ქართულ-სომხური მედია-დიალოგი: „სამშვიდობო ჟურნალისტიკა და კონფლიქტების თავიდან აცილება“

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 20 ნოემბერი 2018 09:25

გასულ კვირას ერევანში გაიმართა ქართველი და სომეხი ჟურნალისტების მორიგი შეხვედრა, რომლის მთავარ თემას წარმოადგენდა „სამშვიდობო ჟურნალისტიკა და კონფლიქტების თავიდან აცილება სამხრეთ კავკასიაში“. შეხვედრის ორგანიზატორები არიან: კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი (ICCN), გლობალური პარტნიორობა საბრძოლო კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად (GPPAC - სამხრეთ კავკასიაში) და ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის სომხეთის კომიტეტი (HCA-სომხეთი). აღნიშნული შეხვედრა ჩატარდა პროექტის - „ეკონომიკური კავშირების დივერსიფიკაცია სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში.

ორმხრივ შეხვედრაში მონაწილე ჟურნალისტებმა წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში განიხილეს სომხეთსა და საქართველოში შექმნილი პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაცია. გაცვალეს ინფორმაციები არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეტანილ წვლილზე კონფლიქტების თავიდან აცილების მექანიზმის თაობაზე. ასევე მოისმინეს ინფორმაცია სამხრეთკავკასიელი ქალ მედიატორთა ქსელის დაარსების შესახებ და გაეცნენ ინფორმაციას მათთვის ახალი ონ-ლაინ კონტენტების www.peaceportal.org და www.peacetraining.eu მუშაობის თაობაზე. რომლებიც მოწოდებულნი არიან ხელი შეუწყონ სამშვიდობო ჟურნალისტიკის განვითარებას და კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით მოგვარებას. 

ქართულ-სომხური მედია-დიალოგის ორგანიზატორის, საერთაშორისო ორგანიზაცია კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის (ICCN) კავკასიური პროგრამის კოორდინატორის ზაალ ანჯაფარიძის თქმით, მნიშვნელოვანია რეგიონის ჟურნალისტების გამოცდილება კონფლიქტების თავიდან აცილების მექანიზმის ამოქმედების თვალსაზრისით. „ამისათვის ჟურნალისტებმა უნდა იცოდნენ რას წარმოადგენს კონფლიქტი და რა უნდა გააკეთოს თითოეულმა მათგანმა კონფლიქტების პრევენციის თვალსაზრისით“, - ხაზი გაუსვა ზაალ ანჯაფარიძემ.

ერევნის შეხვედრის მონაწილეებმა ასევე მოისმინეს მომხსენებლების მანე პაპიანის (სომხეთი), მამუკა ყუფარაძის (საქართველო), აკობ კარაპეტიანის (სომხეთი), ზვიად ავალიანის (საქართველო), გევორგ ტოსუნიანისა (სომხეთი) და მზევინარ ხუციშვილის (საქართველო) ძალიან საინტერესო გამოსვლები, რომლებიც შეეხებოდა სამხრეთ კავკასიაში არსებულ კონფლიქტებს და მათი დაძლევის მექანიზმებს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სამშვიდობო ჟურნალისტიკის განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს საინფორმაციო საშუალებებში დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას. „ძალიან კარგია, რომ რეგიონის ჟურნალისტებს შორის ხდება გამოცდილების გაზიარება. მნიშვნელოვანია ჟურნალისტებს შორის საერთო აზრის ფორმირება, თუ როგორ შეგვიძლია არაკონფრონტაციული და სამშვიდობო რეპორტჟებით ხელი შევუწყოთ კონფლიქტების მოგვარებასა და პრევენციას“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე. 

შეხვედრის დასასრულს მონაწილეები გაეცნენ ქართული და სომხური მხარის მიერ მომზადებულ ანალიტიკურ ჩანაწერებს  და საკუთარი ხედვები წარმოადგინეს მათ გარშემო. აღნიშნული ჩანაწერები შეასრულეს ქართველმა და სომეხმა კომპეტენტურმა ექსპერტებმა. ნაშრომებში წარმოდგენილია ის ხედვები, რომლებიც ეხება ეკონომიკურ ნიადაგაზე ამოცენებულ კონფლიქტების შესაძლო პრევენციას, იქიდან გამომდინარე რომ საქართველო ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA)ნაწილია, ხოლო სომხეთი კი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის. მედიის წარმომადგენლებმა იმსჯელეს და კონკრეტული გზები დასახეს, თუ როგორ უნდა მიიტანონ საინფორმაციო საშუალებებმა მკითხველის, მაყურებლის და მსმენელის ყურამდე, ის პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემები, რომელთა მოგვარებაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის და რომლებიც ხელს შეუწყობენ კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით მოგვარებას სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

ავთანდილ ოთინაშვილი

წაკითხულია 1150 ჯერ

Related items

  • თბილისში აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

    თბილისში გუშინ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია სახელწოდებით „აზერბაიჯანი - საქართველო: საუკუნეების გამოცდა, მეგობრობის მემკვიდრეობა“ გაიმართა.

    ღონისძიების გახსნაზე სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ, აზერბაიჯანის ელჩმა საქართველოში ფაიგ გულიევმა, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ელჩმა ელშად ისკანდეროვმა. გამონსვლელებმა აღნიშნეს რომ აზერბაიჯან-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას ღრმა ისტორიული ფესვები აქვს და რომ ორ ხალხს შორის მეგობრობის კავშირები აგებულია ქართველებისა და აზერბაიჯანელების საერთო წარსულიდან გამომდინარე ძმობის საფუძველზე.

    მოგვიანებით, ANAS-ის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ კარიმ შუკუროვის და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ქეთევან შოშიაშვილის თანათავმჯდომარე აკადემიურ პანელზე, აზერბაიჯანელმა და ქართველმა მეცნიერებმა განიხილეს ურთიერთობის ისტორია, განსაკუთრებით თანამშრომლობა. აზერბაიჯანი და საქართველო მე-20 საუკუნის დასასრულს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში, აწვდიდნენ მოხსენებებს კავკასიაში მშვიდობისთვის პარტნიორობის, ასევე ჩვენი ხალხების ურთიერთკულტურული გავლენის შესახებ. კონფერენციის ფარგლებში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი ორი ქვეყნის მეცნიერებს შორის ერთობლივი კვლევითი პროექტების გაფართოების, ასევე აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობების ისტორიის შესახებ ერთობლივი სამეცნიერო ტომის გამოცემის მიზნით.

    საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში იმავე დღეს კიდევ ერთი ღონისძიება გაიმართა. რადბირში საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოხელე ელდარ ნადირაძის მიერ მომზადებული წიგნის „ყარაბაღის სახანოს“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე ისაუბრეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ელჩმა ელშად ისკანდეროვმა და სხვა მეცნიერებმა და აღნიშნეს, რომ წიგნი გამოიცა ელეგანტურად და დეტალური ინფორმაცია ისტორიის შესახებ. 

    საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს, საქართველოს საერთაშორისო კავკასიის უნივერსიტეტისა და ევრაზიის საერთაშორისო განვითარების ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანელი, ქართველი დიპლომატები, მეცნიერები, მკვლევარები და მედიის წარმომადგენლები.

    ავთანდილ ოთინაშვილი

     

  • საქართველოში ინტერნეტი პოლიტიკური მანიპულაციის იარაღი ხდება

    საქართველოში ინტერნეტის, როგორც პოლიტიკური კომუნიკაციების სივრცის განვითარებასთან ერთად გაჩნდა ონლაინ პროპაგანდის ახალი ფორმებიც. ეს არ არის გასაკვირი, რადგანაც ამ სახის ერთგვარად შეფარული პროპაგანდის გავლენა აღწევს მილიონობით ადამიანს და აყალიბებს პროპაგანდის სუბიექტებისთვის ხელსაყრელ გარემოს და ქმნის მოვლენების თანამედროვე სურათზე რეალობის ინტერპრეტაციის ფართო საშუალებებს.
    ინტერნეტ რესურსებით მანიპულირების კაპიტალი საქართველოში განუხრელად იზრდება, ამას ხელს უწყობს ინტერნეტის ექსტრატერიტორიულობა, მულტიმედია და ინტერაქტიულობა. ეს საჭიროებს, პოლიტიკური კომუნიკაციის პროცესში ინტერნეტის როლის გადაფასებას და ახალი ტიპის პოლიტიკური კომუნიკაციის დანერგვას. ამ ახალი ტიპის კომუნიკაციის დანერგვამ უნდა ჩამოაყალიბოს სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის ურთიერთქმედების ახალი ვექტორები.
    ეს თავის მხრივ განსაზღვრავს სახელმწიფოებში ძალაუფლების განხორციელების შესაბამის მექანიზმებს, ის მოითხოვს საინფორმაციო და საკომუნიკაციო აქტივობების მიდგომების ახალ გაგებას და არსებულ პირობებში პიროვნებისა და სოციალური ჯგუფების როლი და ადგილის განსაზღვრას.
    საქართველო, როგორც გლობალურ კომუნიკაციაში ინტეგრირებული სახელმწიფო
    სახელმწიფო ინსტიტუტებისგან ფუნდამენტურად ახლებურად განვითარებას მოითხოვს პოლიტიკურ კომუნიკაციებში. ეს იმიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ახალი ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციის ფორმების გავლენის ქვეშ, თანამედროვე პირობებში ზოგჯერ აუცილებელი ხდება საშინაო პოლიტიკური პროცესიის ისეთი ფორმა, როგორიცაა დემოკრატიული კონტროლი.
    საქართველოს მოწყვლადი მდგომარეობიდან გამომდინარე, შიდა დესტრუქციული ძალების მომეტებული აქტივობის ფონზე, პროცესის პოლიტიკური კონტროლი დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევის გარეშე, არის აუცილებელი კომპონენტი.
    თანამედროვე ქსელური საზოგადოების გამჭვირვალობას აქვს საპირისპირო მხარე - ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაჩენის სახით ტოტალური კონტროლი თითქმის ნებისმიერ მოქალაქეზე, შესაძლებლობით მიიღო მონაცემები მისი საინფორმაციო და საკომუნიკაციო საქმიანობის შესახებ. ეს კარგად ემსახურება პოლიტიკური მართვის სუბიექტების ინტერესებს.
    საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების ფენომენი, თანამედროვე
    ინტერნეტ ტექნოლოგიების მანიპულაციური გამოყენების პრაქტიკა პოლიტიკური
    კომუნიკაცია სოციალურ-პოლიტიკური აღქმის მოდელების ფორმირებისათვის
    საზოგადოების მიერ რეალობა, ისევე როგორც მასობრივი ქცევის მოდელები
    არსებული პოლიტიკური რეჟიმების სტაბილურობის შენარჩუნება და მიღწევა
    პოლიტიკური მართვის სუბიექტების მიზნები.
    თანამედროვე სამყაროში საზოგადოებრივი ცნობიერების მანიპულირება ერთ-ერთი ეფექტური ინსტრუმენტია პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად
    მანიპულაციური გავლენა საზოგადოებრივ ცნობიერებაზე პირდაპირ გაძლევთ საშუალებას აკონტროლოთ პოლიტიკური სტაბილურობის პარამეტრები. შესაბამისად, სახელმწიფოს პოლიტიკური სისტემის ფუნქციონირების ეფექტურობა აქ დიდწილად განისაზღვრება მანიპულაციური ფორმირების წარმატების ხარისხით. საუბარია შესაბამისი საზოგადოებრივი აღქმების ფორმირებაზე ეროვნული პოლიტიკურ სისტემაზე, , ეროვნული ლიდერებისა და პოლიტიკური ელიტების შესახებ, ასევე სახელმწიფო ძალაუფლების ინსტიტუტებზე.
    დღევანდელი გამოწვევების ფონზე, ღირებულებით-სემანტიკური სივრცეების ფორმირება და დაცვა ხდება ერთიანი პოლიტიკური მენეჯმენტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა, რადგანაც ტრადიციული ღირებულებებისა და მნიშვნელობების ტრანსფორმაცია აუცილებლად იწვევს მნიშვნელოვან და ხშირად სახელმწიფოსთვის სახიფათო ცვლილებებს საზოგადოების შინაარსში. ისინი იწვევენ ძალაუფლების პოლიტიკური ინსტიტუტების არაეფექტურ ფუნქციონირებას, რასაც საბოლოოდ პოლიტიკური რეჟიმების კრიზისამდე მივყავართ.
    ინტერნეტ აუდიტორიის ჩართულობის მაღალი დონე საშუალებას გვაძლევს განვიხილოთ ინტერნეტ საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, როგორც თანამედროვე და ეფექტური თანამედროვე პოლიტიკის ინსტრუმენტი.
    საქართველოში გამოხატვის თავისუფლების შეიძლება ითქვას ულტრალიბერალური გარემოსა და საკანონმდებლო ბაზის პირობებში, ცვლილებების გარეშე, რთული იქნება ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული კონცეპტუალური და ტექნოლოგიური მოდელების შემუშავება და ონლაინ მანიპულატიური ზემოქმედებების და მათი გაფართოების პრევენციული წინააღმდეგობა.
    საინფორმაციო თავდასხმების განხორციელება, ონლაინ პლატფორმების გამოყენებით , ხშირად მიზნად ისახავს ე.წ. "ხავერდოვარნი რევოლუციების " განხორციელებას. ასეთი მაღალტექნოლოგიური სცენარები, საშუალებას გაძლევთ გავლენა მოახდინოთ თითქმის ნებისმიერ ეროვნულ პოლიტიკურ რეჟიმზე, რომელსაც არ გააჩნია ინფორმაციის მკაფიო და ეფექტური კონცეფცია და ტექნოლოგიური წინააღმდეგობა გარედან მომავალ ონლაინ აგრესიაზე.
    საქართველოს არ გააჩნია რესურსები საკუთარი ეროვნული სოციალური მედიის ფორმირებასთვის. სამაგიეროდ, სავსებით შესაძლებელია კონკურენტული
    სემანტიკური და ღირებულებითი საკომუნიკაციო გარემოს შექმნა.ა სევე, ეფექტური ალტერნატივების განვითარება, სახელმწიფო მდგრადობისთვის და საზოგადოებისათვის საფრთხის შემქმნელი არასასურველი სემანტიკური და სიმბოლური ინსტრუმენტის ნეიტრალიზაციის მექანიზმების ჩათვლით. აქედან გამომდინარე, საკუთარი ორგანიზაციული, მენეჯერული და ანალიტიკური ინფრასტრუქტურის შექმნა ეფექტური კონტრზომების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფოს პრიორიტეტულ ამოცანად უნდა განვიხილოთ.

    ავტორი: ზაალ ანჯაფარიძე

    პოლიტიკის და პოლიტიკური კომუნიკაციების ექსპერტი

     

  • კონკურსის „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2021“-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

    კონკურსის რიგით მეათე დაჯილდოვების ცერემონიალი 2022 წლის 3 მაისს, თავისუფალი პრესის მსოფლიო დღეს გაიმართა.
    ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა ექვს საპრიზო კატეგორიაში 2021 წლის გამარჯვებული ჟურნალისტები დააჯილდოვა. კატეგორიები მოიცავდა ბეჭდურ, სამაუწყებლო, ონლაინ და ფოტო ჟურნალისტიკას. გარდა ამისა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, მარეკ შჩიგელმა კიდევ ერთ საპრიზო კატეგორიაში გადასცა პრიზი კონფლიქტების თემატიკასთან დაკავშირებულ ჟურნალისტიკაში, რომელიც ნდობის აღდგენასა და მშვიდობის დამკვიდრებას უწყობს ხელს.

    სინქრონი და კადრები: 

    https://we.tl/t-QUJbRpOo4t
    https://we.tl/t-KY6OWNuaGY  

    საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის პრიზის მნიშვნელობას: “ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის მე-10 წლისთავი ევროპაში მიმდინარე ომის ფონზე იმართება. არაპროვოცირებული და გაუმართლებელია ომი, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს.
    მიუხედავად იმისა, რომ წელს სადღესასწაულო განწყობა არ გვაქვს, გვსურს, ღირსეულად დავაფასოთ პროფესიონალი, პატიოსანი და თამამი მედია.
    წელს ჩვენ, 3 მაისს პრესის თავისუფლების დღეს აღვნიშნავთ იმ პირობებში, როდესაც უკრაინელი ჟურნალისტები საკუთარ სიცოცხლეს რუსეთის ბარბაროსული ქმედებების შესახებ სიმართლის გასავრცელებლად სწირავენ, და როდესაც რუსეთმა კიდევ უფრო შეზღუდა პრესის თავისუფლება და საკუთარ მოსახლეობას დეზინფორმაციითა და პროპაგანდით კვებავს.
    ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის მიზანი ალბათ არასდროს ყოფილა ისეთი აქტუალური, როგორც ახლა, ვინაიდან დღეს გვაქვს ბევრად უფრო ძლიერი მიზეზი იმისათვის, რომ დავაფასოთ ის ადამიანები, რომლებიც  სიმართლეს მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ემსახურებიან.
    ამ მიზნით, მე დღეს სიამაყით მინდა გამოვაცხადო  რიგით მე-11 კონკურსი ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში. როგორც ყოველთვის, ვიმედოვნებთ, რომ ეს კონკურსი ემსახურება, როგორც გამოცდილი ჟურნალისტების აღიარებას და შთაგონებას, ასევე ახალბედების მოზიდვას ამ ძალიან მნიშვნელოვან პროფესიაში. ”
    ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მარეკ შჩიგელმა აგრეთვე ხაზგასმით აღნიშნა სპეციალური პრიზის მნიშვნელობა: “ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში, დღეს უფრო აქტუალურია ვიდრე ოდესმე, უკრაინაზე რუსული აგრესიის ფონზე. ეს არის ტრაგიკული შეხსენება, რომ მშვიდობა ევროპაში არ შეიძლება ჩაითვალოს მოცემულობად. 
    კონფლიქტის სენსიტიური გაშუქებით ჟურნალისტებს შეუძლიათ წვლილი შეიტანონ ნდობის აღდგენასა და კონფლიქტის მოგავრებაში. სამშვიდობო ჟურნალისტიკაში  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ყოველწლიური პრიზით,  ჩვენ აღვნიშნავთ იმ ჟურნალისტებს, რომლებიც საკუთარი ნამუშევრებით ხელს უწყობენ მშვიდობის შენარჩუნებას საქართველოსა და  მთლიანად რეგიონში.
     
    ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ 2021 წლის კონკურსის გამარჯვებულები არიან:
     
    • საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში:
    გამარჯვებული: თამარ ბაბუაძე (ინდიგო)
    ფინალისტები: ნინო ლომაძე, მარადია ცაავა 
     
    საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში
    გამარჯვებული: ანასტასია სლოვინსკაია (რადიო თავისუფლება)
    ფინალისტები: ანა მასხარაშვილი, გვანცა ნადიბაიძე
     
    საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში
    გამარჯვებული: ზურაბ მოდებაძე (თავისუფლების მონიტორი)
    ფინალისტები: ცქრიალა შერმადინი, ნინო რამიშვილი
     
    საუკეთესო ბლოგი/საავტორო სტატია/სვეტი ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში
    გამარჯვებული: ხატია ღოღობერიძე (on.ge)
    ფინალისტები: თეა თოფურია, ქამრან მამედლი 
     
    საუკეთესო ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში
    გამარჯვებული: თინათინ ნაჭყებია (ინდიგო)
    ფინალისტები: ნატა ტაბიძე, ქეთევან თუთბერიძე
     
    საუკეთესო დოკუმენტური ფოტორომელიც ევროკავშირის ფასეულობებს ასახავს
    გამარჯვებული: გიორგი შენგელია (ინდიგო)
    ფინალისტები: საბა გორგოძე, სოფიო მდივნიშვილი
     
    კონფლიქტების თემატიკასთან დაკავშირებული საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის EUMM სპეციალური პრიზი): 
    გამარჯვებული: ზვიად მჭედლიშვილი (newscaucasus.com)
    ფინალისტები: ოქტიაბრინა წიქორიძე, სულიკო წიწიკაშვილი, მარიამ ჯაჭვაძე
     
    პირველ ექვს კატეგორიაში თითოეული გამარჯვებული ფულადი ჯილდოს სახით დაახლოებით 6 000 ლარს მიიღებს, ხოლო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრიზის მფლობელი გაივლის ერთთვიან სტაჟირებას „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტში“ ლონდონში.
     
    გამარჯვებული ნაშრომების სანახავად ეწვიეთ:  https://www.euprizejournalism.ge/
     
    ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2021“-ის შესახებ :
    155-მა ჟურნალისტმა და ფოტოგრაფმა,  საკუთარი ნამუშევრებით, რომლებიც პირველად გამოქვეყნდა, გაშუქდა ეთერში ან განთავსდა ინტერნეტში 2020 წლის 15 დეკემბრიდან 2021 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, მონაწილეობა მიიღო კონკურსში „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2021“.
     
    საკონკურსო ნაშრომები  განიხილა ოთხკაციანმა ჟიურიმრომელიც შედგებოდა ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის პროფესიონალებისგან:
     
    -ნათია აბრამია ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციის, BBC-ის ხარისხის კონტროლის და რისკის მართვის მენეჯერი. მას აქვს ქართულ და საერთაშორისო მედიაში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება.  2006 წლიდან სხვადასხვა დროს ის იყო BBC-ის მსოფლიო ახალი ამბების რადიო, ტელე, ონლაინ და სოციალური  პლატფორმების რედაქტორი. 2016 წელს ბრექსიტის რეფერენდუმის გამოცხადების შემდეგ ნათია აბრამია იყო BBC-ის მთავარი პოლიტიკური თოქ-შოუს “ნიუსნაითის” გამომშვები პროდუსერი. ამჟამად მისი მოვალეობაა BBC-ის ოპერაციების და რესურსების ოპტიმიზაცია და მართვის ეფექტურობის გაზრდა. 
     
    -ანა საჯაია ჟურნალისტი და ტელე-პროსიუდერი. 2019 წლიდან მუშაობს შეერთებული შტატების ყველაზე რეიტინგულ მაუწყებელში - ტელეკომპანია Fox News-ში, პოლიტიკის პროდიუსერის პოზიციაზე. 2014 - 2018 წლებში იყო “ამერიკის ხმის” ქართული რედაქციის ჟურნალისტი და რედაქტორი ვაშინგტონში, სადაც საქართველოს, ევრაზიის და ამერიკის პოლიტიკას აშუქებდა როგორც ტელე, ასევე რადიო და ვებ პლატფორმებზე. შეერთებულ შტატებში კარიერის გაგრძელებამდე, საქართველოში იყო ჟურნალ “ლიბერალის” ახალი ამბების და ვების რედაქტორი, რადიო “ცხელი შოკოლადის” მთავარი რედაქტორი და ინგლისურენოვან გაზეთ Georgia Today-ის მმართველი რედაქტორი. საქართველოში თანამშრომლობდა საერთაშორისო მედია ორგანიზაციებთან: BBC, FRANCE 24 და TRANSITIONSONLINE.  პარალელურად ასწავლიდა ჟურნალისტიკის მიმართულებებზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში და კავკასიის უნივერსიტეტში. არის რამდენიმე ჯილდოს - მათ შორის, ამერიკის ფედერალური მაუწყებლობის უმაღლესი - ოქროს მედლის მფლობელი.  არის საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის მაგისტრი, ასევე მინიჭებული აქვს მაგისტრის ხარისხი მასობრივ კომუნიკაციებში ჩრდილოეთ დაკოტის შტატის უნივერსიტეტში, სადაც 2007 - 2008 წლებში სწავლობდა ამერიკის მთავრობის დაფინანსებით, როგორც ედმუნდ მასკის სახელობის სტიპენდიანტი.
     
    -ლია ჩახუნაშვილი ბოლო 20 წლის განმავლობაში  საქართველოში მედიის განვითარების ხელშემწყობ რამდენიმე მსხვილ პროექტს უხელმძღვანელა IREX-სა და BBC World Service Trust-ში მუშაობისას. 2007-2009 წლებში იყო კავკასიის მედია სკოლის დეკანი კავკასიის უნივერსიტეტში, ხოლო 2010-2011 წლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი. ლია ჩახუნაშვილი პროფესიით ჟურნალისტია. აქვს მეცნიერებთა მაგისტრის ხარისხი მასობრივ კომუნიკაციებში სან ხოსეს სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.  
     
    -გურამ წიბახაშვილი - ფოტოგრაფი1991 წლიდან კითხულობს ლექციებს ფოტოგრაფიაში; არის 60-მდე გამოფენის მონაწილე, მათ შორის 20-მდე პერსონალურის. გამოქვეყნებული აქვს სტატიები ფოტოგრაფიაზე და თანამედროვე ხელოვნებაზე. 1999 – 2007 ჟურნალი “ამარტას” ფოტო რედაქტორი. 2007 წლიდან დღემდე “თბილისის ფოტოგრაფიის სახლის” თანადამფუძნებელი. ფოტოგრაფიის ისტორიის მოწვეული ლექტორი საქართველოს ორ უნივერსიტეტში (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი). 
     
    ჟიურის საკონსულტაციო ფუნქცია ჰქონდა, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება გამარჯვებულების შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა  და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ იყო მიღებული. 
     
    პრიზის შესახებ მეტი ინფორმაცია  შეგიძლიათ იხილოთ: https://www.euprizejournalism.ge/

  • საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარსდგა

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ყოველწლიური მოხსენებით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, წარსდგა. ამის შესახებ პარლამენტის ადმინისტრაცია იუწყება.

    მათი ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა მოხსენება უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე საუბრით დაიწყო. „დღეს, ჩვენ თვალწინ შემზარავი კადრები იშლება. რუსეთის მიერ დაბომბილი საავადმყოფოები, საბავშვო ონკოლოგიური საავადმყოფო, ბაგა-ბაღები და სკოლები, თუნდაც ერთმორწმუნე ერის ეკლესიები. მოხუცების და ორსულების ევაკუაცია. უკრაინელი მეომრების, თუ რიგითი მოქალაქეების შეუპოვარი ბრძოლა საკუთარი მიწის, სამშობლოს დასაცავად და დამოუკიდებლობის გადასარჩენად. რუსულ აგრესიასთან ასეთი თავგანწირული ბრძოლა ჩვენში მხოლოდ პატივისცემას, სოლიდარობასა და გვერდში დგომას იწვევს. საქართველო იდგა და დგას უკრაინის და უკრაინელების გვერდით!“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

    საქართველოს პრეზიდენტის მოწოდებით უკრაინის სახელმწიფო ჰიმნისა და უკრაინაში რუსული აგრესიის ამსახველი ვიდეო კადრების ფონზე პარლამენტის წევრებმა და მოწვეულმა სტუმრებმა ფეხზე ადგომით  სოლიდარობა გამოხატეს უკრაინელი ხალხის მიმართ. „მადლობა მინდა მოვახსენო ჩვენთან მოსულ უკრაინის წარმომადგენელს, ბატონ ანდრიი კასიანოვს და მასთან ერთად ყველას, ვინც დღეს კიევში, ოდესაში თუ მარიუპოლში ჩვენს თავისუფლებას და ჩვენს ევროპულ მომავალს იცავს. მინდა იცოდეთ თქვენ, რომ აქ გამოვხატავთ სრულიად საქართველოს ერთიან სულისკვეთებას. აქ გამოვხატავთ, ყველა აქ შეკრებილნი, სახელმწიფოსა და მისი ყველა ინსტიტუტის,  ყველა პოლიტიკური ძალის და რიგითი მოქალაქეების მხარდაჭერას. ასევე, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დღეს აქ, ჩვენთან ერთად, ეკლესიაა წარმოდგენილი და ჩვენ ყველა ერთად სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინას და უკრაინელებს!“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

    მის თქმით, რას ნიშნავს რუსული საუკუნოვანი იმპერიალიზმი, ქართველები ყველაზე კარგად აცნობიერებენ და ქართველებს ყველაზე კარგად ესმით და იზიარებენ იმას, თუ რას განიცდის უკრაინელი ერი. „უკრაინამ და საქართველომ ერთი გზა გავიარეთ: რუსული იმპერიისგან გათავისუფლება, დამოუკიდებლობის მოპოვება, საბჭოთა რუსეთის მიერ დაპყრობა - თავისი აჯანყებებითრეპრესიებითა და ჰოლოდომორით, დამოუკიდებლობის აღდგენა, რუსეთის მიერ პროვოცირებული სეპარატისტული კონფლიქტები, კიდევ ომი და კიდევ ოკუპაცია. მიუხედავად ამისა, ხელი ვერავინ და ვერაფერმა აგვაღებინა თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე. ზურგი ვერავინ და ვერაფერმა შეგვაქცევინა ჩვენ მიერ არჩეული ისტორიული ევროპული გზისათვის. საქართველოს ისტორია, ისევე როგორც უკრაინის, სიამაყისა და თავდადების ისტორიაა. ისტორიაა განსაცდელისა და ტრაგედიების, დამპყრობლებთან შეუპოვარი, გმირული, თავგანწირული ბრძოლის მაგალითების. ასე იქმნება ერი! ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის სასწაული მის გამძლეობაში, ქედმოუხრელობაშიგაუტეხელობაშისიამაყეში იყო და არის! დღეს, ჩვენ უკრაინაში სწორედ ასეთ სასწაულ შემართებას ვხედავთ, რაც მჯერა, რომ მხოლოდ გამარჯვებით შეიძლება დასრულდეს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

    სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ დღეს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ მსოფლიოს, უმძიმესი დღეები უდგას, თუმცა უკრაინის ბრძოლა ჯერ გამარჯვებული თუ არა, უკვე წარმატებულია, რამეთუ ამ მოვლენებმა მსოფლიოს თვალი გაახელინა და გამოაღვიძა. „უდავოდ უკრაინის დამსახურებაა უპრეცედენტო საერთაშორისო სოლიდარობა და ამ სოლიდარობაში ერთიანობა. უდავოდ უკრაინის დამსახურებაა ევროკავშირის არნახული ერთსულოვნება და სიმტკიცე, ამერიკის და ევროპის ერთობლივი მოქმედებები. მისი დამსახურებაა, დღეს უკვე იზოლირებული და ხვალ კი, დასუსტებული რუსეთი. დღეს ყველასთვის გარდამტეხი მომენტია და მათ შორის, საქართველოსთვის, რამეთუ  დღეს ვდგავართ დიდი გამოწვევების წინაშე, რომლებიც შესაძლოა, ხვალ კიდევ უფრო მწვავე გახდეს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

    მისი თქმით,  როგორც  ისტორიას სჩვევია, გამოწვევებთან ერთად, კრიზისებს და ომებს  ახალი შესაძლებლობები მოაქვს, ახალი გზები იხსნება და ამ ახალ გზაზე, საქართველომ თავისი ადგილი სწორედ ახლა უნდა დაიმკვიდროს. „უნდა გვესმოდეს რა ხდება, გავიაზროთ და მოვემზადოთ ყველა შესაძლო შემთხვევისთვის და არა პასიურად ვისხდეთ და ველოდოთ მომავალი რას დაგვახვედრებს. ეს არის ჩვენი, ყველა აქ მჯდომის ვალდებულება ქვეყნის წინაშე! დრო აღარ ითმენს! თუ ახალ მოვლენებს, საფრთხეებსა და ახალ შესაძლებლობებს მზადყოფნაში არ დავხვდებით - ეს დრო აღარ დაბრუნდება!

    ამიტომ ასეთ გადამწყვეტ ეტაპზე არ მესმის, და ვერ შევეგუები იმას, რომ დღეს, ამ გზაგასაყარზე კინკლაობის, ქიშპობის, მტრობის, დამღუპველი დაპირისპირებისა და პოლარიზაციის დასრულების მაგივრად, თქვენ აქ შეკრებილნი ივიწყებთ იმას, რაც ასახულია ჩვენს გერბზე: „ძალა ერთობაშია“!

    საზოგადოება კი თქვენზე ბევრად ფხიზელია, შეგნებული, მამაცი და რაც მთავარია, ერთიანი. დღეს ვხედავ, რომ ეროვნული თანხმობის ნიშნებმა ხალხში უკვე გაიღვიძა, თუმცა თქვენში ამას ჯერ ვერ ვხედავ. ნუთუ არ გესმით, თუ რა პასუხისმგებლობა გაკისრიათ ყველას ერთად თქვენი ხალხის წინაშე. დღეს კი, ორივე მხარე, პოზიციაც და ოპოზიციაც სცოდავს და სცოდავს ქვეყნის წინაშე!

    უმრავლესობა, თანხმობის ძიების მაგივრად, ყველას, ვინც არ ეთანხმება, ხან მოღალატედ და ხან ომის პარტიად ნათლავს. ოპოზიცია, თანხმობის ძიების მაგივრად, ხელისუფლების ნებისმიერ განცხადებას, თუ გადაწყვეტილებას უაპელაციოდ პრორუსულად აცხადებს“,  - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
    სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ორივე მიდგომა, გარდა იმისა, რომ სრულიად მიუღებელია და საბჭოთა წარსულის მეთოდებს გვაგონებს, ქვეყნისთვის, როგორც შიგნით ასევე გარეთ, დამაზიანებელია, და გარკვეულწილად საფრთხის შემცველი.

    მისი თქმით, აღნიშული მდგომარეობა ქვეყნის შიგნით იწვევს დაყოფას, ასუსტებს, ძალას აცლის, აბნევს და აფრთხობს საზოგადოებას. ქვეყნის გარეთ კი, გაუგებარს ხდის ჩვენი სახელმწიფოს მისწრაფებების მდგრადობასა და მიზანმიმართულობას„ხელისუფლება სცოდავს, როცა ვერ ბედავს გამოხატოს ის, რასაც ჩვენი ისტორია და ღირსება გვკარნახობს. ამას გამართლება არ აქვს. სიფრთხილისა თუ შიშის ვერცერთი არგუმენტი ამართლებს იმას, რომ ღირსეულად, სიტყვით მაინც ვიდგეთ იქ, სადაც სინდისი და ქართველობა მოითხოვს!

    ხელისუფლება სცოდავს, როცა ამ გარდამტეხ მომენტში, ქვეყნისთვის ისტორიული განაცხადი, ერთობლივი ხელმოწერით გამყარებული კი არ წარადგინა ევროპის წინაშე, როგორც სრული სახელმწიფოებრივი კონსოლიდაციის ნიშანი და ეროვნული თანხმობის პირველი ნაბიჯი, არამედ არჩია თავის თავში ჩაკეტვა და ერთპიროვნულად ხელის მოწერა.

    ხელისუფლება სცოდავს, როცა პარტიას ეძლევა  უპირატესობა სახელმწიფო ინსტიტუტების ნაცვლად გადაწყვეტილების მიღებაში, თუ გასაჯაროებაში. როცა სახელმწიფო უწყებებს შორის მთავარი გადაწყვეტილებები არ განიხილება ერთობლივად და ინფორმაცია არ ზიარდება. ვინმე დაიჯერებს, რომ ასეთ მძიმე და საყურადღებო ვითარებაში არცერთხელ არ შეკრებილა უსაფრთხოების საბჭო, არცერთხელ არ ყოფილა ერთობლივად  განხილული სამხედრო საფრთხეები უმაღლესი მთავარასარდლის დასწრებით.

    სასწრაფოდ გამოსასწორებელია ეს მანკიერი ფორმები!

    ოპოზიცია სცოდავს, როცა ბრიუსელში, კიევში თუ ამერიკაში აქვს მცდელობები, რომ საქართველოს სახელი და სახე გააშავოს და ქვეყანა ისე წარმოაჩინოს, რომ ვითომცდა შიში ვამჯობინეთ ღირსებას! თითქოს ღირსი არ ვართ არც ევროკავშირში გაწევრიანების, არც ნატოსთან და ამერიკასთან პარტნიორობის. ან კიდევ უარესი, როცა ამტკიცებს, ვითომცდა მთავრობამ - და მაშასადამე ქვეყანამ - შეცვალა პროდასავლური კურსი!  ეს ხომ ქვეყნის  და შენი ხალხის შეურაცხყოფაა, როცა ვაშინგტონში შენს ქვეყანას ესოდენ ბრალს უყენებ და შენივე ქვეყანა შენგან მასპინძლის დასაცავი ხდება. ასეთი პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმა, ხომ მხოლოდ მთავრობას  არ აზიანებს, არამედ ქვეყანას, და მტრის საქმეს აკეთებს!

    ოპოზიცია სცოდავს, როცა შეურაცხყოფას აყენებს პოლიციას და პოლიციელებს. ეს არის ინსტიტუტი, რომელსაც ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისათვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია. მით უმეტეს, ამ უაღრესად დაძაბულ პერიოდში. მათ მიმართ პატივისცემა და მხარდაჭერა ყველას გვევალება და პირველ რიგში, ვინც ხალხის არჩეულია! რა „დროა“ კეტჩუპის და ფქვილის? ეს სირცხვილია!

    ოპოზიცია სცოდავს, როცა  რადიკალურ ზომებზე აპელირებს და ამით ცდილობს,  მთავრობის შერყევას, ანუ შექმნილი საერთაშორისო ვითარების გამოყენებით საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მიღწევას. ამ დროს კი, ქვეყანას აყენებს  ჩიხურ მდგომარეობაში და შესაძლოა, საფრთხის ქვეშ, ისე რომ ამის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ იღებს. გაერთიანებაზე სიტყვიერად აპელირებს და რეალურად, პოლიტიკური ნიშნის მოგებას და პროვოკაციებს არ, თუ ვერ ელევა.

    თუმცა ვეთანხმები ორივეს,  ხელისუფლებას იმაში, რომ გარკვეული სიფრთხილეც გვჭირდება და ოპოზიციას იმაში, რომ გარკვეული გამბედაობაც შეგვიძლია“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
    სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ის არ და ვერ შევა ამ ფორმატში მთავრობის ცალკეული განცხადებებისა, თუ მოქმედებების შეფასებაში, რომლებიც უკრაინის ომს და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება.

    მისი თქმით, ასეთი განხილვები დახურულ, ოღონდ ინკლუზიურ ფორმატში, ყველას ჩართულობით, მოსმენით და აზრთა გაცვლით უნდა ხდებოდეს და შემდეგ ყველა უნდა იღებდეს მიღებულ გადაწყვეტილებებზე ერთობლივ პასუხისმგებლობას. „ამიტომ, მე არ და ვერ შევალ აქ იმ ცალკეული პიროვნებების ქმედებების გარჩევაში, რომლებიც მიზანმიმართულად მანიპულირებენ და ცდილობენ ამ უმძიმეს დროს ორ მეგობარ ქვეყანას შორის დათესონ გაუგებრობა, წყენა, უთანხმოება და გააჩინონ რაიმე ბზარი. ყველასთვის გასაგებია და ამას ჩვენი პარტნიორებიც კარგად ხვდებიან, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის ნებისმიერი უთანხმოება რუსეთისთვის და მხოლოდ რუსეთისთვისაა ხელსაყრელი.

    მე არ და ვერ შევალ, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ეს, სააკაშვილის შეწყალების თემის ხელახლა განხილვაში, რამეთუ პასუხი, ერთხელ უკვე გაცემულია. უკრაინის ომით ამ საკითხის გაცოცხლება კი, მხოლოდ შიდა პოლარიზაციის გაღვივების გამომწვევია.

    კიდევ ერთხელ, ჩვენსა და უკრაინას შორის რაიმე გაუგებრობის შემოტანის მცდელობაც კი, მიუღებელია. მე ამას არ დავუშვებ! ამიტომ, როგორც შარშან, 9 აპრილს, ჩემი საპარლამენტო მოხსენებისას, საქართველოს მთავრობას მივმართე, დაებრუნებინა ჩვენი ელჩი უკრაინაში ასევე, დღეს აქედან, ამ ტრიბუნიდან მივმართავ, ჩემს კოლეგას და მეგობარს, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ვთხოვ, დააბრუნოს ელჩი, რათა ჩვენ ორ ერს შორის, ამ უმძიმეს წუთებში, კავშირი სრულიად გამყარდეს და იყოს უფრო მჭიდრო და უდრეკი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

    სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ამ ურთულეს ვითარებაში ერთიანობა ჩვენი ქვეყნის ერთადერთი გამოსავალია და ეს ერთიანობა იწყება პრეზიდენტით. „ამ ურთულესს პერიოდში, დღეს მაინც გავახილოთ თვალი და შევიგნოთ თუ რა ხდება ჩვენს თავს. ყველა ერთად აზრზე მოვიდეთ, ჩავდგეთ ამ ახალ კალაპოტში და ქვეყანას ვაჩვენოთ გეზი და გზა!

    გამოვასწოროთ ის, რაც წინსვლის და წარმატების გზაზე გვაფერხებს. ერთიანობა ჩვენი ერთადერთი გამოსავალია! ეს ერთიანობა იწყება პრეზიდენტით, რამეთუ კონსტიტუციით ის ერთიანობის გარანტია.

    ამიტომ აბსურდია, სხვა რომ არა ვთქვა რა, როცა პრეზიდენტს ბრალს სდებ საზოგადოების დაყოფაში, მაშინ, როცა ის, რუსთაველზე გამოჩნდა იმისათვის და იმის გამო, რომ სრულიად საქართველო წარმოედგინა! წარმოედგინა ყველა, ვინც პოლიტიკური პლაკატების გამო არ მივიდა და ვინც უბრალოდ ვერ მივიდა. ამავდროულად, პრეზიდენტი, რუსთაველზე მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტის მასპინძლად წარდგა, როგორც ამას ქართული ზრდილობა მოითხოვს! ეს დაყოფა კი არაა, ეს ეროვნული თანხმობის პირველი გამოხატულებაა! ვისაც ეს არ ესმის, ერის ხმაც არ ესმის! პოლიტიკოსებმა თუ ვერა, საზოგადოებამ ეს ყველაფერი მშვენივრად გაიგო.

    და დროა ყველამ გაიგოს, რომ პრეზიდენტი არც ერთი პოლიტიკური ძალის კუთვნილება არაა და არც მეორეს კუთვნილება გახდება. ის ასრულებს  მხოლოდ და მხოლოდ ინაუგურაციაზე დადებულ პირობას: „კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით ვიღებ პასუხისმგებლობას, ვიყო ყველას პრეზიდენტი, ყველა საქართველოს მოქალაქის პრეზიდენტი“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
    სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ინსტიტუტს მხოლოდ პატივისცემა არ ჰყოფნის, მასთან თანამშრომლობაა აუცილებელი, მითუმეტეს ამ ურთულეს პერიოდში. „ომი უკრაინაში, ევროკავშირის ახალი მიდგომები, საქართველოს ადგილი ამ ცვლილებების ფონზე, საფრთხეები და მზადყოფნა... ეს ის თემებია, რომლებიც ნებისმიერ ქვეყანაში განხილვის და მსჯელობის საგანი იქნებოდა და უნდა იყოს, არა მხოლოდ მთავრობის წიაღში, არამედ მთავრობასა და პრეზიდენტს შორის, პარლამენტში უმრავლესობასა და სხვადასხვა ოპოზიციას შორის.

    ამიტომ ორი კვირის წინ, ხელი მოვაწერე პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას, რომელსაც უკრაინის საკითხი უნდა განეხილა. ამიტომ მოვითხოვე უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებულ ფორმატში ჩატარება.

    ამიტომ მივმართე პარლამენტს, რათა ჩემი ევროპიდან დაბრუნებისთანავე, 5 მარტს დაენიშნა ჩემი გამოსვლა. არცერთი მოწოდება გაზიარებული არ იქნა, არ ჩანიშნულა არც რიგგარეშე სხდომა, არც გაფართოებული უსაფრთხოების საბჭო, დაბოლოს, წლიური გამოსვლისათვის მოთხოვნილი თარიღიც არ იქნა დაკმაყოფილებული.

    ამ დროს გაუგებარია, როცა საჭიროება ყველაზე დიდია და დრო არ ითმენს, პრეზიდენტის საერთაშორისო საქმიანობის მიმართ დაწესებული შეზღუდვები. 2022 წლის 26 თებერვალს წერილობით მეთქვა უარი პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტების გამართვაზე. არსებული ვითარების გათვალისწინებით გავაუქმე ყველა ოფიციალური ფორმატი. ასეთ დროს საჭიროდ მივიჩნიე ჩემი პირადი კონტაქტების გამოყენება და სამუშაო ვიზიტების პირად შეხვედრებად გადაქცევა. მიმაჩნია, რომ ეს მიდგომა და ასეთი შეზღუდვები, ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც ესოდენ რთულ რეგიონში იმყოფება, დამაზიანებელია. შეზღუდვების დრო კი არა, პირიქით, ვისაც რა შეგვიძლია, საერთაშორისო დონეზე, მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ჩართულნი, მოსვენებას არ უნდა ვაძლევდეთ ჩვენს პარტნიორებს! მე კი მგონია, რომ ჩემი ორმოცწლიანი გამოცდილება დიპლომატიისა და სტრატეგიულ საკითხებში, და ამ პერიოდში შეძენილი პირადი კონტაქტები ამ ქვეყნისთვის მაქსიმალურად გამოსაყენებელია, ვიდრე დასაკარგი“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

    სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დღეს, ქვეყნის წინაშე ორი საკითხი დგას - ახლად დასმული ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი და უკრაინის მხარდაჭერის და მის ირგვლივ შექმნილი პრობლემატიკა,  რომლებიც ერთად მოქმედებას მოითხოვს. „ჩემმა ევროპაში ვიზიტმა დამარწმუნა, რომ არსებობს ევროკავშირში გაწევრიანების ახალი, რეალური და ნამდვილი შანსი, რეალური მზადყოფნა ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ამ მოცემულობაში კი, აუცილებელი იყო და მაქსიმალურად ვეცადე, პირადი შეხვედრებით, თუ საერთაშორისო მედიაში გამოსვლებით გამემყარებინა საქართველოს კუთვნილი ადგილი ამ პროცესებში, რათა არ გაჩენილიყო იმის ცდუნება, რომ საქართველო ან დაევიწყებინათ, ან სხვა ჭრილში განეხილათ, ვიდრე უკრაინა ან მოლდოვა. ახლა ყველა მხრიდან ისმის: რა გავაკეთოთ? როგორ გავზარდოთ ჩვენი შანსები? როდის და როგორ?

    გიპასუხებთ: ერთიანობა! ერთიანობა და ერთიანობა!

    არანაირი დაყოფა და ცალ-ცალკე სირბილი ჩვენს პარტნიორებთან! საჭიროა ერთიანი შეთანხმებული გეგმის მომზადება და წარდგენა, რომელიც შემდეგ არ დაექვემდებარება ანულირებას! პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მთავრობა და პარლამენტი, ყველა პოლიტიკური ძალა, მედია, არასამთავრობოები, რიგითი მოქალაქეები, ყველა ერთი გეგმის ირგვლივ და ერთი მიზნით უნდა გავერთიანდეთ და ვმოქმედებდეთ. ვმუშაობდეთ იმ რეფორმების პაკეტზე, რომლის შესრულება აუცილებელი იქნება, თუ სერიოზულად ვხედავთ ჩვენ მომავალს ევროპაში. ეს იქნება ეროვნული თანხმობის ნამდვილი გამოხატულება, რომლის გარეშეც, აქამდე ევროკავშირში არცერთი ქვეყანა გაწევრიანებულა“, -  აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
    სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, უკრაინის ომის მიმართაც მიდგომა სრულიად კონსოლიდირებული უნდა იყოს და არ შეიძლება ვინმეს, მოყვასსა თუ მტერს, ეჭვი გაუჩნდეს, რომ ესოდენ ეგზისტენციალური ყოფნა არ ყოფნის საკითხზე შეთანხმება ვერ ხდება. „დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება ბევრად საღად აზროვნებს და მისი კონსოლიდაცია შესაძლებელია. ნათელია, რომ ქვეყანა, რომელიც ისტორიულად დამოუკიდებლობის დაცვის და უთანასწორო ომების სამაგალითო მემკვიდრეა, მორალურად უკრაინის მხარეს დგას. ასევე, ნათელია, როგორც ამერიკის სახელმწიფო უწყების წარმომადგენელმა თავად ახსნა, რომ არ შეიძლება ვინმეს არ ესმოდეს რა განსაკუთრებულ პირობებში იმყოფება ქვეყანა, რომლის ტერიტორიის 20 % ოკუპირებულია და საოკუპაციო ხაზი დედაქალაქიდან 40 კმ-ში გადის.

    ჩვენი გზა ხომ ერთია: პრინციპული, თუმცა გონივრული, არც კონფრონტაციისკენ პროვოცირება, არც წინსწრებით დათმობის და ზედმეტი სიფრთხილის ბუნდოვანი პოლიტიკა. თუკი, ეს ხაზი გახდება ჩვენი გამაერთიანებელი, ადვილი იქნება ამ ჭრილში განვიხილოთ ყველა სენსიტიური საკითხი, სანქციები თუ სხვა. ერთი მხრივ, აუცილებელია სიფრთხილე, გამომდინარე ოკუპაციიდან, რეგიონული გამოწვევებიდან და ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობიდან. მეორე მხრივ კი, მოითხოვს მოვიქცეთ, უკრაინის მეგობრისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წევრისთვის შესაფერისად. სენსიტიური საკითხია ქვეყანაში რუსეთიდან მოქალაქეების შემოსვლა, რომელიც არ უნდა გახდეს არც ჩვენი დაყოფის, არც ქვეყნის რეპუტაციის შელახვის და არც პანიკის მიზეზი. აქაც უნდა შევინარჩუნოთ დაბალანსებული პოზიცია. ამ მხრივ, დამაზიანებელია ის ოფიციალური განცხადებები, რომლებიც საქართველოში ეთნიკური დისკრიმინაციის საფრთხეზე აპელირებენ, ნაცვლად ამისა, ხელისუფლება ვალდებულია საზოგადოებას მიაწოდოს ზუსტი და დროული ინფორმაცია და დაარწმუნოს იმაში, რომ სამოქალაქო წესრიგი სათანადოდაა უზრუნველყოფილი, როგორც საზღვარზე, ასევე ქვეყანაში“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
    სალომე ზურაბიშვილმა მიმართა საქართველოს მთავრობას და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, რომ  ამ ურთულეს პერიოდში გამოყენებული იქნას ყველა ძალისხმევა, იმისთვის, რომ შესაძლებელი გახდეს ერთიანი პოზიციების ჩამოყალიბება, ერთი მხრივ, ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე და მეორე მხრივ, უკრაინასთან მიმართებაში, ისე რომ, არცერთი საკითხი არ იქნას გამოყენებული ვიწრო, პოლიტიკური ინტერესებისათვის. „მივესალმები გაწევრიანების შესახებ პრემიერის განცხადებას, მივესალმები რეზოლუციას, რომელიც მუშავდება პარლამენტში და ყველას მოვუწოდებ, რომ ეს რეზოლუცია ერთსულოვნად იქნას მიღებული. ასევე, გავეცანი რამდენიმე არასამთავრობოს მიერ შექმნილ განცხადებას, საზოგადოების სხვა პეტიციებს, თუ ინიციატივებს, რომლებსაც ასევე მივესალმები.

    გთავაზობთ, რომ ყველა ეს წამოწყება იყოს გაერთიანებული და ყველამ ერთად მოვაწეროთ ხელი ერთ დოკუმენტს, რომელიც იქნება ჩვენი განაცხადის მხარდამჭერი და ნიშანი ამ საკითხზე ჩვენი სრული ერთიანობისა. და გადაეგზავნოს ევროკავშირს ერთ პაკეტად საქართველოს სახელით.

    გთავაზობთ, რომ სასწრაფოდ შეიქმნას ევროკავშირში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა და აპარატი, რომელიც შეიძლება ოპოზიციის წიაღიდან იქნას შერჩეული. ის განახორციელებს კოორდინაციას, რათა გაწევრიანების მოთხოვნები მყისიერად იქნას  შესრულებული, როგორც სხვა კანდიდატი ქვეყნების შემთხვევაში ხდება.

    მოვუწოდებ მთავრობას, რომ ოპოზიციურ სპექტრის მონაწილეობით შეიქმნას უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული, ან სხვა ფორმატი, სადაც განხილული იქნება ყველა სენსიტიური საკითხი. და აქვე, კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ, რომ ამ ყველასათვის უმძიმეს პერიოდში გამოვაცხადოთ მორატორიუმი სიძულვილის ენის გამოყენებაზე“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მოსახლეობას მადლობა გადაუხადა  ყველა იმ კერძო წამოწყებისა და სოლიდარობის ინიციატივებისთვის, რითაც უკრაინისადმი მხარდაჭერა იქნა გამოხატული.

    საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინაში მაცხოვრებელი ჩვენი თანამემამულეების სახელით და პირადად მის სახელით მადლობა გადაუხადა საელჩოს და საკონსულოების თანამშრომლებს კიევში, ოდესასა და ლვოვში, მათი პერსონალური და დაუღალავი თავდადებისათვის. „მინდა გითხრათ, რომ გველოდება რთული პერიოდი, მძიმე ეკონომიკური და სოციალური ვითარება, ისევე როგორც მთელ მსოფლიოს. ეს ჩვენი საზოგადოების შესატანი წვლილია, იმ დროს, როცა ჩვენი უკრაინელი ძმები სისხლით და ბრძოლით იცავენ ჩვენს თავისუფლებას,  დამოუკიდებლობას და ახალი მომავლის კარს გვიხსნიან.

    მინდა იცოდეთ, რომ მე არაფერს დავიშურებ, რომ მთავრობასა და ოპოზიციასთან ერთად მოვნახოთ თანამშრომლობის და ერთიანობის საშუალება. ერთად აღვუდგეთ საფრთხეებს წინ და ერთად მოვნახოთ ყველა ახალი კარის გასაღები. თქვენც გმართებთ თქვენი წვლილი შეიტანოთ, თქვენი ვალდებულება შეასრულოთ და ეროვნული თანხმობა რეალობად აქციოთ, რამეთუ ეს არის ქვეყნის რეალური საყრდენი, რომელიც ყველაფერს გაგვაძლებინებს და ყველაფერს შეგვაძლებინებს.

    დიდება უკრაინას! დიდება გმირებს! გაუმარჯოს საქართველოს!“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

  • ძალადობრივი კონფლიქტის პრევენციის შესაძლებლობები - როგორ ვიყენებთ მათ

    ზაალ ანჯაფარიძე, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი (ICCN), სამხრეთ კავკასიის დიალოგის პროგრამის კოორდინატორი

    საქართველო სხვადასხვა სახის და წარმოშობის ძალადობრივი კონფლიქტების გამოვლინების ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ კონფლიქტები, მათ შორის ძალადობრივი, ჩვენი უახლესი ისტორიის ატრიბუტად გადაიქცა და ქვეყანას უზარმაზარი, მათ შორის ადამიანური დანაკარგების ფასად დაუჯდა. თუმცა, აქვე ჩნდება ჯერჯერობით პასუხგაუცემელი კითხვები. კერძოდ, რა დასკვნები გააკეთა აქედან სახელმწიფომ და საზოგადოებამ და რამდენად სწორი იყო ეს დასკვნები?, რა გაკეთდა სიმშვიდის პერიოდში კონფლიქტის პრევენციის მიზნით? გამოყენებული იყო თუ არა ყველა რესურსი, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების რესურსი და სამოქალაქო სამშვიდობო აქტივისტების გამოცდილება?
    კონფლიქტის თავიდან აცილების (პრევენციის) ეფექტური ინსტრუმენტების შემუშავება და მათი მუდმივი განახლება, რომ მნიშვნელოვანია, ამას თუნდაც უკრაინის კრიზისი ადასტურებს, რომელიც ჩვენს თვალწინ საკმაოდ სახიფათო ფორმით ვითარდება. კითხვა, შესაძლებელი იყო თუ არა ესკალაციის პრევენცია, კვლავ ღიად რჩება.
    როგორც უკრაინის ისე საქართველოს მაგალითები აჩვენებენ, ძალადობრივი კონფლიქტების გამწვავება დროებითი დაზავებისა ან ცეცხლის შეწყვეტის შემდეგაც კი, არ არის უჩვეულო მოვლენა.
    ძალადობის განმეორებადი ციკლების გაწყვეტა შესაძლებელია კონფლიქტის ძირეული მიზეზების განხილვით და სახელმწიფოს მშენებლობის ფაქტორების გათვალისწინებით. ჩვენი მთავრობის მიმართ ამ კუთხით არსებობს მოლოდინი რომ მიაღწიონ კარგ მმართველობას, კანონის უზენაესობას, გადაწყვეტილებების მიღების ინკლუზიორობას და ადამიანის უფლებების დაცვას და ამით ხელი შეუწყონ კონფლიქტების კონსტრუქციულ გადაწყვეტას. სწორედ ეს ქმნის კონფლიქტების მიმართ "გამძლეობასა" და „მედეგობას“ სხვა კომპონენტებთან ერთად. ამიტომ ძალადობის პრევენცია მიზნად ისახავს სოციალური და პოლიტიკური კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებას. მშვიდობიანი, სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოებების ხელშეწყობა ამის ერთ-ერთი გზაა.
    პრობლემა იწყება იქ და მაშინ, როდესაც ჩნდება კონფლიქტების ძალადობრივი გზით გადაწყვეტის ცდუნება, ზემოხსენებული ფაქტორების იგნორირრებით. სამწუხაროდ, საქართველოში ამის არაერთი მაგალითი შეგვიძლია მოვიძიოთ, რომელთაც ქვეყნისთვის და საზოგადოებისათვის ტრაგიკული შედეგები მოჰყვა, გრძელვადიანი ნეგატიური ზემოქმედების ეფექტით.
    ზოგადად, ძალადობრივი კონფლიქტები განიხილება როგორც დაძაბულობისა და შეუთავსებლობის გამოხატვა სხვადასხვა, ურთიერთდამოკიდებულ მხარეებს შორის მათ საჭიროებებთან, ინტერესებთან და ღირებულებებთან დაკავშირებით.
    კონფლიქტის ისტორიული კონტექსტის შესწავლა, განხილვა და პოზიციების შეჯერება თუნდაც იმიტომ არის საჭირო, რომ კონფლიქტის გაჩაღების მოსურნეებს ყოველთვის შეუძლიათ „საჭირო დროს“ შესაბამისი ინტერპრეტაციით შეახსენონ ერთმანეთისგან განსხვავებულ დაინტერესებულ ჯგუფებს (ეთნიკურს, რელიგიურს და ა.შ.) მათთან დაკავშირებული ისტორიის ცალკეული მტკივნეული ეპიზოდები და ასე მოახდინონ კონფლიქტის კულტივირება. შესაბამისად, მტკივნეულ წარსულთან გამკლავება, როგორი ხანგრძლივი და რთულიც არ უნდა იყოს, აუცილებელი კომპონენტია კონფლიქტის პრევენციის, არსებული კონფლიქტის ტრანსფორმაციისა და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებისათვის საჭირო გარემოს შესაქმნელად.
    ამ კუთხით, Global Partnership for the Prevention of Armed Conflict (GPPAC) -ს სამხრეთ კავკასიური დიალოგის ფარგლებში, ICCN ცდილობს საქართველოში მომხდარი კონფლიქტების ისტორიულ კონტექსტში გაანალიზების პროცესში ჩართოს ახალგაზრდობა. როგორც ცნობილია, ახალგაზრდებს ახასიათებთ კონფლიქტების შეფასების და მათი მოგვარების გზების ახლებური ხედვა, რომელიც შეიძლება ცალკეულ კომპონენტებში განსხვავდებოდეს უფროსი თაობის წარმომადგენელთა ხედვებისგან. კერძოდ, მხარდაჭერილი იქნა ილიაუნის ისტორიის სტუდენტური კლუბის კვლევა: „ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია და მისი როლი საქართველოში კონფლიქტების წარმოშობისა და შენარჩუნების პროცესში.“ ICCN მიიჩნევს, რომ ეს მიდგომა ხელს უწყობს ახალგაზრდების უფრო მეტ წვდომას სამშვიდობო დიალოგის სივრცეში და კონფლიქტების პრევენციის ინიციატივათა ადვოკატირებაში. ამით ხელი ეწყობა სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდობის შინაარსიან ჩართულობას.
    კონფლიქტის ისტორიის გულწრფელი გაანალიზება ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით, არ ისახავს მიზნადკონფლიქტის ერთ-ერთი თუ ყველა მხარის გამართლებას ან რეაბილიტაციას. ის იკვლევს კონფლიქტის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს ყველა, პირდაპირ თუ ირიბად დაინტერესებული მხარეების ჩართულობით და ხელს უწყობს კონფლიქტის ტრანსფორმაციას.
    მყარი მშვიდობა მხოლოდ ყველას დაუღალავი შრომით მიიღწევა.

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური