ლიბერთიმ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად ახალი სოციალური პროექტი დაიწყო

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 01 ნოემბერი 2018 16:57

1 ნოემბრიდან, ლიბერთიმ ახალი სოციალური პროექტი დაიწყო, რომლის თანახმად 60 წელს გადაცილებული პენსიონერები კომპიუტერით და ინტერნეტით სარგებლობის ერთთვიან კურსს გაივლიან.

აღნიშნული პროგრამა უფროს თაობას საშუალებას აძლევს შეისწავლოს კომპიუტერისა და ინტერნეტის გამოყენება და იყოს უფრო მეტად ინტეგრირებული თანამედროვე ცხოვრებაში.

კურსის მონაწილეები კომპიუტერის ზოგად შესაძლებლობებს, ინტერნეტის, ელ-ფოსტის, სოციალური ქსელებისა და სმარტფონების ფუნქციების გამოყენებას სრულიად უფასოდ შეისწავლიან.

პირველ ეტაპზე დარეგისტრირდა სულ 338 პენსიონერი. სწავლება მოხდება რამდენიმე ჯგუფად და წლის ბოლომდე გაგრძელდება ლიბერთის მიერ სპეციალურად შექმნილ დარბაზში - Liberty Digital Hall, რომელიც 2016 წლიდან ფუნქციონირებს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპუსში.

,,ძალიან მნიშვნელოვანი და საეტაპო პროექტია. ერთგვარი ხიდი თაობებს შორის - ტექნოლოგიების მეშვეობით. სასიხარულოა, რომ ინიციატივას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და უკვე გულისხმობს სერიოზულ პერსპექტივას, რაც სახელმწიფო და კერძო ინსტიტუტების კარგი თანამშრომლობის შედეგია’’ – განაცხადა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, მწერალმა გიორგი კეკელიძემ.

,,ჩვენი მიზანია დავეხმაროთ უფროს თაობას და ხელი შევუწყოთ მათ ინტეგრაციას თანამედროვე სამყაროსთან და მის განუყოფელ - ციფრულ ტექნოლოგიებთან. ჩვენ მთელი წლის მანძილზე არაერთი სოციალური პროექტი განვახორციელეთ, თუმცა ამ კონკრეტული სეგმენტის საგანმანათლებლო პროექტი ერთგვარი ექსპერიმენტია, რომელიც ვიმედოვნებთ გაამართლებს და მსგავს პროექტებს მეტი მასშტაბურობით განვახორციელებთ“, - განაცხადა ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილემ ლევან თხელიძემ.

წაკითხულია 359 ჯერ

Related items

  • საქართველოს მთავრობა „ლიბერთი ბანკს" მადლობას უხდის ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით მიღებული დროული გადაწყვეტილებისთვის

    საქართველოს მთავრობა „ლიბერთი ბანკს" მადლობას უხდის ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით მიღებული ძალიან დროული და სწორი გადაწყვეტილებისთვის.

    საქართველოს მთავრობის დადგენილებით და „ლიბერთი ბანკთან" აქტიური თანამშრომლობით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში უკლებლივ ყველა ასაკის პენსიის მიმღებ პირზე აპრილის თვის პენსიები წინასწარ ჩაირიცხება, - შესაბამისი თანხა მთავრობამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკვე გამოყო.

    ასევე ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოხდება პენსიების განსხვავებული წესით გაცემა. კერძოდ, პენსიის თანხის ნაღდი ფულით მიღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ „ლიბერთი ბანკის" მიერ წინასწარ გაცხადებული გრაფიკით. ხოლო, თანხის ჩარიცხვისთანავე, ანუ 28 მარტიდან, ბარათზე დარიცხული პენსიის გამოყენებას პენსიონერები შეძლებენ სავაჭრო ობიექტებში - აფთიაქში, მაღაზიაში ან კომუნალური გადასახადების გადახდისას.

    პენსიის ნაღდი ფულით მიღებაზე დადგენილი გრაფიკის სანახავად მოქალაქეებმა უნდა შეამოწმონ ვებ-გვერდი www.myliberty.ge, ან დარეკონ მობილური ტელეფონიდან ნომერზე - 032 208; ხოლო ქალაქის ნომრიდან - 208.

    საქართველოს მთავრობა მიმართავს თხოვნით პენსიონერებს, გაუფრთხილდნენ ჯანმრთელობას და მაქსიმალურად მოერიდონ ფულის გამოსატანად ბანკის რიგში დგომას, რამდენადაც პლასტიკური ბარათით გადახდა დღეს ფაქტობრივად ყველა მომსახურების მიღებისას შესაძლებელია. იმ შემთხვევაში კი, თუ მათ პენსიის თანხის ნაღდი ფულის სახით მიღების სურვილი აქვთ, რიგში დგომისას აუცილებლად უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია.

    რამდენიმე დღის წინ „ლიბერთი" ბანკმა, საკუთარი ინიციატივითა და რესურსით, 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის აპრილის თვის პენსიების წინასწარ გასაცემად 100 მილიონი ლარი გამოყო. ამ ინიციატივის მიზანი იყო, ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფში შემავალი, 70 წელს გადაცილებული ადამიანების დაცვა ვირუსით გამოწვეული მომატებული საფრთხეებისგან, კერძოდ, მათთვის ბანკში მისვლის საჭიროების შემცირება და პენსიის აღებისას მოქალაქეების ნაკადების მაქსიმალურად გადანაწილება.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური 

  • პირველად საქართველოში, ლიბერთი ბანკი პარტნიორ კომპანიებთან ერთად სრულიად ახალ საბანკო პროდუქტს აანონსებს

    26 მარტი 2020 - ლიბერთის ინიციატივით, პირველად საქართველოში, შეიქმნა სრულიად ახალი პროდუქტი ქართულ საბანკო რეალობაში და ამ ინიციატივის განხორციელებაში ბანკს მხარი დაუჭირა სექტორში წამყვანმა კომპანიებმა: ავერსი, ნიკორა სუპერმარკეტი, ფარმადეპო და პსპ.
    შედეგად, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები აღნიშნულ პარტნიორ კომპანიებში ბარათით გადახდისას, შეძლებენ ნაღდი ფულის გატანასაც.
    ‘ქვეყანაში არსებული დღევანდელი გამოწვევების გათვალისწინებით, სულ მოკლე დროში, ჩვენ პარტნიორებთან ერთად გავერთიანდით ორი მიზნის გარშემო - ერთი, რომ დავეხმაროთ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ კიდევ უფრო უსაფრთხოდ იგრძნონ თავი და რაც შეიძლება მეტი მომსახურება მიიღონ იმ წერტილებში, სადაც ისინი რეგულარულად დადიან. და მეორე, გავზარდოთ ბარათით გადახდის მოტივაცია.
    ეს არის ძალიან კარგი მაგალითი წამყვანი, თუნდაც კონკურენტი კომპანიების, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისა, რისთვისაც დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენი პარტნიორი კომპანიების მენეჯმენტს ამ იდეის გაზიარებისა და მყისიერი რეაგირებისთვის.’ - განაცხადა ლიბერთის საცალო საბანკო მიმართულების დირექტორმა, გიორგი მაკარიძემ
    მომსახურების ახალი არხი ლიბერთის მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება უახლოეს დღეებში, რის შესახებაც ბანკი საკუთარ მომხმარებლებსა და ფართო საზოგადოებას საინფორმაციო არხების საშუალებით შეატყობინებს.

  • ლიბერთის სოციალური ტიპის ბარათებს მოქმედების ვადა ავტომატურად უგრძელდება

    დღეიდან, ლიბერთის და საქართველოს მთავრობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, სოციალური ტიპის ბარათებს, რომელთა ბანკომატში და სავაჭრო ობიექტებში ბარათის (პინ კოდის) მოქმედების ვადა უკვე დასრულდა ან დასრულდება 31 მაისის ჩათვლით, პინ კოდის მოქმედების ვადა ავტომატურად 2020 წლის 1 ივლისამდე გაუგრძელდებათ.

    ,,ამ გადაწყვეტილებით, ჩვენი მომხმარებლისთვის, კიდევ უფრო გავამარტივეთ პროცედურა და შევამცირეთ მომხმარებლის სახლიდან გამოსვლისა და ბანკში ვიზიტის საჭიროება. ლიბერთი ყოველდღიურად აგრძელებს ზრუნვას და დღეიდან, ჩვენი საზოგადოების ყველაზე მოსაფრთხილებელი ნაწილი, პენსიონერები და სოციალური სარგოს მიმღები მომხმარებლები შეუფერხებლად ისარგებლებენ ლიბერთის ბარათებით’ - განაცხადა ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა

    აქვე შეგახსენებთ, რომ ლიბერთის გადაწყვეტილებით, სერვისცენტრებში მომხმარებლების ნაკადის შესამცირებლად,
    სოციალური ტიპის ბარათებს, რომელთა მოქმედების ვადა თებერვალში, მარტში, აპრილში ან მაისში სრულდება, ბანკომატში და სავაჭრო ობიექტებში სოციალური ტიპის ბარათის მოქმედების ვადა ავტომატურად სამი თვით უკვე გაუგრძელდათ.

  • ლიბერთი ბანკი მომხმარებელზე ზრუნვას განაგრძობს

    ლიბერთი ბანკის სერვისცენტრებში მომხმარებლების ნაკადის შესამცირებლად,  სოციალური ტიპის ძირითად ბარათებს, რომელთა მოქმედების  ვადა მიმდინარე წლის თებერვალში დასრულდა, დღეიდან, მოქმედების ვადა მაისის ბოლომდე გაუხანგრძლივდათ.

    ლიბერთის გადაწყვეტილებით, სოციალური ტიპის ბარათებს, რომელთა მოქმედების  ვადა  მიმდინარე წლის მარტში, აპრილში ან მაისში სრულდება, ბარათის მოქმედების ვადა ავტომატურად სამი თვით გაუგრძელდებათ.

     ,,ამ გადაწყვეტილებით, ვაგრძელებთ ზრუნვას, ვაკეთებთ ყველაფერს რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ მომხმარებლის ბანკში ვიზიტის საჭიროება და საზოგადოების ყველაზე მოსაფრთხილებელ ნაწილს, პენსიონერებსა და სოციალური სარგოს მიმღებ მომხმარებლებს ვთავაზობთ შეუფერხებლად ისარგებლონ ლიბერთის ბარათებით" - განაცხადა ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა

     

  • ლიბერთის მომხმარებლები კომუნალურ გადახდებს დისტანციური არხებით უფასოდ შეასრულებენ

    მომხმარებლებზე ზრუნვის მიზნით და ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით,  დღეიდან, 3 თვის განმავლობაში ლიბერთის  მომხმარებლები ინტერნეტ ბანკით, მობაილ ბანკითა და სწრაფი გადახდის აპარატებით სარგებლობისას კომუნალურ (ელექტროენერგია, წყალი, გაზი და დასუფთავება) გადასახადებს საკომისიოს გარეშე გადაიხდიან.

    ,,ლიბერთი ბანკის სერვისცენტრებში მომხმარებლების ნაკადის შესამცირებლად და მათთვის მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად, გადავწყვიტეთ, დისტანციურ არხებში კომუნალური გადასახადების გადახდა უფასოდ  განხორციელდეს. დღეს, როდესაც ერთმანეთზე ზრუნვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ლიბერთი განაგრძობს მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების შეთავაზებას. ამ გადაწყვეტილებით,  ჩვენს მომხმარებლებს ვაძლევთ კიდევ უფრო მეტ სტიმულს, რომ სახლიდან გაუსვლელად, სწრაფად და მარტივად  ისარგებლონ სრული საბანკო სერვისით.’ - განაცხადა ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს

სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა...

პოპულარული

« აპრილი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური