ქართული ღვინის კომპანიები შანხაიში საერთაშიროსო გამოფენაში მონაწილეობენ

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 14 ნოემბერი 2018 10:18
ქართული ღვინის მწარმოებელი 30-მდე კომპანია ჩინეთის ქალაქ შანხაიში მიმდინარე ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაში „Prowine China-2018“ მონაწილეობს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართულ ღვინის კომპანიებს უკვე მესამედ ეძლევათ შესაძლებლობა საკუთარი პროდუქცია წარმოადგინონ „Prowein China“-ზე, რომელსაც ტრადიციულად 100 ათასზე მეტი ვიზიტორი, მათ შორის, დისტრიბუტორი, იმპორტიორი და ღვინის პროფესიონალი ესწრება.
გამოფენა ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენად აზიის რეგიონში. მასში წარმოდგენილია მსოფლიოს 40-მდე ქვეყნის 700-მდე კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოები. 
საერთაშორისო გამოფენის მიზანია ჩინეთის ბაზარზე საერთაშორისო მწარმოებლების წარდგენა, რათა ადგილობრივ დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა მიეცეთ გაეცნონ თანამედროვე ღვინის ინდუსტრიას. 
ჩინეთი ქართული ღვინის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მე-3 ადგილს იკავებს. მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებულია 5,4 მლნ ბოთლი ღვინო.
წაკითხულია 426 ჯერ

Related items

  • PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

    PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო ხსნარები გამოჩნდა.

    „ბერტას“ ანტისეპტიკური, ფრანგული წარმოების ეთერზეთებით და არომატიზატორებით გამდიდრებული ხსნარი სწრაფად აღწევს კანის ფორებში და კლავს ბაქტერიებს.

    პირველი ქართული სადეზინფექციო ხსნარი „კუტექსი“ და ქართული წარმოების მრავალჯერადი ნიღბებიც პირველმა PSP-მ შესთავაზა საზოგადოებას.

    „PSP მიესალმება ყველა ახალ ქართულ წამოწყებას და მზაობას გამოთქვამს ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში თავისი ქსელში ხელი შეუწყოს ქართული წარმოების პროდუქციის რეალიზაციასა და პოპულარიზაციას. ჩვენ კომპანიას აქვს ქართული ფარმაცევტული საწარმო „ჯიემპის“ 20 წლიანი გამოცდილება და ძალიან კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა ქართველი მომხმარებლების მიერ“ - ახცხადებენ PSP-ში.

    (R)

  • “სამართლიანობა ხოჯალოს” საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში თბილისში, აზერბაიჯანელი მხატვრების გამოფენა გაიხსნა

    თბილისში, მირზა ფათალი ახუნდოვის კულტურის ცენტრში, აზერბაიჯანის საელჩოს მხარდაჭერით, “სამართლიანობა ხოჯალოს” საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში აზერბაიჯანელი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა.

    გამოფენა ეძღვნება „ხოჯალოს“ ტრაგედიის 28 წლისთავს. ღონისძიების მიზანს წარმოადგენს აღნიშნული გამოფენის დახმარებით  „ხოჯალოს“ ტრაგედიის შესახებ მწარე სიმართლე მსოფლიოს თანამეგობრობის ყურამდე მიიტანოს.

    აზერბაიჯანის საელჩოსთან ერთად, გამოფენის ორგანიზატორია აზერბაიჯანული E-MEDIA GROUP. გამოფენაზე წარმოდგენილია აზერბაიჯანელი პროფესიონალი მხატვრების მიერ შესრულებული 50-მდე ნამუშევარი, რომლებიც „ხოჯალოს“ ტრაგიკულ მოვლენებს ასახავს.

    ღონისძიება წუთიერი დუმილით დაიწყო, რომელიც დაღუპულების ხსოვნას მიეძღვნა. მოგვიანებით ნაჩვენები იქნა აზერბაიჯანული E-MEDIA GROUP-ის მიერ მომზადებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელიც „ხოჯალოს“ ტრაგიკულ მოვლენებს მიეძღვნა. 

    ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა აზერბაიჯანის ელჩმა საქართველოში დურსუნ ჰასანოვმა, რომელმაც ანიშნა, რომ „ხოჯალოს“ ტრაგედია წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან დანაშაულს ჩადენილს მსოფლიოს წინაშე. “სამართლიანობა ხოჯალოს” საერთაშორისო კამპანიამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა და მსოფლიოს თანამეგობრობას სამართლიანი ინფორმაცია მიაწოდა „ხოჯალოს“ ტრაგედიის შესახებ“, - აღნიშნა აზერბაიჯანელმა დიპლომატმა.

    შეგახსენებთ, რომ ღონისძიება სახელწოდებით „ხოჯალოს ისტორიის სისხლიანი მოგონებები“ დაიწყო აზერბაიჯანში მიმდინარე წლის 2 თებერვალს. ანალოგიური ღონისძიებები ჩატარდა გუბასა და გიანჯაში. 

    ასეთივე გამოფენა უახლოეს დღეებში სტამბულში, ანკარასა და იზმირში გაიხსნება.

    ავთანდილ ოთინაშვილი

     

  • კორონა ვირუსის ვაქცინას 40 დღეში დაამზადებენ

    კორონა ვირუსის ვაქცინის დამზადებას 40 დღეც არ დასჭირდება, ამის შესახებ ინფორმაციას ჩინური საინფორმაციო სააგენტო ,,სინხუა” ავრცელებს.

    ჩინეთი კორონა ვირუსს ყველა ეფექტური საშუალებითა და გზით ებრძვის და მას ამ პროცესში არა მხოლოდ ადგილობრივი ექიმები და მკვლევარ-მეცნიერები, არამედ საზღვარგარეთიდან მოწვეული კომპეტენტური სპეციალისტები და კოლაბორატები ჰყავს ჩართული. მიმდინარე წლის 29 იანვარს, ქალაქ შანხაიში კომპანიის ,,სტერმირნა თერაპია” მკვლევარმა კორონა ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინაზე მუშაობის პროცესი აჩვენა. შანხაის თუნგძის უნივერისტეტის საავადმყოფო აღნიშნულ კომპანიასთან ერთად ვირუსთან ბრძოლის პროგრამას ახორციელებს და კორონასთან გამკლავების პროცესს დინამიკაში აჩვენებს. ,,ვაქცინის ნიმუშების დამზადების პროცესს 40 დღეზე ნაკლები დრო დასჭირდება” – აცხადებენ სპეციალისტები.

    30 იანვარს, ჩინეთის პრემიერმა ლი ქეციანგმა პირადად მოინახულა ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში ვირუსზე მიმდინარე სამეცნიერო კვლევითი პროცესი. ჩინეთის ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კორონა ვირუსი 10 დღის განმავლობაში პიკს მიაღწევს და მარტივად მოხდება მისი იზოლაცია.

  • ევროსაბჭოში საქართველოს ზამთრის ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტო-გამოფენა გაიხსნა

    ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოქმედმა თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს შენობაში საქართველოს ზამთრის ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტო-გამოფენა სახელწოდებით „ზამთარი საქართველოში“ (Georgia in Winter) გახსნა. 

    საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახლად არჩეული პრეზიდენტი ჰენრიკ დაემსი, ასევე საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაცია.

    დავით ზალკალიანმა მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ვრცლად ისაუბრა საქართველოში ზამთრის ტურიზმის მზარდ პოტენციალზე.

    „ზამთარი საქართველოში ვიზიტორებს დასვენების მრავალ სპექტრს სთავაზობს, იქნება ეს ულამაზესი ლანდშაფტები, ველური ბუნება, მაღალი მთები, განვითარებული სათხილამურო ინფრასტრუქტურა, ქართული სტუმართმოყვარეობა თუ სხვა”,- განაცხადა მინისტრმა.

    გამოფენა, რომელიც ორგანიზებულია ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობისა და ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ, ევროპის საბჭოს შენობაში რამდენიმე თვეს გასტანს.

    გარდა ამისა, დღეს გაიმართება ახალგაზრდა ქართველი დიზაინერის, ქეთი ჩხიკვაძის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენება.

    როგორც ცნობილია  სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციაც მონაწილეობს. საპარლამენტო დელეგაციას სწორედ ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.

    შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პარლამენტარები საბჭოს 47 ქვეყნის ეროვნული პარლამენტების წევრები არიან. ისინი იკრიბებიან წელიწადში ოთხჯერ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად და მოითხოვენ ევროპის ქვეყნების მთავრობებისაგან ინიციატივასა და გამოხმაურებას. ეს პარლამენტარები თავიანთი ამომრჩევლის - 800 მილიონი ევროპელის - სათქმელს ახმოვანებენ და მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, ამრიგად ევროპული ქვეყნების მთავრობები, რომლებიც ევროპის საბჭოში მინისტრთა კომიტეტის სახით არიან წარმოდგენილები, ვალდებულნი არიან, გამოეხმაურონ ასამბლეას.

     

  • თბილისში ჩეხეთის ხავერდოვანი რევოლუციის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

    11 ნოემბერს, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩომ თბილისში, სლოვაკეთის საელჩოსთან ერთად გამართა ხავერდოვანი რევოლუციის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სურათების გამოფენა „ხავერდოვანი რევოლუცია, ტოტალიტარული რეჟიმის დასასრული ჩეხოსლოვაკიაში“.

    ჩეხეთისა და სლოვაკეთის ელჩებმა სიტყვით მიმართეს დამსწრე საზოგადოებას და გამოფენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. გარდა ამისა მათ გაიხსენეს იმდროინდელი მნიშვნელოვანი მოვლენები და აღნიშნეს, რომ ხავერდოვანმა რევოლუციამ შესაძლებლობა მისცა ორივე ქვეყანას დემოკრატიული განვითარების ახალ ეტაპზე გადასულიყვნენ.

    შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩომ თბილისში ასევე გამართა ხავერდოვანი რევოლუციის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კლასიკური მუსიკის კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს თანამედროვე ცნობილმა ჩეხმა მუსიკოსებმა, ბატონმა იაროსლავ სვეჩენმა (ვიოლინო) და ქალბატონმა ლუცი ტოზიმ (როიალი). მუსიკოსებმა ვირტუოზულად შეასრულეს ბეთხოვენის, დვორჟაკის, რახმანინოვის და სმეტანას კლასიკური ნაწარმოებები და მათ მსმენელების მქუხარე აპლოდისმენტები დაიმსახურეს.

    ავთანდილ ოთინაშვილი

ბიზნეს ნიუსი

1 სექტემბრიდან პენსიების გაცემის წესი იცვლება

1 სექტემბრიდან პენსიების გაცემის წესი იცვლება

 საქართველოს მთავრობისა და ლიბერთი ბანკის ერთობლივ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური