ზაზა გაბუნია: "სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აღდგება"

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 08 ოქტომბერი 2018 14:11

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას განცხადებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა კვლავ იმუშავებს და ის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში იქნება ასახული.

„ამ საკითხზე იმუშავა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და გააკეთა მისი ანალიზი. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის გაიმართა კონსულტაციები და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უკვე გვაქვს გადაწყვეტილება ამ პროგრამის აღდგენის თაობაზე. ეს არის კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ მოქალაქეები აქტიურად იყვნენ ჩართულები გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და ამით სასარგებლო შედეგები მოუტანონ დასახლებას, თემსა და სოფელს“ - აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.

მისი განცხადებით, მიმდინარე კვირის ბოლოს კომიტეტის სხდომაზე პროგრამის შინაარსობრივ მხარეზე იქნება საუბარი.

წაკითხულია 95 ჯერ

Related items

  • "ურჩევნია იმ ხალხს მიხედოს, ვინც მართლა ექსპლოატირებულია"- დოლიძე გაბუნიას პასუხობს

    ზაზა გაბუნიას, რომელიც პრეზიდენტს ადმინიტრაციის წევრების მძიმე შრომით ექსპლუატაციაში ადანაშაულებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი პასუხობს.

    დოლიძე გაბუნიას ურჩევს, იმ მოქალაქეებზე იფიქროს, რომლებიც ყოველდღიურად ხდებიან შრომითი ექსპლუატაციის მსხვერპლები.

    "დეპუტატ ზაზა გაბუნიას, ჩვენ შრომით ექსპლუატაციაზე რომ საუბრობს, ერჩივნოს იმ ხალხს მიხედოს, რომელიც მართლა ექსპლოატირებულია. უამრავი ხალხია, ვისაც 10 ლარს უხდიან დღეში, ვისაც ორსულობის ბოლო დღემდე უწევს მუშაობა, ვინც ბავშვებს დღეები ვერ ნახულობს, რომ ლუკმა პური მიიტანოს ოჯახში. კვირა არ გავა, ვინმე ახალგაზრდა ბიჭი არ დაიღუპოს მშენებლობაზე და მაღაროელთა სიკვდილიანობის სტატისტიკით ხომ საერთოდ მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ. მაგისთვის არის ეგ არჩეული", - ნათქვამია განცხადებაში.

    უმრავლესობის დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ საქართველოს პრეზიდენტი ადმინისტრაციის თანამშრომლების მძიმე შრომით ექსპლუატაციაში დაადანაშაულა.

  • ზაზა გაბუნიამ "თემქის განვითარების გეგმა 2016-2020წ.წ." პრეზენტაციას გამართა

    "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაზა გაბუნიამ "თემქის განვითარების გეგმა 2016-2020წ.წ." პრეზენტაციას გამართა.

     

    მაჟორიტარობის კანდიდატი მოსახლეობას დაგეგმილ არაერთ ინფრასტრუქტურულ პროექტზე, დასაქმების გეგმაზე და თემქისა და სანზონის პოტენციალის ფართოდ განვითარების შესახებ ესაუბრა. კანდიდატმა ამომრჩეველს ასევე ის მნიშვნელოვანი საკითხები გააცნო, რომლებზე მუშაობასაც მისი არჩევის შემთხვევაში ზაზა გაბუნია პარლამენტში გეგმავს:

     

    1. დასრულდა თბილისის ზღვის გენერალური გეგმა. იწყება 5317 ჰა ფართობის ტერიტორიის საკურორტო ზონად განვითარების პროცესი, რომლის ფარგლებში აშენდება სხვადასხვა ტიპის და კლასის სასტუმროები, გოლფის მოედნები, სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრები, ამფითეატრი, ფეინთბოლის მოედანი, ვენახი, საფარი პარკი, მუნიციპალური ღია სანაპირო, თავისუფალი ვარდნის ატრაქციონი, ხელოვნური სათხილამური ტრასა, საბაგირო და სხვა, რაც ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნას, გარემოს გაუმჯობესებას და ტურიზმის განვითარებას.

     

    2. მუშავდება თემქის ხევის განვითარების პროექტი, რომლის მიხედვითაც ხევის 11 ჰექტარზე მოეწყობა თანამედროვე კეთილმოწყობილი რეკრეაციული სივრცე, სახალხო პარკი.

     

    3. დაიწყება თემქის ცენტრალური სანიაღვრე ქსელის მოწყობა

     

    4. დაიწყება მეწყერსაშიში ზონების გეოლოგიური კვლევა

     

    5. წელს იწყება სპორტული კომპლექსის მსენებლობა აუზებით და სპორტული დარბაზებით.

     

    6. თემქაზე ფუნქციონირებას დაიწყებს "მაკდონალდსი" და სხვა ბრენდები

     

    7. საგზაო სამუშაოები განხორციელდება სადმელის, ანტონ მეორის, ავშნის, მონადირის ქუჩებსა და ყველა შიდაკვარტლურ გზასა და კორპუსების ეზოში

     

    8. დაიწყება კორპუსების გამაგრება და ფასადების მოწესრიგება.

     

    9. აშენდება საერთაშორისო სტანდარტების საფეხბურთო სტადიონი და ჩამოყალიბდება საფეხბურთო გუნდი

     

    10. გაიზრდება თემქიდან დედაქალაქის დაფარვის ზონა სატრანსპორტო თვალსაზრისით

     

    11. აქტიურად გაგრძელდება საბავშვო ბაღების მშენებლობა.

     

    12. გაკეთდება ველოტრასა თბილისის ზღვაზე

     

    13. დაიწყება ავარიული სკოლების აღდგენა-რეაბილიტაცია

     

    14. იგეგმება ყველა სპორტული სტადიონის რეაბილიტაცია

     

    15. განხორციელდება პარკებისა და სკვერების რეაბილიტაცია

     

    16. გაიხსნება ახალი აფთიაქები და სუპერმარკეტები

     

    17. უსახლკარო მოქალაქეებისათვის მოხდება სპეციალური საცხოვრებელი პროგრამის შემუშავება.

     

    18. მოხდება გურამიშვილის გამზირისა და ანაპის ქუჩის რეაბილიტაცია-ადაპტაცია შშმ პირებისთვის.

     

    19. ყველა კორპუსში ჩატარდება სარეაბილიტაციო სამუშაოები, საჭიროების მიხედვით

     

    20. მოხდება მეტროსადგურების "სარაჯიშვილისა" და "გურამიშვილის" რეაბილიტაცია.

     

    21. იგეგმება მაღალსართულიანი, საერთაშორისო სტანდარტების ტიპის პარკინგების მშენებლობა.

     

     

     

    პრეზენტაციის გაცნობის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

  • ზაზა გაბუნიას მხარდასაჭერად საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელებმა მატჩი გამართეს

    "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თემქისა და სანზონის მაჟორიტარობის კანდიდატის ზაზა გაბუნიას მხარდასაჭერად, საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელებმა საჩვენებელი მატჩი გამართეს.

    "მოხარული ვარ, რომ ბიჭები ჩვენს გვერდით არიან, რომ აქ, თემქაზე თემქელებს აქვთ მათთან საფეხბურთო სტადიონზე შეხვედრის შესაძლებლობა. ძალიან კარგი თამაში გამოვიდა და მინდა მადლობა ვუთხრა ყველას",-განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

    მან ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ათობით აღდგენილი სპორტული მოედნის შემდეგ, თემქაზე და სანზონაში განხორციელდება ყველა დარჩენილი სტადიონის რეაბილიტაცია.

  • ზაზა გაბუნია: “ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებ, რომ მოქალაქემ იგრძნოს ყურადღება იმდენჯერ, რამდენჯერაც მას ჩემი სამსახური დასჭირდება.”

    "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ნაძალადევის #19 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაზა გაბუნიამ, თემქაზე, 3მ/რ, 5 კვარტალში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.

    მაჟორიტარობის კანდიდატი მოსახლეობას დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, დასაქმების გეგმაზე და თემქის პოტენციალის განვითარების შესახებ ესაუბრა. ზაზა გაბუნიამ ამომრჩეველს ასევე ის ძირითადი საკითხები გააცნო, რომლებზე მუშაობასაც მისი არჩევის შემთხვევაში პარლამენტში აპირებს.

    სამომავლო გეგმების გაცნობის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

  • ზაზა გაბუნია თემქაზე მოსახლეობას შეხვდა

    „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ნაძალადევის #19 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა გაბუნია თემქაზე, ანაპის ქუჩაზე მდებარე სკვერში მოსახლეობას შეხვდა.ზაზა გაბუნია მოსახლეობას თემქაზე დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, დასაქმების გეგმაზე და თემქის პოტენციალის განვითარების შესახებ ესაუბრა. კანდიდატმა ამომრჩეველს ასევე ის ძირითადი საკითხები გააცნო, რომლებზე მუშაობასაც მისი არჩევის შემთხვევაში ზაზა გაბუნია პარლამენტში გეგმავს. სამომავლო გეგმების გაცნობის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ბიზნეს ნიუსი

პრემიერ-მინისტრმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე სავაჭრო დღე გახსნა

პრემიერ-მინისტრმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე სავაჭრო დღე გახსნა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე დღევანდელი დღე საქართველო...

74 მილიონი ევრო ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი რეფორმების მხარდასაჭერად

74 მილიონი ევრო ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი რეფორმების მხარდასაჭერად

ხელი მოეწერა შეთანხმებებს საქართველოსა და გერმანიი...

პოპულარული

« ოქტომბერი 2018 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური