გია აბაშიძე- გამორიცხული არაფერია და შესაძლოა, არჩევნები პირველივე ტურში დასრულდეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 28 ოქტომბერი 2018 18:07

„მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები  მშვიდ, დემოკრატიულ ვითარებაში მიმდინარეობს,  მაინც ვხედავთ  ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის მხრიდან პროცესის ძალიან მუქ ფერებში წარმოჩენისა და დრამატიზების  მცდელობას“. - ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ განაცხადა. მისი თქმით, ზოგიერთი პოლიტიკოსის, მათ შორის ზოგიერთი საპრეზიდენტო კანდიდატის მიერ დებოშის მოწყობა უბანზე, კატეგორიულად მიუღებელია.„ის ფაქტი, რომ 15 საათისთვის  ქვეყნის მასშტაბით მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა მისცახმა, რაც ელექტორატის 31 პროცენტია,  მიგვანიშნებს იმაზე, რომ  შესაძლოა  აქტივობა იყოს იმის მსგავსი, რაც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გვქონდა -  46%. “ - განაცხადა გია აბაშიძემ. მისი მოსაზრებით, გამორიცხული არაფერია და შესაძლოა არჩევნები პირველივე ტურში დასრულდეს. „მთავარია, სწორად და დროულად მოხდეს საჩივრების განხილვა და არავის გაუჩნდეს კითხვის ნიშანი შედეგებთან დაკავშირებით.  საინტერესო იქნება  საერთაშორისო დამკვირვებელთა მიერ პირველადი შედეგების შეფასება, მინიშნებები და რეკომენდაციები. ასევე,  არანაკლებ მნიშვნელოვანია პოლიტიკური პასუხსიმგებლობითა და ღირსებით დამარცხების აღიარება,  საკუთარი შეცდომების დანახვა. იმედს ვიტოვებ, ყველა კანდიდატი აცნობიერებს ამას და არ გადაზრდის საკუთარ წარუმატებლობას მცირეხნიან პოლიტიკურ ავანტიურაში. „- განაცხადა გია აბაშიძემ

წაკითხულია 181 ჯერ

Related items

  • ცესკოს თავმჯდომარედ კვლავ თამარ ჟვანია აირჩიეს

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ კვლავ თამარ ჟვანია აირჩიეს. თამარ ჟვანია ცესკოს მომდევნო 5 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

    ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ცესკოს თავმჯდომარე მეორე ვადით იქნა არჩეული.

    თამარ ჟვანიამ კენჭისყრაში მონაწილე 9 წევრიდან 8 მათგანის მხარდაჭერა მიიღო.

    რაც შეეხება ცესკოს თავმჯდომარეობის სხვა კანდიდატებს, ვლადიმერ ბოჟაძეს ხმა კომისიის ერთმა წევრმა მისცა, მარიამ შელეგიას კი - არცერთმა.

    კენჭისყრაში მონაწილეობა „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს არ მიუღიათ. საკუთარი ხმის უფლების გამოყენებაზე უარი განაცხადა ასევე თამარ ჟვანიამ.

  • საფრანგეთი სალომე ზურაბიშვილს გამარჯვებას ულოცავს

    საფრანგეთი დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. შესაბამის განცხადებას საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

    „საფრანგეთი გულწრფელად ულოცავს საქართველოს ახლადარჩეულს პრეზიდენტს,  სალომე ზურაბიშვილს გამარჯვებას და წარმატებას უსურვებს მომავალ საქმიანობაში. საფრანგეთი მზადყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს  ახლადარჩეულ  პრეზიდენტთან, ორ ქვეყანას შორის არსებული ისტორიული ურთიერთობების კიდევ უფრო გასაძლიერებლად. ახლადარჩეულ პრეზიდენტს შეუძლია იქონიოს ჩვენი იმედი, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის  მტკიცე მხარდაჭერის კუთხით“ - ნათქვამია საფრანგეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
     

  • საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება

    საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური მიმდინარე წლის 28 ნოემბერს გაიმართება. განკარგულება მეორე ტურის დანიშვნის შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე, 2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგების შეჯამების შემდეგ მიიღო.

    სხდომის დასრულების შემდეგ ცესკოს პრეს-სპიკერმა საინფორმაციო ბრიფინგი გამართა. როგორც ანა მიქელაძემ აღნიშნა, კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების დღე არის უქმე დღე. შესაბამისად, მიმდინარე წლის 28 ნოემბერი, ოთხშაბათი, ოფიციალურად არასამუშაო დღეა.

    საქართველოს პრეზიდენტის არჩვენების მეორე ტურში მონაწილეობას იღებს პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატი. შესაბამისად, 28 ნოემბრის არჩევნებისთვის ცესკოს მიერ დღესვე დამტკიცდა საარჩევნო ბიულეტენის ტექსტი. ბიულეტენში იქნება პრეზიდენტობის ორი კანდიდატი: №5 გრიგოლ ვაშაძე და №48 სალომე ზურაბიშვილი.

    არჩევნების მეორე ტური 3 705 საარჩევნო უბანზე ჩატარდება. მათ შორის 55 საარჩევნო უბანი საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის იმუშავებს. რაც შეეხება ავღანეთში დისლოცირებულ საქართველოს შეიარაღებულ ნაწილებში მოსამსახურე მოქალაქეებს, მათთვის ავღანეთში საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური 2 საარჩევნო უბანზე 26 ნოემბერს გაიმართება.

    „იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ ვერ გავრცელდება საქართველოს კანონმდებლობა არჩევნების დღის უქმე დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებით, ცესკომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს აძლევს მეტ შესაძლებლობას ისარგებლონ საკუთარი კონსტიტუციური უფლებით. კონკრეტულად, ცესკოს გადაწყვეტილებით, საზღვარგარეთ შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიები იმუშავებენ დამატებითი დროით და ხმის მიცემის პროცედურები გაგრძელდება შესაბამისი ქვეყნის ადგილობრივი დროით არჩევნების დღის 24:00 საათამდე“, - განაცხადა პრეს-სპიკერმა.

    მისივე ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე ცესკომ დაამტკიცა საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებული საქმიანობები და ვადები. საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის ცესკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე ცესკომ განსაზღვრა მეორე ტურის ბიუჯეტი - სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი.

  • ინფორმაცია საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის

    პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) წარმოგიდგენთ ინფორმაციას გარკვეული პროცედურებისა და ვადების შესახებ.

    იმისათვის, რომ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ კენჭისყრაში მონაწილეობა, უნდა იყვნენ საკონსულო აღრიცხვაზე ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საზღვარგარეთის მისამართზე რეგისტრირებული.

    საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც სურთ მონაწილეობა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში და არ იმყოფებიან საკონსულო აღრიცხვაზე, უკვე შეუძლიათ მიმართონ საკონსულო დაწესებულებებს/დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, ან ეწვიონ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ვებგვერდს www.geoconsul.gov.ge  და ონლაინ დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე.

    საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი მოქალაქეების სიის ცესკოსთვის გადაცემის ბოლო ვადა დაკავშირებულია არჩევნების მეორე ტურის თარიღთან და მას ცესკო განსაზღვრავს 28 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შეჯამების საფუძველზე.   აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისიები არაუგვიანეს 8 ნოემბრისა შეაჯამებენ არჩევნების შედეგებს საარჩევნო ოლქებში. შესაბამისად, ცესკო გეგმავს უფლებამოსილების ფარგლებში განსაზღვროს არჩევნების მეორე ტურისთვის საჭირო პროცედურები და  ვადები.

    ამასთან, ცესკო პირველი ტურის საბოლოო შედეგების შეჯამებისთანავე, ოფიციალურად, განკარგულებით განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის თარიღს.

  • საარჩევნო ადმინისტრაცია პარტიების წარმომადგენლებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან

    დღეს, მედიასაშუალებებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის #2-ე საარჩევნო უბანზე, უბნის თავმჯდომარე და წევრები საარჩევნო ყუთში ყრიდნენ ბიულეტენებს და თითქოს ამომრჩეველს უბანზე დახვდა გამზადებული და შემოხაზული ბიულეტენი, არის ცრუ ინფორმაცია და არ შეესაბამება სიმართლეს.

    საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს პარტიების წარმომადგენლებს შესწავლის გარეშე და გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით ნუ გააკეთებენ განცხადებებს, რამაც შესაძლოა დააზიანოს საარჩევნო პროცესი და საფუძვლის გარეშე მოახდინოს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების დისკრედიტაცია.

    მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ მხარეებს მშვიდად და დაუსაბუთებელი ბრალდებების გარეშე გააგრძელონ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის მზადება. 28 ოქტომბრის არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ემსახურება ამომრჩევლებს და იცავს თითოეული მათგანის ნებას. საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ეს არჩევნები შეაფასეს როგორც დემოკრატიულად ორგანიზებული არჩევნები და მცირე ხარვეზები ვერ მოახდენს გავლენას შედეგზე, თუმცაღა ეს ინციდენტიც კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ არის ინტერპრეტირებული სიცრუე და ჩატარებული არჩევნების დისკრედიტაციის მცდელობა. 

    ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ისნის #2-ე უბანთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია გადაამოწმა და ვაცხადებთ, რომ უბანზე მისულ ამომრჩეველს, რომელიც შეამოწმა ნაკადის მომწესრიგებელმა და მას არ ჰქონდა მარკირება, სიაში მისი სახელის გასწვრივ დახვდა ხელმოწერა - რაც წარმოადგენს პროცედურულ ხარვეზს და ასეთ შემთხვევაში რეგისტრატორი კომისიის წევრი წერს ფაქტობრივი გარემოების აღმწერ ახსნა-განმარტებას. საკანონმდებლო პროცედურა განსაზღვრავს, რომ თუ რომელიმე ამომრჩეველმა საარჩევნო სიაში შეცდომით ხელი მოაწერა სხვა ამომრჩევლის გვარის გასწვრივ, შესაბამისი ამომრჩეველი, რომლის გვარის გასწვრივაც ფიქსირდება ხელმოწერა, იმავე გრაფაში აწერს ხელს.

    საგულისხმოა, რომ აღნიშნულ უბანზე მყოფმა არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებელმაც მოითხოვა, რომ ამომრჩეველს მისცემოდა ხმის მიცემის შესაძლებლობა, რათა არ დარღვეულიყო მისი კონსტიტუციური უფლება, რაზეც უბნის თავმჯდომარემაც მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება. პარტიების წარმომადგენლებს კი ჰქონდათ უხეში მცდელობა ხელი შეეშალათ ამომრჩევლისთვის, რაც ცალსახად ჩანს გავრცელებულ კადრებშიც.  

    საარჩევნო ადმინისტრაციას მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში ჰქონდა და ექნება კანონისმიერი რეაგირება ნებისმიერ გადაცდომაზე, მათ შორის ამ უბნის რეგისტრატორის ქმედებასა თუ სხვა პროცედურულ ხარვეზზე და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური, ასევე წარიმართოს გამჭვირვალე და მშვიდ გარემოში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური