დანიაში გამოფენა - "საქართველოს ქრისტიანული მემკვიდრეობა" გაიხსნა

გამოქვეყნებულია კულტურა
კვირა, 11 ნოემბერი 2018 13:50
დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოს ინიციატივით  და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, კოპენჰაგენის უნივერსიტეტის სამხრეთ კამპუსის ბიბლიოთეკაში ფოტო - გამოფენა სახელწოდებით - "საქართველოს ქრისტიანული მემკვიდრეობა" გაიხსნა.

გამოფენა გახსნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დანიის სამეფოში გიგი გიგიაძემ. საქართველოს ელჩმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას. გიგი გიგიაძემ თავის სიტყვაში  ქართულ კულტურაში ქრისტიანობის განსაკუთრებულ როლსა და აღნიშნული გამოფენის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

გამოფენის ფარგლებში, უცხოელ დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება იხილოს ქართული, ქრისტიანული კულტურის უნიკალური არქიტექტურული ძეგელბისა და ხელნაკეთი ნიმუშების ამსახველი ფოტოები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ დანიაში აკრედიტირებული უცხოელი დიპლომატები, კოპენჰაგენის უნივერსიტეტის სტუდენტები, აკადემიური წრეებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

გამოფენის დათვალიერება მსურველებს მიმდინარე წლის 23 ნოემბრის ჩათვლით შეეძლებათ.
წაკითხულია 231 ჯერ

Related items

  • თბილისში ჩეხეთის ხავერდოვანი რევოლუციის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

    11 ნოემბერს, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩომ თბილისში, სლოვაკეთის საელჩოსთან ერთად გამართა ხავერდოვანი რევოლუციის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სურათების გამოფენა „ხავერდოვანი რევოლუცია, ტოტალიტარული რეჟიმის დასასრული ჩეხოსლოვაკიაში“.

    ჩეხეთისა და სლოვაკეთის ელჩებმა სიტყვით მიმართეს დამსწრე საზოგადოებას და გამოფენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. გარდა ამისა მათ გაიხსენეს იმდროინდელი მნიშვნელოვანი მოვლენები და აღნიშნეს, რომ ხავერდოვანმა რევოლუციამ შესაძლებლობა მისცა ორივე ქვეყანას დემოკრატიული განვითარების ახალ ეტაპზე გადასულიყვნენ.

    შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩომ თბილისში ასევე გამართა ხავერდოვანი რევოლუციის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კლასიკური მუსიკის კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს თანამედროვე ცნობილმა ჩეხმა მუსიკოსებმა, ბატონმა იაროსლავ სვეჩენმა (ვიოლინო) და ქალბატონმა ლუცი ტოზიმ (როიალი). მუსიკოსებმა ვირტუოზულად შეასრულეს ბეთხოვენის, დვორჟაკის, რახმანინოვის და სმეტანას კლასიკური ნაწარმოებები და მათ მსმენელების მქუხარე აპლოდისმენტები დაიმსახურეს.

    ავთანდილ ოთინაშვილი

  • დანიაში ქართული ენის დღე აღნიშნეს

    ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ჩართულობით, კოპენჰაგენის უნივერსიტეტში გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ირინე დარჩიას საჯარო ლექცია „საქართველო - ოქროს საწმისის, ღვინისა და განუმეორებელი დამწერლობის სამშობლო“.

    ლექცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიგი გიგიაძემ, რომელმაც ისაუბრა 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებზე და ხაზი გაუსვა ქართველი ერის თვითმყოფადობაში ქართული ენის მნიშვნელობას.

    ლექციის ფარგლებში ირინე დარჩია დამსწრე საზოგადოებას ესაუბრა ქართული ენის თავისებურებებსა და მისი განვითარების საფეხურებზე. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ასევე ყურადღება გაამახვილა მსოფლიო ლინგვისტურ რუქაზე ქართული ენის ადგილსა და საუკუნეების განმავლობაში მის სხვა ენებთან კავშირებზე.

    ლექციის შემდეგ გაიმართა მცირე მიღება, რომლის დროსაც დიპლომატიური კორპუსისა და დანიური აკადემიური წრეების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ დამატებით ინფორმაციას ქართული ენის შესახებ.

  • საქართველოს პრეზიდენტი იტალიელი მხატვრის, ჯორჯო დე კირიკოს გამოფენის გახსნას დაესწრო

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეროვნულ გალერეაში მეოცე საუკუნის იტალიელი მხატვრის, ჯორჯო დე კირიკოს გამოფენის ,,ეზოთერიკოსი დე კირიკო. მოგზაური ორ სამყაროს შორის” გახსნას დაესწრო.

    სალომე ზურაბიშვილმა გამოფენის მნიშვნელობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ დე კირიკოს გამოფენა ნამდვილი საჩუქარია ქართული საზოგადოებისათვის.
    პრეზიდენტის განცხადებით, ნიშანდობლივია, რომ იტალია აკეთებს იმას, რისთვისაც მთელი ევროპა ემზადება, რომ 2019 წელი ევროპის კულტურული სეზონი გახდეს საქართველოში, რაც ყველაზე უფრო მეტი დაახლოება ევროპასთან.
    ,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ იმართება ევროპული დონის გამოფენები. ეს არის ის დონე, რომელსაც შეხვდებით პარიზში, რომსა და ევროპის დედაქალაქებში. ასეთი ნაბიჯებით ნელ-ნელა ვარწმუნებთ ყველას, რომ ჩვენ ვართ კულტურული ევროპის წევრი, ვეკუთვნით მას და ჩვენი ცივილიზაციითა და ჩვენი წარსულით გვაქვს ის კულტურული დონე, რითაც შეგვიძლია არ ჩამოვრჩეთ ევროპას“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
    საქართველოში იტალიის ელჩის ანტონიო ენრიკო ბარტოლის განცხადებით, დე კირიტოს შემოქმედების მიზანია, რეალობასა და ოცნებას შორის გადოს ხიდი. ცხენები მამაკაცურ ძალოვნებაზე მიგვანიშნებენ, რომლებიც მითოლოგიაზე არიან გადაჯაჭვულნი, თოჯინები კი, ადამიანის მარტოხელობას ასახავენ.

  • ტალინის მუზეუმი - „მიკელი“ ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

    ტალინის მუზეუმი - „მიკელი“ ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს. ექსპოზიცია ეროვნული სააგენტოს მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელობის მუზეუმში დაცულ სრულ კოლექციასა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის კუთვნილ 3 ფერწერულ ტილოს მოიცავს.

    გამოფენის პარალელურად, მუზეუმის საგამოფენო სივრცე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამებსაც ეთმობა, სადაც სააგენტოს თანამშრომლები ესტონეთში მცხოვრები ქართულენოვანი სათვისტომოსა და ესტონელი მოქალაქეებისთვის პროგრამას - „ვხატავთ ფიროსმანს“ წარმოადგენენ.

    გამოფენა, რომელიც ოფიციალურად 23 მარტს გაიხსნა და 5 თვეს გასტანს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, ესტონეთის ეროვნული მუზეუმისა და ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ერთობლივი ინიციატივითა და ორგანიზებით იმართება.

  • ტალინის მუზეუმი - „მიკელი“ ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

    ტალინის მუზეუმი - „მიკელი“ ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს. ექსპოზიცია ეროვნული სააგენტოს მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელობის მუზეუმში დაცულ სრულ კოლექციასა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის კუთვნილ 3 ფერწერულ ტილოს მოიცავს.

    გამოფენის პარალელურად, მუზეუმის საგამოფენო სივრცე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამებსაც ეთმობა, სადაც სააგენტოს თანამშრომლები ესტონეთში მცხოვრები ქართულენოვანი სათვისტომოსა და ესტონელი მოქალაქეებისთვის პროგრამას - „ვხატავთ ფიროსმანს“ წარმოადგენენ.

    გამოფენა, რომელიც ოფიციალურად 23 მარტს გაიხსნა და 5 თვეს გასტანს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, ესტონეთის ეროვნული მუზეუმისა და ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ერთობლივი ინიციატივითა და ორგანიზებით იმართება.

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური