საქართველოში ნატოს ევროპული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილე იმყოფება

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 25 ივნისი 2015 11:14

საქართველოში ვიზიტით ნატოს ევროპული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილე იმყოფება. გენერალ სერ ადრიან ბრედშოუს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მასპინძლობს.

შეხვედრაზე გენერლებმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო პარტნიორობის მნიშვნელობას.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამხედრო განათლების მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავებასა და ერთობლივი სწავლებების ინტენსიურად ჩატარებაზე.

ერთ-ერთი მთავარი თემა ნატოს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში საქართველოს კონტრიბუცია იყო. საუბარი შეეხო ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში ჩართვასაც. გენერალმა ბრედშოუმ ქართულ მხარეს ISAF-ისა და „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ მისიებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე გენერალური შტაბის J-2 დაზვერვის, J-3 ოპერატიული დაგეგმვისა და J-5/9 სტრატეგიული დაგეგმვის, სამხედრო პოლიტიკისა და სამხედრო თანამშრომლობის დეპარტამენტების უფროსებმა გენერალ ბრედშოუს პრეზენტაციები წარუდგინეს.

დღესვე, ნატოს ევროპული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილე ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ ესტუმრება. გენერალი ბრედშოუ საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ალფა“ ასეულის სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდება და სიტყვით მიმართავს.

 
წაკითხულია 457 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური