„დადებითი ტენდენციები, რომლებიც წლის დასაწყისიდან ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში, გრძელდება“

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 30 ოქტომბერი 2018 14:19

წინასწარი შეფასებით, 2018 წლის სექტემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით   ეკონომიკურმა ზრდამ 5.6 პროცენტი , 2018 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ კი 4.9 პროცენტი შეადგინა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ეკატერინე მიქაბაძის ინფორმაციით, მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის სფეროში, ასევე საფინანსო სფეროში, ვაჭრობაში, ტრანსპორტის სექტორში, უძრავ ქონებაში, სასტუმროებსა და რესტორნებში. ამასთან, 2018 წლის სექტემბერში საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვა გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 10.4 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 4 071 ერთეულს გაუტოლდა. სექტემბერში, საწარმოთა ბრუნვა, რომელზე დაკვირვებაც ხდება ეკონომიკური ზრდის შესაფასებლად, გაზრდილია 10.4 პროცენტით.

„ეკონომიკური ზრდის აღნიშნული მაჩვენებელს განაპირობებს როგორც გაზრდილი საგარეო მოთხოვნა, მიუხედავად რეგიონში არსებული შედარებით უარყოფითი ვითარებისა, ასევე გაუმჯობესებული შიდა მოთხოვნა როგორც ინვესტიციების, ისე მოხმარების მხრივ“, - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.  

რაც შეეხება აგვისტოს თვესთან შედარებით სექტემბერში ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებულ მაჩვენებელს, ამასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ თვის დონეზე ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება მერყეობით ხასიათდება: „ქვეყანაში პერიოდულად განხორციელებულ ცვლილებებს, მათ შორის რეგულაციების კუთხით, ასევე ერთჯერად ფაქტორებს, რა თქმა უნდა,  გავლენა აქვს, რაც ეკონომიკურ აქტივობაზე აისახება და რყევებს იწვევს“.

ამასთან, ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ნარჩუნდება დადებითი დინამიკა, რომლებიც საქართველოს ეკონომიკაში წლის დასაწყისიდან ფიქსირდება. „ის ტენდენციები, რომლებიც წლის დასაწყისიდან ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში, გრძელდება, ამას მოწმობს როგორც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, ასევე სარეიტინგო კომპანიების შეფასებები“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

წაკითხულია 131 ჯერ

Related items

  • ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული ფრენები 12 ახალი ევროპული მიმართულებით შესრულდება

    ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები 12 ახალი ევროპული ავიამიმართულებით შესრულდება. ესენია: ფრანკფურტი, ჰამბურგი, ბადენ-ბადენი, ვენეცია, ნეაპოლი, ნიცა, პიზა, სტოკჰოლმი, ნიურნბერგი, პოზნანი, ჰერაკლიონი, ტურკუ.

    საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას „ვიზ ეარი“ (Wizz Air) მეოთხე და მეხუთე ბაზირებულ AIRBUS A 320 ტიპის თანამედროვე საჰაერო ხომალდებს ამატებს. მეოთხე ბაზირებული ბორტი 2019 წლის ბოლოდან რეგულარულ ფრენებს ევროკავშირის ქვეყნების შვიდი მიმართულებით: პოზნანი, ჰამბურგი, ნეაპოლი, ვენეცია, პიზა, ფრანკფურტი და ბადენ-ბადენში შეასრულებს. ხოლო 2020 წლის ზაფხულიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს მეხუთე ბაზირებული საჰაერო ხომალდით ევროპის კიდევ ხუთი ახალი მიმართულება: სტოკჰოლმი, ნიურნბერგი, ტურკუ, ნიცა, ჰერაკლიონი დაემატება.

    საქართველოდან დღემდე ფინეთსა და შვედეთში პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა არ სრულდება.

    შესაბამის შეთანხმებას ხელი მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ და უნგრული დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „ვიზ ეარის“ (Wizz Air) ლოგისტიკის დირექტორმა, ანდრაშ სებოკმა.

    „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და „ვიზ ეარს“ (Wizz Air) შორის რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებებისა და რამდენიმე წლიანი წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებული საჰაერო ხომალდის დაანონსებიდან ოთხ თვეში, „ვიზ ეარი“ (Wizz Air) ქუთაისში მეოთხე და მეხუთე თვითმფრინავსა და 12 ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს. 2020 წლის ზაფხულისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისები ევროკავშირის უკვე 19 ქვეყნის 39 მიმართულებით იქნება შესაძლებელი.

    ავიაკომპანია „ვიზ ეარმა“ ქუთაისის საეთაშორისო აეროპორტიდან ოპერირება 2012 წელს დაიწყო. 2016 წლის სექტემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რეგიონში ავიაკომპანიის პირველი ბაზა გაიხსნა. 2017 წლის მაისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს „ვიზ ეარს“ მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდი და ევროპის ხუთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება დაემატა. 2018 წელს „ვიზ ეარმა“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადის 95 პროცენტი გადაიყვანა – 587 643 მგზავრი.

     https://1tv.ge/news/qutaisis-saertashoriso-aeroportidan-regularuli-frenebi-12-akhali-evropuli-mimartulebit-shesruldeba/
  • ისრაელის ეკონომიკის მინისტრი საქართველოს დიმიტრი ქუმსიშვილის მოწვევით ესტუმრა

    საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ისრაელის ეკონომიკისა და ინდუსტრიის მინისტრი ელი კოენი ეწვია, რომელიც საქართველოში პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის მოწვევით იმყოფება. ბოლო შეხვედრა ორი ქვეყნის მაღალი რანგის თანამდებობის პირთა შორის მიმდინარე წლის 26 მარტს ისრაელში შედგა.

    ვიზიტის ფარგლებში, ისრაელის ეკონომიკისა და ინდუსტრიის მინისტრი უკვე შეხვდა საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს, აგრეთვე ხელი მოაწერა ერთობლივ დეკლარაციას საქართველოსა და ისრაელს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიზანშეწონილობის შესახებ კვლევის დაწყებაზე.

    ვიზიტის ფარგლებში, აგრეთვე დაგეგმილია კომპანია „ელბიტის“ ინვესტიციით თბილისში მაღალტექნოლოგიური საწარმოს საზეიმო გახსნაში მონაწილეობა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში ტექნო პარკის დათვალიერება.

  • ტყიბულში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გაემგზავრა

    ტყიბულში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, ტყიბულში უკვე გაემგზავრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, - აღნიშნული იმფორმაცია  newsday.ge-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან მოაწოდეს.

    პირველადი ინფორმაციით, ტყიბულის შახტაში მიმდინარეობდა მაღაროში მუშების ჩასაყვანი სპეციალური მოწყობილობის რემონტი, რა დროსაც მოწყობილობა მოწყდა და მოხდა უბედური შემთხვევა.

     

     

  • ეკონომიკის სამინისტრო ვიდეორგოლის პრეზენტაციას გამართავს
    დღეს ვიდეორგოლის პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც საქართველოში მეექვსე მემილიონე ტურისტის ჩამოსვლას და მისთვის სპეციალურად მოწყობილ ღონისძიებებს ეხება. ვიდეორგოლის ჩვენებასთან ერთად დაგეგმილია ახალი ინტერნეტპორტალის, www.hostme.ge-ს პრეზენტაციაც, სადაც ონლაინ-რეჟიმში ტურისტებისთვის ღირშესანიშნაობებისა თუ ადგილობრივი კერძების შერჩევა ხმის მიცემის მექანიზმის გამოყენებით მოხდება. პრეზენტაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია დაესწრება.
  • ევროვიზიის სამუშო ჯგუფმა ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

    ევროვიზიის სამუშო ჯგუფი საქართველოშია. ევროპის მაუწყელებთა კავშირის ხელმძღვანელობამ საქართველოში საბავშვო ევროვიზია 2017-ი კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებით თბილისში პირველი შეხვედრები გამართა. შეხვედრა შედგა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელ პირებთან. განიხილეს საორგანიზაციო საკითხები, ტექნიკური საკითხები და სავარაუდო ლოკაციები, სადაც ნოემბერში, პირველად საქართველოში საბავშვო ევროვიზია უნდა გაიმართოს.

    ჯონ ოლაფენდი-ევროპის მაუწყებელთა კავშირის სუპერვაიზერი ,,კონკურსის სამჯერ მოგების შემდეგ დადგა დრო, რომ საბავშვო ევროვიზიის კონკურსი თქვენთან ჩატარდეს და საქართველომ საბავშვო ევროვიზიას პირველად უმასმინძლოს. საქართველოში პირველად ვარ და მომდევნო თვეებში თბილისში ხშირად მომიწევს ჩამოსვლა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დაუვიწყარი შოუ მოვაწყოთ. ქართულმა მხარემ უკვე ბევრი დეტალი გათვალა და საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა.“

    საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ევროპის მაუწყებელთა კავშირისგან მიიღო შეთავაზება 2017 წლის საბავშვო ევროფესტივალის საქართველოში ჩატარების შესახებ, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ქვეყნის ცნობადობის ასამაღლებლად, პოპულარიზაციისა და ტურისტული პოტენციალის გასაზრდელად.

    ,,ევროვიზია სატელევიზიო სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტია. ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ ყველა საშუალებას, რომ ჩვენი ქვეყანა, საქართველო დანარჩენ მსოფლიოს გავაცნოთ. ევროპის მაუწყებელთა კავშირის სამუშო ჯფუფი უკვე თბილისშია. ჩვენ აქტიურად გავდივართ ყველა დეტალს, რათა ღონისძიება უმაღლეს დონეზე ჩატარდეს,-‘’განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ. საქართველო საბავშვო ევროვიზიის კონკურსის გამარჯვებული სამჯერ იყო. 2016 წელს საქართველო ევროფესტივალის გამარჯვებული მესამედ გახდა და წევრ ქვეყნებს შორის რეკორდი დაამყარა, რადგან მსგავსი შედეგი ამ დრომდე არცერთ ქვეყანას ჰქონია. საბავშვო ევროვიზია საქართველოში პროექტ ,,Check in Georgia”-ს ფარგლებში ჩატარდება.

    კონკურსს ყოველწლიურად მსოფლიოს ათობით ქვეყნის მილიონობით ტელემაყურებელი ადევნებს თვალყურს. კონკურსის ფარგლებში საქართველოს სტმრები ათეულობით ქვეყნიდან ეწვევა. მათ შორის ჟურნალისტების საკმაოდ დიდი კორპუსი, რაც კიდევ ერთი შესაძლებლობაა ჩვენი ქვეყანა, მისი კულტურა და ტურისტული პოტენციალი გავაცნოთ საერთაშორისო საზოგადოებას.

ბიზნეს ნიუსი

4 ივლისი ამერიკელი ხალხისთვის ყველაზე ძვირფასი და საამაყო დღესასწაულია

4 ივლისი ამერიკელი ხალხისთვის ყველაზე ძვირფასი და საამაყო დღესასწაულია

მსოფლიოსთვის ცნობილია, რომ 4 ივლისი ამერიკელი ხალხ...

პოპულარული

« ივლისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური