფილმი. ასევე, სამხედრო სენატორის ხსოვნის პატივსაცემათ, საღამოზე შეკრებილი სტუმრების წინაშე წარდგა ფოლკლორული ანსამბლი “თბილისი“, რომელმაც შეასრულა საბრძოლო სულიკვეთების  რამოდენიმე ქართული სიმღერა. ღონისძიების დასკვნით ნაწილში, სტუმრებმა დააგემოვნეს ამერიკის მეგობართა კლუბის ინიციატივით დამზადებული, სენატორი მაკკეინის სახელობის ღვინო, რომელიც ჩამოასხა ღვინის კომპანია ხარებამ. 

ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ: ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ამერიკული კომპანია KVG, ქედი სტუდიო, ღვინის კომპანია „ხარება“, გამომცემლობა "მინიატურა" კომპანია პრემიუმ ივენთი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, კომპანია სარაჯიშვილი, და ინგლისურენოვანი გაზეთი “The Messenger“. 

წაკითხულია 1033 ჯერ

Related items

  • ამერიკის მეგობართა კლუბმა, ამერიკის ეროვნული დღესასწაული საზეიმო მიღებით აღნიშნა

    ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღისა და დეკლარაციაზე ხელისმოწერის 246 -ე წლის აღსანიშნავად სასტუმრო ბილტმორში წვეულება გაიმართა. ოფიციალურ მიღებას, საქრათველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნეს სექტორისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტმა ილია ზუკაკიშვილმა.

    მოხარული ვარ გაცნობოთ რომ, 4 ივლისს წელს მეთვრამეტედ ავღნიშნავთ და ვამაყობთ რომ, ამ წლების განმავლობაში, ქართულ ამერიკული მეგობრობის მხარდამჭერ ორგანიზაციებთან ერთად ვზეიმობთ საქართველოს ერთგული მეგობრის და მტკიცე მოკავშირის, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს.

    ვფიქრობ გაზვიადებული არ იქნება თუ ვიტყვი რომ, 4 ივლისი არა მხოლოდ ამერიკელ ხალხს ანიჭებს სიხარულს, არამედ მათაც ვისაც სურს იყოს თავისუფლების მეგობარი. ამაში იგულისხმება ისიც რომ, ეს დღე არის საზეიმო ყველა იმ ადამიანისთვის ვისთვისაც დემოკრატია, ფასეულობების სისტემას წარმოადგენს.

    ამასთან ერთად ყოველჯერზე ვრწმუნდებით რომ, ამერიკის დამოუკიდებლობის დღე ქართველებისთვისაც განსაკუთრები ძვირფასია, ამ წვეულებაზე შექმნილი გარემო კი, ბედნიერების ემოციით არის სავსე და კიდევ უფრო მეტად აახლოვებს ქართულ-ამერიკული მეგობრობის მხარდამჭერებს. 

    წელს შესრულდა ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი. ამ წლების განმავლობაში, ამერიკელმა ხალხმა არაერთხელ დაამტკიცა ქართველ ხალხთან მტკიცე მეგობრობა და დღესაც, მსოფლიოსთვის ამ უმძიმეს ვითარებაში აგრძელებს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ მხარდაჭერას. 

    ნება მომეცით გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და ავღნიშნო რომ ქართველი ხალხის სახელით ორგანიზებულმა წვეულებამ მოგვცა შესაძლებლობა, ურყევი მეგობრობის გზავნილი გაგვეგზავნა ამერიკელი ხალხისთვის და მადლიერება გამოგვეხატა, გასული სამი ათწლეულის მანძილზე, საქართველოს სახელმწიფოსთვის გაკეთებული ბევრი კეთილი საქმისთვის.

    ამავდროულად, 4 ივლისი არის ერთ-ერთი საუკეთესო დღე იმისთვის რომ, დავანახოთ ყველას, როგორც სახელმწიფოს შიგნით ასევე მის ფარგლებს გარეთაც თუ რა დამოკიდებულება აქვს თავისუფლების მოყვარულ ქართველ ერს, ამერიკელი ხალხის მიმართ.

    დასასრულს მსურს მადლობა გადაუხადო ყველა იმ ორგანიზაციას თუ ადამიანს ვინც შემოუერთდა დეკლარაციის ხელმოწერიდან 246 წლის იუბილის საქართველოში აღნიშვნის ინიციატივას და ამავდროულად მხარი დაუჭირა ქართულ ამერიკული მეგობრობის მუხტის გაძლიერებას.

    კომპანია პე ეს პე; ლიბერთი ბანკი; თელავის ღვინის მარნი; Radisson Collection Hotel; Radisson Blu Iveria; Le Méridien Batumi; Hotel Ambassadori Goderdzi; Biltmore Hotel Tbilisi; ნატალი ჯგუფი; კომპანია “პრესტიჟი-ისი პარი“; McCANN Tbilisi; კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯია; McDonald's Georgia; კომპანია სარაჯიშვილი; კომპანია პიელ ნატურალსი; ამერიკული კომპანია KVG; აშშ-ის საელჩო საქართველოში; კომპანია ვაკე; კომპანია ენერჯი; წლევანდელი ღონისძიების საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს ტელეკომპანია მთავარი და ტელეკომპანია პირველი. 

    არ შემიძლია რამოდენიმე სიტყვით არ შევეხო რუსეთის ფედერაციის იმ სისასტიკეს, რომელსაც დღესაც აგრძელებს უკრაინელი ხალხის მიმართ. მიმაჩნია, რომ რომ სადაც არუნდა ვიყოთ რა მნიშვნელოვან თარიღსაც არუნდა ავღნიშნავდეთ, ყველგან უნდა გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა მამაცი უკრაინელი ხალხის მიმართ. სწორედ ამ დეკლარირებული მეგობრობის დასტურად ამერიკის დამოუკიდებლობის დღის ოფიციალურ ნაწილში, უკრაინის ჰიმნის ფონზე წუთიერი დუმილით პატივი მივაგეთ უკრაინის თავისუფლებისთვის დაღუპულ ადამიანებს, განაცხადა  ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტმა ილია ზუკაკიშვილმა.  

    4 ივლისს, სასტუმრო ამბასადორი ამერიკული დეკორაციით და აქსესუარებით მოირთო, სადაც ნამდვილი ამერიკული გარემო სუფევდა. ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, წვეულებაზე მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ ეთნო-ფოლკ ჯგუფი “შარას” რეპერტუარისთვის, დამტკბარიყვნენ ულამაზესი ქართული ცეკვებით, მიეღოთ მონაწილეობა 4 ივლისის სადღესასწაულო ლოტოტრონში და დაეგემოვნებინათ განსაკუთრებულად გემრიელი 4 ივლისის ტორტით.  

    ამერიკის დამოუკიდებლობის დღესასწაული გრანდიოზული ფეირვერკით დასრულდა.

    ამერიკის მეგობართა კლუბი

    4 ივლისი, 2022 წელი - თბილისი, საქართველო

  • ამერიკელი სპორტსმენი ანიტა ალვარესი მისმა მწვრთნელმა ანდრეა ფუენტესმა გადაარჩინა!

    ბუდაპეშტში მიმდნარე საწყალოსნო სპორტის სახეობების მსოფლიო ჩემპიონატზე აუზში სინქრონული ცეკვების მონაწილე ამერიკელმა ანიტა ალვარესმა გამოსვლის დროს უცაბედად გონება დაკარგა.

    ამერიკელი სპორტსმენი მისმა მწვრთნელმა ანდრეა ფუენტესმა გადაარჩინა, რომელიც მალევე აუზში გადაეშვა და ჩაძირული ანიტა ფსკერიდან ამოიყვანა, მერე კი აუზშივე, დელეგაციის წევრთან ერთად პირველადი დახმარება აღმოუჩინა.
    „მის ფილტვებში მხოლოდ წყალი იყო. საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულადა. ანიტა ალვარესს ფინალშიც ასპარეზობა სურდა. მადლობა მაშველებს, რომ მათ ძალიან სწრაფად იმოქმედეს. როდესაც წყლიდან ამოვიყვანე ანიტას კრიჭა ჰქონდა შეკრული. ძალიან შემეშინდა, მაგრამ ახლა ორივე ვიცინით. ჩვენ ვნახეთ სად გადის სპორტსმენის შესაძლებლობების ზღვარი“, - განაცხადა ანიტა ალვარესის მწვრთნელმა ანდრეა ფუენტესმა.
    უცხოური მედიის ინფორმაციით ანიტა ალვარესი უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი სამედიცინო პროცედურები ჩაუტარდა. გულის წასვლის მიზეზად გადაღლილობა და ცხელი მზიანი ამინდი სახელდება.

    შეგახსენებთ,რომ ანიტა ალვარესმა გონება შარშან ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირზეც დაკარგა.

    წყარო: https://www.crystalsport.ge/news/44981?fbclid=IwAR3TGIEShMBmpkJBYOhvfjQmKRSosCituJTw4GNXTXTRPHEeazvaRB4IUR4

  • მოკლე დისტანციაზე მარათონული რბოლა “ერთად უკრაინისა და თავისუფლების გამარჯვებისთვის“

    საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის ეგიდით, თბილისის დენდრო პარკში გაიმართა უკრაინის მხარდაჭერი 15 კილომეტრიანი მარათონი, რომლის ორგანიზატორი იყო ამერიკის მეგობართა კლუბი.   

    სპორტულ გარბენში მონაწილეობისთვის და გამარჯვების მოსაპოვებლად შეიკრიბა რამოდენიმე ათეული გამოცდილი მორბენალი. ასევე გარბენს შემოუერთდნენ მოყვარული მორბენლები, მოხალისეები და ყველა ის გულშემატკივარი ვისთვისაც - ქართველი, ამერიკელი და უკრაინელი ხალხის მეგობრობის სიმტკიცე ყოველთვის პრიორიტეტულია. მოკლე დისტანციაზე სირბილის ყველაზე უფროსი მონაწილე იყო 72 წლის, მორბენალთა შორის ყველაზე უმცროსი კი მხოლოდ 10 წლის.  

    საიუბილეო თარიღის აღსანიშნავი და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერი მარათონი, კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია, ქართულ ამერიკული და ქართულ უკრაინული მეგობრობის გზაზე. რბოლის დასრულების შემდეგ გამარჯვებულ მორბენლებს წახალისების მიზნით გადაეცათ კომპანია GDM-ის და პიელ ნატურალსის ფასიანი საჩუქრები, სპეციალიზებული სპორტული სასმელი და რათქმაუნდა ყველა მონაწილეს, პერსონალური მადლობის სიგელი. ფინიშის ხაზის გადალახვის სლოგანი იყო “ერთად უკრაინისა და თავისუფლების გამარჯვებისთვის“. მადლობას ვუხდით საქართველოს ვეტერან მორბენალთა ასოციაციას,  მარათონის თითოეულ მონაწილეს, მოხალისეს და გულშემატკივარს სპორტულ ღონისძიებაში მიღებული მონაწილეობისთვის.  

    ამერიკის მეგობართა კლუბის სახელით განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით, საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებების ძირითად მხარდამჭერს - კომპანია პე ეს პეს, რომელიც წლების განმავლობაში არის ქართულ ამერიკული მეგობრობის შეუცვლელი პარტნიორი და მთავარი სპონსორი. გარდა ამისა, ჩვენ ერთად შევქმენით ეს ამბავი და შესაბამისად, მათი მონაწილეობა კიდევ ერთხელ ადასტურებს - ამერიკის მეგობართა კლუბის მიმართ ერთგულებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერას. როგორც წესი, კომპანია პე ეს პესთვის ქართულ ამერიკული მეგობრობის სიმტკიცე ყოველთვის პრიორიტეტულია.

    და ბოლოს, საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ რომ, საქართველოსა და აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობის და მეგობრობის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი აქტივობები დასრულდება უკრაინელი ხალხის მხარდამჭერი საქველმოქმედო ღონისძიებით, რომლის ფარგლებში გაიმართება გამოფენა-გაყიდვა. ჰუმანიტარული დახმარებისთვის შემოსული თანხა კი სრულად გადაირიცხება უკრაინის საელჩოს სპეციალურ ანგარიშზე - განაცხადა ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტმა ილია ზუკაკიშვილმა.   

    1 ივნისი, 2022 წელი - თბილისი, საქართველო

  • ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს საქართველოს და ქართველ ხალხს

    ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტი ილია ზუკაკიშვილი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს საქართველოს და ქართველ ხალხს. ამ მილოცვას "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ.

    "გილოცავთ მეგობრებო ჩვენი ქვეყნის მთავარ დღესასწაულს 26 მაისს, საქართველოს თავისუფლების და დამოუკიდებლობის დღეს!

    რუსეთის ძალადობრივი პოლიტიკის ფონზე, ჩვენი ბრძოლა დღესაც გრძელდება - ძვირფასი თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, მშვიდობისთვის, ევროპულ ოჯახში დაბრუნებისთვის და უკეთესი მომავლისთვის.

    ვულოცავ ჩვენს აფხაზ და ოს დაძმებს, ჩვენი საერთო სამშობლოს დამოუკიდებლობის დღეს!  ჩვენ ბევრი ტკივილი გამოვიარეთ და უნდა გვახსოვდეს, თუ ერთად ვიქნებით, რუსეთის ძალადობრივ პოლიტიკასაც მალე დავამარცხებთ და მეტად განვამტკიცებთ ჩვენს მრავალეროვან სახელმწიფოს. ჩვენი ყველას ვალდებულებაა რაც შეიძლება მალე დავბრუნდეთ და დავიმკვიდროთ ადგილი დიდ ევროპულ ოჯახში.

    კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს საქართველო".

    დიდი პატივისცემით,

    ილია ზუკაკიშვილი

    ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტი

    2022 წლის, 26 მაისი - თბილისი, საქართველო

  • ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტი ილია ზუკაკიშვილი, საქართველოს პრემიერ მინისტრის და მთავრობის მისამართით სპეციალურ წერილს ავრცელებს

    მრჩება შთაბეჭდილება რომ, მართველი პარტია “ქართული ოცნების“ ხელისუფლება განზრახ ცდილობთ კრემლის ხაფანგში მოხვედრას.

    ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, მსოფლიო პოლიტიკის მკვლევართა დაკვირვებამ ცხადყო, რომ ავადსახსენებელი პირსისხლიანი პუტინი, აგრესიული სიმსივნის მსგავს, მომაკვდინებელ  სნეულებათა ლიდერად რჩება. თუმცა, ახლა ამ საკითხზე თქვენს ყურადღებას აღარ შევაჩერებ, რადგან ადრე თუ გვიან ამ დაავადების ლოგიკური დასასრული ყველამ კარგად ვიცით. 

    პირადად ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს კონტროლს გარეთ მყოფი პუტინის ბედი, არამედ დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია დავინახო ჩემი ქვეყნის ხელისუფლების შეურიგებელი წინააღმდეგობის გაწევა საქართველოს დაუძინებელ და ამჟამად მსოფლიო მშვიდობის მტერთან, როგორიცაა პირსისხლიანი პუტინი.   

    მაგრამ სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში მკაფიოდ გამოჩნდა საქართველოს ხელისუფლების ანტაგონისტური დამოკიდებულება ომში მყოფი უკრაინის ხელისუფლებისა და ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების მიმართ, რაც მაფიქრებინებს იმას რომ, მართველი პარტია “ქართული ოცნების“ ხელისუფლება, განზრახ ცდილობს კრემლის ხაფანგში მოხვედრას.    

    რუსეთის მხრიდან უკრაინაში ბარბაროსული შეჭრის შემდეგ გამიჩნდა განცდა რომ, პრემიერ მინისტრისა და ხელისუფლების რეიტინგი, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მის ფარგლებს გარეთაც თითქმის აბსოლუტურ ნულამდე შემცირდა. ჩემს ვარაუდს კი საფუძვლად უდევს, პრემიერის ბოლოდროინდელი ქცევის განსაკუთრებული არაადეკვატურობა, უმთავრესად კი მის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული ბუნდოვანი განცხადებების გადმოცემის მანერა, რომელიც აზიანებს და არღვევს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დამაკავშირებელ გზებს.

    ბატონო პრემიერო და მთავრობის წევრებო, გულწრფელად მინდა დავიჯერო თქვენი თავისმართლების პოლიტიკა პარტნიორებთან თანამშრომლობის კუთხით, მაგრამ ფაქტები აბსოლუტურად სხვას ამტკიცებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენ ყურადღებით არ ეკიდებით ჩვენი ქვეყნის სტარატეგიული პარტნიორების წუხილს და ქვეყნის შიგნით კვლავ განაგრძობთ სადაზღვევო პოლიტიკის თამაშსს, - ერთი მხრივ პრო რუსულ ჯგუფებთან მჭიდროდ თანამშრომლობას და მეორე მხრივ ცდილობთ საერთაშორისო პარტნიორებთან ნდობის აღდგენას.

    ვფიქრობ, ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი რომ არ შეაფერხოთ, ევროპული თავისუფლების ჟანგბადი ნამდვილად გჭირდებათ, მაგრამ ნდობის აღდგენის რა მოგახსენოთ, რადგან რჩება შთაბეჭდილება რომ, საზოგადოება განზრახ შეგყავთ შეცდომაში, რათა ხალხმა მძაფრად არ აღიქვას რუსეთის სამხედრო ჯალათების მიერ ჩადენილი დანაშაულები.

    ვფიქრობ, თქვენც კარგად აანალიზებთ რომ, ჩვენი ქვეყანა უდიდესი საფრთხის წინაშე დგას და იმასაც ძალიან კარგად ხვდებით რომ, რუსეთისთვის უკრაინის შემდეგ, დამორჩილების ერთ-ერთი ცენტრალური ობიექტი საქართველოა.    

    თუ კიდევ ვერ გაიგეთ, გეტყვით რომ, თქვენ როგორც საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება, ქვეყნისთვის განსაკუთრებული მოვლენების წინ, პატივს უნდა სცემდეთ იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც სიცოცხლე, მსოფლიო თავისუფლებისთვის ბრძოლას შეწირეს, ჩვენ კი მათ გმირებს ვუწოდებთ. ანუ კიდევ უფრო ზუსტი და გასაგები სიტყვებით რომ განვმარტო; - თავისუფლების მოყვარე ქვეყნების ლიდერები, უკრაინელების შეუპოვარ ბრძოლას უდიდეს თავისუფლებასთან აიგივებენ, მსოფლიოს მშვიდობისთვის ბრძოლას იზიარებენ და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას საქმით ამტკიცებენ. თქვენი განცხადებები კი, არ არის მხარდაჭერილი ფაქტებით.  

    და ბოლოს, სპეციალურად თქვენთვის გავამდიდრე ჩემი წერილი მძაფრი განცდებით, რადგან კიდევ ერთხელ მომემართა და მეთქვა - თავი დაანებეთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების თქვენებურ ფორმულირებას ეკონომიკური ხასიათის ჭრილში. 

    მე კი, როგორც ჩემი ქვეყნის რიგითი მოქალაქე, თქვენი ქმედების შესაბამისად პირდაპირ გეტყვით რომ, ამგვარი არჩევანით ძალიან სახიფათო თამაშში შედიხართ, რაც თქვენი  ხელისუფლებისთვის ორმაგად წამგებიანია.

    ილია ზუკაკიშვილი

    ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური