შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 28 ოქტომბერი 2018 09:55

დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მშვიდობიან და უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით:

  • ყველა რეგიონში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დასაცავად, შექმნილია პოლიციის მობილური ჯგუფები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მოახდენენ რეაგირებას სამართალდარღვევებზე და დაიცავენ მართლწესრიგს;
  • მთელი ქვეყნის მასშტაბით, მშვიდი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად, საჭიროებს მიხედვით ხდება საპოლიციო ძალების გადანაწილება.
  • პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც არჩევნების დღეს სამსახურებრივ მოვალეობას შეასრულებენ, გავლილი აქვთ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ერთობლივი გადამზადების კურსი, რომელიც პრაქტიკულ საკითხებთან ერთად, არჩევნების დღეს პოლიციის უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ რეგულაციებსაც მოიცავდა;
  • საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებისთვის, პოლიციის უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღებისა და მიწოდებისთვის საკონტაქტოდ გამოყოფილია შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;
  • ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, პოლიციის უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღებისა და მიწოდებისთვის გამოყოფილია შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტი;
  • საკონტაქტო პირების შესახებ ინფორმაცია უკვე მიეწოდათ შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს, საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს;
  • არჩევნების დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო პერიოდულად მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას არჩევნების მიმდინარეობის დროს მართლწესრიგის შესაძლო დარღვევის, შესაბამისი რეაგირებისა და პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა საკითხებზე.
წაკითხულია 416 ჯერ

Related items

  • ლიბერთი ბანკის სპეციალური განცხადება

    მოგესალმებით,

     ლიბერთი ბანკის სახელით მინდა მოგახსენოთ, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში არსებული საგანგებო სიტუაციის გამო ჩვენი გუნდის მთავარი გამოწვევაა, ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით, გავუფრთხილდეთ და ვიზრუნოთ ჩვენს მომხმარებლებზე, თანამშრომლებზე, ზოგადად საქართველოს მოქალაქეებზე და განსაკუთრებით უფროსი თაობის წარმომადგენლებზე.

     რამდენიმე კვირაში, ვირუსის გავრცელების გამწვავების შესაძლებლობის გამო, და იმის გამო რომ ჩვენთვის თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანია, ლიბერთი ბანკმა, საქართველოს მთავრობასთან ერთად, მიიღო გადაწყვეტილება და 23 მარტიდან აცხადებს 100 მილიონ ლარიან პროგრამას აპრილის თვის პენსიების წინასწარ ჩარიცხვის მიმართულებით.

     ამ ეტაპზე ეს პროგრამა შეეხება ყველაზე სარისკო ჯგუფში მოაზრებულ ადამიანებს, რომლებიც დღეს არიან 70 წლის და ზევით.

     პროგრამის შესახებ დეტალებს, თუ როგორ მოხდება პენსიების ჩარიცხვა და თუ როგორ უნდა ისარგებლონ ჩარიცხული თანხებით 70 და მეტი წლის ადამიანებმა ისე რომ მაქსიმალურად შევამციროთ მათი ბანკში მოსვლის საჭიროება, ამის შესახებ დეტალები გახდება ცნობილი ორშაბათს, 23 მარტს.

     ჩვენ გავაკეთებთ სპეციალურ განცხადებას, პენსიების წინასწარ ჩარიცხვის თარიღის და ჩარიცხული თანხებით სარგებლობის წესების შესახებ.

     ჩვენ ვიაზრებთ, და ძალიან კარგად გვესმის რომ ეს პროგრამა მარტივი განსახორციელებელი არ არის და საჭიროებს სრულიად მთელი საზოგადოების ჩართულობას ინფორმაციის მიტანაში და არა მარტო, იმ ადამიანებთან ვისაც ეს პროგრამა ეხება.

    ეხლა დროა, რომ გავერთიანდეთ ყველა, და ერთად ვიზრუნოთ ჩვენი გარშემომყოფების, ოჯახის წევრების, მეზობლების, ახლობლების ჯანმრთელობაზე.

    რისთვისაც, ლიბერთის მთელი გუნდი, განსაკუთრებით წინა ხაზზე მომუშავე ჩვენი გოგოები და ბიჭები, მთელი გულით ვემსახურებით საქართველოს და ვაკეთებთ ყველაფერს, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ბანკში მოსვლის საჭიროება.

     მთავარია გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და დარწმუნებული ვარ ჩვენ, ერთად აუცილებლად გავუმკლავდებით შექმნილ ვითარებას.

     მადლობა

     ვასილ ხოდელი

    ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორი

    https://www.youtube.com/watch?v=4Y9RrqO-qXA&feature=youtu.be&fbclid=IwAR1qn_skNjme9-gFWRNr1rIkF-WSuDun4Ri51_nnjyEuo-vATiap2dzIzvI

  • ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი პრეპარატ „პლაქვენილის“ გამოყენების თაობაზე განცხადებას ავრცელებს

    ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი პრეპარატ „პლაქვენილის“ გამოყენების თაობაზე განცხადებას ავრცელებს.

    კლინიკა განმარტავს, რომ "პლაქვენილი" გამოიყენება COVID-19-ის მხოლოდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების დროს და ისიც მკაცრად ექიმის დანიშნულებით, რის შესაბამისადაც მოსახლეობას სთხოვს, არ შეეცადონ ამ მედიკამენტის აფთიაქებში შეძენას და მის გამოყენებას.

    „ინტერპრესნიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

    „სადღეისოდ ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის COVID-19-ის სამკურნალოდ ოფიციალურად რეკომენდებული პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული მედიკამენტი არ არსებობს.

    ეპიდემიის დაწყების პირველივე დღეებიდან ჩინეთსა და რიგ სხვა ქვეყნებში ხდებოდა სხვადასხვა მედიკამენტების კლინიკური გამოცდა, მათ შორის:

    • რემდესივირი
    • ლოპინავირ/რიტონავირი
    • დარუნავირ/კობიცისტატი
    • ატაზანავირ/რიტონავირი
    • ფავიპირავირი
    • ქლოროქინ ფოსფატი (დელაგილი)
    • ჰიდროქსიქლოროქინი (პლაქვენილი)
    • რიბავირინი
    • ოსელტამივირი
    • ალფა-ინტერფერონი
    • არბიდოლი
    • და სხვ.

    არცერთ ზემოთჩამოთვლილ მედიკამენტს არა აქვს აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) ოფიციალური რეკომენდაცია COVID-19-ის სამკურნალოდ.

    ყველა ზემოთაღნიშნული მედიკამენტი, რემდესივირის და ფავიპირავირის გარდა ჩვენს ქვეყანაში ხელმისაწვდომია და გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ.

    სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა კვლევებსა და სხვადასხვა ექსპერტებს შორის ამ მედიკამენტების შედარებით ეფექტიანობაზე არსებობდა განსხვავებული აზრი. აგრეთვე სხვადასხვა ქვეყნებს თავიანთ გაიდლაინებში რეკომენდებული აქვთ სხვადასხვა მედიკამენტები და/ან მათი კომბინაციები.

    ჩვენ ცალკეული კვლევების შედეგების, ექსპერტთა მოსაზრებების, ზემოთაღნიშნული მედიკამენტების მოქმედების მექანიზმების და COVID-19-ის პათოგენეზის ანალიზის საფუძველზე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ზემოთაღნიშნული მედიკამენტებიდან არჩევის პრეპარატად ჩაგვეთვალა ჰიდროქსიქლოროქინი (პლაქვენილი), რაც ასახულია COVID-19-ის კლინიკური მართვის ნაციონალურ პროტოკოლში.

    პრეპარატი ჰიდროქსიქლოროქინი (პლაქვენილი) აქამდე მალარიის და ზოგიერთი რევმატიული დაავადების სამკურნალოდ გამოიყენებოდა და ხელმისაწვდომია საქართველოში.

    საქართველოში COVID-19-ის პირველი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა ჯერ კიდევ ა.წ. თებერვალში და ამ დღიდან დაწყებული ყველა ავადმყოფი (უსიმპტომო ავადმყოფების გარდა) იღებს მკურნალობას ჰიდროქსიქლოროქინით (პლაქვენილით).

    ა.წ. 19 მარტს აშშ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოფიციალურად განაცხადა, რომ დარგის ლიდერებთან და წამყვან სპეციალისტებთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს პრეპარატი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დაუყოვნებლივ COVID-19-ის სამკურნალოდ და რომ ეს მედიკამენტი ფაქტობრივად დამტკიცებულია FDA-ის მიერ.

    პარალელურად ზოგიერთმა ქვეყანამ და წამყვანმა სამედიცინო ცენტრმა ეს გადაწყვეტილება ასახეს თავიანთ ოფიციალურ რეკომენდაციებში.

    ამდენად, პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებამ სრულად დაადასტურა, რომ ჩვენმა ცენტრმა თავის დროზე სწორი არჩევანი გააკეთა, რაც შესაძლოა იყოს ერთ-ერთი (თუმცა არა ერთადერთი) მიზეზი იმისა, რომ ქვეყანაში ჯერჯერობით ძალიან წარმატებულად ხორციელდება COVID-19-ით პაციენტების, მათ შორის 80 წელს გადაცილებული ასაკის და სერიოზული თანხმლები დაავადებების მქონე პაციენტების მკურნალობა და მენეჯმენტი (საქართველოში სადღიოსოდ არ არის დაფიქსირებული COVID-19-ის არცერთი ლეტალური შემთხვევა).

    გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ პლაქვენილი გამოიყენება COVID-19-ის მხოლოდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების დროს და ისიც მკაცრად ექიმის დანიშნულებით და არ გამოიყენება ამ დაავადების საპროფილაქტიკოდ.

    შესაბამისად, კატეგორიულად ვთხოვთ მოსახლეობას, არ შეეცადონ ამ მედიკამენტის აფთიაქებში შეძენას და მის გამოყენებას COVID-19-ის პროფილაქტიკის მიზნით, ვინაიდან მედიკამენტის არამიზნობრივმა გამოყენებამ შესაძლოა, სერიოზული ზიანი მიაყენოს ამ პიროვნების ჯანმრთელობას.

    გვინდა გავაკეთოთ კომენტარი აგრეთვე მედიკამენტ რემდესივირზე (Remdesivir), რომელზეც არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი.

    მედიკამენტი რემდესივირი თავის დროზე შეიქმნა ამერიკული კომპანია Gilead-ის მიერ ებოლას ცხელების სამკურნალოდ, მაგრამ ამ დაავადების დროს ეფექტიანი არ გამოდგა. ამჟამად ძალიან სერიოზული ჯგუფების მიერ, მათ შორის აშშ ნაციონალური ინსტიტუტის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის დირექტორის Anthony Fauci-ის მიერ, შეისწავლება ამ მედიკამენტის ეფექტიანობა COVID-19-ის სამკურნალოდ და წინასწარი კვლევებით მიღებულია დამაიმედებელი შედეგები.

    Gilead Science სწორედ ის კომპანიაა, რომელიც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში საქართველოს უფასოდ აწვდის მილიარდობით აშშ დოლარის ღირებულების მედიკამენტებს და შესაბამისად, აქვს საქართველოსთან მჭიდრო და საქმიანი პარტნიორული ურთიერთობა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ და მთავრობამ უკვე მიმართეს კომპანია Gilead Science -ს, მოაწოდოს საქართველოს მედიკამენტ რემდესივირის გარკვეული რაოდენობა და გვაქვს იმედი, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი მიიღებს ამ მედიკამენტს“, - ნათქვამია ინფექციური საავადმყოფოს განცხადებაში.

  • საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლაზე შეზღუდვების დაწესების შესახებ

    საქართველოში კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლაზე შეზღუდვების დაწესების შესახებ. შეზღუდვები ამოქმედდება 2020 წლის 18:00 მარტის 00:00-დან და ძალაში იქნება ორი კვირის განმავლობაში.  

    შეზღუდვები შეეხება უცხო ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს, გარდა:
    ა) საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო ორგანიზაციების  წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები;
    ბ) შერეულ ოჯახები, რომელშიც ერთ-ერთი მეუღლე, ან არასრულწლოვანი შვილი არის საქართველოს მოქალაქე;
    გ) ჰუმანიტარული მისიით მომავალი პირები - თუ დღის წესრიგში დადგა ასეთი მისიის მოვლენის აუცილებლობა (ექიმები, მოხალისეები...)
    დ) მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მქონე პირები - გაცემული საქართველოს შესაბამისი ორგანოს მიერ;
    ე) სტატუს-ნეიტრალური დოკუმენტის მქონე პირები;
    ვ) საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მქონე პირები.
    ზ) ოფიციალური დელეგაციების საკითხი გადაწყდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალურად.

  • საგარეო უწყება: მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ჩვენი საელჩოები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და აქვთ კომუნიკაცია საქართველოს მოქალაქეებთან

    მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, მათ შორის რასაკვირველია იტალიაში, ირანში და სხვა მაღალი რისკის ქვეყნებში, ჩვენი საელჩოები განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ. ყველა საელჩოს და საკონსულოს აქვს კომუნიკაცია ჩვენს მოქალაქეებთან. ყველა იმ ქვეყანაში სადაც მზარდია დაინფიცირების მაჩვენებელი ამოქმედებულია დამატებითი ცხელი ხაზი”  - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიმართულებით და მსოფლიოს მასშტაბით ვირუსის გავრცელების პირობებში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მუშაობის კომენტირებისას განაცხადა.
     
    მინისტრის მოადგილემ ისაუბრა, დაინფიცირების მაღალი რისკ ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანის მხრივ გაწეულ სამუშაოებზე.
     
    მისი თქმით, მათ შორის ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ამოქმედებულია დამატებითი  ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც ირანის ტერიტორიაზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საშუალება აქვთ დაეკონტაქტონ სალეჩოსა და საკონსულო დაწესებულებას. მათ შორის საქართველოს მთავრობამ უკვე მოახდინა 30 საქართველოს მოქალაქის გამოყვანა ირანის ტერიტორიიდან, აზერბაიჯანის რესპუბლიკის გავლით.
     
    „35 კაციანი სიიდან, რომელიც ჩვენ თავიდან გვქონდა, 5 ადამიანმა უარი განაცხადა და გადაწყვიტა დარჩენილიყო ირანის ტერიტორიაზე. ჩვენ დამატებით კიდევ გვყავს ადამიანები, რომლებიც იმყოფებიან ირანში. მათგან ნაწილი გამოხატავს ირანში დარჩენის სურვილს, ნაწილს კი სურს საქართველოში დაბრუნება. შესაბამისად, ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით. ასეთივე დერეფანი შეთანხმებულია სომხეთის რესპუბლიკასთან და შესაძლებელია, რომ სომხეთის რესპუბლიკის გავლით განვახორციელოთ ჩვენი მოქალაქეების საქართველოში ჩამოყვანა.“ - აღნიშნა ხვთისიაშვილმა.
     
     აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის მაღალი გავრცელების ზონებიდან მოახდინა საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა, კერძოდ მოქალაქეების ჩამოყვანა მოხდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან, ირანის ისლამური რესპუბლიკიდან, ასევე მიღებულია გადაწყვეტილება და მიმდინარეობს მუშაობა  იტალიის რესპუბიკასთან ფრენების შეჩერების გამო გაუქმებული რეისების შედეგად იტალიის ტერიტორიაზე დარჩენილი მოქალაქეების საქართველოში დაბრუნების საკითხზე.

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

    საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მასშტაბით, სახმელეთო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებსა და სამივე აეროპორტში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საველე კარვები დამონტაჟდა, სადაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრები სპეციალურ დაწესებულებაში გადაყვანამდე განთავსდებიან.

    ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრები თერმოსკრინინგისა თუ სხვა შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, მოსაცდელი დარბაზის ნაცვლად, ნახევრად თერმულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის კარვებში განთავსდებიან. კარავში მუდმივად იმორიგევებს სამედიცინო პერსონალი.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრების მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრების შემოწმებას 24 საათის განმავლობაში ახდენენ.

    მგზავრის გადაადგილების შესახებ წინასწარი ინფორმაციის და მონცემების დამუშავების გარდა, მესაზღვრეების მიერ, მოგზაურობის ისტორიიდან გამომდინარე, ადგილზე ხდება მოქალაქის გადამოწმება და პირველადი რისკის განსაზღვრა. დამატებითი რეაგირების მიზნით, რისკის მატარებელი მგზავრის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება ადგილზე მყოფ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის და საგანგებო სამსახურის წარმომადგენლებს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური