ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის დირექტორს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 13 სექტემბერი 2018 09:48

 

წაკითხულია 266 ჯერ

Related items

  • ირაკლი კობახიძე იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პარლამენტის სენატის პრეზიდენტს შეხვდა

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პარლამენტის სენატის პრეზიდენტს, ფეისალ ალ-ფაიეზს და მის თანმხლებ დელეგაციას შეხვდა. 

    მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები მიმოიხილეს და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს.

    ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკურ და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გააქტიურებასა და ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებზე.

    ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და იორდანიის სავაჭრო პალატას შორის მჭიდრო კავშირის მნიშვნელობას.

    საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებს და მათთან გასამკლავებლად, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას.

    ფეისალ ალ-ფაიეზმა ირაკლი კობახიძეს იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მხრიდან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

    შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და იორდანიის სამეფოს პარლამენტის სენატის პრეზიდენტმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

    ირაკლი კობახიძის განცხადებით, გასული წლის გაზაფხულზე, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტმა კიდევ უფრო გაამყარა ორმხრივი კავშირი და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებში ახალ ეტაპს ჩაუყარა საფუძველი.

    „საქართველოსთვის იორდანია არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო რეგიონში, რომელიც, ჩვენი ქვეყნის მსგავსად, ცდილობს, თავისი დადებითი წვლილი შეიტანოს რეგიონულ მშვიდობაში, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში და მშვიდობიანი გადაწყვეტა მოუძებნოს კონფლიქტებს, შეამციროს დაძაბულობა, გადაჭრას ლტოლვილებთან დაკავშირებულ პრობლემები და ხელი შეუწყოს ზოგადად, რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობას. 

    მინდა აღვნიშნო პარტნიორული ურთიერთობები ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის. მეგობრობის ჯგუფების როლი არის განსაკუთრებული და დარწმუნებული ვარ, რომ ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გამყარდება.

    ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება. ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამთ ხოლმე იმ პოტენციალს, რომელიც ასათვისებელია ეკონომიკური ურთიერთობებისა და ვაჭრობის თვალსაზრისით, ასევე, ტურიზმის სფეროში არის დიდი პერსპექტივა და ჩვენი ვალია, ვიზრუნოთ ამ მიმართულებით ურთიერთობების განვითარებისთვის.

    მინდა გამოვთქვა იმედი, რომ უახლოეს წლებში, ჩვენი ძალისხმევით, საქართველოსა და იორდანიის ურთიერთობები ახალ სიმაღლეზე გადავა და ორი ქვეყნის შემდგომი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს მშვიდობისა და თანამშრომლობის განვითარებას“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

    სენატის პრეზიდენტის განცხადებით, მისი ვიზიტი ხაზს უსვამს იორდანიისთვის საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობას.

    „ორივე ქვეყანა თანხმდება ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებაზე. ორმხრივი ინვესტირების პროექტები, სავაჭრო ურთიერთობები, ტურიზმის განვითარება - ეს არის ის პრიორიტეტები, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობის ფარგლებში იკვეთება. ინვესტირება საქართველოს ინფრასტრუქტურაში არის ძალიან დიდი ინტერესის საგანი იორდანიისთვის. ასევე, ხაზს ვუსვამთ ბიზნეს-საზოგადოების როლს და მხარს ვუჭერთ ყველა იმ აქტივობას, რომელიც გააძლიერებს ამ სექტორებს. საქართველოსა და იორდანიის სავაჭრო პალატების ურთიერთობა ძლიერდება და მათი ორმხრივი ურთიერთობები გადავა სამომავლოდ შემდეგ ეტაპზე“, - განაცხადა ფეისალ ალ-ფაიეზმა.

    იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პარლამენტის სენატის პრეზიდენტი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

     

  • ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა

    პარლამენტი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში ვიზიტად მყოფ ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა. 

    შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე იმსჯელეს.

    პარლამენტის თავმჯდომარემ ვენეციის კომისიის წევრებს მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული კანონპროექტით გათვალისწინებული სიახლეები და პროცედურა დეტალურად გააცნო.

    დელეგაციის წევრების განცხადებით, ხელისუფლებისა და ვენეციის კომისიის საერთო მიზანი სასამართლოს დამოუკიდებლობის გაუმჯობესება და მისი პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლებაა. ვენეციის კომისიის წევრებმა მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

    ვენეციის კომისიის დელეგაცია საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, კომისიის წევრები შეხვედრებს საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სახალხო დამცველთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან გამართავენ.

  • ირაკლი კობახიძე - ვერც პოლიტიკა და ვერც ბიზნესი ვერ იქნება ინდულგენცია ვერავისთვის, თუ სამართალია დარღვეული

    „ნუ მივცემთ პოლიტიკურ დატვირთვას იმ საკითხს, რომელიც უნდა იყოს სამართლებრივ ჩარჩოში განხილული. საგამოძიებო კომისიაც არის ამის მცდელობა, რომ კონკრეტულმა ძალებმა ეს საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანონ“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „თიბისი ბანკის“ საქმეზე საუბრისას, ჟურნალისტებს განუცხადა. 

    „ჩვენი ამოცანა არის და უნდა იყოს თითოეული ჩვენგანის ამოცანა, ეს საკითხი დავტოვოთ პოლიტიკურ ჩარჩოში. საუბარია მარტივ საქმეზე, რომლის გამოძიებაში არიან ჩართული სამართალდამცავი ორგანოები. ჩვენ მათ უნდა მივცეთ დრო იმისათვის, რომ სათანადოდ იყოს გამოძიებული ეს საქმე. რაც შეეხება პოლიტიკურ კონტექსტში ამ საკითხის განხილვას, ეს არის არასწორი. ჩვენ სამართლებრივ ჩარჩოში უნდა განვიხილოთ აუცილებლად ეს საკითხი”, - განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ.

    ირაკლი კობახიძემ პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკის“ საქმეზე გამოქვეყნებულ წერილზეც ისაუბრა. მისი შეფასებით, წერილი არასერიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვერც პოლიტიკა და ვერც ბიზნესი ვერ იქნება ინდულგენცია ვერავისთვის, თუ სამართალია დარღვეული.

    „თქვენ გახსოვთ, რომ საზოგადოება დიდი ინტერესით ელოდა ამ ე.წ. მტკიცებულებას, ე.წ. კომპრომატს და შედეგად ჩვენ მივიღეთ პრინტერზე ამობეჭდილი ფურცელი, რაც არის, რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზული. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ტოვებს არასერიოზულ შთაბეჭდილებას.კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ გარკვეული ძალები ცდილობენ პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანონ ის საქმე, რომელიც არის წმიდა სამართლებრივი საქმე. ბუნებრივია, ვერც პოლიტიკა და ვერც ბიზნესი ვერ იქნება ინდულგენცია ვერავისთვის, თუ არის სამართალი დარღვეული. ამიტომ, სამართლებრივ ჩარჩოში უნდა განვიხილოთ ეს საკითხი, სამართალდამცავი ორგანოები ამ ყველაფერს გამოიძიებენ. ბუნებრივია, ყველას ექნება დაკვირვების საშუალება, ამ ყველაფერში ჩართვის საშუალება, ძალიან გამჭვირვალედ გადაწყდება ეს ყველაფერი”, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.

    მისი თქმით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ფურცელზე გარკვეული ტექსტი ამობეჭდოს და როგორც ეს ფაქტი, ასევე, წერილის შინაარსიც არასერიოზულია.

    „ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ამობეჭდოს ფურცელზე გარკვეული ტექსტი. არასერიოზულია როგორც ეს ფაქტი თავისთავად, ასევე შინაარსი ამ წერილის. მათ შორის ის, რომ თურმე „არტარეას“ სთხოვდა ვიღაც ობიექტურობის მაღალი სტანდარტების დაცვას. როცა 20 პუნქტიან ე.წ. წერილს აქვეყნებ, ბუნებრივია, უნდა ერთი პუნქტი მაინც დაამთხვიო სინამდვილეს და შეგიძლია ეს შენ გააკეთო პოსტფაქტუმ. რა თქმა უნდა, შენ შეგიძლია სინამდვილეს დაამთხვიო ერთი ფაქტი, პოსტფაქტუმ. ოციდან ერთს თუ დაამთხვევ პოსტფაქტუმ, ეს არის ძალიან დიდი მიღწევა. რაც შეეხება, ზოგადად, გამოძიებას ამ საკითხის, ამით დაინტერესდებიან სამართალდამცავი ორგანოები და უკვე არიან დაინტერესებულები და ისინი ბოლომდე გაყვებიან, ბუნებრივია, ამ საქმეს”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

    მისივე თქმით, არ არსებობს არავითარი საფუძველი იმისა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრს უფლებამოსილება შეუჩერდეს.

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, იგი ვერ ხედავს საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველსაც.

    „მოდით ნუ მივცემთ პოლიტიკურ დატვირთვას იმ საკითხს, რომელიც უნდა იყოს სამართლებრივ ჩარჩოში განხილული. საგამოძიებო კომისიაც არის ამის მცდელობა, რომ გადაიტანონ კონკრეტულმა ძალებმა ეს საკითხი პოლიტიკურ ჭრილში. მოდით, დავტოვოთ ეს ყველაფერი სამართლებრივ ჭრილში. პატივი ვცეთ სისტემას და საგამოძიებო ორგანოები დადებენ დასკვნას ამასთან დაკავშირებით და პროცესი წარიმართება გამჭვირვალედ, ყველას ექნება დაკვირვების საშუალება. არის მარტივ ფაქტზე საუბარი, რომ ამ ფაქტზე მსჯელობა შეუძლია თითოელ ჩვენგანს. ვნახოთ, რა დასკვნას დადებს სამართალდამცავი უწყება და შესაბამისად, შეგვიძლია ვიმსჯელოთ ჩვენ ამის შემდეგ იმაზე, არის თუ არა ეს დასკვნა და გადაწყვეტილება სამართლიანი”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

     

  • ირაკლი კობახიძე პოლონეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრს შეხვდა

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პოლონეთის რესპუბლიკაში ვიზიტი დაიწყო. 

    ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა ირაკლი კობახიძემ ქვეყნის პრემიერმინისტრ მათეუშ მორავიეცკისთან გამართა. 
    მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობაზე ისაუბრეს და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

    მათეუშ მორავიეცკის თქმით, პოლონეთი ევროკავშირთან საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაზრდაზე ისაუბრებს. პრემიერმინისტრი, ასევე, ქვეყნებს შორის ბიზნესთანამშრომლობის გააქტიურების ინიციატივით გამოვიდა.

    მხარეებმა ყურადღება საპარლამენტთაშორისო კავშირებისა და ამ კონტექსტში, საქართველო-პოლონეთის საპარლამენტო ასამბლეის მნიშვნელობაზე გაამახვილეს.

    მათი შეფასებით, ასამბლეა ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

    საუბარი შეეხო საქართველოს დასავლურ ინტეგრაციას.

    მათეუშ მორავიეცკის განცხადებით, პოლონეთი მტკიცედ უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და გააგრძელებს აქტიურ ჩართულობას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში.

    პოლონეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

  • ირაკლი კობახიძე საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, რიჩარდ ფერანს შეხვდა.

     შეხვედრაზე საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობები განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. ყურადღება განათლებისა და კულტურის მიმართულებით თანამშრომლობის გააქტიურებაზე გამახვილდა.

    ხაზი გაესვა საქართველოს პარლამენტსა და საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეას შორის აქტიური კავშირისა და ინტენსიური გაცვლითი ვიზიტების მნიშვნელობას.

    როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო დიმიტრი ამილახვარის პოლიტიკური დიალოგის ფორმატსაც, სადაც ორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად, კონკრეტული ინიციატივები იქნება განხილული.

    „საუბარი გვქონდა საფრანგეთსა და საქართველოს შორის ორმხრივ თანამშრომლობაზე, როგორც პოლიტიკურ განზომილებაზე, ასევე, ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ განათლების, კულტურის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. გვქონდა ძალიან თბილი, საინტერესო შეხვედრა და დარწმუნებული ვართ, რომ ეს შეხვედრა დამატებით წვლილს შეიტანს ჩვენი ურთიერთობების განვითარებაში. ვისაუბრეთ დიმიტრი ამილახვარის პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობაზე, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყებს მუშაობას და ამ ფორმატში განიხილება ყველა კონკრეტული ინიციატივა, რომლითაც ჩვენ გავამყარებთ ურთიერთობებს საფრანგეთსა და საქართველოს შორის და ეს ხელს შეუწყობს ასევე, პარლამენტებს შორის ურთიერთობების განვითარებასაც",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

    შეხვედრას საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები: სოფიო ქაცარავა, გიორგი კახიანი, დავით სონღულაშვილი, ხათუნა გოგორიშვილი და ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ.

    ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან შეხვედრით, ირაკლი კობახიძემ საფრანგეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა.

     

პოპულარული

« აპრილი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური