მამუკა ბახტაძე - შანხაის ფორუმში პრეზიდენტ სი ძინპინის მიწვევით ვმონაწილეობდით

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 06 ნოემბერი 2018 14:31

ჩვენი ეკონომიკის ყველაზე სუსტი მხარეა მიმდინარე ანგარიშის  დეფიციტი, რაც გამოწვეულია იმით, რომ გაცილებით მეტი პროდუქციის იმპორტი გვიწევს, ვიდრე ექსპორტი გვაქვს, შესაბამისად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გავზარდოთ ჩვენი საექსპორტო პოტენციალი, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქართველ ჟურნალისტებს შანხაიში ვიზიტის შეჯამებისას განუცხადა. 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო პირადად პრეზიდენტ სი ძინპინის მიწვევით მონაწილეობდა ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის ძალიან მნიშვნელოვან ფორუმში, რაც ჩინეთში ექსპორტის კიდევ უფრო გაზრდის კარგი საშუალებაა. 

"ოფიციალურად გაცხადდა, რომ ჩინეთი აპირებს, მნიშვნელოვანწილად გაზარდოს  იმპორტი იმ ქვეყნებიდან, რომლებიც მოწვეული იყვნენ სპეციალურად ამ ფორუმისთვის და საქართველო მათ რიგშია, რისთვისაც მინდა, პირადად პრეზიდენტ სი ძინპინს და ჩინეთის მთავრობას მადლობა გადავუხადო. ჩვენ გვაქვს უნიკალური უპირატესობა - საქართველო  ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ჩინეთთან. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა და ისტორიული შანსი ჩვენთვის, რომ გავზარდოთ ექსპორტი  ჩინეთში. ჩვენი ეკონომიკის ყველაზე სუსტი მხარეა მიმდინარე ანგარიშის  დეფიციტი, რაც გამოწვეულია იმით, რომ გაცილებით მეტი პროდუქციის იმპორტი გვიწევს, ვიდრე ექსპორტი გვაქვს, შესაბამისად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გავზარდოთ ჩვენი საექსპორტო პოტენციალი. ეს პირდაპირ კავშირშია საქართველოში მთავარი ეკონომიკური სიძნელის - სიღარიბის დამარცხებასთან. აქედან გამომდინარე, მივდივართ ძალიან კონკრეტული გეგმით და ვფიქრობთ, შემდეგი 2 წლის განმავლობაში შევძლებთ, მნიშველოვნად გავზარდოთ საექსპორტო პოტენციალი. გვექნება ამოცანა, მინიმუმ ორჯერ გაიზარდოს ექსპორტი საქართველოდან ჩინეთში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 


პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახური

წაკითხულია 299 ჯერ

Related items

  • ბოლნისში პირველი საერთაშორისო ფორუმი გაიმართება

    13-14 ივნისს, ბოლნისში „ადგილობრივი თვითმმართველობები ახალი ეკონომიკური შესაძლებლობებისთვის სოფლის მეურნეობაში და სოფლად” პირველი საერთაშორისო ფორუმი იმართება.

    როგორც ,,ნიუს დეის” ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ბოლნისის პირველი საერთაშორისო ფორუმი ორგანიზებულია ერთობლივად ბოლნისის მუნიციპალიტეტის   ევროკავშირის   ინიციატივის   „მერები   ეკონომიკური   ზრდისთვის“,გაეროს განვითარების პროგრამისა და ღვინის ეროვნული სააგენოს მიერ. ღონისძიება ხორციელდება   „მერები   ეკონომიკური   ზრდისთვის“   საპილოტე   პროექტის   „ბოლნისში ბიზნეს   საქამიანობის   ეფექტური   პლატფორმის   ჩამოყალიბება“   ფარგლებში. ღონისძიების   მთავარი   მიზანია:  ადგილობრივი   ხელისუფლების   პოტენციალისა   დაროლის   განსაზღვრა,   აგრობიზნესისა   და   სოფლის   განვითარებაში,   აგრობიზნესის მხარდაჭერისა და თანამშრომლობის ქსელების განვითარებაში საუკეთესო პრაქტიკის წარმოჩენა,   აღმოსავლეთ   პარტნიორობის   რეგიონის   ქვეყნების   გამოცდილებისა   დაწარმატებების შესახებ გამოცდილების გაზიარება.

    ფორუმის მეორე დღეს გაიმართება ვაზის დარგვის ცერემონიალი, ღვინის დეგუსტაცია, ადგილობრივი პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა და ადგილობრივი საოჯახო მარნებისადა მეწარმეების დაჯილდოება.

    ღონისძიებას  დაესწრებიან  ცენტრალური  მთავრობის,  ადგილობრივი  ხელისუფლების ,ბიზნესისა და სამოქალაქო სექტორის 100-ზე მეტი წარმომადგენელი საქართველოდან, უკრაინიდან,  ბელარუსიდან,  მოლდოვადან,  სომხეთიდან  და  აზერბაიჯანიდან.  ასევე, საერთაშორისო  ორგანიზაციების,  ევროკავშირისა  და  „მერები  ეკონომიკურიზრდისთვის“ სამდივნოს წარმომადგენლები.

    ღონისძიებას ასევე დაესწრებიან  მაღალი დონის სტუმრები: ლევან დავითაშვილი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი; საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი; გოგი მეშველიანი, საქართველოს პარლამენტის წევრი; შოთა რეხვიაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის რეგიონში; ილია ბეგიაშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა  და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე; პიტერ  კორსბი, „მერები  ეკონომიკური  ზრდისთვის“  პროექტის  ჯგუფის ხელმძღვანელი.

    ბოლნისის პირველი საერთაშორისო ფორუმი ორგანიზებულია ერთობლივად ბოლნისის მუნიციპალიტეტის ევროკავშირის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის”, გაეროს განვითარების პროგრამისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ. დაესწრებიან ასევე UNDP-ის წარმომადგენლებიც.

  • ჩინეთის პრეზიდენტი სახელმწიფო ვიზიტით რუსეთში ჩავიდა

    ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი სახელმწიფო ვიზიტით რუსეთში ჩავიდა.

    ჩინეთის პრეზიდენტი რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან  ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს და თანამშრომლობის რამდენიმე ხელშეკრულებას გააფორმებს.

    ასევე, სი ძინპინი დაესწრება პეტერბურგის 23-ე საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს, რომელიც 6-8 ივნისს გაიმართება. ჩინეთის პრეზიდენტი ფორუმზე სიტყვითაც გამოვა.

    მიმდინარე წელს ჩინეთი და რუსეთი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 70 წლისთავს აღნიშნავენ.

    ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის პრეზიდენტი მოსკოვის ზოოპარკში პანდის სახლს გახსნის და დიდ თეატრში საბალეტო წარმოდგენას დაესწრება.

    ჩინეთის პრეზიდენტი მოსკოვში ჩადის, რათა, კრემლის ოფიციალური პირის განცხადებით, ამ ვიზიტით აღნიშნოს ახალი ეპოქის დასაწყისი მეგობრობასა და ეკონომიკურ კავშირებში.

    სი ძინპინის ვიზიტი ხორციელდება რუსეთის მიერ ყირიმის ანექსირებიდან ხუთი წლის შემდეგ - მოვლენის, რომელმაც მნიშვნელოვნად გააუარესა მოსკოვის ურთიერთობა დასავლეთთან. იუწყებიან, რომ სი ძინპინი მონაწილეობას მიიღებს 6-8 ივნისს სანკტ-პეტერბურგში დანიშნულ ეკონომიკურ ფორუმში, რომელსაც პუტინი უმასპინძლებს.

    საგარეო პოლიტიკის საკითხებში კრემლის მრჩეველი, იური უშაკოვი ამბობს, სი ძინპინის ვიზიტი "უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვისო". რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ უშაკოვის სიტყვებს - რომ სი ძინპინი და ვლადიმირ პუტინი გააფორმებენ ახალ დეკლარაციას "გლობალურ პარტნიორობაზე და სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, რომლებიც ახალ ეპოქაში შედის".

     

     

     

  • დიასპორის ფორუმი 2019 დღეს თემატური შეხვედრებით გაგრძელდება

    დიასპორის ფორუმი “ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ დღეს თემატური შეხვედრებით გაგრძელდება. ფორუმის მონაწილეები სხვადასხვა თემატურ ჯგუფებში იმსჯელებენ განათლების, კულტურის, ბიზნეს კავშირების განვითარების, სახალხო დიპლომატიის და სხვამიმართულებით, რა დროსაც დიასპორის წარმომადგენლებს ექნებათ საშუალება წარმოადგინონ საკუთარი ხედვები მათ მიერ შერჩეულპრიორიტეტულ მიმართულებასთან დაკავშირებით და გაუზიარონ შეხვედრის სხვა მონაწილეებს ამა თუ იმ სფეროში პროფესიულიგამოცდილება. აღსანიშნავია, რომ თემატურ ჯგუფებში გამოთქმული მოსაზრებები ასახვას ჰპოვებს დიასპორასთან დაკავშირებითსამინისტროს განსახორციელებელ სამომავლო პროექტებსა და გეგმებში.

    საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის რატი ბრეგაძის განცხადებით , მნიშვნელოვანია დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის და დიასპორული ვებ-პორტალის ამოქმედება. როგორც დეპარტამენტის დირექტორი განმარტავს, ფორუმის მიზანია მოისმინონ დიასპორის წამომადგენლების მოსაზრებები, მოხდეს პრობლემების იდენტიფიცირება, რათა შემდგომ განისაზღვროს ის გზები, თუ როგორ შეიძლება მათი გადაჭრა.

    „უკვე ორი დღეა მიმდინარეობს დიასპორის დღესთან დაკავშირებული დიასპორული ფორუმი, რომელშიც მონაწილეობას ღებულობენ მთელი მსოფლიოდან ჩამოსული საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები. დიასპორის დღის ფარგლებში, მოქმედებს ოთხი სამუშაო ჯგუფი : ბიზნესისა და ეკონომიკის, განათლებისა და კულტურის, მედიისა და სახალხო დიპლომატიის მიმართულებით. ამ სამუშაო ჯგუფებში ჩვენი თანამემამულეები და ასევე ქართველებიც წარმოადგენენ მოხსენებებს სხვა და სხვა პრობლემურ თემატიკაზე. ხდება პრობლემების იდენტიფიცირება, მიზნის დასახვა და ბუნებრივია, შესაბამისი ამოცანების განსაზღვრა. ფორუმის მთავარი მიზანი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ წარმოდგენილი იქნას პრობლემატიკა და განისაზღვროს ის გზები, თუ როგორ შეიძლება მათი გადაჭრა და ის პროგრამები, რომლებიც ჩვენ წელს წარმოვადგინეთ ამ ახალ ფორუმზე, წარმოადგენს სწორედ გამოძახილს 2018 წლის ფორუმზე გამოთქმული მოსაზრებებისა. კერძოდ, დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამა და ასევე დიასპორული ვებ-პორტალი, რომელიც უკვე ამოქმედდა სატესტო რეჟიმში და მოემსახურება მთელ მსოფლიოში მცხოვრებ ჩვენ თანამემამულეებს და ასევე ქართულ სახელმწიფოსაც. „-განაცხადა რატი ბრეგაძემ.

    ღონისძიების ფარგლებში შეხვედრა გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ლაშა დარსალიასთან და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილესთან ლია გიგაურთან. აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დიასპორის წარმომადგენლებს მიაწვდიან ინფორმაციას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გზებისა და სამშვიდობო ინიციატივის “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ” შესახებ.

    დიასპორის წარმომადგენლები დღესვე პატივს მიაგებენ საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას და გვირგვინითშეამკობენ გმირთა მემორიალის. დიასპორული ფორუმი 2019 კულტურული პროგრამით დასრულდება.

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ყოველწლიური ფორუმი “ძლიერი დიასპორა ერთიანისაქართველოსთვის“ 27 მაისს გაიხნა. ორდღიანი ფორუმი მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრებ თანამემულეებთან თანამშრომლობის გაღრმავებას,სამშობლოსთან მათი კავშირის უზრუნველყოფას, მათ აქტიურ ჩართულობას ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში და დიასპორის წინაშე არსებულიპრობლემების გადაჭრის გზების ძიებას.

  • პრემიერ-მინისტრმა თურქეთის თავდაცვის მინისტრს უმასპინძლა

    თურქეთი არასოდეს შეცვლის პოზიციას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა.

    თურქეთის თავდაცვის მინისტრს, რომელიც თბილისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სტუმრობს, პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

    შეხვედრის დასაწყისში ჰულუსი აქარმა მამუკა ბახტაძეს 26 მაისი მიულოცა.

    საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ურთიერთობებს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე და აღინიშნა ქვეყნებს შორის ამ მიმართულებით არსებული პოზიტიური დინამიკა.

    ხაზი გაესვა  თავდაცვის სფეროში საქართველო-თურქეთის ურთიერთობების მნიშვნელობას  საქართველოს ჩრდილოატლანტიკური მისწრაფებების კონტექსტში. აღინიშნა ამ კუთხით საქართველოსთვის თურქეთის მხარდაჭერისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა.

    შეხვედრისას, ასევე ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ ვითარებას და სხვადასხვა სფეროში საქართველოსა და თურქეთის პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივას.

    პრემიერ-მინისტრმა თურქეთის თავდაცვის მინისტრს  საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.

    შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრო.

    პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახური

  • საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

    23 მაისს, საქართველოს, პირველი ოფიციალური ვიზიტით, ეწვევა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველი და საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი.

    საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრას გამართავს ქართველ კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან.

    ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელთა შეხვედრაზე განიხილავენ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრს, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით; ასევე, ყურადღება გამახვილდება თანამშრომლობის განვითარებაზე „სარტყელისა და გზის“ გლობალური ინიციატივის ფარგლებში. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხება თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

    ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ- მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური