თამარ გუდავა: მკვიდრდება სტერეოტიპები, რომ არასამთავრობოებისა და კონკრეტული ტელევიზიების კრიტიკაზე ინდულგენციაა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 09 ოქტომბერი 2018 14:53

"მედიაც და მესამე სექტორიც უნდა იყვნენ    საზოგადოებრივი და არა,  ვიწროპოლიტიკური ინტერესების დამცველები.ამავე დროს,   ხდება   გარკვეული სტერეოტიპების დამკვიდრება, რომ  არასამთევრობოებისა და კონკრეტული ტელევიზიების კრიტიკაზე ინდულგენციაა.“ - ამის შესახებ "საჯარო და კერძო ადმინისტრირების კვლევის და მონიტორინგის ცენტრის” ხელმძღვანელმა  თამარ გუდავამ განაცხადა.  მისი თქმით, მესამე სექტორი  ყოველთვის რეაგირებს  სხვადასხვა სახის აგრესიულ, ჰომოფობიურ გამონათქვამებზე  რისი მოლოდინი  ამჯერადაც იყო.

„საზოგადოებაც და ხელისუფლებაც   ელოდა არასამთავრობოების ერთი ნაწილის მწვავე რეაქციას ნიკა გვარამიას აგრესიით სავსე სტატუს-მიმართვაზე, თუმცა ეს არ მოხდა. სწორედ ამას მოჰყვა პარლამენტის თავმჯდომარის კრიტიკა, რაც შემდეგ, მესამე სექტორის მხრიდან არასამთავრობოების დელეგიტიმაციის მცდელობად შეფასდა. პარლამენტის თავმჯდომარის კრიტიკა კი  ვფიქრობ, ობიექტურობისკენ და მეტი აქტივობისკენ მოწოდება იყო.“   - განაცხადა გუდავამ.
 მისი მოსაზრებით, არ უნდა დაირღვეს დემოკრატიის მთავარი პინციპები, როცა ერთის აზრის გამოხატვით,  მეორის უფლება ილახება. მით უფრო, დაუშვებელია  საკუთარი ზრის სიძულვილის ენით გამოხატვა.

„როცა საზოგადოება ხედავს, რომ  ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან ამა თუ იმ მოვლენის შეფასება  შერჩევით ხდება,  საზოგადოება თავად აკეთებს დასკვნებს. ნდობის მაღალი ხარისხისთვის, მიუკერძოებლობა და ობიექტური შეფასება უმთავრესია და ამას თეორიულ ცოდნასთან ერთად,  პრაქტიკაში განხორცილებას სჭირდება.  - განაცხადა თამარ გუდავამ.

წაკითხულია 151 ჯერ

Related items

  • გია აბაშიძე: დემოკრატიის პირობებში სამთავრობო ან, არასამთავრობო სექტორის კრიტიკა ტაბუირებული არ არის

    ქვეყანაში არსებულ  წინასაარჩევნო ვითარებაზე,  ISFED-ის მიერ გამოქვეყნებულ  მეორე შუალედურ ანგარიშსა და მასში  გამოთქმულ შენიშვნებზე,  ანალიტიკოსი გია აბაშიძე  საუბრობს.

    საიასა და ISFED-ის მსგავსად, არასამთავრობო ორგანიზაციამ  „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“  უწყებათაშორისი კომისია დატოვა. ქალბატონმა ეკა გიგაურმა ეს იმით ახსნა, რომ კონსტრუქციული თანამშრომლობის რესურსს ვეღარ ხედავს. რამდენად გამართლებულია არასამთავრობოების ამგვარი ბოიკოტი წინასაარჩევნო რეჟიმში და  რატომ დაიძაბა ურთიერთობა  რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასა და ხელისუფლებას შორის.

    მე ამას აღვიქვამ, როგორც პოლიტიკური ტემპერატურის ხელოვნურად აწევის ერთგვარ მცდელობას. იმედს ვიტოვებ, რომ ვცდები. მესმის, რომ რამდენიმე სტაჟიანი და პოპულარული არასამთავრობო ორგანიზაცია გაღიზიანდა ბატონი კობახიძის ხისტი და სხვადასხვაგვარად აღქმული კონკრეტული განცხადებით, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამთავრობო ან,  არასამთავრობო სექტორის კრიტიკა ტაბუირებულია  დემოკრატიის პირობებში. ბოლო წლებში  ვხედავთ,  რომ კრიტიკა  აქამდე ხელშეუხებელ სფეროს, ეკლესიასაც შეეხო.  საზოგადოება დაინტერესდა, ზოგმა კი მწვავედ გააკრიტიკა ზოგიერთი სასულიერი იერარქის საქმიანობა და მათი პოლიტიკურად ანგაჟირებული გამონათქვამები. ჩვენ ხომ ზუსტად არ ვიცით, უწყებათაშორისი კომისიის სხდომებზე რას ამბობს  იუსტიციის მინისტრი წულუკიანი ისეთს, რომ მეტის მოთმენა არ შეიძლება? მინისტრის საჯარო განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ,   აქამდე ქალბატონი წულუკიანი ოპონენტებზე ყოველთვის მაამებლურად საუბრობდა და მხოლოდ ბოლო თვეებში გახდა მწვავე? იცით რას მაგონებს ეს ყველაფერი? წინა ხელისუფლება რომ უცხადებდა ბოიკოტს ერთ კონკრეტულ ტელეარხს.  ამჟამინდელი მმართველი პარტიის წარმომადგენლებმაც  სცადეს მსგავსი, ოღონდ სხვა არხთან მიმართებაში და შემდეგ გააცნობიერეს, რომ ბუტიაობა და შერჩევითი ბოიკოტი აქტიურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, რბილად რომ ვთქვათ, უაზრო და ღიმილის მომგვრელია. რასაკვირველია, უწყებათაშორისი კომისიის პროტესტის ნიშნად დატოვება ცუდია. ამისათვის მაღალჩინოსანთა საჯარო კრიტიკის მომიზეზება, და შემდეგ ამავე სახელმწიფო ინსტიტუტებზე  კვლევა-ანგარიშების წერა, ჩემთვის პირადად გაუგებარია. მაშინ,  საერთოდ ბოიკოტი გამოვუცხადოთ ამ კონკრეტულ მაღალჩინოსნებს,  მათ უწყებებს და ემიგრაციაში წავიდეთ. სერიოზული იქნება?  იმის თქმა მინდა, რომ სამოქალაქო სექტორი საჯარო მოხელეებს უნდა აკონტროლებდეს, აკრიტიკებდეს ყველა არსებული კანონიერი რესურსისა და ფორმატის მეშვეობით. საპასუხო რეაქციებიც ავიტანოთ  სამართლიანი და უსამართლოც. ეს ხომ  მუდმივი ბრძოლის რეჟიმია? ნუ შევუშინდებით მრძოლას დემოკრატიული განვითარებისათვის.  თუ, რასაკვირველია, სხვა მოტივაცია არა არის  დღის წესრიგში.

    გამოქვეყნდა ISFED-ის წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში. რა   სახის სერიოზულ დარღვევებზეა საუბარი „სამართლიანი არჩევნების“ მეორე შუალედურ ანგარიშში?

    საინტერესოა, რომ წინა ანგარიშისაგან განსხვავებით, რეკომენდაციების მიმღებ ადრესატთა შორის  არ მოხვდა საარჩევნო ადმინისტრაცია.  თუმცა, ანგარიშში ნახსენებია საუბნო კომისიებში ხელახლა არჩეული ის პირები, რომლებმაც 2016-2017 წლების არჩევნებში დისციპლინური  პასუხისმგებლობა დაეკისრათ.  საინტერესოა, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება-მოხდის შემდეგ, ინდივიდს ეკრძალება საარჩევნო ადმინისტრაციაში მონაწილეობა? ალბათ არა, თორემ რეკომენდაციებს ამ კუთხით ცესკოს მისამართითაც  დაწერდნენ.  შუალედურ ანგარიშში,  ასევე საუბარია კონკრეტულ ხარვეზებზე აგიტაციისა და კამპანიის წარმოებისას, რომლებიც ეხება პოლიტიკური პარტიების აქტივისტებს, საარჩევნო სუბიექტების, რელიგიური და საქველმოქმედო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ამასთან, გაუგებარია წინასაარჩევნო შუალედურ ანგარიშში სამართალდამცველების მისამართით  რეკომენდაცია, დაუყოვნებლივ და მიუკერძოებლად  გამოძიებაზე იმ სავარაუდო კორუფციულ გარიგებაზე, რომელიც უკავშირედება პოლიტიკური პარტიების  დაფინანსების  არალეგალური სქემას. ISFED გულისხმობს ოქუაშვილის, „ომეგა ჯგუფის“ შესახებ ჩანაწერებსა და მათ ირგვლივ ატეხილ ვნებათაღელვას. გაუგებარია რატომ წინასაარჩევნო კონტექსტში? გამოძიება დაიწყო თითქმის ერთი თვის წინ, მიმდინარეობს მოწმეთა ინტენსიური გამოკითხვა, პროკურატურა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ აუდიოჩანაწერები დამონტაჟებულია, თავად ბატონი ოქუაშვილი ამბობს, რომ ჩანაწერები ამჟამინდელი არაა და რამდენიმე წლის წინანდელია.  იმედს, ვიტოვებ, რომ ჩემი კრიტიკული და სუბიექტური მოსაზრება ამ შუალედური ანგარიშის ზოგიერთი ნაწილზე კრიტიკადვე იქნება აღქმული და არა ორგანიზებული ე.წ. თავდასხმითი კამპანიის ნაწილად. ამასთან, გაცილებით საინტერესო იქნება საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების შუალედური დასკვნების მიგნებების გაცნობა. 

  • თამარ გუდავა: ამ ურთიერთშეთანხმების დოკუმენტებით ცესკო, საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ბევრ სადაო კითხვას პასუხობს

    ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას, 15 ადგილობრივ არასამთავრობოო რგანიზაციასა და 6 პოლიტიკურ პარტიას შორის ურთიერთშეთანხმების გაფორმდა.

    ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის შესახებ ,,საჯარო და კერძო ადმინისტრირების კვლევის და მონიტორინგის ცენტრის” ხელმძღვანელი თამარ გუდავა საუბრობს.

     როგორ ფიქრობთ, რას უნდა ველოდოთ ამგვარი შეთანხმებებისგან წინასაარჩევნო პერიოდში?

     - უპირველესად, მსგავსი ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმება ბევრ კითხვას, რომელიც არსებობდა ცესკოს მიმართ, ამ დოკუმეტის არსებობით უპასუხებს. ნიშანდობლივია ის, რომ პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა, რომელმაც ხელი მოაწერა მემორანდუმს, ოპოზიციურია და თითქმის მუდმივად კრიტიკის რეჟიმშია ცესკოს საქმიანობის მიმართ. თუმცა, ამ ინიციატივით, ფაქტია რომ ცესკო მზადაა მათთან თანამშროლობისთვის. იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, რომლებსაც თავიანთ დასკვნებში შენიშვნები აქვთ საარჩევნო პროცესის გამჭვირვალედ წარმართვასთან დაკავშირებით, ნაკლებად ექნებათ შემდგომში კრიტიკის საფუძველი, რადგან უკვე თავად იქნებიან ცესკოსთან ერთად ამ გამჭვირვალობის უზრუნველყოფის გარანტი. კერძოდ, მემორანდუმზე ხელმომწერი მხარეები ადმინისტრაციული რესურსების შესახებ საარჩევნო კოდექსის ბუნდოვანი მუხლების (45-ე,48-ე, 49-ე მუხლები) ერთგვაროვან განმარტებაზე თანხმდებიან და ადასტურებენ, რომ ადმინისტრაციული და სასამართლო წარმოების დროს მემორანდუმში მითითებული განმარტებებით იხელმძღვანელებენ. ანუ, მანიპულაციებისთვის ადგილი აღარ რჩება არცერთ დაინტერესებულ მხარეს.

    - ანუ, ეს ნიშნავს რომ უფრო ზუსტად განისაზღვარა შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, არა?

     - ამ დოკუმენტით ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საკითხები, რომელიც ადრე დავის საგანი იყო, არის ერთგვაროვნად აღქმული. მემორანდუმში საუბარია იმ ტექნიკურ მხარეზეც, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების პერიოდში ახლავს საარჩევნო პროცესს. ამაში იგულისხმება სოციალური ქსელებით ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ფაქტების გამოვლენა და ასახვაც. მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიის მმართველობის და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორი ადამ სმიტი. USAID -ის, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა, მათი თანამშრომლობა ცესკოსთან, საარჩევნო პროცესის გამჭვირვალედ წარმართვის გარანტია. USAID-ის და IFES -ის უშუალო მხარდაჭერით, ცესკომ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი შინაგან საქმეთა სამინისტროსთანაც გააფრომა, რაც არჩევნების დღეს, ხმის მიცემის პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფას ითვალისწინებს. ეს ცესკოს და შსს-ს შორის გამოფორმებული უკვე რიგით მესამე მემორანდუმია. მანამდე 2016 და 2017 წლებში გაფორმდა. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ბოლო წლებში საარჩევნო გარემოს უსაფრთხოებისთვის და მისი გაუმჯობესების მიზნით მეტი პასუხისმგებლობაა აღებული, რომელსაც სხვადსხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიც აღიარებენ.

  • ფარცხალაძე-თორდიას დაპირისპირება - მთავარი აუდიტორი არასამთავრობოებს შეხვდება

    სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი ლაშა თორდია დღეს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება. 

    თორდია არასამთავრობოებს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან დაპირისპირების ფაქტის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის. შეხვედრა აუდიტის სამსახურში 15:00 საათზე გაიმართება.

    თორდიას ფიზიკურად 13 მაისს გაუსწორდნენ. შემთხვევა თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა.

    თორდიას მტკიცებით, მას ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დაესხა თავს.

  • არასამთავრობოები: უბნების გახსნისა და მოწყობის პროცესმა არსებითი ხასიათის დარღვევების გარეშე ჩაიარა

    მედიაცენტრში  სადამკვირვებლო ორანიზაციების ბრიფინგები გრძელდება. "სამართლიანი არჩევნები" ძირითადად პროცედურულ  დარღვევებზე საუბრობს. 

    11 საათის მონაცემებით, ორგანიზაციას 19 საჩივარი საუბონო, ხოლო 12 საოლქო კომისიებში აქვს წარდგენილი.   

    არასამთავრობო ორგანიზაციები ძირითადად პროცედურულ დარღვევებზე ამახვილებენ ყურადღებას, თუმცა ამბობენ, რომ უბნების გახსნისა და მოწყობის პროცესმა არსებითი ხასიათის დარღვევების გარეშე ჩაიარა. 

    არსამთავრობო ორგანიზაციები დამკვირვებლების უფლების შეზღუდვასა და დოკუმენტაციის არასათანადო წარმოებაზე საუბრობენ. 

    ბრიფინგი გამართა ასევე ორგანიზაციამ, რომელიც მონიტორინგს ახორციელებს ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში. 

  • არასამთავრობოები დადებითად აფასებენ არჩევნების თარიღთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას

    არასამთავრობო ორგანიზაციები დადებითად აფასებენ მმართველ გუნდში მიღწეულ შეთანხმებას. ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები" ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის განსაზღვრულ ვადებს მიზანშეწონილად მიიჩნევს, თუმცა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი აქცენტს საარჩევნო ადმინისტრაციის ხარჯების შემცირებაზე აკეთებს და ცესკო-სთვის დანამატების არჩევნებამდე ბოლო 60 დღის ვადებში გაცემის ინიციატივით გამოდის.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2018 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური