ეროვნული ციფრული ბიბლიოთეკა - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ახალი, ინოვაციური პროექტი ამოქმედდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 13 ნოემბერი 2018 14:40

წიგნიერების დონის ასამაღლებლად, ციფრულ ბიბლიოთეკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ მოაწერეს.

როგორც ხელმოწერის შემდეგ მხარეებმა აღნიშნეს, ხარისხიანი განათლების მიღება და ადამიანის თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბება თანამედროვე, ელექტრონული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია. შესაბამისად, მხარეებს შორის ერთობლივი შეთანხმებით და კომუნიკაციით, წიგნებზე, პერიოდულ გამოცემებზე, კარტოგრაფიულ მასალებზე, დისერტაციებზე, რეფერატებზე, საარქივო დოკუმენტებზე და ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცულ სხვა მატერიალურ რესურსებზე ელექტრონულად წვდომა საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად უმნიშვნელოვანესია.

მხარეებს შორის თანამშრომლობა მოიცავს როგორც სამინისტროსა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის კოორდინაცია-ხელშეწყობას, ასევე ერთიანი ეროვნული ციფრული ბიბლიოთეკის შექმნისთვის საჭირო ინფორმაციის გაცვლასა და გამოცდილების გაზიარებას. ამასთან, წიგნების, პერიოდული გამოცემების, კარტოგრაფიული გამოცემების, დისერტაციებისა და რეფერატების, საარქივო დოკუმენტების, გაზეთისა და ჟურნალის სტატიების, სანოტო და აუდიო გამოცემებისა და ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული სხვა მატერიალური რესურსების ციფრული ვერსიების შექმნას, ციფრული ბიბლიოთეკის დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და ა. შ.

მემორანდუმი ძალაში ხელმოწერის მომენტიდან შედის, თუმცა მემორანდუმის მიზნებიდან გამომდინარე მხარეებს ასევე უფლება აქვთ დამატებითი ხელშეკრულებები და შეთანხმებები გააფორმონ.

 

წაკითხულია 67 ჯერ

Related items

  • განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციები სკოლებს

    საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის უმთავრესი პრიორიტეტი სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგების ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა. სწორედ ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებელი არ მიანიშნებს ეპიდემიაზე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2018-2019 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები გახანგრძლივდეს 18 იანვრის ჩათვლით. ამ პერიოდის განმავლობაში კვლავ დავაკვირდებით არსებულ მდგომარეობას და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე შევატყობინებთ საზოგადოებას მომავალ ერთობლივ გადაწყვეტილებას.

    გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასწავლო დაწესებულებებს ეძლევათ რეკომენდაცია არდადეგების პერიოდი დამატებით გამოიყენონ სკოლის შენობებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩასატარებლად, სასწავლო პროცესის აღდგენის შემდგომ სისტემატურად დალაგდეს სველი წესით საკლასო ოთახები და დერეფნები, შესაბამისი ხსნარებით გაიწმინდოს მერხები და სკამები, სასკოლო ინვენტარი. ასევე, უზრუნველყონ სკოლის ექიმების სრულფასოვანი ჩართულობა პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას და დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რაც დაავადების თავიდან ასაცილებლად ღონისძიებებს უკავშირდება და რომელსაც ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს.

  • სამინისტრომ ინკლუზიური პროფესიული განათლების სფეროში მიღწეული შედეგები შეაჯამა

    საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტში ინკლუზიური პროფესიული განათლების საკითხების განსახილველად საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებთან შეხვედრა გაიმართა.

    შეხვედრისას შეჯამდა როგორც 2018 წელს ინკლუზიური პროფესიული განათლების სფეროში განხორციელებული პროგრესი და არსებული გამოწვევბი, ასევე წლის განმავლობაში პროფესიულ სასწავლებლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სწავლა - სწავლების პროცესის მონიტორინგის შედეგები. გაიმართა დისკუსია პროცესების დახვეწისა და სტანდარტიზებული მექანიზმების დანერგვის სკითხებზე.

    ინკლუზიური პროფესიული განათლების სფეროში 2019 წლისათვის დაგეგმილია მარეგულირებელი დოკუმენტების შექნა, პროფესიული ორინატიაციის კომპონენტის გაძლიერება და სასწავლო პრორცესის მონიტორინგის მექანიზმის გაუმჯობესება.

  • პროექტი „საქართველოს მატიანე“ გრძელდება

    პროექტი „საქართველოს მატიანე“ გრძელდება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, 2018 წელს სტუდია „მემატიანეში“ არსებული 12 000  ყუთი კინოფირის ტექნიკური დამუშავება, გაწმენდა და თითო მასალიდან 1 წუთის ციფრულ ფორმატში გადაყვანა მოხდა.

    24 დეკემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და ეროვნული კინოცენტრის დირექტორი  ზურაბ მაღალაშვილკინოსტუდია „ქართულ ფილმს ესტუმრნენ და საარქივო მასალები დაათვალიერეს.

    პროექტი „საქართველოს მატიანე“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით 2017 წლიდან მიმდინარეობს.

    პროექტი გულისხმობს სტუდია „მემატიანეს“ არქივიდან კინოფირების (დოკუმეტური აუდიო და ვიზუალური მასალის) გაწმენდას, დახარისხებას, მათი მდგომარეობის დადგენას, აღრიცხვასა და მასალის ნაწილის ციფრულ ფორმატში გადატანას.

    პირველ ეტაპზე, 2017 წლის 15 ივლისიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, მემატიანეში არსებული კინოფირებისა და აუდიო-მასალის ნაწილის, 4385 კოლოფის ტექნიკური დამუშავება, გაწმენდა და დიგიტალიზაცია განხორციელდა. პროექტის მეორე ეტაპზე, განხორციელდა 12 000  კოლოფის ტექნიკური დამუშავება, გაწმენდა და თითო მასალიდან 1 წუთის გაციფრულება. ფირების ციფრულ ფორმატში გადაყვანას კინოსტუდია „ქართული ფილმი“ საკუთარ მატერიალურ-ტექნიკურ  ბაზაზე ახორციელებს.შემოწმებული მასალები უკვე გადატანილია და ინახება კინოსტუდია „ქართული ფილმის“ საგანგებოდ ახლადგარემონტებულ სივრცეში. საცავები გარემონტდა „ქართული ფილმის“ მიერ სპეციალური სტანდარტების შესაბამისად. აღნიშნული სამუშაოები კინოცენტრის მიერ მივლენილი დამოუკიდებელი ექსპერტის ზედამხედველობით ხორციელდება.

     შესრულებულ სამუშაოებს ზედამხედველობას უწევს საგანგებო კომისია:

     ზურა მაღალაშვილი - კინოცენტრის დირექტორი

    გიორგი კალანდია - ხელოვნების სასახლის დირექტორი 

     ნინო ძანძავა - ეროვნული არქივის წარმომადგენელი

     ვერა ნიკოლაძე - ექსპერტი 

    კინოსტუდია „მემატიანეს“ საცავში დაცულია უნიკალური საფილმო მასალები და მათი რაოდენობა 25 000 ყუთს აღემატება, მათ შორის არსებობს არაიდენტიფიცირებული ქრონიკალურ-დოკუმენტური  მასალა (დაახლოებით 3000 ყუთი) რომელიც ჩვენი  ქვეყნის ისტორიის უნიკალურ მომენტებს შეიცავს - 1918 წლიდან 2000 წლამდე. მათ შორის არის დავით სარაჯიშვილის დაკრძალვის კადრები სავ: 1911 წ, საქართველოს გვარდიის სავ. 1918-21 წ, ჯარების ბათუმში შემოსვლა სავ: 1920 წ, აფხაზეთის ომის ქრონიკები, დოკუმენტური ციკლის „საქართველოდან ევროპაში“ უნიკალური მასალა და სხვა.  სწორედ ამიტომ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აღნიშნული ფირების გაწმენდა,  იდენტიფიცირება, დათარიღება, საინფორმაციო ბაზის შექმნა, იმისათვის რომ ვიცოდეთ, თუ რა სიმდიდრეს ფლობს ჩვენი ქვეყანა. 

     

     

  • ევროკავშირის წარმომადგენლობამ განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობა დადებითად შეაფასა
  • მეცნიერებისა და მეცნიერთა ჯგუფების დაჯილდოების ცერემონია

    განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოვლენილი, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერებისა და მეცნიერთა ჯგუფების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

    ჯილდო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით განსაკუთრებული მიღწევებისა და წვლილისათვის ერთჯერადად, კონკურსის წესით გაიცემა და მისი მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია და მეცნიერთა, მათ შორის ახალგაზრდა მეცნიერთა, ხელშეწყობა და წახალისება.

    თითოეულ კატეგორიაში ფულადი ჯილდო და წარჩინების სიგელი გაიცემა. წელს კონკურსი მესამედ გამოცხადდა.

პოპულარული

« იანვარი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური